საქართველოს 7-ქალამ რაგბი ევროპის ალაფის პირველ, ზაგრების (ხორვატია) ეტაპზე ისტორიულ შედეგს უწია. ჯაბა მალაღურაძის გოგონებმა 6-იდან 5 თამაში მოიგეს, აქედან 4 (!) მშრალი ანგარიშით და პირველად ისტორიაში, ალაფის ფინალში გავიდნენ.

ჯგუფურ ეტაპზე ისრაელის 27:0 და ნორვეგიის 25:0 დამარცხების შემდეგ, საქართველომ ფინეთს დაძაბულ ბრძოლაში 15:12 სძლია. ფინელებს სამივე ლელო მარიამ გოგუაძემ გაუტანა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

1/4-ფინალში ჩვენი მეტოქე ელიტიდან დაქვეითებული რუმინეთი იყო. გოგონებმა მას სამი უპასუხო ლელო გაუტანეს, სამივე გარდასახეს და 21:0 დაამარცხეს. ნახევარფინალში ლატვიას შევხვდით და აქაც მშრალი ანგარიშით მოვიგეთ, ოღონდ ამ ჯერზე 4 ლელო და 3 გარდასახვა გავიტანეთ – 26:0.

საქართველოს 7-ქალა არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა ალაფის ფინალში, სადაც ელიტიდან დაქვეითებულ შვედეთს შეხვდა და ზედიზედ 5 მოგების შემდეგ, მატჩი 7:31 დათმო.

რაგბი ევროპის ალაფის მეორე ეტაპი 12-14 ივლისს უნგრეთში, ბუდაპეშტში გაიმართება და ორი ეტაპის ჯამში ორი საუკეთესო გუნდი, გაისად რაგბი ევროპის 12-გუნდა ჩემპიონატში ითამაშებს.

ზაგრების ეტაპზე თამაშობენ

სალომე საღარაძე, სალომე მაკასარაშვილი, ნათია გავაშელიშვილი, ანი კაპანაძე, თეონა ჩიტაიშვილი, თამარ მანაგაძე, მარიამ გოგუაძე, მანონი საღარაძე, ლიკა ხუფენია, ანა დათიაშვილი, ანა ხაბულიანი, ანა პოღოსიანი, ანა რურუა.

მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

Rugby.ge

jejelava
ჩანს რომ ქალების ნაკრები ბევრს ვარჯიშობს და შედეგიც მოვიდა. ცოტა მეტი უნდა მოუმატონ და შვედებსაც აჯობებენ მეორე ტურში. რაგბის ჩემპიონატში აღზევება იქნება უდიდესი წარმატება ამ სეზონზე და დაფასებას იმსახურებენ. აუცილებელია 18 წლამდელათა გუნდის შექმნაც რომ ღირსეული შევსება მიიღოს დიდმა ნაკრებმა. მეტ ყურადღებას საჭიროებს ქალთა რაგბი. დიდი პოტენციალია აშკარად ჩანს და სწორად გამოყენებაა საჭირო. სათანადო და კაცებთან თანაბარი ანაზღაურება უნდა დაუნიშინონ გოგებსაც. დისკრიმანაციული მიდგომა და სქესთა მიხედვით ხელფასის განსხვავება უნდა გამოსწორდეს.
jejelava
ჩანს რომ ქალების ნაკრები ბევრს ვარჯიშობს და შედეგიც მოვიდა. ცოტა მეტი უნდა მოუმატონ და შვედებსაც აჯობებენ მეორე ტურში. რაგბის ჩემპიონატში აღზევება იქნება უდიდესი წარმატება ამ სეზონზე და დაფასებას იმსახურებენ. აუცილებელია 18 წლამდელათა გუნდის შექმნაც რომ ღირსეული შევსება მიიღოს დიდმა ნაკრებმა. მეტ ყურადღებას საჭიროებს ქალთა რაგბი. დიდი პოტენციალია აშკარად ჩანს და სწორად გამოყენებაა საჭირო. სათანადო და კაცებთან თანაბარი ანაზღაურება უნდა დაუნიშინონ გოგებსაც. დისკრიმანაციული მიდგომა და სქესთა მიხედვით ხელფასის განსხვავება უნდა გამოსწორდეს.
Gio
გენაცვალეთ გოგოებო! ვამაყობთ თქვენით! სულ წარმატებული გვენახეთ!
დათო
გილოცავთ გოგონებო, ასე გააგრძელეთ
სოსო
ყოჩაღ გოგოებო,გილოცავთ!ძალიან ბევრი იშრომეს და დაუფასდათ კიდეც.7 კაცა თუ 7 ქალა რაგბი,გაცილებით ნაკლებად ძალისმიერი სპორტია და მისი თამაში ისევე შეუძლია ყველას,როგორც ფეხბურთის.ასე მგონია, სულ უფრო ბევრი ქართველი გოგო ითამაშებს და შედეგებიც კიდევ უკეთესი იქნება.
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა