ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის კირსან ილუმჟინოვის სურვილია სპორტის ეს სახეობა ზამთრის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შეიტანონ
უცნაური იდეით არის შეპყრობილი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი. მისი სურვილია სპორტის ეს სახეობა ზამთრის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შეიტანონ.

ილუმჟინოვის თქმით, ზამთარი მან იმის გამო აირჩია, რომ ზაფხულის ოლიმპიადაზე ისედაც ბევრ სახეობაში თამაშდება მედლები. ამჟამად FIDE-ში 172 ქვეყანა შედის და ეს ორგანიზაცია აპირებს მოელაპარაკოს მინიმუმ 150 ქვეყნის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, რათა მათ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში დააყენონ ჭადრაკის ზამთრის ოლიმპიურ პროგრამაში შეტანის საკითხი.

ილუმჟინოვი აცხადებს, რომ რამდენიმე ქვეყანა უკვე ამზადებს შესაბამის წინადადებას სოკ-ის პრეზიდენტ ჟაკ როგესთვის.

დღეისთვის ზამთრის ოლიმპიადა იმ სახეობებს აერთიანებს, სადაც ყინული და თოვლი გამოიყენება. FIDE-ს პრეზიდენტის აზრით, ჭადრაკის ზამთრის სახეობად გამოცხადებისთვის საჭიროა ამ ფორმულირებას დაემატოს - ინტელექტუალური თამაში. ასევე შესაძლებელია მდგომარეობიდან სხვა გამოსავლის პოვნაც - გამოიყენონ ყინულის ჭადრაკი.

"ბევრი ფირმა მზად არის დაამზადოს პლასტმასის ჭადრაკი, რომლის შიგნით ყინული იქნება. ეს მოხსნის პრობლემას. ახლა 90 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ჭადრაკი შევა ოლიმპიურ პროგრამაში", - აღნიშნა ილუმჟინოვმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა