ავსტრალიის ნაკრების უკანახაზელები მეთ გიტო და დრიუ მიტჩელი მომავალ უქმეებზე სიდნეის გარეუბანში, ავსტრალიის მესამე დივიზიონის კლუბ "ბალმანში" ითამაშებენ "ეპინგთან" დაპირისპირებაში...

ავსტრალიის ნაკრების უკანახაზელები მეთ გიტო და დრიუ მიტჩელი მომავალ უქმეებზე სიდნეის გარეუბანში, ავსტრალიის მესამე დივიზიონის კლუბ "ბალმანში" ითამაშებენ "ეპინგთან" დაპირისპირებაში. ეს შეხვედრა ამხანაგურია და "ბალმანის" საკლუბო რაგბის ფესტივალის პროგრამაში შედის.

გიტომ და მიტჩელმა რაგბის თამაში სწორედ ამ კლუბში დაიწყეს და "ბარბაროსების" შემადგენლობაში თამაშისას სწორედ ბალმანელთა გამაშები ეცვათ.

მიტჩელი მშობლიურ კლუბს ხშირად სტუმრობს, განსაკუთრებით არდადეგების დროს და მოყვარულ მორაგბეებთან ერთად ხალისობს, თან ფორმის შენარჩუნებასაც ცდილობს.

"ეს რაგბის ერთ-ერთი უძველესი სკოლაა. იქ სტუმრობა ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა. მორაგბეები კვირაში ერთხელ ვარჯიშობენ, მეორე დღეს თამაშობენ, ერთობიან, რაგბის თამაშით უდიდეს სიამოვნებას იღებენ. მერე სლუდს სვამენ, საუბრობენ, ხუმრობენ. მოკლედ, სისხლსავსე ცხოვრება აქვთ. ძალიან მიყვარს მათთან ერთად ყოფნა" - თქვა დრიუ მიტჩელმა.

"ბალმანის" საკლუბო რაგბის ფესტივალს მოუთმენლად ელის მეთ გიტოც:

"ძალიან გვინდა, შაბათს ფესტივალში მივიღოთ მონაწილეობა. ბალმანელები წელიწადში ერთხელ მართავენ ამ ზეიმს და წლეულს ათასობით რაგბის ქომაგს ელოდებიან. დიდი ზეიმი იქნება. ფესტივალზე შარშანაც ვითამაშე და გარწმუნებთ, მსგავსი ფანტასტიკური ატმოსფერო, რაც იქ სუფევდა, არსად მინახავს"- თქვა მან.

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა