ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატები ქართველი არბიტრის თანამონაწილეობით დაიწყო. 25-30 ივნისს კოსოვოს დედაქალაქმა პრიშტინამ ევროპის ქალთა ჩემპიონატის C დივიზიონს უმასპინძლა, რომლის მომსახურე არბიტრებს შორის ერთი ქართველი – მარინა შალამბერიძე გახლდათ. ეს იყო ზაფხულის პირველი ტურნირი ქართველი არბიტრებისთვის, რომლებიც კომისართან ერთად მთლიანობაში 10 კონტინენტურ ჩემპიონატს მოემსახურებიან.

შალამბერიძეს კიდევ ორი C დივიზიონი ელის: 16 და 18 წლამდე გოგონათა შორის. რაც შეეხებათ საქართველოს წარმომადგენელ ფიბა-ს მამაკაც მსაჯებს, კირილე თვაური და მიხეილ ვართანოვიც ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების 3-3 ტურნირს მოემსახურებიან. თვაურს 16 და 18-წლამდელთა A დივიზიონები, ასევე 20-წლამდელთა B დივიზიონი ელის, ხოლო მიხეილ ვართანოვი 16 და 18-წლამდელთა B დივიზიონებს, ასევე 16-წლამდელთა C დივიზიონს მოემსახურება.

ფიბა-ს ერთადერთი ქართველი კომისარი მერაბ რატიშვილი ერთ ტურნირს მოემსახურება, რომელზეც ზედიზედ მესამე წელი მთავარ კომისრად იმუშავებს. ლაპარაკია 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონზე, რომელიც 8-17 აგვისტოს ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქი სკოპიე უმასპინძლებს.

მიხეილ ვართანოვი (მსაჯი)

1. ევროპის ჩემპიონატი 16 წლამდე ვაჟებში, C დივიზიონი

9-14 ივლისი; ტირანა (ალბანეთი)

2. ევროპის ჩემპიონატი 18 წლამდე ვაჟებში, B დივიზიონი

26 ივლისი – 4 აგვისტო; სკოპიე (ჩრდილოეთი მაკედონია)

3. ევროპის ჩემპიონატი 16 წლამდე ვაჟებში, B დივიზიონი

8-17 აგვისტო; სკოპიე (ჩრდილოეთი მაკედონია)

კირილე თვაური (მსაჯი)

1. ევროპის ჩემპიონატი 20 წლამდე ვაჟებში, B დივიზიონი

12-21 ივლისი; პიტეშტი (რუმინეთი)

2. ევროპის ჩემპიონატი 18 წლამდე ვაჟებში. A დივიზიონი

27 ივლისი – 4 აგვისტო; ტამპერე (ფინეთი)

3. ევროპის ჩემპიონატი 16 წლამდე ვაჟებში, A დივიზიონი

9-17 აგვისტო; ირაკლიონი (საბერძნეთი)

მარინა შალამბერიძე (მსაჯი)

1. ევროპის ქალთა ჩემპიონატი, C დივიზიონი

25-30 ივნისი; პრიშტინა (კოსოვო)

2. ევროპის ჩემპიონატი 16 წლამდე ქალთა შორის, C დივიზიონი

9-14 ივლისი; გიბრალტარი

3. ევროპის ჩემპიონატი 18 წლამდე ქალთა შორის, C დივიზიონი

23-28 ივლისი; პრიშტინა (კოსოვო)

მერაბ რატიშვილი (კომისარი)

ევროპის ჩემპიონატი 16 წლამდე ვაჟებში, B დივიზიონი

8-17 აგვისტო; სკოპიე (ჩრდილოეთი მაკედონია)

GBF

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა