გასკდა გული ნერვიულობისა და საქართველოს ესპანეთთან მატჩის მოლოდინისგან. ვცდილობ ემოციებს გავუმკლავდე, თუმცა ეს ძნელი მოსახერხებელია. ამჟამად ყველა, ვისაც ფეხბურთი ესმის და არ ესმის, ფეხბურთით და იმედით ცხოვრობს.

ქართული ფეხბურთი ასეთ მაღალ სიმაღლეზე 1981 წლის შემდეგ არ გასულა. მაშინ სულ სხვა ვითარება იყო, თბილისის „დინამო“ 1976 წლიდან თანმიმდევრულად მიიწევდა დიდი გამარჯვებისკენ, თუმცა შეეძლო უფრო დიდი წარმატებისთვის 1979/1980 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგებით მიეღწია. ახლა კი ყველაფერი რაღაც უეცრად მოხდა, მოულოდნელად, გუნდმა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა, ტურნირზე ერთა ლიგიდან გააღწია და პლეი-ოფში სრულიად დამსახურებულად გავიდა. მთელი საზღვარგარეთული მედია ქართველების თამაშით აღფრთოვანებულია და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ამას განსაკუთრებული ხიბლი გააჩნია. პატარა ქვეყანიდან, სადაც ეკონომიკური სიტუაცია არცთუ სახარბიელოა, თავისი ნაკრების გერმანიაში საქომაგოდ უამრავი ადამიანი გაემგზავრა. ეროვნული გუნდის ყოველ შეხვედრას დაახლოებით 20 ათასი ქართველი გულშემატკივარი ესწრება და ამაში არის რაღაც რომანტიკული, რაც ალამაზებს ევრო 2024-ს.

გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა თქვა, რომ პატარა ქვეყნებისთვის ასეთ დიდ ტურნირებზე მონაწილეობა მნიშვნელოვანია, ეს ყოველთვის საინტერესოა, ერთ-ერთი მაგალითი საქართველოს ეროვნული გუნდია, რომელიც ყოველი თამაშის შემდეგ სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება, რაც წარმოუდგენელია. ქართული ზღაპარი ყველას მოსწონს და ამას გარდა, ტურნირის ორგანიზატორებისთვისაც ყოველმხრივ სასარგებლოა, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით. გამუდმებით ვწერ არსებულ წყალქვეშა დინებებზე და კიდევ ერთხელ გავუსვმ ხაზს - უეფა საქართველოს წინსვლის წინააღმდეგი არაა, მსაჯობა ჩვენს მიმართ მაქსიმალურად ობიექტურია, VAR-იც, რაც ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს შემთხვევით არ ხდება და ამაში უთუოდ სფფ-ის დიდი დამსახურებაცაა. წინააღმდეგ შემთხვევაში თამაშისას სადავო სიტუაციებში სხვაგვარი გადაწყვეტილებები იქნებოდა მიღებული და ვერც მოედავებოდი. ამით სანიოლის კრებულის უდიდეს დამსახურებას როდი ვაკნინებ, უბრალოდ წარმატება ერთობლივი ძალისხმევით მიიღწევა.

ჩვენმა გუნდმა შეუძლებელი შეძლო, მაქსიმალურად დაიხარჯა და კონტინენტის 16 საუკეთესოს შორის მოხვდა. ეს გუნდი უკვე ჩვენი გულების ჩემპიონია, მაგრამ ქართული ანდაზისა არ იყოს - მადა ჭამაში მოდის და ჩვენც ჩვენი მაქსიმალისტური ბუნებიდან გამომდინარე, ზღაპრის გაგრძელების იმედით აღსავსენი ვართ.

მერვედფინალში ისეთი მეტოქე შეგხვდა, რომელიც ტურნირზე საუკეთესოა და თითქოს უშანსოდ ვართ, თუმცა საქართველოს ნაკრები გუნდი აღმოჩენაა, გუნდი სიურპრიზი და მორიგი სასწაულის შემოთავაზება ძალუძს, მით უმეტეს მარცხის შემთხვევაში ვერავინ გააკრიტიკებს და ყოველგვარი წნეხის გარეშე ითამაშებს. ესაა ჭეშმარიტად ერთიანი გუნდი, ფიზიკურად მომძლავრებული, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული, დისციპლინირებული და აგორებული ზვავის მსგავსი.

„ფურია როხასთან“ 1:7 წაგებაც მწარედ გვახსოვს, 1:0 მოგება სასიამოვნოდ და სხვა დაპირისპირებებიც, როდესაც ბოლომდე შევებრძოლეთ. ახლა მოედანზე სრულიად განსხვავებული გუნდები გავლენ და ასე მგონია, გერმანიასთან ან მისი მსგავსი ძალისმიერი სტილის გუნდთნ თამაშს, ისევ მათთან დაპირისპირება სჯობია. რა თქმა უნდა, სულ სხვა დონეა, მაგრამ თუნდაც ჩეხეთთან შეხვედრა გავიხსენოთ. ისიც გავიხსენოთ თვით ძველ, დიად „დინამოს“როგორ უჭირდა გერმანულ გუნდებთან თამაში. ლუის დე ლა ფუენტეს შეგირდები თავადაც თამაშობენ და მეტოქესაც აძლევენ თამაშის საშუალებას. თუ დავმარცხდებით, არც ეგ იქნება ტრაგედია, ჩვენ ხომ თავაწეულები და უკეთესის იმედით დავტოვებთ ტურნირს.

შანსები? ძნელია იყო ობიექტური, რა თქმა უნდა, ესპანეთი აშკარა ფავორიტია, რომლის ძირითად შემადგენლობას წინა შეხვედრაში დასვენების საშუალება მიეცა, მაგრამ „ჯვაროსნებისგან“ უკვე აღარაფერია გასაკვირი. ღმერთი შეეწიოს ჩვენს ბიჭებს და გაუმარჯოს საქართველოს!

მიმომხილველი

სოსო
ძალიან კარგი პოსტია,გლა!მაშინდელ დინამოში,ახალკაცმაც დაცვაში მთელი გუნდის ჩართვით დაიწყო და როცა გუნდურად დალაგებული დაცვაში თამაში ვისწავლეთ,უკვე ამის შემდეგ გახადა გუნდი შემტევი სტილის.დაცვაში მკაცრი დისციპლინა იქცა იქცა მაშინდელი დინამოს წინსვლის და წარმატებების საფუძვლად.1979 წელს კი,ჰამბურგიც ძალიან ძლიერი გუნდი იყო,თუმცა ლივერპული,წინა გათამაშების გამარჯვებული იყო.ჰამბურგთან დინამოს უბრალოდ ძალები აღარ ეყო.მიზეზი ის იყო,რომ 1979 წელს,საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე,საქართველოს ნაკრების სახელით,თბილისის დინამოს მოუწია ასპარეზობა და ვერცხლის მედლებსაც დაეუფლა.მანამდე თასის ფინალი ვითამაშეთ და ისე მოხდა,რომ 21 დღეში,9 თამაში მოგვიწია.დღესაც კი,როცა 5 შეცვლაა დაშვებული და გუნდს ფაქტობრივად ორმაგი შემადგენლობა ჰყავს,ეს ფანტასტიკური დატვირთვაა.მაშინ კი,ორი შეცვლის და ძალიან შეზღუდული საკადრო რესურსის თბილისის დინამო,უბრალოდ გამოიფიტა.ლივერპულთან კიდევ ეყოთ ძალები,მაგრამ ჰამბურგთან უკვე ისიც აღარ შეეძლოთ,ხოლო ჰამბურგის შემდეგ,ბიჭებს უბრალოდ სირბილიც კი აღარ შეეძლოთ და ერთადერთი,ვისაც მთელი თამაში სირბილი შეეძლო,დიდი კაპიტანი,მანუჩარ მაჩაიძე იყო.თენგიზ სულაქველიძის ნათქვამი მახსოვს,ჰამბურგთან დამატებით დროშიც რომ გადაგვეყვანა,მაინც წავაგებდით,რადგან ფეხები უკვე ბამბასავით გვქონდაო,გამხდარი.დინამო მეორე ტაიმში,ფაქტობრივად დადიოდა,ისე იყვნენ გადაღლილები და მაჩაიძე,მარტო მიათრევდა გუნდს.დღევანდელმა ჩვენმა ნაკრებმაც დაცვის დალაგებით დაიწყო და თანდათან შეტევასაც მივაქციეთ ყურადღება.ასე რომ იმ დინამოს კვალზე მივდივართ და იქნებ მაშინდელ წარმატებებსაც მივწვდეთ.რა თქმა უნდა დღეს კარგ თამაშს და გამარჯვებას ვუსურვებ ჩვენ ბიჭებს.თუმცა შედეგის მიუხედავად,მადლობა ამ ნაკრებს და დარწმუნებული ვარ,სამომავლოდ,კიდევ უკეთესად ავთამაშდებით.
პატრიოტი
!5-ს, რას შემოაგდე პოლიტიკა, რას ბოდიალობ, უყურე და დატკბი ფეხბურთით, დღესაც გაგვიმართლებს, მაგრამ შენ რა გეშველება ბოღმიან კაცს
ვაჟა მასწავლებელი
უცხოელი ჟურნალისტები სანიოლთან ინტერვიუს დროს კიტეთი ინტერესდებოდენ და აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ასევეა რუსული პრესაც. თქვენ რა გჭირთ ქართველო ჟურნალისტებო მარტო "მიდის სანახავაად" გვეყოფა?
იასონას უდარი
ასეთ დროს? სწორედ ახლა უნდა დაწერო ასეთი,სანამ ხალხის ყურადღება არის,თორე ერთხელ წააგებენ და აღარავის გაახსენდება არაფერი. რა იყო ისეთი,რაც ტყუილი იყო და რაც დასაწერი არ იყო? მეტი ფინანსები არ გვჭირდება ფეხბურთში თუ ევრო არ არის ბანძი ტურნირი ბოლო 8 წელია? თქვენ ცალფაზიანო იდიოტებო,ახლა არა,გუშინ არა და როდის იქნება თქვენი სათუთი გულები მზად ამაზე სალაპარაკოდ?
odala
'გასკდა გული ნერვიულობისა და საქართველოს ესპანეთთან მატჩის მოლოდინისგან. ვცდილობ ემოციებს გავუმკლავდე, თუმცა ეს ძნელი მოსახერხებელია' - რატომ ფიქრობ, რომ ვინმეს აინტერესებს შენი განცდები? წაიღეს ტვინი ამ საკუთარი თავით გატაცებულმა ტიპებმა. გაკლიათ ყურადღება სახლში და ჩვენგან გინდათ მიიღოთ? მოდი ჩაგეხუტებით :)
წინ საქართველო!
სამყაროში თუ რამ ენერგია ტრიალებს ქართველებმა დღევანდელ თამაშზე მოვუყარეთ თავი! უნდა მოვიგოთ!
ამატაკი
სანიოლთან დაკავშირებით გარკვეული უნდობლობა მქონდა და მისმა ბოლო გადაწყვეტილებებმა თითქოს შემიცვალა მასზე წარმოდგენა. თუ ამ თამაშსაც თავს გაართმევს, მზად ვარ მის გულითად გულშემატკივრადაც კი ვიქცე. ესპანეთთან სანიოლს პირადი ანგარიში აქვს გასასწორებელი. მის კომპეტენციაში ეჭვი პირველად სწორედ ესპანელებთან წარმოიშვა. მაშინ თითქოს მიგნებული სქემა მოულოდნელად შეცვალა და ოთხი მცველით ითამაშა, რამაც რაც მოგვიტანა ცნობილია, სწორედ მაშინ აითვალწუნა აზაროვიც და გოჩოც. მაგრამ დღეს ეს უკვე წარსულია და დღევანდელი თამაშით ვართ შეპყრობილი. ვილიმ სიახლეები იქნებაო და ძალიან საინტერესოა რა ქონდა მხედველობაში. ესპანელებთან მგონია რომ უმთავრესი იქნება ფლანგების საკითხის მოგვარება. უილიამსი და იამალი არის პირველი თავისტკივილი. შესაბამისად როგორ გადაიჭრება ჩვენი ფლანგები, დიდწილად გადაწყვეტს თამაშის ბედს.სხვა მიმართულებებით გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ შეგვწევს ძალა ღირსეულად დავდგეთ. რაც ამ ტურნირზე მახარებს, არის ის რომ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენი ბიჭები სულსა და გულს მინდორზე დადებენ.ეროვნული ნაკრების თამაშისას კი შედეგზე მეტად ეს მგონია მნიშვნელოვანი. წარმატებები ლომებს! დასასრულს დავწერ ჩემეულ გადაწყვეტას ფლანგებზე სისწრაფეების ოდნავ მაინც გასათანაბრებლად: მამარდაშვილი კაკაბაძე დვალი ლოჩოშვილი გოჩოლეიშვილი ქოჩორაშვილი ჭაკვეტაძე კიტეიშვილი წიტაიშვილი მიქაუტაძე კვარაცხელია
1-0
სულ ვიძახდი,რომ ოღონდ ევროპაზე გავიდეთ და თუგინდა ყველა თამაში წავაგოთთქო,მერე ვიძახდი ნეტა ჯგუფიდან გავიდეთ და არააქვს მნიშვნელობა პლეიოფში რას ვიზამთ თქო, ეხლა პლეიოფში ვართ და უკვე ძალიან მეშინია გავარდნის და სახლში წამოსვლის. მადა ჭამაში მოვიდა რავართ ესეთი ქართველები სულ მეტი და მეტი გვინდა, ღმერთო დღესაც მოგვაგებინე და პირობას ვდებ მეოთხედფინალში აღარ გთხოვ მოგებას
გიორგის
ოცნებაა არაა, მთავარი მამოძრავებელია თვითრწმენა, მუხტი და სწორი სტრატეგია, ეს დავინახე ჩვენს ბიჭებში. მთავარია ერთი წამითაც კი ეჭვი არ შეეპაროთ რომ რაღაც არ გამოვა. სწორი ტაქტიქით მივდივართ, ორგანიზებული დაცვა და სწრაფი კონტრშეტევა. ამ ტაქტიკით შესაძლებელია ფეხბურთში გრანდების დამარცხება. თვითრწმენა დაეხმარებათ მაქსიმალურ კონცენტრაციაში დაცვასა თუ შეტევაში და იღბალიც მათ ხელში ოქნება. აი ლობჟანიძემ რომ ააცილა, დარტყმის წინ მოასწრო ეფიქრა -ვაი რომ ავაცილო? და ააცილა კიდეც.
ქართველი
არაფერს საერთოდ არაფერს არ აქვს ისეთი ძალა როგორიც ფეხბურთს და ვისაც ამაში ეჭვი ეპარებოდა დარწმუნდა ბოლო 2 კვირის განმავლობაში. ფეხბურთი არარის უბრალოდ სპორტი ეს არის ერის გაერთიანების რწმენის და სიყვარულის გაძლიერების მთავარი ინსტრუმენტი ვისაც არ გჯერათ გაიხსენეთ რახდებოდა ქუჩებში 26 მარტს და 26 ივნისს, ღმერთმა ინებოს,რომ დღეს ღამე კიდევ ერთხელ გავიხაროთ მთელი ქვეყნის ქუჩებში ეს იქნება რთული მისია მაგრამ ჩვენ უკვე მთავარი გვაქვს რწმენა. აღარ გვჭირდება 81 წლის თამაშის გახსენებები ჩვენი თვალით ვნახეთ ქართული ნიჭის უდიდესი გასროლა ამ ჩემპიონატზე
ამატაკი
ამ საიტს პატივს ვსცემ, იმიტომ რომ სხვა ქართულ სპორტულ გვერდებთან შედარებით უფრო საინტერესოდ მიმაჩნია. მიუხედავად ამისა ასეთი სტატიები არა მგონია მატებდეს რაიმე ღირებულს. ეს თუ გულშემატკივრის ნააზრევია პრობლემა არაა, ყველას თავისი შეხედულება და მრწამსი გააჩნია.თუმცა სპორტული ჟურნალისტი, რომელსაც ჰგონია, რომ სფფ-ს რაღაც ზეგავლენა აქვს var-ის მუშაობაზე, წესით ჟურნალისტიკასთან მწყრალად უნდა იყოს. ამ კატეგორიებით გადმოცემული პოზიციით, ვერ იქნება საიტი პოზიტიურად აღქმული, ყოველ შემთხვევაში ნამდვილად მხოლოდ სპორტით დაინტერესებული მკითხველისათვის. თუ დამიჯერებთ თქვენი აუდიტორიის უმრავლესობას სწორედ ასეთი ადამიანები შეადგენენ.
ბათუმელი ექსპერტი
დახმარება გჭირდება სასწრაფოდ. თხოვე პუწიკას იქნებ გიშველოს, გულით გამეხარდება შე ქოცებზე უარესების მხარდამჭერო
მირიან
შენ და შენნაირები,მოღალატეები ხართ (ასე უბრალოდ რომ ვთქვათ).ჩემპიონებიც რომ გავხდეთ, რაღაც ბოღმას აუცილებლად დაანთხევთ.
მირიან
ასეთ დროს ამ სირობებს რომ წერ, სირცხვილია.
!5
Walter White, ქოცები სულ ცოტათი, სულ ცოტათი მავნებლები არიან ვიდრე ნაცები და ვითომ არა ნაცები. ქოცების მომხრე არასოდეს ვიქნები, აი შენ კი ქოცებზე უარესის მხარდამჭერი ხარ. ბიუჯეტსაც შენი საყვარელი ნაცები ხრავდნენ, ახლა რომ 5 პარტიად არიან დაშლილი. შენ რომ ტელევიზიებს უყურებ და მოგწონს, ისინი ბიუჯეტიდან მოპარული ფულით ფინანსდებიან. ლიბერალური მსოფლმხედველობა კი არის ცუდი და ეს პუტინის შემოგდებული რაღაც რომ გგონია მაგიტომაც ხარ ქოცებზე უარესების გულშემატკივარი. პუტნის კი საერთოდ არ აქვს იდეოლოგია, მის რუსეთსაც ეს მშვენივრად ეტყობა. ლიბერალ-ფაშისტები ხართ, თითქმის ყველა თქვენი ნაბიჯი არის ფაშიზმის გამოვლინება. რეიგანმაც სწორად დაგახასიათათ, ამერიკაში თუ ფაშიზმი მოვა მისი სახელი ლიბერალიზმი იქნებაო. უი ბოდიში 1986 წელს ეს პუტინის გავლენით თქვა რეიგანმა როგორ დამავიწყდა?! ასეთი უსუსურები ხართ ლიბერალები. Walter White ქვეყნის პატრიოტი და მოყვარული თუ გინდა მართლა იყო, მაშინ ლიბერალიზმი დაივიწყე , თუ არა და ნებით თუ უნებლიედ ყოველთვის დარჩები მავნებელად.
რეალობა
Like-ების ავტორებო! თქვენ გაქვთ მწვრთნელობისა და ფეხბურთელობის გამოცდილება. Dislike-ების ავტორებო! თქვენ ფეხბურთის ყურება გუშინ დაიწყეთ.
გიორგი
ძალიან ქართული ოცნებაა :-))) წინააღმდეგი არ ვარ მაგრამ, ძალიან არარეალური ოცნებაა! მეორეს მხრივ, დანიელებმა თავის დროზე შეძლეს რაღაც მსგავსი ;-))) ვნახოთ, ბევრი დრო აღარ დარჩა!
ექსპერტს
რა დონის სისულელეს წერ აკვირდები?
უეჭველი
თასი ჩვენია, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა!
ელიასი
მართალია, რომ ესპანეთი საუკეთესოდ აწყობილ გუნდს ჰგავს, მაგრამ ჩვენები აშკარად აღმავლობის გზას ადგანან და ამან შეიძლება სასწორი ჩვენს მხარეს გადახაროს. აქვე უნდა ითქვას, რომ ესპანეთს გააჩნია ერთი გამოკვეთილი უპირატესობა ჩვენთან შედარებით: მათ მთელი 6 დღით მეტი დაისვენეს 1/8 ფინალამდე (24.06-ში მთლიანად რეზერვით ითამაშეს ალბანეთთან), თუმცა დადებითად თუ უარყოფითად აისახება ეს გაწელილი პაუზა მათ თამაშზე, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. ერთი-ორი გამოკვეთილი უპირატესობა ჩვენც გვაქვს: მე-12 მოთამაშე - მხარდამჭერთა შესანიშნავი არმია სტადიონზე და კიდევ მე-13 მოთამაშე - VAR, რომელმაც 2-ჯერ უკვე გვიხსნა გაშვებული გოლებისგან და ამდენჯერვე პენალტი მოგვაპოვებინა და ეს ყველაფერი მაშინ, როცა მთავარი არბიტრები არცერთ ამ ეპიზოდზე იმწუთიერად სათანადოდ არ რეაგირებდნენ, ვინაიდან ობიექტურად ეს ძალზე ძნელი შესამჩნევი იყო მრავალკამერიანი ვიდეო-ინსტრუმენტით შეუიარაღებელი თვალისთვის. და კიდევ ერთი რამ, რასაც, ჩემი აზრით, შეუძლია გაზარდოს ჩვენი გუნდის შანსები - ჩაკვემ საგრძნობლად უნდა მოუმატოს სითამამესა და აგრესიულობას. საქართველოს გაუმარჯოს!
თემო
პროესპანელი ქართველი ალბათ ცოტაა დღეს!!
თამაზი
მე მჯერა რომ ჩვენ უკეთეს ფეხბურთს ვითამაშებთ და ნეიტრალური გულშემატკივარი ჩვენსკენ იქნება..მთავარია გოლების გატანა მოვახერხოთ
არჩი
კარგი სტილია წერის, სასიამოვნო წასაკითხია, თუმცა რატომღაც ავტორი მითითებული არ არის. განსხვავებით ლელოს აშკარად პოლიტიკურად ანგაჟირებული და პროვინციულ სტილში მწერალი ჟურნალისტებისაგან.
ქართველი
სხვისი არ ვიცი მაგრამ მე უიმედოდ არ ვარ. არ არსებობს დაუმარცხებელი გუნდი. თვით რეალს რომ უნდოდა მოგება ალკორკონთან და ასეთ უაზრო გუნდებთამ აქვს წაგებული ზოგჯერ ფინალიც კი... აქედან გამომდინარე ბრძოლას მუდამ აქვს აზრი!! დისციპლინის მაქსიმალური დაცვა. 100% დახარჯვა და მეტი სიზუსტე ღორობა და უაზროდ კარში დარტყმები დაივიწყონ მონტენეგროს მერე დაგვჩემდა ეს ბოლო პასის არ მიცემა..... და ცოტა გამართლება. ვნახოთ ეს თვე ძალიან წარმატებული იყო ჩვენთვის და ეს თამაშიც ამ თვეშია.... აბა ბიჭებო დავირაზმოთ შური იძიეთ იმ მწარე მარცხისთვის!!!!!
ზაზა
საქართველოს გაუმარჯოს
roma bejanidze
უბრალოდ გაღიმებული გადით მინდორზე და ბურთის ყოველ შეხებაზე ესპანელებს აგრძნობინეთ რომ ბედნიერები ხართ. თუ პროვოკაციას მოგიწყობენ როგორც არ უნდა გაბრაზდეთ არ აგრძნობინოთ რომ გაბრაზდით, გაუღიმეთ და შეეცადეთ დასცინოთ თქვენი სიმშვიდით. ესპანეთთან აუცილებლად მშვიდად და ბედნიერი სახით უნდა ითამაშოთ და მენტალურად გატეხოთ. თუ ერთხელ სისწრაფეში გაჯობეს შეეცადეთ არ იფიქროთ გაიღიმეთ და მეორე ჯერზე თქვენ აჯობებთ. ესპანეთი მინდორზე გამოვა საქართველოს მაინც მოვუგებთ შეგრძნებით რაც საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ და 2 ალიყური ამოვარტყათ პირველივე ტაიმში. დარწმუნებული ვარ ჩვენ შეგვიძლია ესპანეთს ტოლსწორად ვეთამაშოთ. ღმერთი ჩვენსკენ.
იხვის ტოლმა. Zura222-ს
Zura222 ვერ ეღირსები შე მართლა იხვის ტოლმავ. გასკდი ბოღმაზე უკვე ყველა რომ არ წავაგეთ როგორ წერდი? ისიც არ უნდა წაგვეგო 1-2 შემდეგ გადაუარეს ბიჭებმა თურქებს.
იხვის ტოლმა
Zura222 ვერ ეღირსები
იასონას უდარი
ცოტა გვაკლია და მართლა ჩრ. კორეა გავხდებით :) იქაც,ბრაზილიასთან წაგებული თამაში მოგებულად გაასაღეს(2-1 წააგეს) და ჩვენც 24 გუნდიან ევროზე,16 გუნდში გასვლა დიდი მიღწევა გვგონია. გამოდის რო ეს იმიტო გგონია,მანამდე ძალიან ბანძები ვიყავით. შეგახსენებთ,ერთერთ ჯგუფში(ბელგია,რუმინეთი,სლოვაკეთი,უკრაინა),ბოლო ტურში სამ გუნდს ფრე ყოფნიდა და გადიოდა შემდეგ ეტაპზე,ასევე დანიამ თამაში ვერ მოიგო და მაინც გავიდა ჯგუფიდან. ამას ვეძახით ხო მაგარ ტურნირს და საპატიო 16 გუნდში მოხვედრას? ნება თქვენია,მარა როგორც ტურნირი ევრო მაგარი გაბანძდა,თამაშების მომატებით ხარისხი არ იზრდება,თუ ჯგუფიდან 3 გუნდს გაუშვებ შემდეგ ეტაპზე.რომელ საშუალო ან დაბალი კლასის ნაკრებს დაეხმარა ეს ამბავი და რომელმა მოიგო ევრო ამ 8 წელში? გასვლით გადიან და მერე? მაკედონიამ ვეღარ მოახერხა გასვლა და თუ სწორ დასკვნებს არ გავაკეთებთ,ვერც ჩვენ მოვხდებით შემდეგში. ამისათვის საჭიროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და არ დავემსგავსოთ ჩრ.კორეას. ჩვენ წავაგეთ დირკა თურქეთთან,ჩეხებმა დაგვახიეს ბურთი თავზე და პორტუუგალიის იმ შემადგენლობას მოვუგეთ,რომელსაც ერთად არასოდეს უთამაშიათ. ახლა კი გვაქვს ამბიცია რო თუ პორტუგალიას მოვუგეთ,რატომ ვერა ესპანეთს,ხოდა ეს ნორმალურია?ზოგადად,ფეხბურთში ყველაფერი ხდება,ამიტომ ბოლომდე ვერაფერს გამორიცხავ,მარა პორტუგალიას რახან მოვუგეთ,ამიტომ ესპანეთსაც მოვუგებთ არის ხალხის და საკუთარი თავის მოტყუება.33 წელი გავიდა და ვერ დავანგრიეთ სსრკ ადამიანების თავებში,მაინც იგივე ხდება და ნაციზმიც ემატება ამას. სტატიაზე კი ვიტყვი,რომ ავტორს აშკარად არეული აქვს,ესპანეთი აძლევს მეტოქეს თამაშის საშუალებას? ალბანელებს მაინც კითხეთ,უმოტივაციო თამაშში ბურთი დაუმალეს ამ ჩემისებმა. იმედია რო შევცდები და მოვუგებთ ესპანეთს(თუ მეწყინოს),მე შედეგზე მეტად სწორი დასკვნების გამოტანა მაინტერესებს,რათა არ დავიჯეროთ არ არსებული და არ დავრჩეთ ისევ იქ,სადაც არის რეალურად ქართული ფეხბურთი. ევროზე გავედით და ერთი ნიუსი არ ყოფილა,ამდაამ ბიზნესმენმა შეიძინა ქართული კლუბი და დიდ ინვესტირებას გეგმავსო,თქვენ გაიგეთ? სამაგიეროდ,ქართველმა იყიდა ინგლისური კლუბი და იქ ახორციელებს ინვესტირებას.
ექსპერტს
რა დონის სისულელეს წერ აკვირდები?
რეალობა
სასტარტო შემადგენლობაში ბევრი ცვლილება გვექნება. ვინც სამივე თამაშში მიიღო მონაწილეობა, 90 წუთს ინტენსიურად ვერ ირბენს. ხვიჩა, ჩაკვე და ჟორჟი მეორე ნახევარში გაიტანენ გოლებს. სასტარტო: მამარდაშვილი გველესიანი ლოჩოშვილი დვალი გოჩოლეიშვილი შენგელია ლობჟანიძე კიტეიშვილი დავითაშვილი ზივზივაძე სიგუა
M-ს
ანუ უკვე გავედით მეოთხედფინალში?!
M
ფრთხილად უნდა ვიყოთ გერმანელებთან
გიორგიპირველი
მიხეილ ქვლივიძის ლექსია ერთი, ლოკოკინა ფუქრობს არწივზე, "ნახე უწესო, მაცოდინა, ეგ როგორ ფრინავს..." აი ზუსტად ეგ ლოკოკინა ხარ, ვერ იტან, ვიღაც რო ფრინავს.
იხვის ტოლმა-ს
აი შენ, ნამდვილად ღირსი ხარ დაბრუნდე იქ, სადაც დაბადებამდე იყავი.
Ziz
1. უპირველეს ყოვლისა ჩვენი ზეიმი უკვე შედგა და როდის და როგორ გამოვალთ პახმელიაზე მაგაზე მერე ვიფიქრებთ… 2. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ჩვენი ძალა ერთობაშია! 3. ჩვენ ისტორიაში ლოგიკა რომ არსებულიყო დღემდე ვერც მოვიდოდით!
გოგა
მთავარია იღბალმა არ გვიმტყუნოს ზედმეტად საჭირო მომენტებში თორემ ახლა ესპანეთს რომ მომენტების შექმნაში და ფეხბურთის თამაშო ვერ ვაჯობებთ ყველამ ვიცით!
გიო
უნდა გაიმარჯვოს ფეხბურთმა და არა ტაქტიკურმა მიდგომამ დღეს იტალიამ მაგიტომაც წააგო, მე ეჭვი არ მეპარება რომ ჩვენ უფრო ლამაზ ფეხბურთს ვითამაშებთ
merkuri
იხვის ტოლმას გაუმარჯოს
Devkalion
რა მნიშვნელობა აქვს როგორ დამთავრდება? მთავარია რო იქნება ეს მატჩი და ვუყურებ და ვისიამოვნებ , დარწმუნებული ვარ რომ ჩვენები იბრძოლებენ დაე იღბალი იყოს მაგათ მხარეს.
ანზ
ბოღმა ხარ. შენნაირები ხდებიან და არიან ორჯონიკიძეები და ლიპარიტები. ასენი შინაგანი სამყარო იყოს შენი ყოველდღიურობა ამაზე უკეღესს ვერაფერს გისურვებ.
ზაკო
აი შენ და შენი კომენტარის მომწონებელს ერთ ადგილას ცხელი შამფური მოგიხდებოდათ ცივი მხრიდან, რომ ცხელზე ხელი ვერ მოკიდოთ
ზაკო
ესპანეთთან ჩვენმა ბიჭებმა მთავარია დაცვაში სათამაშო დისციპლინა დაიცვან, "ფურია როხა" როგორც წესი ფლანგებს გაწელავს თავისი სწრაფი ახალგაზრდებით, პლიუს მათ კუკურელია და კარვახალი დაეხმარებათ, რასთან გამკლევებაც ურთულესი საქმეა, მათი ნახ.მცველები კი მუდმივად ცენტრში შერბენებით უპირატესობის მოპოვებას შეეცდებიან, ამ დროს გასაძლები გვექნება საწყისი წუთები, თუ ეს დრო მაქსიმალურად შევძელით კარის შენახვა, მაშინ უკვე იმათთანაც გამოჩნდება სივრცეები და თუ იღბალიც ოდვან ჩვენსკენ გადმოიხრება ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ისე ეს წყვილი ყველაზე გამართულ ტაქტიკური გუნდების თამაში იქნება, მთავარია ჩვენები ფიზიკურად და ფუნქციონალურად რამდენად მზად იქნებიან. დანარჩენი ღვთის ნებაა წარმატებები საქართველოს!!!
G.LA
ავტორმა დინამოს წინსვლის ზრდა და გამარჯვების წინაპირობაზე თქვა. მე მზგავსებას იმაში ვხედავ რომ ლივერპულის გავლის შემდეგ მათზე ძლიერი იმდროინდელი ჰამბურგი შეგვხვდა. პორტუგალიის მოგებით გაგულიან გახარებულებს ახლა მათზე ძლირი ესპანეთი შეგვხვდა. დინამოს მაშინ თუ ქონდა გამარჯვებები სსრკ ჩემპიონატზე და სსრკ თასზე, ამ ბიჭებსაც აქვთ უკვე გამარჯვების მენტალიტეტი, იგივე ერთა ლიგის პირველი ადგილი და შემდეგ პკეი ოფები. მზგავსებას კიდევ ვხედავ ბიჭების თავდაჯერებაში და ასევე კლასის ამაღლებაში. ჩვენი ნაკრები თვალს და ხელს შუა იზრდება. გუნდი ძალიან შეიკრა. ამას უკვე მარტო ჩვენ აქ კომენტარებში აღარ ვწერთ, ამას სპეციალისტებიც ლაპარაკობენ. მარტო ნაგელსმანის კომენტარი რათ ღირს, თუმცა ჩვენ უფრო ადრე ვწერდით აქ. რა თქმა უნდაესპანეთი უპირობო ფავორიტია. მაგრამ არის სიტყვა მაგრამ და ბურთი მრგვალია. ჩვენი ბიჭების რწმენის საკუთარ თავში და თავდადების მჯერა. მე ერთ ერთი პირველი ვიყავი ვინც ბულგარეთში და მაკედობელების მოგების შემდეგ ვთქვი: ჩვენ ევროპაში მივდივართ, ვისაც არ გჯერათ სახლში დარჩითნეთქი და საკმაოდ ბევრმა არ დაიჯერა, იყვნენ მონწონებლებიც. შემდეგ კი ყველამ დავიჰერეთ რომ ჯგუფიდან გასვლისათვის უნდა ვიბრძოლოთ და იყვნენ ვინც დაგვცინოდნენ აქ. ახლა იცინონ ვისაც რამდენი უნდა, მაგრამ ჩვენ ესპანეთან მოსაგებად გავალთ. ჩვენ ბიჭებს არავისი შიში და რიდი არა აქვთ, ბიჭების თვალებში ნაპერწკალს ვერ ვხედავთ? გამარჯვების გზებზე ევლოს საქართველოს. პ.ს. ესპანეთმა ჩვენზე 1 დღით კი არა 4 დღით მეტი დაისვენეს, რადგან ალბანეთან მე-2 შემადგენლობა იყო.
rei
შენ კი. სადაც უნდა იყვნენ შენისთანები
იხვის ტოლმა
იქ დაგვაბრუნებს ესპანეთი სადაც ვიყავით
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]
შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
საქართველოს მეტოქეზე. "ჩვენი და ბასკების გარეშე სენეგალსაც ვერ მოუგებდით" - კატალონიელი პოლიტიკოსი
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..