ინდოეთში განახლებულ ოცწლამდელ მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობაზე, ნაზი პაიკიძემ ვიეტნამელი მოჭადრაკე დაამარცხა
ერთდღიანი ტაიმ-აუტის შემდეგ ინდოეთში განახლდა ოცწლამდელ მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობა. გოგონათა პაექრობაში ორი ჩვენებურიც მონაწილეობს. ნაზი პაიკიძემ, რომელიც ასპარეზობის რეიტინგფავორიტია, გუშინ ვიეტნამელი ვო თი კიმ ჰუნგი დაამარცხა და 5 ქულა მოაგროვა.

ქართველი დიდოსტატი ლიდერებს- რუს ოლგა გირიასა (რუმინელ ირინა ბულმაგას დაუზავდა) და ოცწლიანებში უმაღლესი ტიტულის მფლობელ პერუელ დეიზი კორის (ინდოელ სარანიას სძლია) თითო ქულით ჩამორჩება. 5,5-5,5 ქულა მოაგროვეს გულნარ მამადოვამ (აზერბაიჯანი) და კლაუდია კულონმა (პოლონეთი), რომლებმაც, შესაბამისად, ელენა სემიონოვას (რუსეთი) და მარმინ კაზიმოვას (აზერბაიჯანი) აჯობეს.

სამწუხაროდ, ისევ დამარცხდა ქეთი წაწალაშვილი, ამჯერად იგი ინდოელ ნანდიდჰაას დანებდა.

მე-8 ტურში ლიდერები ასე დაწყვილდნენ: გულნარ მამადოვა (5,5)-დეიზი კორი (6), ოლგა გირია (6)-კლაუდია კულონი (5,5), ნაზი პაიკიძე (5)-ირინა ბულმაგა (5,5), ელენა სემიონოვა (5)-ირინა აგრესტი (5), როუთ რადმინი (4,5)-იულია დოგოდკინა (5)... ქეთი წაწალაშვილი, რომლის აქტივშიც მხოლოდ 3,5 ქულაა, შავი ფიგურებით ანი კრუმოვას (ბულგარეთი) დაუპირისპირდება.

ვაჟებში უწინდებურად იტალიელი ალექს რომბალდინი მეწინავეობს: ზედიზედ ექვსი მოგების შემდეგ გუშინ იგი თეთრი ფიგურებით სომეხ სამველ ტერ-სააკიანს დაუზავდა. შავებით წარმატებას მიაღწიეს რობერტ ჰოვანესიანმა (სომხეთი) და გირიშ კუშიკმა (ინდოეთი), რომლებიც ლიდერს ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე