ორ დღეში "უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთ აფრიკაში 2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს იწყებენ. საქართველო ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს 29 ივნისს, ჩვენი დროით 18:30 საათზე ქეიფთაუნში, „ეთლონ სპორტ სთედიუმზე“ ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს.

მზადებისა და მოლოდინების შესახებ "უმცროსი ბორჯღალოსნების" მესამეხაზელს, ანდრო დვალს ვესაუბრეთ:

„უკვე რამდენიმე დღეა სამხრეთ აფრიკაში ვართ და მონდომებით ვემზადებით. გვყავს რამდენიმე ტრავმირებული მოთამაშე, თუმცა შემადგენლობაში ამ პოზიციებზე სიღრმეები გვაქვს და დანაკლისს ვავსებთ. საკმაოდ კარგი, მაღალი ინტენსივობის ვარჯიშები გვაქვს და დარწმუნებული ვარ ნებისმიერი მეტოქისთვის სახიფათო გუნდი ვიქნებით“.

„ჩვენი გუნდის უპირატესობა ისაა, რომ ძალიან კარგი ბალანსი გვაქვს შერკინებასა და ხაზს შორის. შერკინება თავის საქმეს აკეთებს, რომელსაც შემდგომ ხაზის მოთამაშეები აბოლოვებენ. ასევე გაზრდილია სისწრაფეები. გუნდში მრავლად არიან ისეთი მორაგბეები, რომლებსაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ თამაშის გამწვავება“.

„კაცთა მსოფლიო თასის შემდეგ, 20-წლამდელთა ჩემპიონატი პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ტურნირია და მოუთმენლად ველით მის დაწყებას. რთული გამოწვევები გველის და ვფიქრობ, ამისათვის მზად ვართ. სამხრეთ აფრიკაში ისეთ ფასდაუდებელ გამოცდილებას შევიძენთ, რომელიც ყველა ჩვენთაგანს შემდგომ კარიერასა და წინსვლაში გამოადგება“.

რაც შეეხება პირველ მეტოქე ავსტრალიას და მოლოდინებს, დვალი ამბობს:

„ავსტრალიამ 20-წლამდელთა ოთხ ერზე კარგი თამაშები ჩაატარა. ის ძალიან კარგი გუნდია, რომელსაც უყვარს არეული, სწრაფი თამაში. ჩვენი მიზანია, რომ როგორც ინგლისთან ტესტ-მატჩისას, მეტოქეს არ მივცეთ მარტივი ბურთი, ყველა დარტყმა იყოს საბრძოლო და დავკეტოთ თამაში“.

„შედეგებზე წინასწარ საუბრისგან თავს შევიკავებ. ჩვენ არ ვიცით როგორი მომზადებული არიან მეტოქეები. პროგრამა-მინიმუმი ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა, თუმცა თავს არცერთ შეხვედრაში დავზოგავთ და დანარჩენს უშუალოდ თამაშები გვაჩვენებს“.

ავსტრალიის გარდა, ბ ჯგუფში საქართველოს მეტოქეები ირლანდიისა და იტალიის ნაკრებები იქნებიან.

Rugby.ge

G.LA
სახიფათო? ინგლისი გააფარჩაკეთ და ეგ უკვე ხიფათი კი არ ყველასათვი შიშის ფაქტორი იქნება. მიდით ბიჭებო თქვენც გაგვახარეთ თქვენ ეს შეგიძლიათ და დაგვიმტკიცეთ ინგლისთან.
20 წ. | აფრიკასთან ბრძოლაში დავმარცხდით
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის