ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი "ჯვაროსნების" მეკარე გიორგი მამარდაშვილი გახდა.

Opta-ს მიხედვით, "მამარდამ" ჩეხეთთან მატჩში 11 მოგერიება შეასრულა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროპირველობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მეტი მოგერიება 2004 წელს, ლატვიის ნაკრების მეკარემ ალექსანდერ კოლინკომ ნიდერლანდებთან დაპირისპირებაში შეასრულა, ლატვიელმა მაშინ 12 სეივი შეასრულა.

ჩვენს ჯგუფში დღეს თურქეთი პორტუგალიას შეხვდება, ბოლო ტური კი 26 ივნისს ჩატარდება: საქართველო პორტუგალიას, ხოლო ჩეხეთი თურქეთს შეხვდება.

ლექსო
როგორც ჩანს კომენტარებს ან ბავშვები აკეთებენ ან ახლობლები.თქვენ რა იცით რომელი ფეხბურთელი რა ფორმაშია და როგორ იქცევა?დისციპლინას ვგულისხმობ,მწვრთნელმა ჩვენზე უკეთესად იცის ვინ რა ფორმაშია.ეს დაცვა იყო საბერძნეთმა რომ ვერაფერი გააწყო,მეტოქესაც ხომ გააჩნია?ბიჭები თავს აკლავენ,ეს სანიოლის დამსახურებაა,ეს იყო მთავარი პრობლემა ყოველთვის ქართველებისთვის-დისციპლინა და თავდადება.წინ საქართველო!მიდით ბიჭებო!
555
დიდი დიდი მადლობა ჩვენს ფეხბურთელებს.მე სხვა რამ მაწუხებს.დაახლოებით 50ათასი ქართველი გულშემატკივარია დღეს ევროპაში.მოგეხსენებათ ევროპა არის გარყვნილების ბუდე(ჩემი თუ არ გჯერათ დეპუტატ მაჭარაშვილს კითხეთ)რა ვქნათ ეს ხალხი უნდა დავაბრუნოთ თუ ჩავტოვოთ იმ ჩამპალ კაპიტალიზმში(რუს დეპუტატ ინჯიას აზრით).
555
ნამდვილად მართალი ხარ რევაზ ბატონო.
რეზო
ბუდუმ კი არ უნდა დაანებოს პოლიტიკას თავი.არამეთ ყოფილი ფეხბურთელების ბანდამ უნდა დაანებოს თავი პოლიტიკას.საამაყო ფეხბურთელები სამარცხვინოები, რომ გახდნენ.
რა მაფიაა?
გინდა აქედან და გინდა იქიდან, გაეშვით ბუდუს და მის პილიტიკურ შეხედულებას... იქიდან ამბობენ რომ სწორს ლაპარაკობს და ამის გამო ისჯებაო და უსამართლობააო, აქედან ამბობენ არაა მისი საქმე რასაც ამბობს და აბა რა ეგონაო და გაანებოს თავი და ითამაშებსო და ამ დროს რეალურად ბოლო 12 თამაშში 12 გოლი აქვს ჟორჟს და ათამაშებს იმას, რაც სავსებით ბუნებრივია, უბრალოდ ცოტა ადრე უნდა შემოიყვანოს ხოლმე და ყველა დაწყნარდება... ბოლო წუთებზე ქვილითაიას შემოყვანა კიდე სწორია, მაღალია და პირველ ბურთზე უნდა ეთამაშა და ჩაწოდებებზე... არაფერი პოლიტიკური აქ არ ხდება და ყველა დამშვიდდით და დაწყნარდით, ნუ მავნებლობთ... პ.ს. ძაანაც სწორს ლაპარაკობს ბუდუ და ძაანაც ზუსტად ეხება მასაც, მავნებლობაზე და ბოროტებაზე თვალის არ დახუჭვა ყველას საქმეა განურჩევლად პროფესიისა და თუ სადმე გასკდა რომ რაიმე წამით ვინმე ამის გამო ჩაგრავს ოდნავ მაინც, იმის სუყველაფერი იმასვქენი მე...
მასტერს
მამარდა - რაც ეს უმაგრესი კაცი გამოჩნდა დიდ არენაზე, ყველა სიტუაციაში ფიგურირებს როგორც ნამდვილი პროფესიონალი! ბუნებრივია, ყოველთვის ერთნაირად ვერ ითამაშებს, მაგრამ სულ ვითარდება და წინ მიიწევს! გულწრფელად იმსახურებს ყველაფერს საუკეთესოს ამ თავდადებული შრომისთვის - სხვანაირად ასეთ შედეგს ვერ აჩვენებდა. დიდი მადლობა ამ დიდებული თამაშისთვის და იმისთვის, რომ 11-ჯერ წამოგვახტუნე ფეხზე და გვაყვირე! წარმატება ჩვენ ბიჭებს და იღბალი!
ალიკა
ბუდუ მაგარი ფეხბურთელია ამაზე საუბარი ზედმეტია მაგრამ დაანებოს პოლიტიკას და ერთი ადგილის თამაშს თავი და იფიქროს მხოლოდ ფეხბურთის თამაშზე
იასონას უდარი
სასტავმა კალკულატორი დაწვეს,იმდენი ითვალეს სხვადასხვა ვარიანტები და თან 0 ქულა გვქონდა მაშინ. გეუბნებოდით მე თქვენ,ეგ იმედგაცრუება თქვენივე არაადეკვატურობის ბრალია,ამიტომაც აქვს ერს წაგებულის მენტალიტეტი და მონური აზროვნება. იმიტომ ხართ ეხლა და ილანძღებით,ამიტომაც ხართ საცოდავები. ხო უსმენდით "ექსპერტებს" ტატო ბაციკაძეებს და სხვა "გენიოსებს",იციან რამე? აი,ეს ხალხი გყავთ იდეოლოგად არჩეული და არც გცხვენიათ,ჯერ თვითონ რა იციან და მერე თქვენ რა უნდა გასწავლონ. თან ყველაფერთან ერთად,ნჯეოშნიკების შნირები არიან,რასაც ეტყვიან იმას უსრულებენ და პაწა ფულსაც შოულობენ. ეს ისე ცნობისათვის. მამარდა კი არის ძალიან მაგარი მეკარე,არც არაფერი გამკვირვებია მის თამაშში,ვალენსიაც ეგრე ათრია მთელი წელი. ის რო არა,წავაგებდით ბევრით ცოტას და მალადეც მას. მთლიანად გუნდმა თავი დადო და თავს გადაახტნენ,ეს დასაფასებელია და მადლობა მათ.
G.LA
საინტერესოა რას აკეთებს ნაკრებში დვალიშვილი. თანაშემწეა სანიოლის თუ რა ფუნქცია აქვს მას ან კომპეტენცია თუ აქვს რამე ნაკრების მწვრთნელს გვერდში რომ უზის?
საბურთალო
ბუდუს ჯობია ქვილითაიააააააააააააააააააააააააა?????????????????? ვილი ვინ გიყენებს სასტსვს ჩამოთვალე ხორცმეტების გვარებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
მამუკა
მამარდა რომ არა, ნამდვილად წავაგებდით. აუხსნელია სანიოლის მოქმედებები. აშკარად ჩანს, რომ შემადგენლობის დაყენებაში სხვებიც ერევიან. ამის მაგალითია წიტაიშვილის დაყენება ძირითადში. აზაროვის წაუყვანელობა. და რაც ყველაზე უსამართლოა, ბუდუს იგნორირება.
jordan beli
P.S. მადლობა კვარა რო U21 არ ითამაშე. და რჩევა მიიღე თუ გინდა:სასწრაფოდ მოიშორე ის პრედლაჟენია კაცი და მამის მაგივრად მრჩევლად ვინმე სერიოზული და ფეხბურთში გარკვეული კაცი ნახე ვინმე.
დოიჩ
მამარდაშვილი რომ არა მინიმუმ 5-1 წავაგებდით!

კვარა თავდამსხმელი რომ არაა ეგეც არ იცი?
jordan beli
მე რო ვიძახდი ევროპის მერე მამარდა გახდება ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი მეთქი,რამის ჩამქოლეთ.(არავის გადაუღუნოთ)ხაზზე მე მგონი დღეს ბადალი არა ჰყავს.თუ გამოსვლებზეც ისე ითამაშა როგორც ხაზზე ცოტა ხანში ერთერთი საუკეთესო მეკარე იქნება.
გიორგი
რას ხანია ვიძახი რომ გიორგი ყველაზე ადრე გახდება 'გრანდების' ძირითადის წევრი! წარმატება, გიორგი!
G.LA
გრანდების შესაფერისი მეკარე გვყავს. თავისუფლად შეიძლება ევრო 24-ის სიმბოლურში მოხვდეს. ბრავო მამარდას.
ალექს
ეს მამარდაშვილი რომ ასე მარდი არ იყოს, რა გვეშველებოდა?! ეს კვარაცხელია რას ეტენება საცა ბევრი მცველია, რა ტარანზე მიდის ?! მცველს თავის ან სხვის საჯარიმოში ბურთი ფეხებში უნდა ებლანდებოდეს ? თავდამსხმელი კარის ჩარჩოში ბურთს ვერ უნდა ახვედრებდეს , ახლოდან, შორიდან, სხვა რა იცის და რა მოეთხოვება პრანჭვა გრეხვის გარდა, ვაზი უნდა გამისხლას!?
მამუკა
კვირკველია და კაშია დროა პენსიაზე გავიდნენ, ძალიან ნელები არიან, მამარდა რომ არა ალბათ სამარცხვინო ანგარიშით წავაგებდით, ოღონდ ისიც უნდა დავწერო რომ გოლის მომენტში ჩემი აზრით შეეძლო გამოსვლაზე თამაში და მუშტით მოგერიება, გამოსვლაზე თამაში არის მამარდას სუსტი წერტილი, ბევრი აქვს სამუშაო ამ კომპონენტზე
ნოდო
ეს ის შემთხვევაა მეწყინოს თუ გამიხარდეს არ ვიცი სულ 20 იყო ორივეში ერთად იმ ხალხ მეორე შანსი პორტუგალიის მერე რატო უნდა მიეცეს
ლექსო
ვიცი ბევრს არ მოეწონება .სანიოლმა მაგრად აურია .ბუდუ თადარიგში გყავდეს და ქვილითაია გამოიყვანო. ასევე გველესიანი გყავდეს და კვირკველია დააყენო სასტარტოში ცოტა ვერ უნდა იყო. მეთანხმებით თუ არა. საწინააღმდეგო აზრს გულმოდგინედ წაიკითხავს.
ss
დაცვა არის ძირფესვიანად ამოსაგლეჯი ჩვენი ნაკრებიდან …
კიეზა
ჩვენი კარების ბურჯი ხარ მამარდა..დღეს უბრალოდ დიდებული იყო..წინა თამაშში ვინც საჯარიმოში ჩასვლის გამო აკრიტიკებდა ამ ბიჭს დღეს რაო..ყველა ქების ღირსია და თუ რომელიმე ვერ ამართლებს ეს მწრთვნელის პასუხისმგებლობაა მხოლოდ..30 ჯერ გადავახვიე გიოს გოლი დ აიქ მყოფი ქართველების სიხარული და იმედი თვალებში..იმედი არ მოკლებოდეს ყველა ქართველს..მადლობა ნაკრებს ..მე მჯერა ამ თაობის...მსოფლიოზეც გავალთ და საქართველოს ჰიმნს ბევრჯერ გავაჟღერებთ..
გიორგი
ლოთარ მათეუსმა თქვა რა ჯანდაბად არ იყიდა ბაიერნმა ეს ბიჭიო.
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
სად ითამაშებს ხვიჩა - ცვლილებები წინა მატჩის ენდშპილის გათვალისწინებით
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
"ლივერპულმა" ალისონს კონტრაქტი გაუგრძელა - რას ნიშნავს ეს მამარდაშვილისთვის?
"ტოტენჰემთან" ალისონი ითამაშებს თუ მამარდაშვილი - სლოტმა კომენტარი გააკეთა