Sky Sport Italia-ს ჟურნალისტმა ჯანკარლო პადოვანმა ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტის განახლების თაობაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა:

„კვარა“ ძლიერია, ევროპის კარგი ჩემპიონატი ჰქონდა, თუმცა ამომავალი ვარსკვლავი არ იყო, ვინაიდან უკვე ვარსკვლავია. „ნაპოლი“ მართალია, როდესაც ამბობს, რომ მას კონტრაქტი აქვს, ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი და ჩვენგან რა უნდათ? კლუბი ასევე მოსალაპარაკებლად და გასამრჯელოს 1.5 მილიონი ევროდან 3-4 მილიონამდე მოსამატებლადაა მზად. პრობლემა ისაა, რომ პსჟ 7.5 მილიონს სთავაზობს. თავი ფეხბურთელის ადგილზე წარმოიდგინეთ, რა განცდა აქვს, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე 7.5-მილიონიანი ხელფასით შეუძლია ითამაშოს?

საკითხის გადაწყვეტა? რისკი მუდამ არსებობს. თუ პსჟ-ს „კვარა“ სურს, „ნაპოლის“ ფული უნდა გადაუხადოს, დე ლაურენტისის კლუბმა შეიძლება 80 მილიონიც კი მოითხოვოს. საქმე ისაა, რომ კონტეს ის სჭირდება, ის გუნდის თამაშისთვის აუცილებელია. ხვიჩა მომხიბვლელი მოთამაშეა, განსაკუთრებით, ინდივიდუალურ ბრძოლებშია დომინანტური და ამიტომაა ფეხბურთში ფასეული, რამეთუ რიცხობრივ უმეტესობას ქმნის და აგრეთვე, გოლებს იტანს.

ეს როგორ დასრულდება? მოთამაშის სურვილი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. თუ დარჩენას გადაწყვეტს, გუნდისთვის დიდ საქმეს გააკეთებს, რაც გულშემატკივრებისთვისაც კარგი იქნება“.

გიორგი
კვარას ვინ ეკითხება აქამდეც უნდა წასულიყო მარა მაფიოზი და ძველი ბიჭი მამაუკა ალბათ დიდ მაქინაციებს და დიდ ფულს აკეთებს კვარაზე
სოსო
ამას წინათ ერთერთი გულშემატკივარი წერდა,ევროპულ ფეხბურთში ასეთი წესია,გუნდში ყოფნის სამი წლის შემდეგ,ფეხბურთელს საკუთარი კონტრაქტი შეუძლია გამოისყიდოს,თუ მფლობელს იმ თანხას გადაუხდის,რამდენი ხელფასიც,ამ კონტაქტის ამოწურვამდე უნდა აეღოვო.თუ ეს სიმართლეა,ერთი წლის შემდეგ,ხვიჩას შეეძლება საკუთარი ხელფასის გადახდა და თავისუფალი აგენტის სტატუსით,ნებისმიერი კლუბის არჩევა,გამოსასყიდის გარეშე,ნებისმიერი კლუბი,გაცილებთ მეტ ხელფასს გადაუხდის ხვიჩას,რადგან საერთო დანახარჯებში,მაინც მოგებას ნახავს.მაგალითად პსჟ-მ,15 მილიონიც რომ დაუნიშნოს,5 წელიწადში,75 მილიონის გადახდა დაუგროვდება და ახლანდელ 120 მილიონსა და მასზე დამატებულ ხელფასთან შედარებით,გაცილებით ნაკლებსაც დახარჯავს.ხვიჩაც გაცილებით მეტ შემოსავალს მიიღებს და წაგებული,მხოლოდ დე ლაურენტისი აღმოჩნდება.მგონი ასე ეწერა,ბერგკამპის წესიაო და თუ მართალია,მაშინ ხვიჩას ერთი სეზონის გათრევა სჭირდება,სამი წლის შესასრულებლად.მერე,2 წლის ხელფასის თანხას გადაუხდის,ნაპოლის და ქარივით თავისუფალი წამოვა.
გიორგი
არ არის ასე მარტივად საქმე - არის კონტრაქტი თავისი ვალდებულებებით. რა თქმა უნდა ნაპოლის ინტერესებშია ისე შეთანხმდეს ფეხბურთელთან რომ ფეხბურთელიც კმაყოფილი იყოს და კლუბიც (ანუ ისე ითამაშოს რომ შედეგი დადოს). უკიდურეს შემთხვევაში ფეხბურთელსაც შეუძლია დაიკიდოს და მაშინ კლუბიც გაჭედავს და არ გაუშვებს (ამ შემთხვევაში ორივე წაგებული დარჩება). პსჟ ან ნებისმიერი სხვა კლუბი შარში არ ჩაიგდებს თავს რომ მერე ხანგრძლივად სადავო გახდეს. ეხლა რომ ამბობთ გრძელვადიანი კონტრაქტი ცუდი არისო, არც ეგრეა საქმე. გავიხსენოთ ანანიძე - ჰქონდა გრძელვადიანი კონტრაქტი, ამ დროს ტრავმა ტრავმაზე ჰქონდა, მაგრამ კლუბი იძულებული იყო ხელფასი ეხადა მიუხედავად იმისა რომ ფეხბურთელი ვერ თამაშობდა. მაშინ ხომ კარგი იყო რომ გრძელვადიანი კონტრაქტი გამოივაჭრა? აბა ჰქონოდა ანანიძეს 1-2 წლიანი კონტრაქტი, როგორ გამოისტუმრებდა კლუბი და დარჩებოდა გაღიმებული. იგივე რისკი ჰქონდა კვარასაც - რომ ვერ "გაექაჩა" ნაპოლიში, დარჩებოდა წყნარად 2027 წლამდე მაგ ხელფასით, სულ რომ არ ეთამაშა, სახვეწარი გაუხდებოდა ნაპოლის ოღონდ ვინმეს სადმე იჯარით წაეყვანა და ხელფასის ნაწილი მაინც გადაეხადა სხვა გუნდს
Რაგბის ფანი
დე ლაურენტისთან კონტრაქტის გახანგრძლივება თვითლიკვიდაციას ნიშნავს. ჯობია რომელიმე კლუბთან "ერთგულების ბონუსი" შეათანხმოს და ასე აინაზღაუროს თანხა. ADL-ის ხელში ჩემი მტერი დარჩეს.
ობლაკი
უნდა წავიდეს! თუ არ წავა ჩემპიონთა ლიგა მოენატრება…..
იასონას უდარი
პსჟ არ წავა,გამორიცხული ამბავია.თუმცა არც კონტრაქტს არ უნდა მოაწეროს ხელი,თუ აპირებს მსგავს რამეს. ევრო მიდის და კლუბები ჯერ ისე არ აქტიურობენ და თუ გაბაზრდება რო კონტრაქტზე ხელს არ აწერს ან ორჭოფობს,5.5 მილილიონიანი კონტრაქტის გამოსყიდვა უფრო რთულია,ვიდრე 1.5 მილიონიანი. თქვენი აზრით,სატრანფერო ფასი როგორ ითვლება? მოთამაშის მონაცემების და ასაკის გარდა,კონტრაქტის ხანგძლივობა და პირგასამტეხლოც ითველება. არ მგონია რო პირგასამტეხლო მთლიანობაში გადასახდელ ხელფასსზე ნაკლები იყოს.
zura222
100% სიმართლე თქვა--"მოთამაშის სურვილი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა"-ო კვარამ მართლა რომ მოინდომოს წასვლა მაშინ ვერანაირი ძალით ვერ გააჩერებენ საქმე სასამართლომდეც რომ მივიდეს !
ეეე
რა 80 მლნი 110 იხდის და არ უშვებს, თუ ჩვენ გვაბოლებენ და არანაირი 110 მლნი არაა და 50 მლიონად უნდათ დაითრიონა ა?დდდ
გიო
ქინქლაძე რომ დარჩა სიტიში ჩემპიონშიფში გავარდნის მერე იმას მაგონებს იმედია ეგრე აღარ დაამტავრებს
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა