ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი საქართველოს ნაკრები მხოლოდ მონაწილეობით უნდა შემოიფარგლოს და მისი ჯგუფური ეტაპიდან გასვლა სენსაცია იქნება. თავი ზედმეტად რომ არ შეგაწყინოთ, ვეცდები, საპირისპირო ძალიან მოკლედ დავამტკიცო.

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ მეც პესიმისტთა კატეგორიას განვეკუთვნებოდი, რამეთუ ჩვენი ეროვნული გუნდი არ წარმოადგენდა სერიოზულ ძალას და რაიმე მაღალი მიზნებისთვის ბრძოლის უნარი არ გააჩნდა. ამაზე ნათლად მეტყველებდა ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში დაკავებული „ასე მშობლიური მეოთხე ადგილი“. თუმცა, მოხდა ის, რასაც ბევრი ვერ წარმოიდგენდა - ფეხბურთელთა დიდმა ნაწილმა იგრძნო პასუხისმგებლობა საკუთარი მომავლისა და ქვეყნის წინაშე და პროგრესირება დაიწყო. ქართველებს ნიჭი არასოდეს გვაკლდა, მაგრამ მხოლოდ ნიჭით ფონს ვერ გახვალ და უამრავი მაგალითი გვაქვს იმისა, რამდენმა არათუ რეგრესი განიცადა, არამედ საერთოდ დაასრულა კარიერა. თამაშის გაუმჯობესება დიდი ძალისხმევის შედეგად, ძირითადად, შემტევებმა მოახერხეს და უნდა ითქვას, „ჯვაროსნების“ დარი წინა ხაზი ბევრ გუნდს არ ჰყავს. ეს, პირველ რიგში, მათ შემოქმედებით მხარეს ეხება, თუმცა ისინი არც შავი სამუშაოს შესრულებას ერიდებიან და დაცვასაც სათანადოდ ეხმარებიან.

ვუყურე ნაკრების მონტენეგროსთან მატჩს და ალბათ, ცხოვრებაში ჩვენების თამაშის ცქერისას პირველად არ ვინერვიულე. აქ შედეგი არ იყო მთავარი, უმთავრესი გახლდათ ხარისხი და საბრძოლო შემართება. მოედანზე ვიხილეთ გუნდი, რომელიც გამართულად მოქმედებდა და იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა. ნამატჩევს მეტოქის მწვრთნელმა რობერტ პროსინეჩკიმ წაგება გარკვეულწილად თავისი შეგირდების მოტივაციის ნაკლებობას დააბრალა, რაც ნაწილობრივ სიმართლეს შეესაბამებოდა, თუმცა ტრავმების მიღების შიშით ჩვენი ფეხბურთელებიც ფრთხილობდნენ და არცთუ უსაფუძვლოდ. მაინც დაშავდა ოთარ კიტეიშვილი და აქ შეგვიძლია გავიხსენოთ თურქეთის ეროვნული გუნდის ტრავმების ეპიდემია და ისიც, რომ პოლონელებსაც ანალოგიური პრობლემები შეექმნათ. უბრალოდ, პოდგორიცაში გამოჩნდა ის, რასაც კლასში სხვაობა ჰქვია - როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური.

ევრო 2024-ზე სანიოლის კრებულს შეუძლია თავისუფლად, ყოველგვარი წნეხის გარეშე იასპარეზოს, რამეთუ მარცხის შემთხვევაში განსაკუთრებულად არ გააკრიტიკებენ, თუმცა მათგან უკვე მეტის მოლოდინია. უნდა დაამტკიცონ, რომ ერთა ლიგიდან გასულები ტურნირზე აუტსაიდერები სულაც არ არიან და ფეხბურთელებმა თავის წარმოჩენით ევროპირველობა საკლუბო კარიერის მოსაწყობად ერთგვარ ტრამპლინად გამოიყენონ, ხოლო მათი წარმატება საქართველოში ფეხბურთის განვითარებას ბიძგს მისცემს. აუცილებელია წარსულს ჩაბარდეს ის დრო, როდესაც ეროვნული გუნდი მეორეხრისხოვანი საზღვარგარეთული კლუბების წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული.

გერმანიაში ფავორიტად რომ არავინ აღგვიქვამს, ესეც დადებითი მომენტია და ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს. ყველას ადვილი სამი ქულის აღება აქვს დაგეგმილი და ამითაც შეიძლება ვისარგებლოთ. ბევრი რამ დეტალებზე იქნება დამოკიდებული და იმედია, მსაჯები კვლავ ობიექტურნი იქნებიან. თუ გახსოვთ, ადრე წყალქვეშა დინებებზე გავამახვილე ყურადღება და აღვნიშნე, რომ უეფა არაა საქართველოს ნაკრების დიდ ტურნირებზე მონაწილეობის წინააღმდეგი. პირიქითაც შეიძლება ითქვას და ამაში სფფ-ის საკმაო დამსახურებაც არის. მეტს არ ვიტყვი (ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების). კარგი იქნება, თუ ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და მომავალ შესარჩევ ციკლებში კვლავ ურთულეს ჯგუფებში არ მოვხვდებით.

არ შეიძლება ხაზი არ გაესვას ვილი სანიოლის დამსახურებას, რომელმაც არატიპურად დისციპლინირებული ქართული გუნდი შექმნა, სადაც საოცარი ატმოსფერო, ურთიერთპატივისცემა და მებრძოლი სულისკვეთებაა. ფრანგი სპეციალისტი მის ხელთ არსებულ კადრებს მიზანმიმართულად, სწორი სტრატეგითა და ტაქტიკით იყენებს და საჭიროა დასრულდეს ის ხანგრძლივი პერიოდი, როცა პირდაპირ საკვალიფიკაციო ეტაპიდან დიდ ტურნირზე გასვლა წარმოუდგენელი იყო. როგორც მინიმუმ, ევროპის 24 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა უკვე ნორმად უნდა იქცეს. ევრო 2024-ზე ნაჩვენები ნებისმიერი შედეგის მიუხედავად კი, ფეხბურთის ფედერაცია სანიოლის დატოვებას უნდა შეეცადოს. ვილი ტურნირზე მონაწილე გუნდების მწვრთნელებიდან ყველაზე დაბალანაზღაურებადია, მისი წლიური გასამრჯელო 200 ათასი ევროა, მაშინ, როდესაც, ახლახან ყაზახეთის ნაკრების თავკაცს, სტანისლავ ჩერჩესოვს, 1.2-მილიონიანი გასამრჯელო დაუნიშნეს. სანიოლმა უკეთესი კონტრაქტი დაიმსახურა და იმედი ვიქონიოთ, რომ სამუშაოდ ირლანდიაში არ გაუშვებენ, ვინაიდან ეს საქმის გაფუჭების მანიშნებელი იქნება - სანამ მისი შემცვლელი მოიძებნება, სანამ ის ვითარებაში გაერკვევა (თუ გაერკვა საერთოდ), ამასობაში დრო გავა და შესარჩევი ტურნირიც დაიწყება. ასე რომ, ამაზე ფიქრი და მოქმედება სფფ-ს ამთავითვე მართებს.

დასასრულ, მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს გუნდს და ახლა გამოჩნდება, ძლიერ მეტოქეებთან რამდენად შეგვიძლია ტოლ-სწორად თამაში, მიზნის მიღწევა და თანამემამულეების გახარება. მჯერა, ჩვენი ბიჭები ამას მოახერხებენ!

მიმომხილველი

lugu123@walla.co.il
არავითარი სენსაცია არ მოხდება თურქეთის დამარცხებით, თუ გუნდი : –კონცენტრირებულად, უშიშრად ითამაშებს –მწრთვნელი ეცდება გუნდს მოარგოს უპირატესი ტაქტიკა –დროულად მოახერხებს ურთიერთდაზღვევებს, რადგან ძალა ერთობაშია –ქართული ფეხბურთის ტრრადიციები ბვერად მდიდარია, ვიდრე თურქულის და არაა სასირცხო თუკი გამოაჩენენ ეროვნულ საფეხბურთო სიმდიდრეს ტაქტიკურ ფარგლებში. წარმტება ქართულ ფეხბურთს.
lugu123@walla.co.il
არავითარი სენსაცია არ მოხდება თურქეთის დამარცხებით, თუ გუნდი : –კონცენტრირებულად, უშიშრად ითამაშებს –მწრთვნელი ეცდება გუნდს მოარგოს უპირატესი ტაქტიკა –დროულად მოახერხებს ურთიერთდაზღვევებს, რადგან ძალა ერთობაშია –ქართული ფეხბურთის ტრრადიციები ბვერად მდიდარია, ვიდრე თურქულის და არაა სასირცხო თუკი გამოაჩენენ ეროვნულ საფეხბურთო სიმდიდრეს ტაქტიკურ ფარგლებში. წარმტება ქართულ ფეხბურთს.
mamuka09ze
აბა, ბიჭებო, თქვენ იცით!!! მთელი საქართველო სულგანაბული გელოდებათ!!! მსგავსი განცდები პირადად მე ჯერ არ მქონია. თავდადება, ჟინი, ბრძოლისუნარიანობა, ერთმანეთის დაზღვევა და გამარჯვება ჩვენია!!! წინ, საქართველო!!!
ქედო საკოხია
საქართველო შეიშალა!
ნაპოლეონი
სომეხი და აზერო გვქომაგობს?. . სადა ბანაობა ეეეეე. . რუსი უფრო გიქომაგებს ვიდრე ეგენი
ნაპოლეონი
მაგის გაკეთება არაპროევროპულად იქნება და ელჩებიც გაგვირისხდებიან და არასამთავრობოები საერთოდ კუბოში ჩაგვდებენ. . .მიშას გამოსვლის პერსპექტივაც მოისპობა. . .ეხლა მთავარია უკრაინა გავიდეს ჯგუფიდან. . .ქართულ დემოკრატიას ეს უფრო ურჩევნია მააააშ
გიორგი
რეებს წერთ უეჭველი გავდივართ ჯგუფიდან არც მეეჭვება ბიჭები კლასით ჯპბიან ორივე ნაკრებს .
არ დავიზაროთ!
ხვალ ვიგეეეეეეეებთ!!!!!!!!!!!!! ჩემი წინადადებაა: ხვალ ყველამ დიდმა-პატარამ, რვის ნახევარზე, ავდგეთ და ღმერთს შევთხოვოთ, ჩვენი ბიჭების მოგება!!!!!!! ერთიანობას ძალიან დიდი ძალა და მუხტი აქვს!
Რაგბის ფანი
სიმშვიდე! ბიჭებო!
მირო
მთავარია პირველ მატჩში ფსიქოლოგიური მომენტი,როდესაც თურქებით გადავსებულ ტრიბუნებს დაინახავენ ბიჭები.თან თურქებმა საშინელი ქომაგობა იციან და მთვარია ამ წნეხს გაუძლონ,არ გატყდნენ,ფეხებზე დაიკიდონ.თუ ეს მოახერხეს,შედეგიც გვექნება. ისე,ჯგუფიდან გასვლა მთელ ევროპას აალაპარაკებს,მაგრამ სამი ფრეც არ იქნებ ცუდი შედეგი დებიუტისთვის.
გიო
დიდგორი დან დორტმუნდამდე!!დ-ს იმედი მაქ!!
ზიზ
სხვათაშორის სანამ სანიოლს დანიშნავდნენ ვფიქრობდი რომ თეთრაძეც კარგი კანდიდატურა იყო! რასაც ამბობს სწორია, თუმცა ამ ტურნირის მერე სანიოლის აქ გაჩერება აღარ იქნება სწორი. ყველა ვარიანტში ვეტერანები: კაშია, ლორია, კვირკველია და კიდე ერთიორი წავლენ, გუნდის ძირითადი ბირთვიც, მთავარი ძალაც და ყველაფერიც კვარა, ზურა, კიტე, მამარდაშვილი და ეგენი ხდებიან, ამათთან საჭირო იქნება ახალი მწვრთნელი რომელიც ნაკლებად იქნება წარსულთან დაკავშირებული და ამ თაობის ალტერნატივაზე დაიწყებს მუშაობას.
ენძო
ბიჭებმა უდიდესი გამარჯვება გვაჩუქეს.ხვალ ისინი ახალ სამყაროში შეაბიჯებენ და უნდა იცოდნენ,რომ ჩვენ გულშემატკივრები მათ გვერდით ვიქნებით რაც არ უნდა მოხდეს.ბიჭებმა ფეხბურთით ისიამოვნონ და გამოცდილება მიიღონ.დარწმუნებული ვარ ეს არ იქნება ბოლო დიდი ტურნირი,წინ დიდი წარმატებები გველოდება.ბევრი ტალანტი გაგვეზრდება საქართველოში,რომლებისთვისაც ხვიჩა და მისი საძმო იქნება მაგალითი წარმატებებისა.ერთს ვეტყოდი ბიჭებს დღეს თქვენი გულშემატკივარი მარტო ქართველები არ ვართ.მთელი კავკასია გქომაგობთ.
დდდ
დანიის ნაკრები ვისაც ახსოვს იუგოსლავიის მაგივრად წავიდნენ ევროპაზე და ჩემპიონები გახდნენ ფეხბურთი ისეთი სპორტია თერთმეტი კაცი თამაშობს და მოდიდ რა სანამ არ დაუშტვენს მსაჯი საფინანსო სასტვენს ვერავინ ვერ გაიგებს წინასწარ რა მოხდება მოდი იცი რას გეტყვით ჩემი კარგებო ვუყიროდ და ვუბალეშიკოდ ჩვენს ქვეყანას საქართველოს გაუმარჯოს დიდება უფალს ამინ ამინ ამინ
მწარე
მწარე იმიტომ დავირქვი, რათა მწარე სიმართლე მეთქვა. ვისაც არ გსიამოვნებთ, ნუ წაიკითხავთ. თუ გვინდა წინსვლა, უნდა გვქონდეს სწორი მი8ზანი. ამ ეტაპზე ერთი ფრეც არ იქნება ურიგო შედეგი. ორი ფრე იქნება კარგი შედეგი. მოგება (ანუ გასვლა) იქნება სენსაცია. პ.ს. დიდი ანგარიშით დამარცხება იქნება დამღუპველი.
იასონას უდარი
სენსაციას ვერ დავარქმევ,თუმცა ბევრისთვის მოულოდნელი იქნება ეგ ამბავი. ვინ როგორ უყურებს ფეხბურთს და ვინ როგორ აფასებს ამბავია.გუშინ,სლოვენიის ფრე დანიასთან სენსაცია იყო? ეს იყო ლოგიკური ჩემი გადასახედიდან. რაც არ უნდა იყოს,ჩვენ გვყავს კვარა,იმათ ჩახანოღლუ,ხოდა თუ მოვიგეთ სენსაცია რატომ იქნება? თუ ეგრეა,თურქების მოგებაც სენსაცია უნდა იყოს,ხომ არის ასე? ჩემთვის,ქულა და გოლი არის მიზანი,ჩემი გადასახედიდან ასე ვუყურებ და ამას ჩავუთვლი წარმატებათ,ხოლო თუ მეტი იქნება,იყოს მერე,დავუშალე ვინმეს? პროცესში უნდა გამოჩნდეს ყველაფერი,ჯერ თურქეთთან გვაქვს სათამაშო და პირდაპირ მესამე ტურზე რატო ფიქრობთ? ჩვენ არ გვაქვს ასეთი ტურნირების გამოცდილება და არ ვიცით როგორ თამაშობს ნაკრები იქ,ხოდა ჯერ მანახეთ და მერე გეტყვით.გასაგებია,ოპტიმისტურად უნდა ვიყოთ,მარა ეგ ყველაფერი უაზრობაში არ უნდა გადაგვივიდეს. თუ მილიონჯერ გაიმერებთ რო ჯგუფიდან გახვალთ,მართლა დაიჯერებთ და გარდაუვალი რეალობა გეგონებათ,მერე ვერ გახვალთ და ატეხავთ გინებას,ვიცი ეს ამბავი,ხშირად მინახია. თუ ვინმეს გგონიათ რო ჩემზე მეტად გაგიხარდებათ ან გინდათ ნაკრების წარმატება,რახან არ ვიძახი უაზროდ პროგნოზებს. ბიჭები უნდა გავიდნენ და ისიამოვნონ ფეხბურთით,არ არის საჭირო ზედმეტად დასტრესვა ადამიანების. ხვალ ვიწყებთ,გამოჩნდება ყველაფერი. ქომაგობა მარტო შედეგი არ არის,ქომაგობ ყოვლეთვის და ყველგან. წარმატება ეტაპობრივად მოდის,ჩვენ უნდა ვაქციოთ სტაბილურად მონაწილეობა ასეთ ტურნირებზე,ერთ დღეს მოგებაზე ფიქრიც შეიძლება. ღმერთმა სამყაროს შექმნას 6 დღე მოანდომა,ჩვენ რატომ გვინდა ერთ ტურნირზე ყველაფერი. აგერ ხორვატიას შეხედეთ,ჯერ ჯგუფში ჩარჩნენ,მერე ვერ გავიდნენ,გავიდნენ და წარმატება არ ქონდათ,ხოდა ადგნენ მერე და ფინალი ითამაშეს მსოფლიოს,მერე ევროპაზე ვერაფერი ვერ ქნეს,მარა ბრინჯაო აიღეს მსოფლიოზე. ეტაპობრივად მივიდნენ აქამდე და იმედია,წელს საერთოდ ევროპას მოიგებენ. პატარა ქვეყანაა არის და ჩვენთვის მისაბაძია,ამიტომაც ვქომაგობ.წარმატებები საქართველოს
პროფესტო
კობის ხელი არა ფეხი ურევია:)
Roni-ს
შენ ალბათ ისიც გგონია, რომ არგენტინის გაჩემპიონებაშიც კობის ხელი ურევია. ოეე, ყანაა!
რეალობა
ჯგუფიდან გავალთ.
roni
მეც რატომღაც მგონია რომ კობის ხელი ურევია მკაცრი მსაჯის დანიშვნაზე... თურქებს სისხლში აქვთ ბინძურად თამაში თან თუ ვერ იგებენ და წავლენ ჩეხაობაზე... იმედია არ დაეზარება მსაჯს წითელ ყვითელი ბარათების ჯიბიდან ამოღება!!!
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა