ჟურნალისტი დაან სმინკი "ვიტესის" 18 წლის ქართველ თავდამსხმელს ერედივიზიონში სადებიუტო მატჩის შემდეგ ესაუბრა
გიორგი ჭანტურიამ ერედივიზიონში სადებიუტო მატჩი სტუმრად ჩაატარა "დენ ჰააგთან". 18 წლის ქართველი "ვიტესის" მთავარმა მწვრთნელმა ვან დენ ბრომმა შეტევის მარჯვენა ფლანგზე გაამწესა. მართალია, შეხვედრა 0:0 დასრულდა, მაგრამ ქართველმა მცველებს მრავალი თავსატეხი გაუჩინა.

გიორგი ჭანტურიას გარჯა "ნუსპორტმა" ათბალიანი სისტემით 7 ქულით შეაფასა, ჟურნალისტი დაან სმინკი კი ფეხბურთელს გაესაუბრა.

"დენ ჰააგისა" და "ვიტესის" მატჩში 18 წლის გიორგი ჭანტურიას დიდი პერსპექტივა გამოჩნდა. მართალია, ეს მისი სადებიუტო შეხვედრა იყო, მაგრამ გამოცდილივით ითამაშა. ის ხშირად უქმნიდა ხიფათს მეტოქის მარცხენაფლანგელებს.

"დიდი ხანია, ჰოლანდიის ჩემპიონატში დებიუტს ველოდი. პირველი მატჩი ყოველთვის ძნელია, მაგრამ თამაშისას საერთოდ არ მინერვიულია. სტუმრად ფრეც მშვენიერი შედეგია. ახლა შევეცდებით, საშინაო მატჩებში გავიმარჯვოთ," - მატჩის შემდეგ თავდაჯერებით გვითხრა გიორგიმ.

ჭანტურია მარჯვენა ფლანგზე თამაშობს და კარგად შეეწყო ფიზიკურად ძლიერ ბონი ვინფრიდს.

"ის მოედანზე მშვენივრად მიგებს, ძალიან კარგი და ჭკვიანი თავდამსხმელია, მაგრამ დღევანდელზე ბევრად ძლიერად შეგვიძლია თამაში", - ამბობს გიორგი.

"ვიტესის" მთავარმა მწვრთნელმა ვან დენ ბრომმა ახალ სეზონში ექვსი ახალი მოთამაშე მიიწვია. ჭანტურია შარშან, აპრილში "ბარსელონას" აკადემიიდან მოვიდა. ასაკის მიუხედავად, აშკარაა, რომ მას წლეულს "ვიტესში" არაერთხელ ათამაშებენ. როგორც ჩანს, ამას თავადაც ხვდება. გიორგი მწვრთნელით და "ვიტესით" კმაყოფილია.

"მწვრთნელი გვათამაშებს სწორედ იმ ფეხბურთს, რომელიც ძალიან მიყვარს - სამი თავდამსხმელით შეტევას. თანაც, ჩემს საყვარელ პოზიციაზე, მარჯვენა შემტევად დამაყენა", - კმაყოფილებას არ მალავს ჭანტურია.

ვერ ვიტყვით, რომ საქართველო მსოფლიოში ტალანტებით ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, მაგრაამ იქ ბევრი საინტერესო მოთამაშეა.

"მე არ მაქვს ისეთი მიზნები, რომლებიც მხოლოდ პირადად მე მიკავშირდება და არა გუნდს - გავხდე ბომბარდირი ან რაც შეიძლება მეტი საგოლე გადაცემა გავაკეთო. უბრალოდ, მინდა, რომ ჩვენი გუნდი სულ უტევდეს. ძალიან მიხარია, რომ მთავარი მწვრთნელი ჩემით კმაყოფილია და მათამაშებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vova
რამო მართალია! პოლოლოკაშვილი რომ არ პროტეჟობდეს ვერც ბარსელონაში მოხვდებოდა და იქედან გამოშვებული ვერც ვიტეზში(ჟორდანიას გუნდში) იქნებოდა ალბათ გორის დილის თავდამსხმელი როგორც თავისი თანაგუნდელები თავდამსხმელი მაგრად რომ ითამაშებს და გოლს ვერ გაიტანს ძალიან დამაფიქრებელია მაგის "სიმაგრე"
აბუდაბი
პერსპექტიული ბიჭია. მონაცემები აქვს და მათ, შორის, და რაც მთავარია, სწავლის უნარი. ანუ, პროგრესირების შანსი, ანუ,პოტენციალი, ანუ, პერსპექტივა. ჯერ დასახვეწი ბევრი აქვს, მაგრამ მჯერა, მოუმატებს. დევდარიანს ხუთიანი.
levani kaxeti
იქნებ ტელევიზიებმა მოიძიონ ამ ბიჭის თამაშის ამსახველი კადრები, ვნახოთ რას თამაშობს, იქნებ მართლაც ისეთია როგორც აქებენ;(ნეტავ!). თორემ მხოლოდ შორიდან "ვეტრფით", მისი თამაში კი არ გვინახავს.
kamoranezi
შენ ეტყობა სპორტისგან ძაან შორს ხარ. ჯერ ერთი ჰოლანდიურმა გაზეთებმა დაწერეს და არა ქართულმა. ევროპაში და Yველგან ახალგაზრდა სპორცმენებს რეკლამას უცევენ შენ მოგცონს თუ არა შეგიძლია არ წაიკითხო მე მაგრად მეამაყება როცა ქართველ სპორცმენებზე კარგს წერენ თან უცხოური პრესა. ერთი გამაგებინეთ სპორტძი როგორ უნდა ჩააწყო ან ვარგიხარ სპოტცმენად ან არა. ბარსელონაში ლაპორტას შვილს არ ათამაშებდა მწვრთნელი თამაშებს და გიო თამაშობდა. მალადეც ჭანტურიას მშობლებს ასეთი რა ჩააწყეს.
ramo
საკმარისია კრიტიკული აზრი გამოთქვა, რომ იმწუთში გამოღმა შეგედავებიან. ბოღმა თავი გაბიათ. ჭანტურია ჩაწყობით მოხვდა ბარსელონაში, ეხლა ვიტესში, ძალით შეტენეს 21-ანებში. მოდი იცხოვროს თავის ცხოვრებით, ჯერ თავისით გაქაჩოს და მერე არეკლამეთ რამდენიც გინდათ.
gia
რატომ ხართ ასეთი ბოროტები რატომ ანთხევთ ამდენ ღვარძლს, რამდენი ერთი გასულა საზღვარვარეთ გიორგივით არ უნდა გიხაროდეეთ?
kamoranezi
რამ გაგაბოროტა რა ღვარძლიანი და შურიანი ხარ, ეტყობა შენც ფეხბურტელი იყავი და ვერაფერს მიაღწიე და სხვისი გშურს, ოორე ასეტი დაბოღმილი რაზე იქნებოდი.
ramo
რატომ არ გამოაქვეყნეთ ჩემი კომენტარი. თქვენ ხართ მიკერძოებულები. აქეთ ჭანტურია ერთი ვნახავ რა ჩიტს დაგაჭერიებთ.
ramo
რამდენი რეკლამა აქვს ამ ბიჭს და ჯერ არაფერი გაუკეთებია. მეც ვუყურე იმ თამაშს, დიდი არაფერი, შეიძლება ნერვიულობდა. ვფიქრობ ესე გაუაზრებლად სულ ქება ამ ბიჭს დაღუპავს. დღეს ვნახოთ რას იზამს.
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა