ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში თურქეთმა, რომელსაც გუნდის ლიდერი ჩალჰანოღლუ ვერ დაეხმარა, ავსტრია 2:1 დაამარცხა.

თურქები პირველივე წუთზე ცენტრალურმა მცველმა დემირალმა დააწინაურა. ამას ავსტრიელთა უშედეგო შტურმი მოჰყვა, რის შემდეგაც თამაში გათანაბრდა და დაძაბული პირველი ტაიმი მონტელას გუნდმა 1:0 მოიგო. 56-ე წუთზე დემირალმა კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს თავით პენტცის კარში მიუჩინა ადგილი და დუბლი შეასრულა. თუმცა, შეცვლაზე შესულმა გრეგორიჩმა ანგარიში შეამცირა და ეს გოლიც კუთხურის შედეგად გავიდა. აქედან მოყოლებული, ავსტრიელებმა ზეწოლა გააძლიერეს, მაგრამ ვერ გაიტანეს და ტურნირს დაემშვიდობნენ.

6 ივლისს, მეოთხედფინალში, თურქეთი ნიდერლანდებს შეხვდება.

ლაიფციგი. „ლაიფციგ სტადიუმი“. 38 305 მაყურებელი

ავსტრია - თურქეთი 1:2

გოლები: 0:1 დემირალი (1), 0:2 დემირალი (59), 1:2 გრეგორიჩი (66)

ზაზა
თურქული ფეხბურთის ადვოკატად ვერ დავდებ თავს, თუმცა არველაძეების დამსახურება ძალიან გაზვიადებული ხომ არ არის? ალბათ თქვენ ძაან ახალგაზრდა ხართ ან უბრალოდ ყველაფერი თურქული რომ ეზიზღებათ იმ კატეგორიიდან ხართ. როგორ შეიძლება თურქებს საფეხბურთო კულტურა დაუწუნო? 2000 წლის გალათასარი უეფას თასის მფლობელი 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მე - 3 ადგილი, 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი, ჩემპიონთა ლიგაზე ყოველწლიურად თურქული გუნდების ჯგუფურ ეტაპზე გასვლა, ხანდახან ორი გუნდის ერთდროულად. ნუ ცალკე სახელები, ჰაქან შუქური, ჰასან შაში, ემრე ბელეზოღლუ, არდა თურანი, რუშთუ და კიდევ ბევრი მსოფლიო დონის ვარსკვლავი. ან საკლუბო დონეზე რომელი ჩვენი გუნდი მივა მათ ოთხეულთან? ოღონდ არ გინდათ დინამოს 1981 წლის ეპოპეა, ვიცით ბატონო ეგ ამბავი. მოკლედ ვერ არის კარგი საქმე სხვისი დამსახურებების თუ წარმატებების დაკნინება, თუნდაც ეს თურქეთი იყოს და დიდად არ გევასებოდეს.
მანფრედ კალცი
არველაძეებს რა ვუთხარი, მაგათ ფეხბურთის თამაში რომ ასწავლეს. კარგით, რა! თურქული ფეხბურთი არ გაიშვას!
1234
მოხარშული წაბლი არ გინდა?
გოგა
ტურნირის სეივი ჰქონდა ბოლოს მეკარეს რაა საღოლ
სოსო
აამაღლა კიარა არ წაგვეგო თურქეთთან და ავსტრიას ჩვენ შევხვდებოდით, უფრო დიდი შანსი იყო გავსულიყავით შემდეგ ეტაპზე.
Irakli Apkhaidze
რას გადარჩნენ ბოლო წამზე, ჩვენთანაც და აქაც... იღბალი ამათკენაა წელს, არ გამიკვირდება ნიდერლანდებსაც თუ გააგდებს.
The
თურქეთი- ესპანეთი მინდა ფინალში
ქომაგი
არდა გიუნეშზე რომ წერდნენ, ეგ არ ვიცი რამდენად მართალია და ეგ დუბლის ავტორი მცველი დედით და მამით ლაზია, არქაბელი. ჩვენ რა, მაგრამ ისე, ინფორმაციისთვის ვწერ.
geo
თურქეთის ამ მოგებამ და 1/4 ფინალში გასვლამ, საქართველოს ნაკრების გამოსვლის ფასი ამ ევროზე კიდევ უფრო აწია მაღლა. პლუს კიდევ ჩვენი ჯგუფიდან პორტუგალია გავიდა 1/4 ფინალში
მარიფი
ისეთ ხოდზე არიან ბერძნებივით შეიძლება ფინალში გავიდნენ მინიმუმ
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
[VIDEO] ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
[VIDEO] ავსტრიამ იორდანია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
[VIDEO] ზიდანმა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის რანგში პირველი გამარჯვება მოიპოვა - თურქეთთან
[VIDEO] ესპანეთმა ავსტრიის ბარიერი უპრობლემოდ გადალახა
სომხეთის მარცხი ფარერებთან და ჩერჩესოვის "ისტორიული შედეგი"
ავსტრია D ჯგუფში პირველია - საფრანგეთი მეორე [VIDEO]
[VIDEO] დიდ არს ლეო! რეკორდები, ანტირეკორდიც - არგენტინამ ავსტრიასაც მოუგო
[VIDEOS] მესიმ კვლავ გაიტანა, ალჟირმა და ავსტრიამ ფრედ ითამაშეს
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
[VIDEOS] ოლისემ საფრანგეთს ბელგიასთან მოაგებინა - იტალიამ თურქეთი გაანადგურა
მონტელა თურქეთის ნაკრებს ემოციური წერილით დაემშვიდობა