20 ივნისს FIFA-მ ახალი მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრები ერთი საფეხურით დაწინაურებულია და ამჟამად 74-ე პოზიციას იკავებს.

ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობს, წინ კიდევ 2 მატჩი აქვს და წარმატების შემთხვევაში, კვლავ წინსვლა ელის.

მსოფლიო რეიტინგის ხუთეულში ცვლილებებია. მე-4 ადგილზე გადაინაცვლა ბრაზილიამ, რომელმაც ამ პოზიციაზე ინგლისი ჩაანაცვლა.

პირველ პოზიციას არგენტინა, მეორეს საფრანგეთი, მესამეს კი ბელგია იკავებს.

ჯაბა
ამ ბელგიას (ე.წ ოქროს თუ ბრილიანტის თაობას) რა გაუკეთებია ფეხბურთში ისეთი, რომ აგერ უკვე 10 წელზე მეტია მე-3 ადგილს ქვემოთ არ ჩამოჰყავთ რეიტინგში

ალბათ მონტენეგროსთან მოგებამ გვახეირა
555-ს
არადა, მაგდენი ხუთიანი ერთად, სკოლაშიც კი არ გექნება ნანახი ბოღმიჩ. 5 ნომრიანებს ებარებოდე.
სოსო
საკვირველია,მაგრამ ფაქტია,საქართველოში,სტადიონების ნგრევა და გაყიდვა რომ დაიწყეს,ფეხბურთელების გასაზრდელად,სხვა ადგილი აღარ ჰქონდათ და ნაკრებში ღირსეული შევსება ვეღარ მოდიოდა.სპორტის აკადემიაც დაანგრიეს და აღარც ახალგაზრდა მწვრთნელები იზრდებოდნენ.წინა თაობის ფეხბურთელები თანდათან ასაკში შედიოდნენ,მათი შემცვლელები კი არ გვყავდა და საქართველოს ნაკრების რეიტინგი,154 ადგილამდე ჩამოვიდა.მერე მთავრობა შეიცვალა.მოვიდნენ ეს მაფიოზი კობიაშვილი და იაშვილი და სტადიონების,სათამაშო მოედნების და საწვრთნელი ბაზების მშენებლობა არ დაიწყეს?!მწვრთნელთა მომზადებაც კი დაიწყეს,მაგ ქვეყნის დამაქცევრებმა.ჯერ ევროპაში იჩალიჩეს და ნორმალურ საფარიანი მოედნების მშენებლობაში დაიხმარეს,მერე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება ჩააწყეს და საამისოდ,მაღალი კლასის სტადიონების მშენებლობაშიც დაიხმარეს,უეფა.ამასობაში მათ მიერ აშენებულ ბაზებზე და სტადინებზე ,უკვე ახალგაზრდა ნიჭიერი ბიჭებიც წამოიზარდნენ და ჯერ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპოიონატზე გაგვახარეს კარგი თამაშით,მერე კი,უკვე დიდი ნაკრების წარმატებებშიც გადამწყვეტი როლის თამაში დაიწყეს.ერთა ლიგაში,დ ჯგუფიდან,უკვე ბ ლიგაში აიწიეს,ხოლო შემდეგ,ევროპის ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვეს.იმ 154 ადგილიდან დღეს 74 ადგილამდე ავაღწიეთ,მაგ მაფიოზების ხელში და იმ კრისტალი ძველი ჩინოსნების ხელში რამდენს მივაღწევდით,ხომ წარმოგიდგენიათ?!ჯერ მარტო ბათუმის სტადიონი რა ფასად გაიყიდებოდა და რამდენს გადაიჩხრიალებდნენ ჯიბეში.ძველი სტადიონი ხომ სასტუმროს ასაშენებლად დაანგრიეს და ადგილი გაყიდეს.სამ წელიწადში,ახალს აგიშენებთო,მაშინდელმა მთავრობამ,მაგრამ სანამ ისევ ამათ არ ააშენეს ეს ახალი,იმ ძველებს,ძველ მთავრობას,აღარც უფიქრიათ შეპირებულის შესრულება და ბათუმის გუნდი,უმაღლესი ლიგიდანაც კი გავარდა,უსტადიონობის გამო. ასეა,როცა რაღაცა კეთდება,იქ ნაკლიც არის,შეცდომაც,მაგრამ კეთდება და საქმე წინ მიდის.აი სადაც არაფერი კეთდება,იქ ვიღაცა კეთდება,მაგრამ საქმე მიდის უკან.დღეისათვის საქართველოს ნაკრებში ამდენი ნიჭიერი ახალგაზრდის გამოჩენა,სწორედ კობიაშვილ იაშვილის დუეტის ეფექტური მუშაობის შედეგია,ამ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი სადებიუტო გასვლაც და ისიც,რომ ახლა უკვე აკრიტიკებთ,საქართველოს ნაკრებმა,თურქებთან როგორ წააგესო.მათ ხელში უკვე გაიზარდა ფეხბურთელთა თაობა,რომლებისგანაც,ჩვენ უკვე თურქეთის და ჩეხეთის რანგის ნაკრებების დამარცხებას მოვითხოვთ.ლაპარაკი,ბათუმის ახალი სტადიონის სამ წელიწადში აშენების პირობასავით,ჰაერში ქრება,ფაქტები კი რჩება და ფაქტი ისაა,რომ კობიაშვილ-იაშვილის მიერ ჩატარებულმა სამუშაომ,საქართველო იქ მიიყვანა,სადაც დღეს ვართ.ევროპის ჩემპიონატზე და კიდევ უფრო უკეთესობის რწმენაც გვაქვს.ჩვენ გვაქვს შანსი,ჯგუფიდანაც გავაღწიოთ. ჩვენთან რატომღაც იმას უფრო უსმენენ და უჯერებენ,ვინც ხმამაღლა ყვირის და იმის შემოწმებითაც კი არ იწუხებენ ტვინებს,მართალს ყვირის თუ იტყუება.არც იმით ინტერესდებიან,ისინი როცა იყვნენ დასაქმებულები,თვითონ რას აკეთებდნენ და როგორ მუშაობდნენ.ეს ოხერი ქაღალდი და მიკროფონი კი,ძალიან ბევრს იტანს.არც გაწითლება იცის,არც სირცხვილის ოფლი.
სოსო
უეფას საკლუბო ტურნირებზე,ქვეყნების რეიტინგი,ბოლო 5 წლის შედეგების მიხედვით იანგარიშება და ალბათ აქაც ასე იქნება.
სოსო
თუ ეგ ამბავი გაგახსენდა,მაშინ ისიც უნდა გაგხსენებოდა,რომ მაშინ მართლაც მკვდრებივით უხალისოდ ირჯებოდნენ და მოთმინება დაკარგულმა ეროსიმ,მაგით გამოხატა აღშფოთება.ამ თამაშში ჩვენ ბიჭებს მკვდრობისა რა შეატყე?ბოლო წამამდე ლომებივით იბრძოდნენ,მატჩის გადასარჩენად.წაგებით ყოველთვის და ყველამ შეიძლება წააგოს,მაგრამ ღირსეულად რომ იბრძოლებ და ასე დამარცხდები,ზოგჯერ უღირს გამარჯვებაზე მეტადაც ფასობს.ეროსი სწორედ ბრძოლის უწადინობამ გაამწარა.თუ სწორედ მახსოვს,ვლადიმერ რუბაშვილი იყო ის ქართველი მოჭიდავე,ვის ისტორიასაც ახლა მოვყვები.მსოფლიოს ჩემპიონატზე მაშინდელი საჯარიმო ქულების სისტემის გადამკიდე,ისეთი სიტუაცია შეიქმნა,რომ ვლადიმერ რუბაშვილი თუ მოიგებდა,მესამე ადგილზე გავიდოდა,ხოლო დამარცხების შემთხვევაში,ვერცხლის მედალს მოიგებდა.ქართველმა ის ბრძოლა მოიგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.ამას ჰქვია,ღირსება!
ლაშა
საქართველოს ისტორიული მაქსიმუმი 46-ე ადგილია!
555
ერთი ამბავი გამახსენდა.60იანი წლების ბოლოა და თბილისის დინამო უმოწყალოდ აგებს.რადიო და ტელე რეპორტაჟი ეროსი მანჯგალაძეს მიყავს.ჩვენს კართან დაინიშნა საჯარიმო დარტყმა.ეროსი ჩვენებზე ამბობს:"მკვდრებმა აღმართეს ცოცხალი კედელი."ასეა მგონი ჩვენი საქმე ამ ევროპირველობაზე.ღმერთმა ქნას ვცდებოდე.
მახო
როგორ ითვლიან ამ რეიტინგს გასაკვირია. რუსეთს არსად არ ათამაშებენ და 33-ე ადგილზეა წამოჭიმული
555
ვისი ბრალია ხურცილავა-ჩივაძის თაობის თუ ქინქლაძე-არველაძეების?მაგ დონის ფეხბურთელები ვეღარც დაგესიზმრება.
G.LA
7898-ს ის წინა თაობა ვინც მოლდოვასთან წააგეს რეიტინგში 50-54 ადგილზე იყვნენ და ეს კარგი ხანია მიუღწეველია ჩვენი ნაკრებისათვის. როდესაც მოლდოვასთან წააგეს იმავე შესარჩევში მსოფილო ჩემპ. 1/2 ფინალისტებს ბულგარელებს მოუგეს და მაშინ ჩვენზე წინ მდგომი უელსი ორჯერ დაამარცხეს (5:0. 1:0) ასე რომ იმ თაობის მითწევამდე რეიტინგში ჯერ კიდევ შორს ვართ სამწუხაროდ.
555
შენ გაიხარე რა!ასე წაგება ეზეიმოთ პირველად ვნახე.
55555
ყიფიანის თაობა მიწასთან ასწორებდა რეალს, ბაიერნს, ლივერპულს და კიდევ. ბევრს
55555
ყიფიანის თაობა მიწასთან ასწორებდა რეალს, ბაიერნს, ლივერპულს და ბევრ სხვას, რეალმა რომ ვერაფერი მოუხერხა ყიფიანს, ფეხი მოტეხეს, სულაქველიძემ კიდევ ისეთ დღეში ჩააგდო მარადონა რომ თამაშის შემდეგ კითხულობდა ეს ვინ იყოო, ეხლა რომ ის გუნდი გვყავდეს, ალბათ ნახევარფინალი გარანტირებული გვექნებოდა
დდდ
ყველა იმას გაიძახის, ასე ამაყი ჯერ არ ვუოფილვარო, მაგრამ წაგებით თუ რეიტინგში წინ წავიწევდით, ამას ვინ იფიქრებდა?!... არა რა, უნდა გადავახვიო და თავიდან ვუყურო, მგონი მოვიგეთ თურქებთან და რაღაც პოლიტიკურ ჩათლახობას აქვს ადგილი...
7898
ფიფას რეიტინგში ასე ჩამორჩენა ჩვენი წინა თაობების ბრალია, რომლებიც ხან მოლდავეთთან და ხან ჭ კლასის გუნდებს ვერ უგებდნენ იქნებ ახალმა თაობამ გამოასწოროს მდგომარეობა და როგორც წინა თაობებმა სამარცხვინო გუნდებთან მაინც არ წააგონ
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ