ვარშავაში ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა შორის, საქართველოს მონაგარი 1 მედალია
ვარშავაში 9 აგვისტოს დაიწყო ევროპის ჩემპიონატი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა შორის, რომელშიც თავდაპირველად ხუთი წონითი კატეგორიის ფალავნები ჩაებნენ, ჩვენი ნაკრების მონაგარი კი 1 მედალია - შოთა ფანცულაია (50) მეორეზე გავიდა.

მან ფინალამდე სამი შეხვედრა მოიგო, ყველა ძირითად დროში და ექვსივე პერიოდი ერთნაირი ანგარიშით - 1:0. ჩვენებურმა თავდაპირველად ლიტველი ტომას ბარაკევიჩიუსი დაამარცხა, შემდეგ - რუსი ბორის სემენოვი, ნახევარფინალში კი ბელარუს ულადძიმირ იელისეიეუს აჯობა.

ფინალში ფანცულაიას მეტოქე თურქი ბარის კაია იყო. ჩვენებურმა წააგო პირველი პერიოდი - 0:2, თუმცა მეორის მოგება და შეხვედრის დამატებით დროში გადაყვანა შეძლო - 1:0, მაგრამ ეს მისი მაქსიმუმი აღმოჩნდა - დამატებითიც 0:2 წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ჩვენი გუნდის სხვა წევრებიდან სანუგეშო წრეში გადასვლის შანსი მხოლოდ შალვა ჭადაშვილს (69) მიეცა, მაგრამ, მედლისკენ მიმავალი გზა მასაც ქართველმა, ოღონდ ბელარუსის სახელით მოასპარეზე რომან ჩიტაძემ გადაუღობა.

ორივე ჩვენებური მომავალ ვიცე-ჩემპიონთან, თურქ მუსტაფა თურქაიასთან დამარცხდა - ჭადაშვილი პირველივე წრეში, ჩიტაძე - მეორეში, დამამშვიდებელში კი ქართველთა დუელი დაძაბული გამოდგა. ჩიტაძემ მოიგო ორივე პერიოდი, თუმცა კი ცხარე ბრძოლაში - 5:4; 3:3. ამგვარად, მედლისთვის ბრძოლაც ბელარუსმა ქართველმა გააგრძელა და აზერბაიჯანელ შამილ სადულაევს პირველი პერიოდი 7;0 მოუგო, მაგრამ მომდევნოები იმდენად უნიათოდ ჩაატარა, იფიქრებდით, ის ერთიც როგორ მოიგოო.

საბოლოოდ ჩიტაძეც უმედლოდ დარჩა და ჩვენი გუნდის სხვა წევრებიც, მაგრამ კვარცხლბეკზე ერთი ქართველი მაინც ავიდა, ოღონდ ამჯერად - უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძე. ის 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამეზე გავიდა, თუმცა ვერ გეტყვით, აკავშირებს თუ არა ნათესაობა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გურამ მჭედლიძესთან, რომელიც აფხაზეთიდან დევნილია და ომის შემდეგ ჯერ უკრაინის, მერე კი საქართველოს სახელით გამოდიოდა, სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ კი საცხოვრებლად უკრაინაში დარჩა.

85-ში სუსტად გამოვიდა ბექა როჭიკაშვილი - პირველივე შეხვედრა წააგო რუმინელ ვლად ცარასთან და საერთოდ გავარდა, რადგან ფინალში ვერც რუმინელმა გააღწია. დიდი წარმატებით არც ჩვენი გუნდის სხვა წევრები - გიორგი პასიკაშვილი (42) და რაუფ შაკულ-ოღლი (58) გამოსულან. მათ აქტივში მხოლოდ ის თუ ჩაეთვლებათ, რომ თითო შეხვედრა მოიგეს - პასიკაშვილმა უნგრელ კრისტიან ცზოლესთან და მერე მომავალ მესამე პრიზიორთან, რუს რუსტამ კარახანოვთან წააგო, შაკულ-ოღლიმ კი ბელგიელ აბდულა ომაროვთან იმარჯვა (ორივე პერიოდში დიდი ანგარიშით - 7:0; 6;1), მაგრამ მერე ისიც მომავალ პრიზიორთან, თურქ ფერჰატ ასლანთან დამარცხდა.

დღეს ჩემპიონატში დარჩენილი ოთხი წონითი კატეგორიის წარმომადგენლები ჩაებმებიან, ჩვენგან კი რამაზ დარჩიძე (46), შოთა ფარტენაძე (54), ომარ გურჯიძე (63), გიორგი ჩხარტიშვილი (76) და გუნდის უდაო ლიდერი, ახალგაზრდებში ევროპის მესამე პრიზიორი გენო პეტრიაშვილი (100) იჭიდავებენ. დარჩიძე თავიდან მოლდოველ ვადიმ საცულტანს ეჭიდავება და ძლიერი გუნდების წარმომადგენლები არც მერე ჰყავს, ნახევარფინალამდე. ფარტენაძე თურქ ემრაჰ გულს ხვდება, გურჯიძე - ასევე მოლდოველ ალექსანდრუ ბუზულანს, ჩხარტიშვილი - გერმანელ გენადი ცუდინოვიჩს, პეტრიაშვილი - უნგრელ ალექს ბაცსოს.

ჩვენს ლიდერს წილისყრამაც გაუმართლა - ამ წონაში ჯერ ისედაც 12 მონაწილე გამოდის და ჩვენებურს კი მესამე ნომერი ერგო, რამაც ის ცხრილის ზედა ნაწილში მოახვედრა. ამით პირველ წრეში ჭიდაობაც ასცდა ანუ ერთი წრე თავისუფალია და თან თურქი, რუსი, უკრაინელი და აზერბაიჯანელი მეტოქეები მეორე მხარეს მოხვდნენ. ბადია ამ ნახევარში მხოლოდ 4 ფალავანია - ქართულ-უნგრული წყვილის გარდა, ბულგარელი მარიან ტოდოროვი და სლოვაკი სიმონ ვაისი გამოდიან. ნახევარფინალში გამსვლელი ამ ოთხეულის დავაში გაირკვევა.

კვარცხლბეკი

42 კგ. 1. ვასილ მუხალოვი (უკრაინა); 2. მეჰმეტ ერცინცანლი (თურქეთი); 3. რუსტამ კარახანოვი (რუსეთი), დავიდ ვოლნი (გერმანია). 8. გიორგი პასიკაშვილი (საქართველო).

50 კგ. 1. ბარის კაია (თურქეთი); 2. შოთა ფანცულაია (საქართველო); 3. ბორის სემენოვი (რუსეთი), მაჰამადჰუსეინ ჰასანოვი (აზერბაიჯანი).

58 კგ. 1. ელჩინ მამადოვი (აზერბაიჯანი); 2. დმიტრო სლობოდიანიკი (უკრაინა); 3. ტომა ვასცანი (მოლდოვა), ფერჰატ ასლანი (თურქეთი). 9. რაუფ შაკულ-ოღლი (საქართველო).

69 კგ. 1. რუსტამ ჯაფარიანი (უკრაინა); 2. მუსტაფა თურქაია (თურქეთი); 3. შამილ აბდულაევი (აზერბაიჯანი), ისდლამ ჯუმაგულოვი (რუსეთი). 14. შალვა ჭადაშვილი (საქართველო).

85 კგ. 1. ფარვიზ ახუნდოვი (აზერბაიჯანი); 2. იერლიკ მალაშმაგომედოვი (რუსეთი); 3. მურაზ მჭედლიძე (უკრაინა), ვლად ცარასი (რუმინეთი). 14. ბექა როჭიკაშვილი (საქართველო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zuxusha
აზერბაიჯანი აფინანსებს სპორტს და ნახეთ რა წარმატებები აქვთ>
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა