ტორონტოსა და მონრეალში დაწყებულ ATP-სა და WTA-ის ტურნირებში პირველივე სათამაშო დღეს რამდენიმე მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა
ტორონტოსა და მონრეალში დაიწყო ATP-სა და WTA-ის ორი მსხვილი ტურნირი. პირველად ეს შეჯიბრებები ერთ კვირას იმართება და პირველივე სათამაშო დღეს რამდენიმე მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა.

აგვისტო კანადისთვის ტრადიციულად საჩოგბურთო თვეა. სწორედ ამ დროს მასპინძლობს ეს ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელებს. თანაც, ყოველ წელს ATP-სა და WTA-ს შორის ერთგვარი გაცვლა ხდება. 2010 წელს მონრეალში ქალები თამაშობდნენ, ტორონტო კი კაცებს მასპინძლობდა, წელს კი პირიქითაა ყველაფერი. მაგრამ ამ სეზონში ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა - პირველად ქალებისა და მამაკაცების ტურნირი ერთ კვირას იმართება. ეს იმიტომ მოხდა, რომ ცინცინატიში ასევე ერთდროულად ჩატარებულიყო ATP-სა და WTA-ის ტურნირი.

შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ყველაზე კარგი კომენტარი გააკეთა როჯერ ფედერერმა: "ვფიქრობ, ეს პირველ რიგში, კანადელებისთვის არის მოუხერხებელი. მათ ქვეყანაში მხოლოდ ორი დიდი ტურნირი იმართება - ერთი ATP-ში და მეორე WTA-ში. და ახლა მათი ჩატარების ვადები ერთ კვირაში მოაქციეს. ეს შეუძლებელს ხდის ორივე ჩემპიონატზე დასწრებას და ასევე ართულებს ტელევიზორში ყველა მატჩის ხილვას.

წელს ორივე ტურნირის ტრანსლიაციაზე უფლებებს ერთი ტელეკომპანია ფლობს. ეს მოხერხებულია მაყურებლებისთვის, მაგრამ ამის გამო მონრეალში მამაკაცთა მატჩები საკმაოდ გვიან დაიწყება. ეს კი სირთულეებს გამოიწვევს მოთამაშეებისთვის".

მამაკაცთა ტურნირზე ბევრი დანაკლისია. სხვადასხვა მიზეზის გამო უარი თქვეს კანადაში ჩასვლაზე რობინ სიოდერლინგმა, დავიდ ფერერმა, ენდი როდიკმა და იურგენ მელცერმა. ქალებს შორის ყველაზე დიდი დანაკლისია ვენუს უილიამსი, რომელიც ტურნირიდან ბადის გამოქვეყნების შემდეგ მოიხსნა.

ჩატარების ფორმატი ერთი და იგივეა - პირველი რვა განთესილი ჩოგბურთელი ტოვებს პირველ წრეს. მიუხედავად ამისა, პირველ სათამაშო დღეს მაინც ბევრი საინტერესო შეხვედრა ჩატარდა. უფრო საინტერესოდ ქალების პირველი წრე გამოიყურება, რადგან აქ განუთესავ ჩოგბურთელებს შორის შედიან სერენა უილიამსი, იულია გორჯესი და სხვა სახიფათო მოთამაშეები. კაცებში კი ყველა ფავორიტი მოხვა განთესილთა რიგებში.

პირველ დღეს სენსაციური შედეგები, პირველ რიგში, ქალთა ტურნირზე დაფიქსირდა. რუსმა სვეტლანა კუზნეცოვამ რუმინელი სიმონა ჰალეპის წინააღმდეგ პირველი სეტი და მეორეს დასაწყისი კარგად ჩაატარა, მაგრამ ამის შემდეგ მის თამაშში შეცდომებმა იმატა, რამაც რუმინელს ინიციატივის მოპოვების საშუალება მისცა. მთელი მატჩის განმავლობაში კუზნეცოვამ 47 უნებლიე შეცდომა დაუშვა და ასეთი თამაშით წარმატების შანსი არ ჰქონია.

მოულოდნელად გამოეთიშა ბრძოლას მეცხრე ნომრად განთესილი მარიონ ბარტოლი. ფრანგს, რომელიც ბოლო დროს ძალიან კარგ ფორმაში იყო, ყაზახმა გალინა ვოსკობოევამ მოუგო. კიდევ ერთმა განთესილმა დატოვა ტურნირი ელენა იანკოვიჩისა და იულია გორჯესის მატჩში. გერმანელი ბოლო პერიოდში ფორმიდან ამოვარდა და ტორონტოში ოთხმატჩიანი წაგებათა სერიით ჩავიდა, მაგრამ სერბთან მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა და ერთ დროს მსოფლიოს პირველ ჩოგანს მხოლოდ ოთხი გეიმი დაუთმო - 1:6, 3:6.

მამაკაცთა ტურნირზე არც ერთ განთესილს არ წაუგია. აქ ორი გამორჩეული შეხვედრა იყო, რომლებშიც არგენტინელი ჩოგბურთელები იღებდნენ მონაწილეობას. დავიდ ნალბანდიანი შვეიცარიელ სტანისლავ ვავრინკას ხვდებოდა და მასთან არც სტატისტიკისა და არც სათამაშო ფორმის მიხედვით შანსი არ ჰქონდა. ვავრინკას არგენტინელისთვის ბოლო ექვს მატჩში ხუთი ჰქონდა მოგებული, გარდა ამისა, დავიდი ამჟამად ძალიან ცუდ ფორმაში იმყოფება. მთელი მატჩის განმავლობაში მან მხოლოდ ოთხი ქულა აიღო მეტოქის მოწოდებაზე, თავად კი ოთხჯერ წააგო საკუთარი გეიმი - 1:6, 4:6.

სამაგიეროდ, მეორე არგენტინელმა - ხუან მარტინ დელ პოტრომ აჩვენა კარგი მზადყოფნა. მისი მეტოქე გამოცდილი ფინელი იარკო ნოემინენი იყო. დელ პოტრომ პირველი სეტი ბრეიკით დაიწყო და ეს უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა, მეორეში კი სამი ბრეიკ-პოინტი მიიღო, სამივე გამოიყენა და პარტია "მშრალი" ანგარიშით მოიგო - 6:4, 6:0.

არგენტინელი ბოლოს აქ შარშანწინ თამაშობდა, როცა გზად ფინალამდე რაფა ნადალსა და ენდი როდიკს მოუგო, მაგრამ გადამწყვეტ მატჩში ენდი მიურეისთან დამარცხდა. ერთი თვის შემდეგ ხუან მარტინმა აშშ-ის ღია პირველობაზე მთავარი პრიზი მოიპოვა.

მეორე წრეში დელ პოტროს მეტოქე ხორვატი მარინ ჩილიჩი იქნება.

ATP

Rogers Cup

ტორონტო (კანადა). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 398 250 ევრო

I წრე

ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 16)-იარკო ნიემინენი (ფინ) 6:4, 6:0; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 13)-ფაბიო ფონინი (იტა) 6:4, 7:6(0); სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 14)-დავიდ ნალბანდიანი (არგ) 6:1, 6:4; ერნესტ გულბისი (ლატ)-ხუან-კარლოს ფერერო (ესპ) 3:6, 6:1, 7:5; ტომაშ ბელუჩი (ბრა)-ანდრეი გოლუბევი (ყაზ) 7:5, 7:6(6); ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ)-ერიკ ჩვოიკა (კან) 6:3, 5:7, 6:4; ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა)-იენ-ჰსუნ ლუ (ტაივ) 7:6(5), 6:3; ნიკოლაი დავიდენკო (რუს)-ფლავიო ჩიპოლა (იტა) 6:3, 6:3; ივო კარლოვიჩი (ხორ)-ხუან მონაკო (არგ) 6:7(2), 6:3, 7:6(5); მარინ ჩილიჩი (ხორ)-ანდრეას სეპი (იტა) 7:5, 6:4; ივან დოდიგი (ხორ)-ჟერემი შარდი (საფ) 6:3, 6:4; კევინ ანდერსონი (ს. აფრ)-პაბლო ანდუხარი (ესპ) 6:4, 6:4; ალექს ბოგომოლოვი (აშშ)-ადრიან მანარინო (საფ) 6:2, 7:6(4).

WTA

Rogers Cup

ტორონტო (კანადა). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 050 000 დოლარი

I წრე

გალინა ვოსკობოევა (ყაზ)-მარიონ ბარტოლი (საფ, 9) 6:3, 6:3; სამანტა სტოსური (ავსტრა, 10)-აიუმი მორიტა (იაპ) 4:6, 6:2, 6:3; სიმონა ჰალეპი (რუმ)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 12) 4:6, 6:4, 6:3; მარია ხოსე მარტინეს სანჩესი (ესპ)-ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 14) 3:6, 6:4, 6:1; ჯულია გორჯესი (გერ)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 15) 6:1, 6:3; ნადია პეტროვა (რუს)-იარმილა გაიდოშოვა (ავსტრა) 6:1, 6:2; ლუსი საფაროვა (ჩეხ)-პოლონა ჰერცოგი (სლოვენ) 6:3, 4:6, 6:3; ეკატერინა მაკაროვა (რუს)-რებეკა მარინო (კან) 7:6(6), 6:4; გრეტა არნი (უნგ)-კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ) 6:3, 6:1; ჟიე ჟენგი (ჩინ)-ალბერტა ბრიანტი (იტა) 6:2, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა