საქართველოს 7-ქალა 12-14 ივლისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში რაგბი ევროპის ალაფის მეორე ეტაპს ითამაშებს და ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას შეეცდება.

ჯაბა მალაღურაძის გოგონებმა პირველ, ზაგრების (ხორვატია) ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავეს, რაც ქართული 7-ქალას ისტორიაში საუკეთესო შედეგია და 12-გუნდა ელიტაში ასასვლელად ერთი ნაბიჯიღა დარჩა. შეგახსენებთ, ჩემპიონატში ალაფიდან ორი საუკეთესო გუნდი ადის და მიზნის მისაღწევად იგივე შედეგის გამეორებაც საკმარისი იქნება.

ბუდაპეშტში საქართველო ბ ჯგუფში, უნგრეთის, შვეიცარიისა და ისრაელის წინააღმდეგ ითამაშებს. ხორვატიაში უნგრეთმა მე-5 ადგილი დაიკავა, შვეიცარია მე-8 პოზიციაზე გავიდა, ისრაელი კი მე-11 იყო.

ა ჯგუფში მოხვდნენ ზაგრების ეტაპის გამარჯვებული შვედეთი, ფინეთი, რუმინეთი და ნორვაგია, ხოლო გ ჯგუფში დანია, ლატვია, ანდორა და ავსტრია ითამაშებენ.

7-ქალამ ერთკვირიანი შეკრება ბათუმში გაიარა, ბუდაპეშტში კი 13-კაციანი შემადგენლობით 10 ივლისს გაემგზავრება.

Rugby.ge

jejelava
კი ბატონო, კარგი გამოსვლა ჰქონდათ. ისტორიული შედეგი იქნება თუ ზემოთ აღზევდა ეს გუნდი. უფრო მეტი დაფასება და პერსპექტივები იქნება ზემო ეშელონში.

რა ქალის საქმეა, ისეთი სპორტის სახეობები, როგორიცაა: რაგბი, კრივი, ძალოსნობა, ჭიდაობა და ასე შემდეგ, მგონი ერთადერთი სუმო დარჩათ და მაგასაც მალე შეეხებიან! ერთი სიტყვით 21-ეერთე საუკუნეში, ქალებმა დაკარგეს ქალობა და ხდებიან "კუნთმაგარი ვაჟკაცები", კაცები კი პირიქით ქალებივით განაზებულები... ესეც შენი ცივილიზაცია! საით მიექანება სამყარო???
რამაზ მართალი
აბა, თქვენ იცით გოგოებო. კარგად მოემზადეთ და აუცილებლად მიაღწვეთ დასახულ შედეგს. პირველი ტური ძალიან კარგად გამოხვედით. აშკარად გეტყობათ ნავარჯიშები რომ იყავით და კლასიც ძალიან მომატებული გაქვთ. სხვებზე ერთი თავით მაღლა იდექით. მხოლოდ შვედეთია მანდ თქვენი დონის და სწორი ტაქტიკით და ძალისხმევით მაგათი დამარცხებაც შეგიძლიათ, დარწმუნებული ვარ.
Des
ამათმა ხაჭაპურის გამოცხობა როდისღა უნდა ისწავლონ?
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
7-ქალა მოლდოვიდან ბრინჯაოთი ბრუნდება
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"
ქართველი დელეგატი რიგაში - მერაბ რატიშვილი ისრაელისა და გერმანიის მატჩს მოემსახურება
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა
[VIDEO] კინიონესის და ხიმენესის ეფექტური გოლებით - მექსიკა მერვედფინალშია
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
[VIDEO] საფრანგეთმა შვედეთი გააბითურა - ვინ შეაჩერებს დეშამის გუნდს?
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
[VIDEO] ჰოლანის გოლით ნორვეგიამ კოტ-დ'ივუარს სძლია და 1/8-ფინალში ბრაზილიას შეხვდება
ისტორია დაიწერა - მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი მატჩი მოიგო!
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
7-ქალა მოლდოვიდან ბრინჯაოთი ბრუნდება
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა