საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები პირველად იასპარეზებს დიდ საერთაშორისო ტურნირზე, რა გასაკვირია, რომ ქვეყანაში ევროპის ჩემპიონატისადმი ინტერესი უდიდესია და ყველა უგულშემატკივრებს - ქალი და კაცი, დიდი და პატარა. ფელბერტში ჩვენი გუნდის პირველი ვარჯიში სავსე სტადიონზე გაიმართა.

რამდენიმე ათასი ადამიანი გერმანიაში "ჯვაროსნების" საქომაგოდ გაემგზავრება, რომლებსაც საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებიც შეუერთდებიან. შადიმან ხარშილაძემ 12 დღეში 4000 კილომეტრი მოპედით გაიარა, ნაკრებს კი ჩვენი ეროვნული დროშა ჩაუტანა, რომელზეც გულშემატკივრების გზავნილები იყო დატანილი. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით და ფეხბურთის ფედერაციის ჩართულობით საქართველოს ფოსტამ გამოუშვა მარკა, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ეძღვნება! ფეხბურთში ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული ბანკი 5 ლარის ნომინალის საკოლექციო დანიშნულების ოქროსა და ვერცხლის მონეტებს გამოუშვებს. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ეკრანები დამონტაჟდება და მატჩების ჩვენება გაიმართება. თბილისში, ჭავჭავაძის 74-ში ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური მაღაზია გაიხსნა, სადაც ნაკრების ოფიციალური პროდუქციაა წარმოდგენილი. სათამაშო ფორმასთან ერთად მაღაზიაში, საგულშემატკივრო მაისურებისა და ატრიბუტიკის ყიდვაა შესაძლებელი. განახლებულ კოლექციაში საბავშვო ზომებიც არის გათვალისწინებული. სფფ-ის ოფიციალური მაღაზიის პროდუქციის შეძენა აგრეთვე თბილისის და ბათუმის Duty Free-ში, კარფურის თბილისი მოლის, ისთ ფოინთის, ქუთაისის, გორისა და ბათუმის ჰიპერმარკეტებში შეგეძლებათ.

ეროვნულ გუნდს ნაკრების ფორმაში გამოწყობილმა პატარა ქომაგებმა მხარდაჭერა „დინამო არენადან“ გამოუცხადეს და ვიდეორგოლიც მიუძღვნეს - „Miu Miu“-ს ფეხბურთის პატარა გულშემატკივრები ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს წარმატებას უსურვებენ ევროპის ჩემპიონატზე! საქართველო, წინ დიდი გამარჯვებისკენ! ჩვენ გვჯერა თქვენი!“

ერთი სიტყვით, მოლოდინი დიდია და იმედია, ჩვენი ფეხბურთელები იმედებს არ გაგვიცრუებენ.

ჟორა
მე დ-ს იმედი მაქ დიდგორიდან დორტმუნდამდე!!!
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ