ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქე თურქეთი ამხანაგურ მატჩში სტუმრად პოლონეთთან 1:2 დამარცხდა.

მასპინძლები დებიუტში ლევანდოვსკის პასით სვიდერსკიმ დააწინაურა. შემდეგ ორივემ ტრავმა მიიღო და პირველივე ტაიმში შეცვალეს. შესვენების მერე სტუმრები გააქტიურდნენ და მეკარე შესნიმ რამდენჯერმე გადაარჩინა თავისი გუნდი. კონტრშეტევაზე ორი შანსი პოლონელებსაც მიეცათ, მაგრამ პირისპირ გასულ 19 წლის ურბანსკის მეკარე გიუნოკმა არ გაატანინა. შეცვლაზე შესულმა ილმაზმა კი 77-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ცოტა ხანში აკტიურკოღლუს ცოტა დააკლდა გატანამდე. სამაგიეროდ, ბოლოს ზალევსკიმ გაიტანა და პოლონელებს გამარჯვება მოუპოვა.

მონტელას გუნდმა მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდო, წაგებას არ იმსახურებდა და "ჯვაროსნებს" ევროპირველობის პირველ ტურში, 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთთან უმძიმესი დაპირისპირება ელის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეს დაცვაში პრობლემები აქვს.

ვარშავა. „ნაროდოვი“

პოლონეთი - თურქეთი 2:1

გოლები: 1:0 სვიდერსკი (12), 1:1 ილმაზი (77), 2:1 ზალევსკი (90)

თემურ კვარაცხელია
მამა და აგენტი თუ ხვდებიან რა ზიანი მიაყენეს ხვიჩას ორი დღის სკანდალით. უჭკუობა და გაუნათლებლობა
ამატაკი
საკუთარის დაგლახება და უცხოს გაფეტიშება უკვე დიაგნოზი კი არა და ამაზრზენია, საკმარისია! ვისაც ფეხბურთი ოდნავ აინტერესებს, და ჯერ კიდევ ამას იძახის, რომ ფეხბურთელები არ გვყავს, უნდა შეეშვათ ამ სპორტს. ერთი რასაც ნაღდად ვეთანხმები და ყოველთვის ამ აზრზე ვიყავი, საშუალოზე ბევრად დაბალი დონის მწვრთნელი გვყავს. დროა დაიჯეროთ რომ შესანიშნავი თაობა გვყავს და სლოვაკების კალცონას დონის მწვრთნელიც კი, მშვენიერ ფეხბურთს ათამაშებდა ჩვენ ნაკრებს. ეგრევე გამოჩნდა რასაც აზაროვზე ვუკიჟინებდით. შეტევითი პოტენციალს ლოჩოშვილი ვერ გაგიუმჯობესებს. გოლი როცა გჭირდება ჩაკვე გაგყავს და ალთუნიშვილი შემოგყავს, როცა შენგელია-ლობჟანიძე-კვეკვესკირი სკამზე გყავს და არაბიძე ქუთაისში. ინტენსივობა გჭირდება და კაკაბაძეს ბოლომდე ხარჯავ, გოჩოს როდისღა იყენებ. და საერთოდ აბა ექსპერიმენტების დრო აღარაო და რაღა დღეს გამოიჩინეთ ფხა: ყოფილიყვნენ შენგელია სადაც იყო და თუგინდ კვეკვე კიტეს ნაცვლად. ცენტრის ხაზს იქით დახვედრას რომ აუკრძალავ გუნდს, იქ კვარას შესაბამისად ვერ გამოიყენებ და არ გინდათ ეს ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები ფეხბურთელების მიმართ. თუ თავი გაქვთ იქით ისროლეთ კენჭები, სადაც იქმნება ეს "ტაქტიკური შედევრები". ამ პირობებშიც ბიჭებმა მართაც თავი დადეს, იბრძოლეს ბოლომდე და მადლობა მათ ამისათვის. ყოჩაღ ბიჭებო! არსებულ ვითარებაში მართლაც მაქსიმუმი აჩვენეთ!
დათო
გახვედით,აიღეთ,გაიტანეთ ,თქვენ რა პაკისტანელი ხართ? თუ საქრთველოს გულშემატკივარი არ ხარ, საერთოდ რატო წერთ პომენყარებს
Dato
ვერ ვიგებ, რას აგიჩემებიათ უეფას კეთილი ნებით გავედითო,რა არ გვათამაშეს დს ისე გვაჩუქეს?
კაკო
რა არის არწასაგები? არწასაგები მგონი არის რასაც რეალი და სიტი თამაშობდა ერთი თვის უკან მგონი ესე არის არწასაგები მაჩი
Edinio
მე ასე ვფიქრობ რომ მანდრაჟით არ უნდა ითამაშონ ჩვენებმა თორემ გადაგვივლიან. ვინმეს თუ გგონიათ თურქები ფარჩაკები ცდებით. თან ეგენი გენეტიკურად წაგებას ვერ იტანენ და თან ვისთან მაგასაც გააჩნია. ჩვენთან დედიკოებს მოიტ.......ენ ოღონდ არ წააგონ. საერთოდ ვფიქრობ რომ ჯგუფიდან თურქეთი გავა ერთი დანარჩენი არ ვიცი. ერთისიტყვით ჩვენებს წარმატებები რათქმაუნდა მაგრამ იქნებ გაგრძელდეს სასწაულები და მოხდეს რამე სენსაცია და იქნებ კიდევ გაგვივარდეს რამე. ვნახოთ. შიში უნდა მოვკლათ და მერე ყველაფერი გამოვა!@!!
ჩაკვეტაძე
გამარჯობა, მე ვფიქრობ ჩვენი დაცვა არც ისე სუსტია, როგორც აქ წარმოაჩენთ. ლუქსემბურგთან, საბერძნეთთან (120 წთ) და მონტენეგროსთან ჯამში 300 წუთში მხოლოდ 1 გოლი გავუშვით. რა თქმა უნდა, რომ 300 წუთში მეტოქის შეტევას მომენტები ექნებოდა და შეცდომებიც იყო, ეს ბუნებრივია, თუმცა ფაქტია 1 გოლი გავუშვით. ისე კი, ევროზე კიდევ უფრო მეტი მობილიზება გვმართებს დაცვის ასპექტში, განსაკუთრებით მაღალ ჩაწოდებებზე. ერთმანეთის დაზღვევის ნაწილში და ფეხით თამაშში დაცვაში სერიოზული პრობლემები არ უნდა გვქონდეს წესით. ყველას გისურვებთ ჩვენი ნაკრების ჯგუფიდან გასვლას.
სოსო
პოლონელების პირველი გოლის კომბინაცია,ორი წვეთი წყალივით ჰგავდა ბუდუს გოლის კომბინაციას.თურქებს დაცვაში აქვთ პრობლემები და მგონი მეკარეც ვერ უნდა იყოს მთლად საიმედო.მანდ გვაქვს შანსები,თორემ თუ ჩვენ მხარეს გადმოვიდა თამაში,ჩვენ ნელ მცველებსაც ისევე გაუჭირდებათ თურქების შეკავება,როგორც მათ გაუჭირდათ,პოლონელებთან და ჩვენ,ჩერნოგორიელებთან,მეორე ტაიმში.ტექნიკურებიც არიან,სწრაფებიც და აგრესიულებიც. თამაშისთვის არ მიყურებია და დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი,მაგრამ პოლონელების ორივე თავდამსხმელი ტრავმის გამო შეუცვლიათ და ამხანაგურში ასე ხისტად თუ თამაშობენ,გადამწყვეტ მატჩებში რაღას იზამენ.ომი გვექნება და იმედი ვიქონიოთ,ჩვენი ძვლები უფრო მაგარია.
q
ჰო, მაგრამ კაკაბაძემ წინ პასი რომ არ იცის?
გიორგი
თურქეთი ფარჩაკი გუნდია ჩვენთან შედარებით.
ILO
ჩვენი დაცვის პრობლემრბზე რომ ვიდარდოთ არაა!! თუ გველესიანის იმედათ ხართ ისე, რომ სხვის თვალში ბეწვს ხედავთ და საკუთარში დირეს ვერ არჩევთ....კუმ ფეხი გამოყოვო, ზუსტადაც ასეთ მდგომარეობაში ჩავიგდეთ თავი ამ გაუთავებელი ბაქი-ბუქითა და ტრაბახით. ვითომ არ ვიმჩნევთ-თითქოს არც ყოფილა, ზუსტად ამ ევროს შესარჩევში ბოლოდან მე-2 ადგილზე რომ გავედით, ვერც ერთ მეტოქეს რომ ვერ მოუგეთ კვიპროსის გარდა და ესპანეთმა საერთოდ 10-2 გაგვანადგურა, ეხლა ვხედავ ჯგუფიდან გასვლაც არ დაგვაყმაყოფილებს, ვითომ იგივე ფეხბურთელებმა არ უნდა ითამაშონ თუ გველესიანი დაგვემატა და... [ისე რას გადავეკიდე ამ გველესიანს] არა და პორტუგალიას და ჩეხეთს რომ თავი დავანებოთ გუშინ თურქეთის ნაკრების ზაპასში ისეთი კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელები იხდნენ და საერთოდ შიგადაშიგ ისეთ დონეზე თამაშობდა თურქეთი მე სასწაულის იმედათ ვარ, თორემ გუნდს,რომლის ძილითადი ბირთვი- ჩაკვე, ბუდუ, ქოჩორაშვილი, დავითაშვილი, ლოჩოშვილი მეორე ლიგის ფეხბურთელია, ტოპ ფეხბურთელი-კვარა,მხოლოდ თავისთვის თამაშობს-მეკარე, რომელმაც შესარჩევში 20 გოლი გაუშვა და საერთოდაც, პრინციპში ამ ტურნირზე მხოლოდ უეფას კეთილი ნებით მოხვდა წარმოუდგენელია ასეთი დაუფარავი ამბიცია ქონდეს... ე.წ. შავი ცხენის მოსაზრება გამიგია,მაგრამ....ასე უსაფუძვლოდ-მოვდივართ და დაგვხდითო...იმერეთში ჩურჩუტს ეძახიან..
მწარე
ფეხბურთში დიდი მნიშვნელობა აქვს მებრძოლ სულს და გამართლებას. დანარჩენი პოეზიაა. პირველმა გოლმა აიძულა თურქებს თამაში გაეხსნათ. თანაც სხვადასხვა ვარიანტებს ათამაშებდნენ, ალბათ საქართველოს მატჩისთვის. შეტევაზე იყვნენ ორიენტირებული. აქედან დაცვაც გაიხსნა. ჩვენი დაცვა რა სჯობია თურქულს? ამიტომ წინააღმდეგი ვარ გადაჭარბებული შეფასებებისგან. პ.ს. ბერძნებს ყაზახებისთვის 5:0 კი არა, არამედ 1:0 რომ მოეგოთ, ჩვენთან ბევრად მობილიზებული იქნებოდნენ, ჩვენები კი უფრო "ლაღები". რა მოხდებოდა არ ვიცი, მაგრამ ესეც იყო ჩვენი გამარჯვების მიზეზი. პ.ს.ს. გამარჯვების განწყობა არ ნიშნავს წინასწარ ზეიმს, არამედ სწორად მომზადებას. ჩვენმა პირველმა თამაშმა აჩვენა, რომ გუნდი იკვრება, თუმცა ფიზიკაში და დაცვაში სუსტები ვართ. ასევე შეიძლება ითქვას თურქებზე, მათი მიზანი ჩვეთან მოგებაა. ამისთვის ემზადებიან. დანარჩენს მებრძოლი სული და იღბალი გადაწყვეტს.
მე ქართველი ვარ
ვახ შე გენაცვაკე სანიოლ...ქართული გისწავლია უკვე,მაგრამ ასე ღიად ნუ ილაპარაკებ გუნდის სტრატეგია ტაქტიკაზე
იასონას უდარი
კომენტარებს გადავხედე და საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ ფეხბურთზე. ის იქ დადგება,ეს აქ იმოძრავებს,ამას ვიზავ და იმას ამასვიზავთ,რა უბედურება არის? მიწაზე დაეშვით და ადეკვატური მოლოდინები შეიქმენით,მერე ციდან უცებ რო არ დაასკდეთ მიწას. გოლი და ქულის აღება უკვე წარმატება არის,ამას მიაწექით და თუ ისე მოხდა,გახვედით ჯგუფიდან ან ფინალში ითამაშეთ,უფრო გაგიხარდებათ. ეს ამხანაგური თამაშებია,დემირალი სკამზე ყავდათ,არდა და ილდიზი,ილმაზი კიდევ და 18 წლის თავდასხმელით ითამაშა გუნდმა. ფეხბურთში ყველაფერი ხდება,საბერძნეთმა პორტუგალიას ორი თამაში მოუგო 2004,მარა ყოველთვის ასე ვერ იქნება. ამიტომაც,საქართველო არცერთი კრიტერიუმით არ არის იმ მდგომარეობაში რო ჯგუფიდან გასვლა იყოს მოლოდინი,უპირველესად გამოცდილების არ ქონა. პირველი 11 კაცი კიდევ რაღაცას გავს,მარა რო გაგვეტრავმოს ვინმე მერე? იმ საბერძნეთს 1-2 გამონაკლისის გარდა,თანაბარი გუნდი ყავდა და ყველას დაცვა შეეძლო. ლესტერს რო ახსენებენ ხოლმე,ეგ იყო შემთხვევითობა და ბევრი რაღაცის გამოსვლა მათ სასარგებლოდ. არცერთი გრანდი არ ბრწყინავდა,ტოტენჰემი უწევდა კონკურენციას. ისე ნუ გამოგყავთ ხოლმე,თითქოს სიტის და ლივერპულს ებრძოდა,ქულაში მიდიოდნენ და ასე გახდა ჩემპიონი. მიწაზე დაეშვით,ადეკვატური მოლოდინები შეიქმენით,რათა მერე არ მოითხოვოთ ზოგის გაციმბირება და ზოგის გაროზგვა,მოედნების გადახვნაზე აღარაფერს ვამბობ. ის რო ევროპაზე გავედით და ეს წინ გადადგმული ნაბიჯია,მხოლოდ გულშემატკივარში იგრძნობა.არცერთ ქართულ გუნდში ზედმეტი ერთი თეთრი არ შემოსულა,დინამომ მწვრთნელი გაგდო საერთოდ.უკრაინამ რო ითამაშა 2012 წელს მასპინძლობის გამო,მერე ფული ჩაიდო და ახლა სოლიდური გუნდი ყავთ,ჩვენთან რა მოხდა ასეთი? არაფერი,უბრალოდ ნაკრების გამოყენებით ფულის გამომუშავებას ცდილობენ,როგორც კვარაზე იყო თემა,მერე მიჩუმდნენ.
Levani
რა ვიცი,რასაც აქ ვუყურე ამ 9-10 მომენტს დაცვა დირკაა,ყველა ბურთზე ვერ გაერკვნენ. წინაც ვერ ხაზავენ. ახლა მე გეკითხებით-ეს თურქეთი ზლატანას შვედეთზე ძლიერია? არაფრის დიდებით-საბერძნეთს რო შეხვედროდა კვალიფიკაციაში ბერძნები გახევდნენ. ჩვენთან 0-0 და პენლები..ჩვენ რო ვიღაცეები ვართ უკვე კი ნახეთ გუშინ და ბერძნები ვინც არიან კი ნახეთ ყაზახეთთან. თურქეთი რა თქმა უნდა სერიოზული მეტოქეა,რომელსაც სერიოზული პრობლემები აქვს..დანარჩენი ბიჭებზეა
გიო
არდა ყავთ ძალიან მოძრავი, მგონი მოდრიჩსაც ჯობია, ძალიან ტექნიკური და ჭკვიანია, ვერცხლისწყალივითაა. ეგ თუ ამოვკეტეთ, გაუჭირდებათ შეტევა. არცერთი სანტიმეტრი არ უნდა დავუთმოთ, სისწრაფეებზე მოგვიწევს თამაში, ლობჟანა და წიტა გვჭირდება. შენგელიას გაუჭირდება პირველ ტაიმში. მოკლედ დაცვა უნდა ეთამაშოს ახლოს. შეიძლება მოგება თუ მოვინდომებთ. არავითარი ბურთის გორაობა და უკან პასი მეკარეს!
რაბუ
გული კარგს მიგრძნობს. ვიცი ეს გრძნობა, როცა ასე ვარ უეჭველად რაღაც კარგი ხდება და ეს იქნება ჯგუფიდან გასვლა.
Irakli
თურქებს დაცვაში საკმაო პრობლემები აქვთ, კონტრშეტევებზე ძალიან უჭირთ, ამასთან თურქეთი ის გუნდი არ არის დაცვაში ჩაჯდომა გაპატიოს. ისევ წააგეს, თან ამბიციური გუნდია და ჩვენთან დიდი წნეხის ქვეშ მოუწევთ თამაში, ესეც ჩვენი შანსია! წარმატებები საქართველოს!
პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას შეეცდება
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
"ნებისმიერ ნორმალურ ნაკრებში ამას დიდი განხილვა და გუნდიდან მოკვეთა მოჰყვებოდა" - უკრაინელმა ჟურნალისტმა საქართველოსთან მატჩამდე თავისი ქვეყნის ნაკრებზე სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"დავითაშვილი სუპერკლუბში თამაშს იმსახურებს" - თურქეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
დაუჯერებელია - 39 წლის რონალდოს მაკრატელა პოლონეთის ნაკრებთან [VIDEO]
ლევანდოვსკიმაც ვერ უშველა - ავსტრიამ პოლონეთს სძლია [VIDEO]
ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ავსტრია D ჯგუფში პირველია - საფრანგეთი მეორე [VIDEO]
მონტელა: გაძევების შემდეგ ინიციატივა დავკარგეთ - საქართველოს ნაკრებმა დიდი განვითარება გაიარა
ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ
პოლონეთის ნაკრების მწვრთნელს არ გადააყენებენ
[VIDEO] ესპანეთმა სტუმრად ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო