ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მატჩის დღე! საქართველო VS პორტუგალია - კვარაცხელია VS რონალდო

მატჩის დღე! საქართველო VS პორტუგალია - კვარაცხელია VS რონალდო

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება და პორტუგალიელებს გელზენკირხენში, "ფელტინს არენაზე", დღეს, 26 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე შეხვდება.

პორტუგალიას შეუძლია, ესპანეთის მსგავსად, ჯგუფური ეტაპი 9 ქულით დაასრულოს და ეს ახლა მათი მთავარი მოტივაციაა. პორტუგალიელებმა თურქებს იმ "სიგნალ იდუნა პარკზე" მოუგეს, სადაც საქართველოს ნაკრები დასანანად დამარცხდა. გულშემატკივრები მინდორზე კრიშტიანო რონალდოსთან ფოტოს გადასაღებად შეიჭრნენ.

ვილი სანიოლის გუნდმა ისტორიული ქულა მოიპოვა და ახლა უფრო მეტი სურს. გიორგი მიქაუტაძემ ორივე შეხვედრაში გაიტანა და ის მხოლოდ მეექვსე ფეხბურთელია, რომელიც თავისი ქვეყნის საწყისი ორი გოლის ავტორი გახდა დიდ ტურნირზე. ბოლოს ასეთი ანდრეი შევჩენკო იყო - 2012 წელს.

ოთხშაბათის შეხვედრა სამთო ქალაქ გელზერკირხენში ამ გუნდებს შორის მხოლოდ მეორეა. იყო ამხანაგური მატჩი (2:0 პორტუგალიელთა სასარგებლოდ) 2008 წელს.

"მილანის" ვარსკვლავმა რაფაელ ლეაომ სიმულაციის გამო ორი გაფრთხილება მიიღო და მესამე ტურს ტოვებს. მის ადგილას მარცხენა ფლანგზე "ვულვზელ" პედრო ნეტოს ველით. ყველაზე დიდი ინტერესი ისაა, ითამაშებს თუ არა რონალდო და შედგება თუ არა "შვიდიანების", კრიშტიანოსა და "კვარას" დაპირისპირება. შესაძლოა, ფორვარდის პოზიციაზე არც ის ვიხილოთ და არც გონსალო რამოში და ეს ადგილი 21 წლის ფრანცისკო კონსეისაომ ("პორტუ") დაიკავოს. მიუხედავად იმისა, ჯერ შედეგიანი მოქმედება არ აქვს, კვარაცხელია გუნდის მთავარი ვარსკვლავია, რომელიც ისტორიული მომენტის შექმნას ეცდება.

კვირკველია, კაშია, გველესიანი, მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი - ეს ის ფეხბურთელები არიან, რომელთაც კიდევ ერთი გაფრთხილების შემთხვევაში, მერვედფინალის გამოტოვება ემუქრებათ.

სანიოლის გუნდის მთავარი შანსები იქნებ კონტრშეტევებშია, თუმცა პორტუგალიელებისთვის ინიციატივების მთლიანად დათმობა სახიფათოა.

გამარჯვება, საქართველო!

კიტეიშვილმა ივარჯიშა და სასტარტოში ველით...

სავარაუდო შემადგენლობები

საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი - გველესიანი, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, შენგელია - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, ზივზივაძე;

პორტუგალია (4-5-1): კოსტა - სემედო, ა. სილვა, დიაში, კანსელუ - ნევეში, პალინია, ბ. სილვა, ნ. ფერნანდეში, ფელიქსი - რონალდო

მსაჯი: შარერი (შვეიცარია)

ღვთისავარ ანთაძე - ვუპერტალი - გელზენკირხენი

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

• სოსო

გფარავდეთ ლომისის მადლი, ტანზე აგესხათ რკინაო, ხელთ გეპყრათ მჭრელი მახვილი, რომ მტერს არ მოალხინაო, გამარჯვებულსაც გეარნოთ, ღმერთიმც გიძღოდეთ,წინაო!

• შესწორება

დანია მეორეზე , სლოვენია მესამეზე !!!

• ა

მართლა დიდი ამბავია მაი. ჯერემის გამოცდილება ძაან გამოგვადგება სიმონ

• ნუ ბანაობთ!

ჩეხეთი გავა

• ანაგელი

სლოვენიას და და დანიას ყველაფერი ერთნაირად ჰქონდათ და დანია გაიყვანეს მესამეზე რეიტინგის ხარჯზე!!!

• Mr. Barnelo

სტატიის ავტორს ღვთისო ანთაძეს დიდი მადლობა.

• Levani

თუ ჩეხეთმა მოიგო და ბურთები ერთნაერად გვაქვს ორივე 4 ქულით,ერთმანეთში ფრე გვაქვს.ნეტავ რა მოხდება

• ვაჟა

ჯერემი ნჯიტაპი ჩამოყავს ქუთაისის ტორპედოს!! მაგარი ამბავია, რეალში ნათამაშები ნახევარმცველი. მიდი ჯერემი!

• ჰაჰა

მეორე ვარიანტს გთავაზობ, ბევრად უკეთესს. 30 მილიონს ხომ იძლევა ბიძინა, თუ ჩვენები გავლენ. ჰოდა 15 მისცენ პორტუგალიას და დაგვიწვება.

• ჰაჰა

თურქეთი გავა, რადგან ჩვენ მოგვიგო. ჩვენ მესამეზე.

• mera

შანსი და ვარინტი ერთი გვაქვს მხოლოდ,თუ პორტუგალია თავის წაგებაზე დადებს ფსონს ტოტლიზატორში.რა იცი,იქნებ ფულის გაკეთება ამჟობინონ,7-ჯერ მეტს მოიგებენ.

• Levani

ჩვენი მოგების და ჩეხეთი-თურქეთი 1/x შემთხვევაში ორი გუნდი იქნება 4ქულით და როგორაა წესები-ბურთები არის წინ თუ ურთიერთშეხვედრები?

• ვაჟა

დიდი ანგარიშით წაგება არ აგვცდება და ნუ ბლატაობთ. ამ თამაშის მერე იტყვიან ევროპაში ამათი აქ მოხვედრა ერთიუზარმაზარი შეცდომაა და აქ არაფერი ესამქბეთო. აგერ ნახავთ თუ არა

• გაიოზი

ლევან ჩაკვე რა უყავი? აა მხოლოდ 11 თამაშობს.

• ლევან მაღლაკელიძე.

მამარდა, გველესიანი-დვალი, შენგელია-გოჩოლეიშვილი, ქოჩორა-კიტე, კვარა-ლობჟანა და ბუდუ-მიქაუტაზე.

• მინდია

ცვლილებები რატომ ხდება ფეხბურთში თუ იცი? თუ არ ათამაშებდნენ, ტურისტად წაიყვანეს? ჯეჯე , უცნაური ლოგიკა გაქვს შენ გენაცვალე

• ჯეჯე

ჟორჟზე და ზივზივაძეზე უფრო მეტად, მე ვარ დასვენებული ჩემო მინდია. შენი ლოგიკით, მე ხომ არ გავიდე მოედნაზე?

ნაკრები უმაქნისი კვარაცხელიას გარეშე

• Levani

ამაზე მეტი გამაღიზიანებელი(მოტივატორი რა გინდა-მოუგე უმოტივაციო გუნდს,რომელსაც გადახალისებული შემადგენლობა ყავს და სულ არ სჭირდება ტრავმები/ბარათები,მოიგე და გადიხარ ფლეიოფში-იმ ტურნირის ფლეიოფში სადაც მოხვედრაზე ასე გავგიჟდით ყველა. მერე კიდე ერთი თამაშის მოგება ყველასთან შეიძლება,დაცვა პენლები თუ ჩვენი შემტევების კლასი. თან თუ კიტე ჯერ კიდევ 60-70% ფორმაშია სულ სხვა გუნდი ვიქნებით. არ ვიცი მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი

• ემიგრანტი

მიდით ბ8ჭებო დღეს ვიგებთ მერე ესპანეთი გველოდება

• გიას

ამათ კიდე ხო, მაგრამ აი წყალბურთელები, გაწუწული ღინღლებით მართლა მაზალოა,

• ალექს

ვიმეორებ, ორი გოლი კვარას აქვს ვალად, დიახ , პირადად ჩემი , ორიც ლობოსა აქვს და საიდანაც უნდათ და როგორც უნდათ ვალი დღესვე დამიბრუნონ, პატიებაზე და გამოქვითვაზე-გარაშოთება ქვია, არც იოცნებონ, რადგან 23 საათზე იწყება თამაში, შეღავათს გავაკეთებ და ვალის ნაწილს ხვალ მივიღებ !

• აბარა

ბუდუ წნორში თამაშობს? თუ იტალიის ვარსკვლავმა გაგაოცა კრეატივით.

• 123

ფეხბურთი არის შანსების გოლად გარდაქმნა, დაცვაში კარგი თამაში, ხოლო შეტევაში დარწმუნებული ვარ გვექნება მომენტები და უნდა გამოვიყენოთ

• მინდია

ამაზრზენი ნაც-ქოცური კომენტარებია, პოლიტიქა იქეთ იყოს, მაგრამ წინა 2 თამაშში ბუდუ ძალიან დაგვაკლდა, ძალიან უცნაური გადაწყვეტილება იყო მისი არ შეშვება,არ ვიცი, იქნებ მიქაუტაძე ჯობდეს ზივზივაძეს ზოგიერთ ასპექტში, მაგრამ დაღლილს რომ დასვენებული ჯობია, თანაც ცვლილებებს რომ თავისი ტაქტიკური ეფექტი აქვს, ეს ხომ არ ახალია. შედარებისთვის, მიქაუტაძე უფრო სხარტი და მობილურია, მაგრამ ზოგჯერ არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს, ანუ მარტო კარს ხედავს და არა უკეთეს პოზიციაში მყოფ პარტნიორებს, ეს წინა მატჩებში გამოჩნდა, ბუდუ ტანმაღალია და მეორე სართულზე უკეთესია და გუნდურ ფხბურთს თამაშობს, გავიხსენოთ თუ როგორ უპასა კვარაცხელიას მაკედოიასთან. ორივე მატჩში ძალიან ცოტა დაგვაკლდა, ის ცოტა კი შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს. იმედი მაქვს დღეს უნდა გავიმარჯვოთ, გაუმარჯოს საქართველოს!!!

• ელიასი

გუშინდელი თამაშების შემდეგ მათემატიკა ისე დალაგდა, რომ პორტუგალიასთან ფრის შემთხვევაში გადარჩენის არანაირი თეორიული შანსიც კი აღარ გვრჩება. ასე რომ, ვიგებთ და 100%-ით გავდივართ, თუ არა და სად მივდივართ - სახლში. აქ კიდევ ის არის ძლიერ ნიშანდობლივი, რომ ჩვენი მოგების შემთხვევაში უნგრეთი 100%-ით იძირება და აბა, თუ გამოიცნობთ - ვინ არის დღეს ჰუნ-მადიართა ტომის ნომერ პირველი მტერი და დამაქცევარი ამ ბურთივით მრგვალ დედამიწაზე? დიახ, ვიკტორ ორბანის ვითომ და ტურფა მეგობარი Grúzia, ასეა ეს! უფალი ხარხარებს და მოდით, ჩვენც ავყვეთ: ჰა-ჰა-ჰა...

• გაიოზი

დღეს დიდი დღეა, ვთამაშობთ დიდი ეუსებიოს, ფიგუს და რონალდოს ნაკრების წინააღმდეგ, რომელიც 2016 წლის ევროპის ჩემპიონი გუნდია. ამიტომ ანგარიშზე განსაკუთრებული პრეტენზია არარელევანტური იქნება. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენც დიდი ბორის პაიჭაძის, მიხეილ მესხის, სლავა მეტრეველის, დავით ყიფიანის და ხვიჩა კვარაცხელის საფეხბურთო ქვეყანა ვართ. ამიტომ, რადგან ბურთი მრგვალია, ოცნებებს ვერავინ დაგვიშლის. წარმატებები ჩვენს უკვე გმირ ბიჭებს!

• ვაჟა

11-ის მაგივრად 13 კაცით რომ ვითამაშოთ გვექნება შანსი. აბა ისე შანსი არაა

• გენა

რა თქმა უნდა წავაგებთ. შემადგენლობა ასეთი მგონია: მამარდაშვილი, კაშია, გველესიანი, კაკაბაძე, შენგელია, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე, გელა გუგზარაშვილი.

• ბექა

წავიკითხე კომენტარები. და გული მწყდება ზოგის რომ არ ჩლჯერა ჩვენი სამშობლოსი რომ ბიჭები იბრძოლებენ. რატომ წერთ უეჭველი წავაგებთ, ისა ესა და რა არის ამდენი უიმედობა. ჩვენი ბიჭები ყველაფერს ცდილობენ, ხან გამოდის ხან არ გამოდის რაც გვინდა. იმას ხომ ვერ ვიტყვით რომ შეგნებულად გაააკეთეს და ასე შემდეგ. ეს პესიმიზმი რა არის თქვე დალოცვილებო. ჩვენი დამპყრობლები რომ მოდიოდნენ ჩვენ ასაოხრებლად, 5 ჯერ მეტი რაოდენობით. უნდა ჩავნარებულიყავით? ყველა ბრძოლობდა ბოლომდე და ამოძრავებდა სამშობლოს სიყვარული. დღესაც რაკი პორტუგალიას ვსიო??? გულით მჯერა რომ მოვიგებთ და კიდევ ერთხელ გავაკვირვებთ ყველას. ბოლომდე რომ დაიხარჯებიან ბიჭები ამაზე საუბარი არც უნდა იყოს. გვფარავდეს უფალი.

• გიზოგ

ვინაიდან, ჩვენს დროში მორალი გაუფასურდა და აღარ მუშაობს. ძალიან გამეხარდებოდა არასწორად გამოცნობილ ანგარიშებზე 10 როზგი, რომ მაინც იყოს. ბევრი ისწავლიდა ჭკუას, რომ სხვების ნერვებზე არ უნდა ითამაშოს.

• დათვი

3ით 0ს რომ მოვუგებთ პორტუგალიას მერე ხვიჩა რომ დუბლს შეუგდებს, მერე დაეშვებიან მიწაზე. ძალიან აბლატავდნენ ეს პორტუგალიელები

• გურულო

დდდ-ს 200% ხარ:))) სპორტალზე ვარ, თუ ფსიქიატრიულში ვერ გავიგე:))

• გურულო

:))შენ რა გირჩევნია კი ვიცი მე:))

• dew

დიდი ანგარიშით წავაგებთ სამაგიეროთ ძაან გამოცდილებას მიივიღებთ გვეცოდინება რა დონეზე უნდა ვითამაშოთ სანაკრებო თამაშები.

• Mesi

გუშინ პრესკონფერენციაზე რამდენი ქვეყნის ჟურნალოსტი იყო წარმოიდგინეთ და რა სირცხვილი მთელი საქართველოსთვის... რა თქმა უნდა სემადგენლობაზე კითხვა სწორი იყო,მაგრამ სანიოლის პასუხის მერე,თითქმის ვერც ერთი ვერ მიხვდებოდა პოლიტიკა რა შუაშია. მაგარი ტეხავს. კიდე სანიოლს მიადგნენ,შეურაცყოფა მოგვაყენაო. ტიპს ისე შეუდო მთელმა ნაც სამყარომ თავის ტელევიზიებით რომ კიდე კარგად გიპასუხად. აბა მის ადგილზე წარმოიდგინეთ თავი ფეხბურთის დოცენტებო. 5ქვენზე რომ თაქვას ვინმემ რასაც გეუბნებიან იმას აკეთებ და გადაწყვეტილებას შენ არ იღებო?

• თუთა დათაშხია

ისე დარწმუნებული ვარ ასეთ სისწრაფეებზე მოთამაშე პორტუგალიასთან რა თქმა უნდა მიქუტაძე უნდა იყოს სასტარტოში,მაგრამ კი არის ღირსი ძაან ბევრი,ბუდუ დააყენოს სასტარტოში და შეუცვლელად ათამაშოს 90 წუთი....

• ABARA

ინგლისის პუტანა დდშვც და მაგათი ვარსკვლავური ნაკრებიც მო#$%ან სლოვენიასთან ვერ მოგებისთვის. მაქსიმუმი დადეთ დღეს მოედანზე ბიჭებო, უშიშრად ითამაშეთ, თუნდაც ვერ მოიგოთ, თავდადება დაგიფასდებათ.

• Lobotka

ნუ ფეხბურთის აზრზე რომ ვართ მთელი ერი ეგ ხო უეჭველია რა... კვარაცხელია სკამზე დასვი და ბუდუ ათამაშეო და რომელი ერთი სისულელე კიდე... კვარაცხელიას სექტის წევრი არ ვარ, მაგრამ სულ რომ ფორმაში არ იტოს და არც ეხლა არი,მისი მინდორზე ყოფნა კითხეთ აბა ბიჭებს რამხელა იმედია მათთვის? იცით ფეხბურთის უვიცებო რატომ? იმიტომ რომ მაგ დონის ფეხბურთელი არც ერთი არაა ნაკრებში. ნუ რა თქმა უნდა მამარდაშვილს არ ვგულისხმობ მხოლოდ!!!

• Givi

ქალბატონო ნინელი, სამზარეულოში კარტოფილი არ დაგეწვას

• Lobotka

ზოგიერთი ისეთ აზრებს აფრქვევს რომ ან რეალობას მოწყვეტილი იდიოტია,ან პატარა ბავშვია რა და ემოციები სჭარბობს. ძაან ძნელია როცა რეალობას ვერ ან არ აღიქვამ და უეცრად მის პირისპირ აღმოჩნდები.

• იასონას უდარი

სანიოლის უთქვამს,ნაცებმა დამირეკონ და მათმა ემოციურად აშლილებმა,მირჩიონ და მიკარნახონ,ვინ ვათამაშო სასტარტოშიო. ჰე ახლა,ნაცებო დატრიალდით და შეადგინეთ შემადგენლობა,თუ რა თქმა უნდა 11 კაცის გვარი მაინც იცით. დათვლიან 11 ნაცს ვერ შეაგროვებენ და კაცნაკლულს გაიყვანენ გუნდს. თუ გამოსირება არის ევროპის,მთლად გამოვასიროთ და ვანახოთ ქართველების კლასი. ან თუ თავის მოჭრაა,ბარემ თავის მოჭრა დაერქვას. პორტუგალიას მაინც ვერ მოუგებენ და ნაცებს შევტენოთ. ისე ადრე იყო,2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე,რომელიც სოჭში იმართებოდა. ნაცები ითხოვდნენ ბოიკოტს და ასე აპრავებდნენ,მაინც ვერაფერს მივაღწევთ და ოკუპანთთან მაინც არ გავუშვებთ ნაკრებსო. თითქოს ოკუპანტებს მე მივყიდე სტრატეგიული ობიექტები და რუსის ვანიას მე დავუწესე უვიზო რეჟიმი. ასეთი ხალხი ლანძღავს სანიოლის და ფედერაციას,ხოდა რა უნდა უშველო ამ ემოცირად აშლილ ცალფაზიან იდიოტებს? ამათი საშველი არ არის,გაიყვანეთ და რიონს გაატანეთ,ევროპა ხო უნდათ და ჩაიტანთ შავი ზღვის გავლით გიბრალტარის სრუტემდე.

• მწარე

გეთანხმები. ტიპმა მერვედფინალის საგზური დაგვაკარგია და ამათმა ლამის ეროვნულ გმირად აღიარონ. კაი, ნუ გალანძღავ, მაგრამ პატარა ბიჭი რომ უყურებს თამაშს და მერე კითხულობს ამ "ჰუმანურ" აზრებს, იმაზეც იფიქრეთ. ანუ შეცდომა მოსულა? იქნებ ომის დროსაც მოსულა და გადამწყვეტ მომენტში "ჩასვრა"-ც მოსულა?

• ლაშა

რა ბუდუ ხალხო თქვენ ხომ არ გადაირიეთ, მიქაუტაძე ევროპული დონის ფორვარდია, მიქაუტაძის სკამზე დასმა და ბუდუს თამაში ასეთ მატჩი ღალატის ტოლფასია.

• Irakli

პროვოკატორი ხარ!

• ლაშა

შენ იმდენი იცი ფეხბურთის რამდენიც მე ძველი შუმერული. მიქაუტაძე ევროპული დონის ფორვარდია, რა ბუდუ, რის ბუდუ.

• Olee

ვაი შე კლიროოო

• საქართველო

თანაბარი ქულების შემთხვევაში ერთ ჯგუფში ადგილებს ურთიერთშეხვედრა წყვეტს ხო და არა ბურთები? ანუ დაუშვათ მოვუგეთ პორტუგალიას, მეორე ადგილზე გასვლის შანსი გვაქვს თუ ასეთ დროს ნებისმიერ ვარიანტში მესამეზე გავალთ და ესპანეთთან მოგვიწევს? იმაზე არ მაქვს ლაპარაკი ჩეხეთმა მოუგოს თურქეთს ერთი ბურთით და ჩვენ პორტუგალიას მეტი ბურთით.

• დავითი

ისტორიაში არ გვყავს თავდასხმელი რომელმაც ტოპ ხუთში ითამაშა საერთოდ და მითუმეტეს გაეტანოს 11 გოლი ნახევარ სეზონში . ანუუ ფორმაში მყოფი დასვა ამ დროს მიქავთაძე .ერთადერთი შენიშვნა შეიძლება იყოს რომ შეშვება შეცვლაზე მოხდე 20 25 წუთით ადრე და არა 10 ით ან 5 ით მაგრამ ესეც დაძაბული გარემოს ბრალია დაგვიანება ზოგადი გარემო ემოციების რაც პირველად ხდება . სანოლი ზიდანს არ ესაუბრებოდა წლები მსოფლიოს მერე მისო საქციელის გამო და არამგონია მორალი ვინმემ წაუკითხოს ადამიანობაზე ქცევებზე .ადამიანმა რომელმაც მსოფლიო ფინალი ითამაშა და ბურთს ღეჭავდა უმაღლეს დონეზე ისე ფლობდა მახსოვს

• ნინელი დეიდა

მოაშორეთ ეს ბლუყუნა მიქაუტაძე, გაუმარჯოს საღად მოაზროვნე ნამდვილ პატრიოტს ბუდუ ზივზივაძეს! მე პირადად წაგებული ბუდუ მირჩევნია მოგებულ მიქაუტაძეს

• Bs

დაყენდი რაა, იქნება თქვა ქვილითაიაც სჯობიაო? თურქები რომ მოგვაწვნენ პირველ წუთებზე და მამარდაშვილი ზედიზედ იძულებული იყო წინ მოეგერიებინა ბურთი, იქ ჟორჟი მაგ დროს მაგრად რომ იჩაგრებოდა და ვერ იბრძოდა ბურთისათვის არ გაქვს ნაყურები? აი მაგ დროს იყო ბუდუ საჭირო, ან თუნდაც ქვილითაია. ჩეხებთანაც იყო მსგავსი მომენტები, მაგრამ გაბნეულად მთელ თამაშში. ხოლო თურქებთან აშკარად გამოჩნდა პირველ წუთებზე. ჟორჟი დრიბლინგში უკეთესია, მარა არც ბუდუა ჯაბანი და დაამტკიცა არაერთხელ. დამაგვირგვინებელ ფაზაში კი ოროვე კარგია. მოკლედ სხვადასხვა სტილია და ორივე მაგრად გვჭირდება

• დავითი

როგორ არ მინდა რომ გეთანხმებოდე, მაგრამ რეალობა ეგაა.... ძალიან არ მინდა მაგრამ ვიცი რომ დიდი ანგარიშით წავაგებთ

• მერაბ. მაღლაკელიძე

რა ბუდუ? მიქაუტაძე 100 თავით ჯობია ბუდუს. თქვენ ხომ არ გააფრინეთ? ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი სკამზე?

• გია

ეს წვერი რა არის ყველა ფეხბურთელს რომ აქვს, შეხედავ სხვა ნაკრების ფეხბურთელებს და თითქმის არცერთს არ აქვს წვერი მოშვებული, ეს რამე ახალი ტრენდია თუ რა არის ვერ გავიგე. წარმატებები პორტუგალიასთან ბიჭებო!

• სტატიის ავტორს

მოდი დაველოდოთ შემადგენლობის გამოცხადებას ხვალ და მერე შევადასოთ ამ სტატიის კვალიფიციურობა. საერთოდ აზრზე არ არის ამის ავტორი რა ხდება ნაკრებში. ასევე შენ რა სხვა საიტის ჟურნალისტი რეებს ბოდავ?!!!

• გიო

დავითს76. რა უნდა გამოასწოროს, მეგობარო,ეგ ან გაქვს ან არა,4 შანსიდან 1 რო გამოიყენებ,ეგ ნიშნავს რო არ გაქვს.გოლის გატანა მიქაუტაძის და ზივზივაძის საქმეა ჩვენ ნაკრებში რასაც ვუყურებ,ცივსისხლიანები არიან.დავითაშვილს,ლობჟანიძეს ჭირდებათ უამრავი მომენტი რომ გაიტანონ,ვინ მოგცემს ევროპის ჩემპიონატზე ამდენ შანსს,იგებს ის ვინც ერთიდან ერთს იყენებს,საქართველოს ჩემპიონატი ხო არ არის.ქოჩორაშვილს ,მაგალითად,რომ ეცლია მიქაუტაძისთვის თურქეთთან,დარწმუნებული ვარ,გაიტანდა გიორგი გოლის,გატანა მიქაუტაძის საქმეა,აცალე რა შე კაი კაცო.

• დდდ

უკრაინის ჯგუფი ჩვენთან არანაირ კავშირში აღარაა... თუ სლოვენიამ დიდი ანგარიშით წააგო ინგლისთან, მაგათ და ხორვატიას ვუსწრებთ ბურთებით და ფრე გვყოფნის, იმავე ჯგუფში დანია-სერბეთის ვარიანტიც არის 2 ქულიანი მესამეადგილოსნის, ოღონდ თურქებმა უნდა მოიგონ, რომ მესამეზე გავიდეთ. ასე რომ ვინც არითმეტიკა იცის, იმათთვის ბალი მაინც ათი შაურია...

• დდდ

სკოლის მოსწავლეები კი არა, ბაგა-ბაღის აღსაზრდელები არიან, მინდორზე საწოვარებით გამოვლენ და პამპერსები ეცმევათ... გაჭირვებას რა ვუთხარი, თორემ არც უნდა ვკადრულობდეთ მაგათთან თამაშს...

• დევკალიონი

რის ბუდუ რა ელანდება ამ ხალხს , ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი გყავდეს ზედიზედ 2 გოლით და ის არ დააყენო ვაბშე კლე უნდა იყო

• დავით 67

იმ 84 დეპუტატზე გეთანხმები, ლობჟანიძის ამბავში ვერა. მაშინ მექვაბიშვილიც უნდა დავამუნათოთ, რადგან 0-1 ზე მან გაუშვა რეალური გოლის შანსი, ცოტახანში იმოქმედა პრინციპმა ვერ გაიტან შენ გაგიტანენ შენ. რაც რამდენიმე წუთშიც მოხდა. ისე და იქნებ ეს ლობჟანიძე კიდევ ათამაშოს, შეცვლაზე მაინც. ვინ იცის იქნებ გამოასწოროს თავისი შეცდომა. დასაკარგი მაინც არაფერი გვაქვს

• გენა

ხალხი სად ბანაობს. რეების ჯერათ.

• ჯარჯი

რამდენჯერ გაქვს პორტუგალიის თამაში ნანახი?!

• გიო

ჩვენს ნაკრებს ჭირს გოლების ყაბზობა!!გუშინ როგორ შეასრულა იტალიამ ბოლო წუთზე ეგეთი დარტყმები ვარჯიშის გარეშე არ მოდის ,კარში დარტყმა არ იციან და გოლი თავისთავად ვერ გავა

• "სტატიის ავტორს"

შურმა არ დაგახრჩოთ! დონე რას ნიშნავს? პრევიუში რუსი დანახვა გინდა. დიდი შანსია სხვა საიტის ჭურნალისტი, რომელიც აქ ვერ მოხვდა, ბოღმას ანთხევდეს. ან იქ მოხვდა მაგრამ მის სტატიებს სამასოცი ნახვა აქვს. ხალხო, ობიექტური და საინტერესო კომენტარები წერეთ, რა ავტორი, რა ხვიჩა როარ იყოსის ჯობია, სადა ბანაობთ

• გადავუვლით!!!

ბიჯო, რაის ვულვზის მოთამაშე, რის პორტუ და გიმარაეში? ჩათვალეთ რომ სკოლის მოსწავლეებს ეთამაშებით, რომელთაც არც შეთამაშება აქვთ და არც გამოცდილება. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, დიდი ანგარიშით შეგვიძლია რომ მოვუგოთ, თუ რა თქმა უნდა პრაქტიკანტი სანიოლი რამე სისულელეს არ მოიგონებს და ცენტრს არ ჩააბარებს როგორც ყოველთვის. წესით მაგათ მარტო ხვიჩაც შეჭამს, მით უმეტეს იქნება კიტე, ჩაკვე, ჟორჟი, (ამდენი ვარსკვლავები) რა ვიცი, ყველა ხომ არ ჩამოვთვალო. შეუბერეთ ბიჭებო პირველ ნომრად. ხვიჩამ შეიძლება ვინმე უცებ გააწითლოს კიდეც. გინდა რონალდოც გამოუშვან, რა გვაქვს დასაკარგი? გავუშვებთ ერთს, გავუტანოთ 3! მე დარწმუნებული ვარ რომ მაგრად დავჩაგრავთ! მენახეთ სულ მალე მერვედფინალში! მთავარია არ მოეშვათ და არ დაიბნეთ!

• ვაჟა მასწავლებელი

ხვალ 26 ივნისს გამოჩნდება ვინ უფრო მაგარია ფეხბურთში: მავრული გენით დაბინძურებული იბერიელები, თუ კოლხური გენით გაკეთილშობილებული ივერიელები! ივერია გაბრწყინების დროა!!!

• ქართველი

ბუდუს აყენებ მიქაუტაძის ნაცვლად???? მასე მართლა წავაგებთ.. დასაკარგი არაფერია და უნდა შევუტიოთ ორი ცენტრ თავდასხმელით ანუ მიქაუტაძეც უნდა დააყენოს და ბუდუც.. გველესიანს რა უნდა პორტუგალიასთან ???

• ტატო

ვიყოთ რეალურები და ბრძოლა დაგვანახეთ დანარჩენს ნუ ვმარჩიელობთ ,პ.ს 1/8 ჩვენი დონის გუნდი ?

• ვაჟა

ტყუილად ვბლატაობთ. გურამ კაშია და მექვაბიშვილის დონის მოთამაშეებით პორტუგალიასთან რა ვიცი.. 3:0 იქნება ანგარიში.

• სტატიის ავტორს

ძალიან დაბალი დონის ანალიზია, საერთოდ წარმოდგენა არ გაქვს რას წერ. ასევე არ შეიძლება ამ საიტის მგლობელმა რომ გადახედოს ჟურნალისტების ბოდვას და ისეთ ხალხს მისცეს სტატიების წერის საშუალება, ვისაც კომპეტენცია აქვს. ან სპორტის სამინისტრო რატო აფინანსებს ესეთ ვაი ჟურნალისტებს?!!!

• კაირა

ვერ დაგეთანხმები. იმ კანონს როცა გინდა მაშინ შეცვლი, ხოლო იმ გაფრენილ მომენტს აღარაფერი აღარ ეშველება.

• დავითი

მე პირიქით მგონია,ჩეხებთან ჩვენი გამარჯვება დიდი უსამართლობა იქნებოდა,მთელი თამაშის მანძილზე მგონი ორჯერ დავარტჰით კარში,თურქეთთან კი შწგვეძლო მოგება და ვერავინ იტყოდა რო დაუმსახურებლად მოვიგეთ.

• bd

ბავშვების თავიდანვე ფიზიკური აღრზდა აუცულებელია 17 -18 ასაკში მზად უნდა იყოს თანამედროვე ტემპის გაძლების

• Ika77 2

მიქაუტაძე შედეგიანია და ეხლა ბუდის რო მოიაზრებთ გასულები ვართ და რიგითი თამაშია თუ რა ხდება.არაა ბუდუ ჟორჟოზე უკეთეს ფორმაში შეცვლაზე კი ბატონო

• ვაი ვუი-ს

წადი ნარდი ითამაშე. ფეხბურთი არ გესმის.

• ასეა

კვარაცხელია თუ ძირითადშია შანსი არ გვაქ,როგორც ყველა თამაშზე ახლაც ერთით ნაკლები იქნება გუნდი

• Soselo

ხმაურიანი სენსაცია არ ყოფილა ევროზე,ხვალ საღამოს ველოდებით, წინ საქართველო!!!

• რეალობა

ჩეხჯები თურქებს დაამარცხებენ. ამის 2 მთავარი მიზეზი არის: 1. ჩეხეთის მწვრთნელი ჰაშეკი გაცილებით უფრო გამოცდილი და ჭჯვიანია, ვიდრე თურქების მონტელა; 2. თურქები მეორე ტაიმში ვერ დარბიან. ჩეხები ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულები. ამიტომ ფრე პორტუგალიასთან საკმარისი არ არის.

• inviz9

იქნებ ეცადა ამ დაბდურ სანიოლს ჩაკვეს და ზუკას ერთად დაყემნება ფორვარდად კვარასი-ბუდუ კი მერე შეცვლაზე გამოეყვანა მაშინ შემადგენლობა ასეთი იქნებოდა: მამარდა-გველესიანი, კაშია, დვალი, კაკაბაძე, შენგელია, ქოჩორა, კიტე, ჩაკვე, ზუკა, კვარა ეს იქნებოდა 1-5-4-1 ამით ცენტრსაც გავამაგრებდით ორი საყრდენით და საჭირო დროს კარდაგაც შევუტევდით ორი სწრაფი ნახევარმცველით (ჩაკვე და ზუკა) და იქნებ კვარაც ცენტრში გადმოწევა უკეთესი იყოს და შედეგიანი. ბუდუ კაი თავდამსხმელია, მაგრამ ბურთი თუ არ მიუტანე კარის სიახლოვეს რაც ასე გვიჭირს მისი ყოფნა მოედანზე არაპროდუქტიული იქნება

• გიგი

მაღალი პრესინგი ფაქტიურად საერთოდ არ შეუძლია ჩვენ ნაკრებს,ანუ მოწინააღმდეგე გუნდი ფაქტიურად უბრძოლველად მოდის ჩვენ საჯარიმომდე.

• ზვიადი

სხვადასხვა და ფორმალურ თემაზე დაკომენტარებებს ჯობია ის დაწეროთ, როგორ ვითამაშოთ, რა შანსი გვაქვს, ეს მონაცემები რას გვაძლევს, რაც აქ წერია

• აი ასე

საქართველოს უკვე ჰქონდა ციდან ბოძებული შანსი ჩეხებთან, ბოლო წუთზე და ეს შანსი იმ თმაშეღებილმა კლოუნმა ისევ ცას დაუბრუნა საახალწლო პეტარდასავით. პორტუგალიასთან რაიმე შანსებზე საუბარი მხოლოდ გულუბრყვილობაა, იმდენად აღემატებიან ჩვენს გუნდს. რაღაც ძალიან შევიცოდეთ ეს ვაიფეხბურთელი ლობჟანიძე და ნამეტანი ვეფერებით ვერგატანილი გოლის შემდეგ. არადა უამრავ ისეთ სიტყვას იმსახურებს, ყურში რომ არ შეიშვება. პირადად ჩემთვის, ეგ ტიპი იმ 84 სულგაყიდულის გვერდით დგას, რუსულ კანონს ხმა რომ მისცა. 85-ე ყორღანაშვილია.

• პროვიზორი

თუ კილოგრამი ბალი 10 ლარი ღირს დ- მაშინ დასაზუსტებელია პირობა - წონა არის ჭიით თუ ჭიის გარეშე (ანუ სუფთა წონით? ბრყტო? ნეტო?) - კურკა, ყუნწი და ფოთოლო კიდევ სხვა საკითხია.

• ბესო

მოდი ვიყოთ რეალისტები, თუ ძალიან არ გაგვიმართლა და პორტუგალია არ მოეშვა, ჩვენ ნაკრებს არ ეყოფა კლასი იმისთვის რომ მოვუგოთ. ჯგუფიდან გასვლის შანსები თურქებთან და ჩეხებთან უნდა გამოგვეყენა, განსაკუთრებით ჩეხებთან ბოლო წუთზე. ამ ჩემპიონატმა უკვე გვიჩვენა, რომ სერიოზულად უნდა გაუმჯობესდეს: - ფიზიკური მომწადება! - პრესინგი, პრესინგი და პრესინგი! - უბურთოდ მოძრაობა! - მრავალკომბინაციური ფეხბურთი! - შანსების გამოყენება ანუ კლასი! როცა მეტოქეს ბურთს გამოგლეჯ და ეგრევე დაკარგავ, როცა მინიმუმ 5-6 გადაცემის გაკეთება არ გამოგდის, როცა ვერც ართმევაში და ვერც შეტევაში 90 წუთი ინტენსიურ პრესინგს ვერ თამაშობ, მაშინ მაღალ რეზულტატებს ვერ მიაღწევ. ამ თვისებების განვითარება კი ბავშვობიდანაა საჭირო! ბავშვთა აკადემიაებში თუ არ ასწავლეს ეს ყველაფერი, მერე სულ რომ ანჩელოტი იყოს ნაკრების მწვრთნელი, უკვე გვიანია. ფედერაციამ უნდა შეკრიბოს ყველა ბავშვთა აკადემიის უფროსები და მწვრთნელები და შეიმუშაონ შემდები 10 წლის განვითარების გეგმა, სადაც ამ კომპონენტებს დაეთმობა ცენტრალური როლი!

• ელიასი

კილო ბალი ღირს 10 ლარი, რა ღირს ნახევარი კილო? არ იცით. ჰოდა, აგიხსნით. ძალიან სავარაუდოა, რომ E ჯგუფში ყველა გუნდი თანაბარ ქულებს დააგროვებს და 4-ქულიანი უკრაინა ფლეი-ოფში ვერ გავა, ვინაიდან თავის ჯგუფში მე-4 ადგილს დაიკავებს. ასე რომ, საქართველოს პორტუგალიასთან ფრე არ აწყობს, რადგან თურქეთმა ჩეხეთს თუ ვერ ან არ მოუგო (თურქეთს ფრე აწყობს), მაშინ 2-ქულიანი საქართველო მე-4 ადგილს დაიკავებს და გავარდება. ეს არის სასკოლო არითმეტიკა. ახლა რაც შეეხება პორტუგალიასთან მოგების ჩვენს შანსებს. მე მიმაჩნია, რომ კარგი შანსი გვაქვს. აგერ ესპანეთმა ალბანეთთან სრულიად მე-2 შემადგენლობა დააყენა. თუ ასე მოიქცა პორტუგალიაც, რაც სავსებით ლოგიკური იქნება მათი მხრიდან, მაშინ პორტუგალიის სათადარიგო ფეხბურთელებს მხოლოდ პირადი მოტივაციები ექნებათ და არა გუნდური, შეთამაშება ნაკლებად ექნებათ და აქ არის ჩვენი შანსი: საჭიროა ძალიან კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული თამაში.

• ტოტტი

ანზორ მექვაბიშვილმა არ მიიღოს ყვითელი და მერვედგინალში არ დაგვაკლდეს დაიღუპება გუნდი

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

"ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მასზე დამოკიდებულები არ ვართ" - პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდოზე

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

"ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მასზე დამოკიდებულები არ ვართ" - პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდოზე

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

"საფრანგეთის ნაკრები გამორჩეული ამიტომაცაა" - სალიბა პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ

პეპე თავისი მომავლის შესახებ მალე ჩამოყალიბდება

ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა