Afflelou Paris-ის განსაკუთრებული მილოცვა საქართველოს - ფრანგულმა ოპტიკურმა ბრენდმა, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის აღსანიშნავად, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო დროშის სიმბოლიკით სათვალეების ლიმიტირებული კოლექცია შექმნა, რომლის სახეებიც ფეხბურთელები: გიორგი გაგუა და ოთო გოშაძე გახდნენ.

ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად, ახალი კოლექციის შექმნის იდეა თავად Afflelou Paris-ის ფრანგულ წარმომადგენლობას გაუჩნდა, როდესაც თბილისში საქართველო-საბერძნეთის მატჩს დაესწრნენ და გამარჯვება გულშემატკივართან ერთად აღნიშნეს. Afflelou Paris-ის ქართული ფრანშიზის გენერალური მენეჯერი ანი გიგინეიშვილი განმარტავს, რომ სათავო ოფისმა აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ მხარდაჭერის გამოსახატად მიიღო.

„26 მარტის ღამეს, როდესაც საქართველოს ნაკრები პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, ბრენდის სათავო ოფისის წარმომადგენლებმა თავად იხილეს გულშემატკივრების ემოცია და ზეიმი, რომელიც მთელ ქალაქს მოედო და დილამდე გრძელდებოდა. ამან იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა მათზე, რომ აქვე გადაწყვიტეს, ჩვენთვის განსაკუთრებულად მოელოცათ ეს მოვლენა. თავად შექმნეს ახალი, ლიმიტირებული ხაზის დიზაინი, რომლის ფარგლებშიც მხოლოდ 500 სათვალე დამზადდა და ამ ფორმით გვაგრძნობინეს, რომ ჩვენ გვერდით არიან და წარმატებას გვისურვებენ უმნიშვნელოვანეს საფეხბურთო ტურნირზე.

სათვალე, თავისი დიზაინიდან და ფორმიდან გამომდინარე უნივერსალურია და მოერგება როგორც ქალს, ისე მამაკაცს. მისი დახვეწილი დიზაინი კი საშუალებას მოგცემთ, აქსესუარი თამამად ატაროთ როგორც სტადიონზე, ისე სხვა ნებისმიერ ვითარებაში. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს კამპანიაში ჩაერთნენ ქართველი ფეხბურთელები და დარწმუნებული ვართ, რომ ერთად კიდევ ბევრ გამარჯვებას ვიზეიმებთ“, - აღნიშნა ანი გიგინეიშვილმა.

ახალი ხაზი წარმოდგენილია Afflelou Paris-ის კონცეპტუალურ მაღაზიებსა და ჯპს-ის აფთიაქებში. მისი ღირებულება 149 ლარია. გულშემატკივრებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, როგორც გერმანიაში, ისე საქართველოში, ნაკრების მხარდაჭერა გამოხატონ ექსკლუზიურად მათთვის შექმნილი აქსესუარით, რომელსაც მუდმივად თან ატარებენ.

ისტორია იწყება შენით, უგულშემატკივრე ნაკრებს და გააზიარე ემოცია Afflelou Paris-თან ერთად, რომელიც ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას საინტერესო სიახლეებს გვპირდება.

ფოტო: სალი დუნდუა

მარკეტინგის მენეჯერი: დათა ალექსეევი

პროექტს გვერდში დაუდგა: Ballermanagement

R

ვაი
გაგუა სამოდელოში გადავიდა? წარმატებები
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა