ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსა და პორტუგალიის (2:0) შეხვედრის შემდეგ მატჩის საუკეთესო მოთამაშემ, ხვიჩა კვარაცხელიამ, RAI-სთან ინტერვიუში საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, გუშინ "ნაპოლის" ახალმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც დაადასტურა, რომ "კვარა" მის სამომავლო გეგმებში შედის და ქართველის გასხვისების წინააღმდეგია.

ხვიჩას თქმით, ის იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს აფასებს, თუმცა ჯერჯერობით საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია.

"ანტონიო კონტემ თქვა, რომ "ნაპოლიში" აუცილებლად დავრჩები? ჯერჯერობით არ ვიცი. მის სიტყვებს პატივს ვცემ, რადგან მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად დრო მჭირდება. "ნაპოლის" პატივს ვცემ და ეს კლუბი ძალიან მიყვარს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემს მომავალზე პასუხი არ მაქვს", - განაცხადა კვარაცხელიამ.

გაგი
პსჟ არ მოისვენებს თუნდაც სანამ ერთ ლიგას არ მოიგებს იმდენ ფულს ხარჯავენ ნაპოლის არც დაესიზმრება ,კვარა უნდა წავიდეს თუნდაც კუდევ ერთი ტოპ ლიგის ჩემპიონი გახდეს
ჟორა
სეხნიაჯან, ყველას ვულოცავ გამარჯვებას.უკვე დიდი საქმეა რომ დებიუტანტებმა ამდენი მოახერხეს და რაც მთავარია გული და სული ჩადეს სამივე თამაშში. რაც შეეხება კვარაცხელიას -პრობლემა არის აბსოლუტურად არაპროფესიონალურად შედგენილი კონტრაქტი რომელსაც ორი წლის წინ ხელი მოაწერეს. კვარას არავითარი ინტერესი არ არის დაცული. ლაურენტისს შეუძლია ( და აქვს უფლება) გააკეთოს ყველაფერი რაც მოესურვება. საუბედუროდ არ დგას ტოპ კლუბების რიგი, იმიტომ რომ ამდენი ფულის გადამხდელია მხოლოდ პსჟ. არ მგონია რომ პსჟ-ს ეშველოს კვარას გადასვლით, რადგან ეგ არ არის წარმატების ჟინით შეპყრობილი გუნდი და ფეხბურთელებისა თუ სტაფის უმრავლესობა მანდ მიდის არა რაიმე დიდი ამოცანების გადასაწყვეტად, არამედ უბრალოდ ფულის საკეთებლად ( რაღაც არაბული კლუბების ევროპული ვარიანტია) მეც მინდა რომ ნაპოლიდან გადავიდეს, მაგრამ...
დავით
გეთანხმებით, მეც იგივე ვთქვი ახლობლებტან. ერთი შეხედვით ჩვენ ორივენი გიჟები ვართ, რადგან ამას ვწერთ ფეხბურთელზე, რომელიც მატჩსი საუკეთესოდ აღიარეს. მაგრამ ცივად თუ შევაფასებთ, გუშინ მოედანზე ძველი კვარა ორჯერ ვნახეთ - გოლის გატანისას და მაშინ, როცა ცენტრში 3-4 კაცში დატრიალდა. ტქვენი არ იყოს, თითქმის დარწმუნებული ვარ, ესპანეთთან ძველ კვარას ვიხილავთ და თუ ასე მოხდა და ბიჭებმაც "პორტუგალიური" შემართებით ითამაშეს, მაშინ კიდევ ერთი სენსაცია შეგვიძლია შევთავაზოთ მსოფლიოს! :)
სწორია
არ ვიცი დარჩება თუ წავა ხვიჩა ნაპოლიში/დან, მაგრამ მისი პასუხი ამ კითხვაზე მგონი გამართლებულია შინაარსობრივად და სტრატეგიულად. როგორც ჩანს ვაჭრობა მიდის და უნდა ეცადოს პირველ რიგში კარგი საფეხბურთო პროექტის გუნდი მოძებნოს, სადაც როგორც ფეხბურთელს საშუალება ექნება თავი გამოიჩინოს დიდ ტურნირებზე, და პარალელურად ეკონომიკური კუთხითაც ის მიიღოს რასაც იმსახურებს. იტალიური ლიგა კარგია, მაგრამ მგონი ის ფაქტი, რომ ნაპოლი ჩემპიონთა ლიგაზე არ გამოდის, არის დაკარგული წელი ხვიჩასთვის, რაც კარიერის იმ მომენტში სდაც ახლაა, ნამდვილად არ გამოადგება.
ika
პსჟ_ში შეიძლება 1-2 ლიგა მოიგოს როგორც კალამ მილანთან ერთად გააკეთა. პროგრესირებადია ძალიან პსჟ.ხოლო ნაპოლი სოფლის გუნდია.
ქომაგი
გილოცავთ ყველას, წარმატებები ჩვენს ნაკრებს!!! უამრავი პატარა ბავშვი დადის ფეხბურთზე და ბუმია, იზრუნეთ რომ, სასწრაფოდ ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში (ძირითადად პროვინციებში) ბავშვებს ქონდეთ გამართული ინფრასტრუქტურა(სამწუხაროდ წუმპეში თამაშობენ),განათლება და მოტივაცია მათ მწვრთნელებს. აი ნახეთ მერე ეროვნული ჩემპიონატის დონე და შესაბამისად ფეხბურთის დონე საქართველოში.
ბადრი
მე პირადად არ მომწონს კვარას შიგა და შიგ კარგი თამაში,არასტაბილურია, ალბათ დროის საქმეა და ამასაც გამოასწორებს. თქვენ რას ფიქრობთ?
რუსეთს რა?
ბიჭი ევროპას თავზე იმხობს, რაღა დროს ნაპოლია? კარგით რა. 10 მილიონადაც არ უნდა დარჩეს.
კვარა
მიეცი ხელფასი შე წუწურაქო 10 მილიონი მაინც უნდა ქონდეს და განვითარების შესაძლებლობა...ნაპოლი ვერ ვითარედება მაგრამ კონტე კარგი მწვრთნელია შეუძლება ისწავლოს რამე
ჟორა
ვერ გავიგე რატომ უნდა ელოდოს კვარა როდის ჩამოყალიბდება ნაპოლი ძლიერ გუნდად, მაშინ როცა ძლიერი გუნდების რიგი უდგას?
ilar10N YouTube
წელს საშინელება იყო ნაპოლი, არ მგონია მაგ ძუნწმა ლაურენტისმა ვინმე წესიერი დაიმატოს, მარტო კონტეს იმედზეა, ჩაკეტილ ფეხბურთს ათამაშებს კონტრშეტევებზე და კაპიკებში ნაყიდ კვარას იმედად იქნებიან.. სათამაშო პრაქტიკის პონტში კარგია, მაგრამ კვარას გაზრდისთვის გრანდი უკეთესი იქნება. ძალიან მინდა ესპანეთში მოხვდეს, ამას ქოჩორას და მამარდას მაგალითე ვხედავთ, როგორ არიან გაზრდილები 100მაგად.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ამდენი მატჩები ფეხბურთსა და ფეხბურთელებს კლავს!" - კონტეს ემოციური კომენტარი "ფიორენტინასთან" გამარჯვების შემდეგ
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"კონტესთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა" - "ახალ კვარად" წოდებულმა ლანგმა "ნაპოლის" დატოვების მიზეზი განმარტა
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
დიეგო კოშტა: კონტეს სახლში სექსი არ აქვს და ამიტომაა მუდამ მოღუშული
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს