18 ივნისს, ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდება, მათმა მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ კი Turkiyetoday-სთან ინტერვიუში "ჯვაროსნებთან" მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

"ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მთავარია რწმენით და თავდაჯერებით ვითამაშოთ. უმთავრესი მიზანი საქართველოს ნაკრებთან გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატის პოზიტიურად დაწყება იქნება. უმაღლესი მიზნები უნდა დავისახოთ, თუმცა შესაბამისი ზომის ნაბიჯები გადავდგათ, რადგან თუ დიდი ნაბიჯის გადადგმას შევეცდებით, ფეხის დაცდენის და წაქცევის შანსი გაიზრდება.

საქართველოს ნაკრები კარგად ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობს, მათ სივრცეები თითქმის არ რჩებათ და კონტრშეტევისას ძალიან სახიფათოები არიან, ჩემი აზრით, მათი მთავარი პლუსი სწორედ კონტრშეტევებია. მთავარია, რომ მოთმინება გამოვიჩინოთ და მატჩის ბედს სწორედ ეს ფაქტორი გადაწყვეტს", - განაცხადა მონტელამ.

შეგახსენებთ, მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

კიეზა
არაა თურქეთი ადვილი მეტოქე მით უგრო ამ დონის თამაშია..თუმცა არც მრისხანეა..მჯერა ჩვენი ბიჭების..ყველა თითქმის ფორმაშია..მუხტი არის..ერთია ნერვებს არ აყვნენ..ამ დონის ტურნირზე ფსიქოლოგიური მდგომარეობა არანკლებ მნიშვნელოვანია..ომი ელით ბიჭებს თან პირველი თამაშია და მჯერა გამარჯვებული გამოვალთ ..ხვალ დიდი დღეა.ვიწყებთ გამარჯვებით...დიდება საქართველოს..
ზიზ
ნეიტრალური მაყურებლისთვის შეიძლება ეს ყველაზე მოსაწყენი თამაში იყოს, მაგრამ მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს?... გამარჯვებულს არავინ გაასამართლებს!
Levani
ისე ვინც წერთ თურქეთი მოგვიგებსო,მერე რა ევროკავშირში ჩაგვიკეტავენ კარებს,ამგენს ფეხბურთი არ ცოდნიათო? მერე რა თუ მოგვიგებსო. მაგრამ ვერ მოგვიგებსო,არ არის საქართველო კვეკვე-აბურჯანია-ოქრიაშვილი ზაპოროჟეცი. სხვა გუნდია და მე ვერ ვხვდები თურქეთს რატო ვერ უნდა მოუგოს. კლასში აშკარად ჩვენ ვჯობივართ.
ფედელე ბაბუა
მონტელა შე ცხვირმიჭყლეტილო,გეყოს თურქების დაბოლოება,ხვიჩუნია გაგაპობთ რაგაცა-რაფაელოსავით
ვაჟა
არ გეწყინოთ და არც დამძრახოთ, ჩემი აზრით კვარამ მიქიუტაძე ჩაკვეტაძემ ან რომელიმე ჩვენმა ფეხბურთელმა უნდა წამოიკიდონ ჯარიმებზე თურქები და იქნებ წითელზეც გააქაჩინონ, თურქები თამაშობენ ხისტად და აგრესიულად, ასე რომ მემგონი არიქნება ცუდი აზრი ჯარიმები აკიდონ რომ დამანდრაჟდეს თურქთა ნაკრები
Tem
ისე ყველა თამაში ლოგიკურად მოდის ჯერ და იმედი მაქვს F ჯგუფამდე ასე იქნება
d
არ ვიცი თუ გახსოვთ. ევროპის შესარჩვის ბოლო თამაში იყო. თურქეთი სახში ხვდებოდა ბოლო ტურში ლატვიას. და მოგებული ევროზე ხვდებოდა და მაგ ტამაშში სტამბულში პატარა ლატვიამ ამოტენა თურქეთი. ლატვიის გმირობა უნდა გავიმეოროთ :)

ისეთი განწყობაა შექმნილი სოც ქსელებში და ზოგადად გულშენატკივრებში,რომ ყველა 3 ქულის აღებაში და თურქების მაგრად დაჩაგვრაში დარწმუნებულია, მიუხედავად დანაკლისისა საკმაოდ სოლიდური ნაკრები ყავთ თურქებს და რეალურად ფავორიტი მათი ნაკრებია. ამიტომ მაქსიმალურად კონცენტრირებულად ისე როგორც ბერძნებთან იყო.
ჯეჯე
ეგ არაა ინტრიგნობა ჩემო არაბოროტო (თუ არარობოტო) მეგობარო. :) ფაქტის კონსტატაციაა. ადამიანის ცნობიერებაზე ფარულად გავლენის მოხდენა ჰქვია მაგას. თუმცა, მესმის, რომ ყველა ვერ ხვდება მსგავს ტრიუკებს.
master
ანუ საბერძნეთთან თამაშს უყურა მხოლოდ,სადაც არნახული კონცენტრაციის ხარჯზე მართლა არ გვრჩებოდა სივრცეები,სხვა თამაშებს უყურე ვინჩენცო,,,ნაყურები აქვს არადა
ჰაჰა
"მთავარია, რომ მოთმინება გამოვიჩინოთ და მატჩის ბედს სწორედ ეს ფაქტორი გადაწყვეტს". აქედან ჩემი აზრი გამომაქვს. თავის შანსს დაელოდებიან, კლასის იმედი აქვთ და აგრეთვე იმის იმედი რომ ჩვენი ნაკრები ბოლოს დაიღლება. შესაძლოა ტაიმების დასაწყისში მძლავრად შემოგვიტიონ, პირველი გოლის იმედით. საინტერესოა ჩვენები ამას რას დაუპირისპირებენ. ხო, ასეთი ტაქტიკის ერთერთი მინუსი ის არის, რომ თუ შეცდომებისგან გადარჩი, თუ გაძელი 70-80 წუთი, მაშინ ბოლო 10-15 წუთში ისინი იწყებენ ნერვიულობას. მათთვის ფრე წაგების ტოლფასია. და მთავარი მინუსი კიდევ, თუ ჩვენებმა გოლი გაიტანეს პირველებმა, მაშინ მათ ტაქტიკა უნდა გადააწყონ, რაც დამატებით რისკებს უჩენს.
რეალობა
მონტელა! საქართველოსთან დიდი ანგარიშით წააგებ. მეორე თამაშს პორტუგალიასთან წააგებ. ამით დამთავრდება თურქეთისთვის ევროპის ჩემპიონატი.
Zura
თუ ღრუბლებში არ ვიფრენთ და ყველაფერს პრაგმატულად გავაანალიზებთ, ჩვენს ნაკრებს შანსი არა აქვს ჯგუფში. შეუძლებელია ერთი თამაში მაინც მოვიგოთ და მითუმეტეს შეუძლებელია 10 დღიან მონაკვეთში სამი მატჩი გავმართოთ მაღალ დონეზე. დაცვა გვყავს კატასტროფა და ნახევარდაცვა ბურთის დაჭერის მიმართულებით არის ასევე კატასტროფა. შესაბამისად, როდესაც არა გვაქვს ბურთი და მოწინააღმდეგის ყველა შეტევა სახიფათოა - თანამედროვე ფეხბურთში ასე შედეგის დადება შეუძლებელია!!!
მე არ ვარ ბოროტი
ნუ ინტრიგნობ!
ვინ არის-ს
კი, ნამდვილად შემთხვევით არის. :)
აბა ვინ არის?
ლუქსემბურგთან დუბლის ავტორი ხომ არ არის შემთხვევით?
ჯეჯე
მეცინება, რომ პალიტრამედიის გამოცემები (ამბები.გე, bpn.ge, sportall.ge) საქართველოს ნაკრებზე სტატიის დადებისას, ცდილობენ, რომ ზივზივაძის სურათი დაურთონ. თითქოს ის იყოს ნაკრების მთავარი სახე. :)
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
მონტელა: საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირება რთულია
მონტელა: ძლიერ მეტოქესთან ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
არეულობა თურქეთის ნაკრებში? - აქთურქოღლუს განცხადების გამო თანაგუნდელები აღშფოთდნენ, ფეხბურთელს მონტელა შეხვდება
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
მონტელა: ისევ საქართველო შეგვხვდა - მესამე კალათიდან ყველაზე მძიმე მეტოქე
მონტელა: გაძევების შემდეგ ინიციატივა დავკარგეთ - საქართველოს ნაკრებმა დიდი განვითარება გაიარა
თურქეთმა ბულგარეთს მოუგო და პირველ ადგილზე გასასვლელად სასწაული სჭირდება
[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები თურქეთთან 0:3 მარცხდება
[VIDEO] სრული კატასტროფა - საქართველოს ნაკრები თურქეთთან განადგურდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა თურქეთთან მატჩში?
სანიოლი: ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პრობლემები გვექნებოდა, თუ ვერ შევძლებდით ევროპის ჩემპიონატის დავიწყებას
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ