"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელები "ოლდ ტრეფორდიდან" პრემიერლიგის დასაპყრობად მზად არიან
ინგლისურმა პრესამ "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა თაობაზე დაიწყო ლაპარაკი. თქვეს, რომ "ოლდ ტრეფორდიდან" პრემიერლიგის მწვერვალების დასაპყრობად ნიჭიერი ადამიანების ახალი ჯგუფი მოიწევს და ისიც დასძინეს, მათ შემყურე უეინ რუნის ახალგადანერგილი თმა შეიძლება გაუჭაღარავდესო. საინტერესოა... 25 წლის რუნი ახალგაზრდადაც კი აღარ ჩათვალეს.

ეს ხმაური კი კვირას, "უემბლიზე", "ქომუნითი შილდზე" გამართულმა მანჩესტერულმა დერბიმ გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედმა" და "სიტიმ" ამაღელვებელი მატჩი გამართეს, რომლის პირველი ტაიმის შემდეგ ისტლენდელები 2:0-ს იგებდნენ, "იუნაიტედმა" კი მეორე ტაიმში სამი გოლი გაიტანა. ამ დღეს სერ ალექს ფერგიუსონმა მომავალი დაგვანახაო, ითქვა მას-მედიაში. ლაპარაკია, რომ მან მოედანზე შეუშვა ტომ კლივერლის, ფილ ჯონსის და დენი უილბეკის ჯამში 151 მილიონ ფუნტად შეფასებული წყვილი, რომელმაც გაამართლა.

ფერგი თანდათანობით სულ უფრო მეტ ახალგაზრდას აჩვევს "იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში თამაშს. 69 წლის ლეგენდარულ სპეციალისტს უკვე შეუძლია ისეთი ახალი გუნდის დასახელება, რომლისაც მის პრემიერლიგელ კონკურენტებს შეშურდებათ. ამ გუნდში 24 წელზე უფროსი არავინაა, ასე რომ რუნი, ნემანია ვიდიჩი და რიო ფერდინანდი და სხვა ვარსკვლავები მოედანს მიღმა რჩებიან.

32 წლის ფერდინანდი კი არა, 26 წლის ეშლი იანგიც კი ვერ ხვდება ახალგაზრდა მანჩესტერელთა შემადგენლობაში. თუმცა, როდესაც გუნდში "ქომუნითი შილდის" გმირი, 24 წლის ნანი და 23 წლის მექსიკელი ფორვარდი ხავიერ ერნანდესი გყავს, "ბებრები" რაღაში გჭირდებაო, ერთგავი ღიმილით კითხულობენ ინგლისელი ჟურნალისტები.

ზემოთ ჩამოთვლილებს დაამატეთ კრის სმოლინგი, ტყუპი ძმები და სილვები, მეკარე დავიდ დე ხეა და მართლაც შთამბეჭდავი პოტენციალის გუნდს მიიღებთ. წერენ, რომ კლივერლი და უილბეკი "ოლდ ტრეფორდზე", ალბათ, ახალ კონტრაქტებს გამოჰკრავენ ხელს.

კლივერლის დღევანდელი ხელშეკრულების თანახმად კვირაში 15 ათასი ფუნტი აქვს, მაგრამ ისე გაიბრწუინა, რომ შეიძლება 30 ათასი გაუხდეს. ის 21 წლისაა. 20 წლის დენი უილბეკი გასულ სეზონში "სანდერლენდში" გახლდათ გაქირავებული, თუმცა, რაც "ოლდ ტრეფორდზე" დააბრუნეს, ახალი კონტრაქტის პირობებს უთანხმებენ - მისი ამჟამინდელი კონტრაქტი კიდევ ორი წელიწადი იქნება ძალაში.

ინგლისელ ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფერგიუსონი "დინასტიას" ქმნის.

გაიხსენეთ დიდი გუნდი, რომელშიც სწორედ ბავშვობიდან ერთმანეთს შეზრდილი ბიჭები თამაშობდნენ: დევიდ ბექჰემი, პოლ სქოულზი, რაიან გიგზი, ფილ და გარი ნევილები, ნიკი ბატი... 30 წლის ფრანგი ვარსკვლავი პატრის ევრა ადასტურებს, რომ "იუნაიტედის" ახალ თაობას აქვს რაღაც განსაკუთრებული.

"დღეს ჩვენ ძალიან კარგ ახალ თაობაზე ვლაპარაკობთ. ზაფხულის მოსამზადებელ შეხვედრებში მათ შესანიშნავად ითამაშეს და სასიხარულოა, თანდათან ძირითად შემადგენლობაში რომ იმკვიდრებენ ადგილს. ყველამ უნდა დაამტკიცოს "მანჩესტერ იუნაიტედში" გამოსვლის ღირსი რომ არის და რა შესანიშნავია, რომ ეს ახალგაზრდები ამას ახერხებენ. ჩვენი გუნდი ახალი ფეხბურთელების თანდათანობით დამკვიდრებას ცდილობს. მომავალი ტომ კლივერლის მსგავსი მოთამაშეების არის. ჩვენ პრემიერლიგის ჩემპიონობას ვაპირებთ და მწვრთნელს ამ ბრძოლაში ახალგაზრდებზე დაყრდნობისა არ ეშინია. მან კარგად იცის, რომ ამ ფეხბურთელებს გუნდის წარმატებაში დიდი როლის შეტანა შეუძლიათ. სერ ალექსს მომავალი თაობის ნდობა აქვს, რადგან ზუსტად გრძნობს მომენტს, როდესაც ესა თუ ის ახალგაზრდა საქმეში უნდა ჩართოს".

ევრას აზრით კლივერლი - რომელიც ფაბიო კაპელომ ინგლისის ნაკრებში მიიწვია - და ფეხბურთიდან წასული პოლ სქოულზი ბევრი რამით გვანან ერთმანეთს. ფრანგმა თქვა:

"ტომი ფანტასტიკური ფეხბურთელია. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სეზონი მისთვის საგანგებო იქნება. ამერიკაში რომ ვიყავით მან რამდენიმე შეხვედრაში შესანიშნავად ითამაშა. განსაკუთრებით "ბარსელონასთან" შეხვედრაში გამოიჩინა თავი. მეორე ტაიმში აშკარა იყო, რომ კლივერლის არაფრის ეშინოდა. ჩვენ დავინახეთ, რომ ის "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" საჭირო ენერგიით არის დაჯილდოებული. ცხოვრებაში კი წყნარი ადამოიანია. პოლ სქოულზს ამითაც ჰგავს. ის ბევრს არასდროს ლაპარაკობს და ცდილობს თავისი სათქმელი მოედანზე თქვას".

და ბოლოს, ევრა დარწმუნებულია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ის გუნდია, რომელიც ამ სეზონშიც ყველას აჯობებს. ყოველ შემთხვევაში, თუ ვინმეს ჩემპიონობა უნდა, მისი დამარცხება მოუწევს და ეს კვირას, "უემბლიზე" გამართულმა სუპერმატჩმაც დაამტკიცა.

"ჩვენთვის სულერთია ვინ გაძლიერდა და ვინ არა. "მანჩესტერ იუნაიტედს" თავისი გეგმები აქვს და მათ მისაღწევად ისე ითამაშებს, როგორც სჩვევია. ყოველთვის ვიმეორებ, რომ ნებისმიერ მოწინააღმდეგეს პატივს ვცემ: "არსენალს", "ჩელსის", "მანჩესტერ სიტის" თუ სხვას, მაგრამ ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი "მანჩესტერ იუნაიტედია". მთავარი გუნდი ჩვენ ვართ! ჩვენ გავიმარჯვებთ"!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"თუ "არსენალი" წელს ტიტულს ვერ მოიგებს, არტეტას გაათავისუფლებენ" - რობერ პირესი
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ