თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმა ბუქარესტში გამოსვლა შეაფასა
ცოტა ხნის წინათ რუმინეთის დედაქალაქში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატით დასრულდა ახალგაზრდებს შორის თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა სპორტული სეზონის უმთავრესი შეჯიბრებები.

ჩვენმა ნაკრებმა, ისევე, როგორც იქამდე ევროპის ჩემპიონატზე, ახლაც კარგად იასპარეზა. ქართველი მოჭიდავეები შინ ამჯერად ორი ოქროს, ამდენივე ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ. ვესაუბრებით გუნდის მთავარ მწვრთნელს, ნუგზარ სხირელს.

- ბატონო ნუგზარ, ახალგაზრდული ნაკრებისთვის შეგვიძლია სეზონი დსრულებულად მივიჩნიოთ?

- სეზონი ფაქტობრივად დამთავრდა. მართლია, წლის ბოლოს არის კიდევ ორი ტურნირი, უკრაინასა და თურქეთში. ამ შეჯიბრებებს, პირველ ყოვლისა, სამომავალო შემადგენლობის განსაზღვრისთვის გამოვიყენებთ. თურქეთში მხოლოდ 1992 წელს დაბადებულებს აქვთ ასპარეზობის უფლება.

- ლაშა ტალახაძის წონის პრობლემების გამო 55 კგ-ში უმედლოდ დარჩით.

- ლაშამ შარშან წონის კლების რთული პროცესით ორჯერ მოახერხა კვარცხლბეკზე ასვლა. იგი წლეულსაც ჩვენი გუნდის ერთ-ერთი იმედი იყო, მაგრამ ევროპაზე ცოტა დააკლდა საპრიზო ადგილამდე, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი სულაც ვეღარ იჭიდავა. მჯეროდა, რომ ტალახაძე თუ იასპარეზებდა ბუქარესტში, ხელცარიელი არ დარჩებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, შეუძლებელი აღმოჩნდა სასურველი წონის ჩაბარება. იგი მზარდი მოჭიდავეა და გაისად მისთვის უფრო მისაღებ 55 კგ-ში უნდა მოვიაზროთ.

- ბუქარესტში მისი ჩანაცვლება ლევან როჭიკაშვილით, იძულებითი ნაბიჯი იყო?

- ასეა. როჭიკაშვილი მე გერმანიაში მსოფლიოს თასზე გამოვცადე და ნათლად გამოჩნდა, რომ მისი ტექნიკური არსენალი მწირია. ბუქარესტშიც არ დამიგეგმავს მისთვის საპრიზო ადგილი. საერთოდ, რომ ეთქვათ, რვის ნაცვლად შვიდი სპორტსმენით წადი მსოფლიოს ჩემპიონატზეო, შინ უთუოდ როჭიკაშვილს დავტოვებდი.

- თენგიზ ჩოჩიშვილი (60 კგ), ამჯერად ევროპის ბრინჯაოს პრიზიორობით დაკმაყოფილდა. ჩემთან საუბარში მან წონის ცვლილებაზე ჩამოაგდო სიტყვა.

- დიახ, ჩოჩიშვილს ევროპის ჩემპიონატის წინაც გაუჭირდა წონის დაკლება. ალბათ სამომავლოდ წონის შენარჩუნება მასაც გაუძნლდება. ამასთან იგი ტანდაბალია და პრაქტიკიდან ვიცი, ასეთებს წონის დაკლება გაცილებით უჭირთ, ვიდრე ტანმაღლებს.

- 66 კგ-ში, ევროპაზე დავით ტლაშაძემ იჭიდავა, მსოფლიოზე დავით გალეგაშვილმა. საინტერესოა, რომ ორივემ მომავალ ჩემპიონთან დათმო პაექრობა...

- იმ მარცხის შემდეგ ტლაშაძემ ვერ გამოიყენა რეპეშაჟის შანსი, გალეგაშვილმა კი მას შემდეგ, რაც პირველი პაექრობა მოიგო და მერე მომავალ ჩემპიონთან რუს ხეტაგ ცაბოლოვთან წააგო, რეპეშაჟში ყველა მომდევნო მოწინააღმდეგე დამაჯერებლად დაამარცხა და საბოლოოდ ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ტლაშაძე და გალეგაშვილი წლეულს საქართველოს ჩემპიონატის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს, იქ ტლაშაძემ მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ ფინალის შედეგი ჩემი აზრით არალოგიკური იყო, ზოგადად გალეგაშვილმა უკეთ იასპარეზა, ქვეყნის ჩემპიონატის შედეგს, ცხადია, ანგარიში გავუწიე და ტლაშაძე კონტინენტის ჩემპიონატზე ვაჭიდავე, გალეგაშვილი კი ბუქარესტისთვის მოვამზადე. ამ უკანასკნელმა, როგორც ვნახეთ, გაგვიმართლა კიდეც მსოფლიოს ჩემპიონატზე.

- ბუქარესტში ბექა პეტრიაშვილის ხელმოცარვა ამ წონაში ნაკრებში კონკურენციის სიმცირემ ხომ არ გამოიწვია?

- ბექა 74 კგ-ის ფავორიტი იყო და ბუქარესტისთვის ამ წონით კატეგორიაში ასარჩევად მართლაც არ მქონდა საქმე. იგი ჯერ კიდევ საქართველოს ჩემპიონატშიც ერთი თავით მაღლა იდგა კონკურენტებზე. გაზაფხულიდან კი საერთაშორისო არენაზე მიღებულმა გამოცდილებამ და ნაკრების მწვრთნელების მიზანმიმართულმა მუშაობამ მისი სტილის დახვეწაზე დადებითად იმოქმედა და ნაკრების კონკურენტებსაც ბევრად გაუსწრო.

პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ფინალისტიც გახდა, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ეს მისი მაქსიმუმი გამოდგა, ბუქარესტში მხოლოდ მეშვიდე ადგილი ერგო. გაისად მისი იმედი ისევ გვექნება, რადგან ვფიქრობ, ტექნიკურ-ტაქტიკურად მზარდი სპორტსმენია.

- შარშან 96 კგ-ში უშედეგობას ჩიოდით, წლეულს კი ამ წონის მოჭიდავეები 96 კგ-საც ეყო და მძიმესაც, თან არც კვარცხლბეკს მიღმა დარჩენილან ისინი.

- ევროპის ჩემპიონატზე თედორე ებანოიძემ ბრინჯაოს, მსოფლიოზე კი მამუკა კორძაიამ ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ორივე ძალიან მომწონს ჭიდაობის საკუთარი ხელწერისა და ბრძოლის ჟინის გამო. საქართველოს ჩემპიონატში მათ შორის გამარჯვებული (ებანოიძე) მხოლოდ წილისყრით გამოვლინდა. ვინაიდან ეს ხერხი ჩემთვის ყოველთის მიუღებელია, გადავწყვიტე, რომ ორივე ფალავანისთვის (როგორც 66 კგ-ში) მიმეცა სეზონის უმთავრეს შეჯიბრებეზე გამოსვლის საშუალება და ასეც მოვიქეცი.

- მეტიც, ბუქარესტში სულაც ამ წონის წარმომადგენლით ჩაანაცვლეთ მძიმე წონაც...

- მძიმე წონის მოჭიდავეები წლეულს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდნენ და ვერც ერთი მნიშვნელოვანი შეჯიბრებისას ვერ ვენდე. ამ ვითარებიდან გამომდინარე ებანოიძის მძიმეში ანაცვლება მწვრთნელებმა მართებულად მივიჩნიეთ. როგორც ნახეთ ამ ბიჭმა გაგვიმართლა და ფინალში გავიდა. საგულისხმოა, რომ ორივე მათგანმა ირანელ მოჭიდავესთან წააგო ფინალში, თუმცა, სიმართლე გითხართ, მოგების შანსი ნაკლებად ჰქონდათ.

- რატომ აღარ სცადეთ გენო პეტრიაშვილის (120 კგ) რუმინეთის ხალიჩაზე გამოყვანა?

- გენო ჭაბუკთა ნაკრებს ეკუთვნის და მართალია, ჩემი პირადი შეგირდია, გუნდის თავკაც თამაზ ბენდიანიშვილთან არ ვიქნებოდი მართალი იგი მსოფლიოზეც რომ ახალგაზრდულ გუნდში დამეყენებინა. ამით მოახლოებულ ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე თავის ნაკრებს ძალაგამოცლილს დავუბრუნებდი. ისე კი, ბრინჯაოს მედლის მოპოვება სერბეთში, რამდენიმე წლით უფროსებთან დიდი საქმე იყო.

- ბოლოს გუნდის ლიდერებზე ლადო ხინჩეგაშვილსა (55 კგ) და დავით მარსაგიშვილზე (84 კგ) ვთქვათ.

- ამ ფალავანებმა სრული ფურორი მოახდინეს სერბეთშიც და რუმინეთშიც - შინ ოქროს მედლებით დაბრუნდნენ. როგორც გავიგეთ, რუსების გუნდის ადმინისტრატორს ალექსანდრ პოპოვს რუმინეთში, შეჯიბრების დაწყებისას უთქვამს: "ხინჩეგაშვილი და მარსაგიშვილი ისევ თუ ჰყავთ ქართველებს აბა, ოქრომდე ვის მიუშვებენო". უნდა გენახათ რა დღეში ჩააგდო დათომ ყველა მეტოქე, ფინალში კი გიორგი რუბაევს გამანადგურებელი სხვაობით სძლია. ერთი სიამოვნება იყო ხინჩაგაშვილის ჭიდაობის ყურებაც, რომელსაც სხვას ვერაფერს დავარქმევ თუ არა "ცეკვას ხალიჩაზე". ამ ფალავანებმა მაქსიმუმი მიიღეს, როგორც გამოცდილების, ისე შედეგის თვალსაზრისით და ღირსეულად გადადიან უფროს ასაკში, თუმცა უკვე იქაც აქვთ მოპოვებული ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლები.

- სამერმისოდ მათ გარდა კიდევ ვინ დატოვებს ასაკის გამო ამჟამინდელ გუნდს?

- დიდებში გადადიან ჩოჩიშვილი, გალეგაშვილი, ტლაშაძე, ებანოიძე, კორძაია. ამ გუნდიდან დაგვრჩება მხოლოდ ლაშა ტალახაძე და ბექა პეტრიაშვილი. ამასთან, ვფიქრობ, უკვე ამ გუნდის წევრად უნდა მივიჩნიოთ გენო პეტრიაშვილიც. დანარჩენს საქართველოს მომავალი ჩემპიონატი გვიჩვენებს.

- ამ წლის დასაწყისში ამბობდით, რომ შარშანდელი გუნდი წლევანდელზე უკეთესი იყო.

- ამ ბიჭებს გაუმართლათ, სხვა გუნდების დონე დაეცა, თუ სხვა რამაა მიზეზი არ ვიცი, მაგრამ მე ისევ იმ აზრზე ვარ, რომ ზოგადად შარშანდელი გუნდი უფრო ძლიერი იყო წლევანდელზე. მართალია, წლეულს სერბეთშიც და რუმინეშიც გუნდური მეორე ადგილები გვერგო, მაგრამ დამეთანხმებით საოცარი არაფერი მომხდარა საქართველოს თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები ძალიან იშვიათ შემთხვევაში თუ რჩება გუნდურ ჩათვლაში სამეულს მიღმა.

ვასილ ბალახაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს