საქართველოს ეროვნული ნაკრები იტალიაში გაემგზავრა, სადაც ქალაქ ტრევიზოში ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მოსამზადებელ მეორე ეტაპს გამართავს. ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით, ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა გაფართოებული შემადგენლობით თბილისში 1-დან 8 ივნისის ჩათვლით ივარჯიშა, რის შემდეგაც შერჩეული 15 კალათბურთელით ნაკრები იტალიაში, სამწვრთნელო შეკრების ჩასატარებლად გაემგზავრა.

ნაკრებს იტალიაში შეუერთდება 3 კალათბურთელი – კაპიტანი თორნიკე შენგელია, სანდრო მამუკელაშვილი და ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი, ჯო ტომასონი. სანდრო ნაკრებს 13 ივნისს, ამერიკიდან შეუერთდება, შენგელიას და ტომასონის შემატების საკითხი ამ კალათბურთელების კლუბებზეა დამოკიდებული, რომლებიც შესაბამისად იტალიისა და ისრაელის ჩემპიონობისთვის იბრძვიან და სანამ ყველაფერი არ დასრულდება, ისინი ნაკრებში ვერ გაემგზავრებიან.

ნაკრებს ტრევიზოში შეუერთდება მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, მანუჩარ მარკოიშვილიც, რომლის მონაკოც საფრანგეთის ჩემპიონობასთან ახლოსაა. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით თბილისური ვარჯიშების შედეგად იტალიაში გასამგზავრებლად ეს 15 კალათბურთელი შეირჩა:

რატი ანდრონიკაშვილი, გიორგი ოჩხიკიძე, ლუკა მაზიაშვილი, ოთარ ფხაკაძე, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, დავით კაკუშაძე, ალექსანდრე ფევაძე, ილია ლონდარიძე, გიორგი კორსანტია, გოგა ბითაძე, გიორგი ტურძილაძე, გეგი ბაქრაძე და ავთანდილ ბახტაძე.

ეს კალათბურთელები და სამწვრთნელო შტაბი ტრევიზოში დღეს, გამთენიისას, თბილისი-სტამბოლი-ვენეციის რეისით გაემგზავრნენ. ვენეციის მარკო პოლოს სახელობის აეროპორტიდან ტრევიზოს სასტუმრო Maggio Consიglio-მდე არსებული 40 კილომეტრი ჩვენმა ნაკრებმა ავტობუსით დაფარა და 12-საათიანი მგზავრობის შემდეგ დანიშნულების ადგილზე იყო.

დღეს საღამოს საქართველოს ნაკრები ტრევიზოში პირველ ვარჯიშს გამართავს, რომელიც მოთელვითი, სარელაქსაციო ხასიათის იქნება და მოთამაშეებს ფიზიკური დატვირთვა არ მოუწევთ. ხვალიდან ნაკრები ორჯერად ვარჯიშებზე გადავა და ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ინტენსიურად მოემზადება.

2 მოთამაშეს – კახა ჯინჭარაძეს და ალექსანდრე ფევაძეს მცირე ტრავმა აწუხებთ. მათ თბილისში ბოლო ვარჯიშებში მონაწილეობა არ მიიღეს, თუმცა ხვალიდან ორივე შეზღუდვის გარეშე ჩაერთვება მზადების პროცესში.

ტრევიზოში 12-დღიანი ვარჯიშების შემდეგ, საქართველოს ნაკრები ტრევიზოდან საათნახევრის სავალზე მდებარე ქალაქ ტრენტოში გადაინაცვლებს, სადაც იტალიის ეროვნულ ნაკრებს ამხანაგურ მატჩში, 23 ივნისს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება პარიზის ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპს, ის ლატვიის დედაქალაქ რიგაში – 2-დან 7 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

GBF.GE

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89