მადრიდის"რეალის" თურქი ახალწვეულის ნური შაჰინის გამოჯანმრთელებას საშველი არ დაადგა
მადრიდის "რეალი" გაძლიერებას საჭიროებს, მიაჩნია ჟოზე მოურინიოს. სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე კი დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ საინტერესოა, ვის შეუძლია კიდევ სამეფო კლუბის გაძლიერება?

კლუბი ამ შეკითხვაზე პასუხს არ იძლევა, სამაგიეროდ, ნაირნაირი ვერსიები აქვთ გაზეთებს. მაგალითად "ა ბოლა" ამტკიცებს, რომ "განსაკუთრებულმა" "პორტუს" კოლუმბიელი ნახევარმცველის ფრედი გუარინის შეძენა მოისურვა და პორტუგალიის ჩემპიონს 30 მილიონ ევროს სთავაზობს. სწორედ ეს თანხაა გათვალისწინებული ფეხბურთელის კონტრაქტშიც. შეგახსენებთ, რომ გუარინით "ინტერი" და "ჩელსიც" არიან დაინტერესებულნი.

"რეალის" თურქი ახალწვეულის ნური შაჰინის გამოჯანმრთელებას საშველი არ დაადგა. ექიმების განცხადებით, ის გამოტოვებს სუპერთასის ორივე შეხვედრას, ასევე პრიმერას 1-ელ ტურს "ბილბაოსთან". ზუსტი დრო, როცა ის მოედანზე დაბრუნდება, უცნობია. ამის შანსს ექიმები უახლოესი ორი კვირის განმავლობაში 100%-ით გამორიცხავენ. შეგახსენებთ, რომ თურქი უკვე 1 თვეა ტრავმირებულია.

ახლა ორიოდე სიტყვა "რეალიდან" წამსვლელებზეც ვთქვათ. ერთ-ერთი ასეთი ფერნანდო გაგოა. ესპანური პრესა წერდა, რომ არგენტინელი "ბოკა ხუნიორსში" აპირებდა გადასვლას. ფეხბურთელის აგენტმა მარსელო ლომბილიამ ამ ეტაპზე ფერნანდოს სამშობლოში დაბრუნების შანსი გამორიცხა. მოურინიოს მოსვლის შემდეგ გაგოს სათამაშო პრაქტიკა საერთოდ აღარ აქვს, რაც მის სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს, შესაბამისად, გასაგებია მისი სურვილი, "რეალიდან" უკანმოუხედავად გაიქცეს.

ინგლისური პრესა წერს, რომ "ტოტენჰემი" ალბათ მომავალ კვირაში გააფორმებს "რეალის" ფრანგი საყრდენის ლასანა დიარას ტრანსფერს. მადრიდელები თავდაპირველად 20 მილიონ ევროს ითხოვდნენ. ამ თანხის გადახდა ყველა მსურველმა იუარა.

უცნობია, რამდენს იხდიან "დეზები", მაგრამ კულუარულ ინფორმაციას თუ ვენდობით, ლონდონელებმა "რეალს" წინასთან შედარებით გაუმჯობესებული წინადადება შესთავაზეს. კურიოზული სიტუაციაა, მაგრამ ვერც იმას გეტყვით, "ტოტენჰემი" პირველ ჯერზე რამდენს სთავაზობდა, რათა წარმოვიდგინოთ, რას ნიშნავს "გაუმჯობესებული წინადადება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა