გასულ უქმეებზე, ბათუმში, ბულვარის სტადიონზე გამართულ ქვიშის რაგბის ტურნირზე ქუთათურები ზედიზედ მესამედ გახდნენ ჩემპიონები
ქუთაისის "აიამ" წლეულს პირველი ტიტული მოიპოვა. გასულ უქმეებზე, ბათუმში, ბულვარის სტადიონზე გამართულ ქვიშის რაგბის ტურნირზე ქუთათურები ზედიზედ მესამედ გახდნენ ჩემპიონები.

ტურნირში უმაღლესი და პირველი ლიგის ოთხ-ოთხი გუნდი მონაწილეობდა (”ლოკომოტივი”, ”ყოჩები”, ”აკადემია”, ”აია”, ”ბათუმი”, ”დევები”, ”ჯიქები”, ”ფოთი”, TBC Dexus;) ორ ქვეჯგუფად. "აია" ჯგუფში ,,აკადემიასთან", ,,ლოკომოტივთან" და ,,დევებთან" ერთად მოხვდა. ბესიკ ხამაშურიძის გაწვრთნილმა გუნდმა სამივე მეტოქე დაამარცხა და ნახევარფინალში ,,ყოჩებს" დაუპირისპირდა. შეხვედრა ქუთაისელთა უპირატესობით წარიმართა და "აიას" გამარჯვებით დასრულდა 5:2.

ფინალში "აიას" თანაჯგუფელი ,,აკადემია" დაუპირისპირდა. საინტერესო და დრამატული შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 3:3 დასრულდა. დამატებითში კი ქუთაისელებმა იყოჩაღეს, ოქროს ლელო გაიტანეს და გამარჯვება მოიპოვეს - 4:3.

"აიამ" ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: ბესიკ ხამაშურიძე (მოთამაშე მწვრთნელი), თორნიკე ლომიძე, ზურაბ ძნელაძე, ირაკლი რევიშვილი, ლევან შარვაშიძე, გიორგი აბრამიძე, გელა შალამბერიძე, გიგა გურეშიძე, გიორგი ცირეკიძე.

ბესიკ ხამაშურიძე: ,,ტურნირი ისეთ დროს ტარდება, როცა ჩემპიონატში შესვენებაა გამოცხადებული, ამდენად ქვიშის რაგბის თამაში ჩვენთვის ერთგვარი მოსამზადებელი პერიოდიცაა. აქ ხშირია შებოჭვა და კომბინაციური თამაში. ტურნირის მიმდინარეობისას ამ ნიუანსებს ვამუშავებდით, რაც ჩემპიონატშიც გამოგვადგება. რაც შეეხება ტურნირს, საინტერესო შეჯიბრება იყო. გუნდები ძლიერი შემადგენლობებით იყვნენ ჩამოსულნი და მაყურებელიც მრავლად ესწრებოდა შეხვედრებს.

ქვიშის რაგბი სახალისო ტურნირია და აქ ისეთი დაძაბულობა არაა, როგორც ჩემპიონატში. ჩვენც უფრო მხიარული განწყობით ვთამაშობთ ხოლმე. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ტურნირს სერიოზულად არ ვეკიდებით. პირიქით, ძალზედ მონდომებულად ვითამაშეთ და შედეგიც სასურველა. ზედიზედ მესამედ გავხდით ჩემპიონები."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა