კიევის ”დინამო 2”-ის ფეხბურთელი ლობანოვსკის ტურნირის მოგებას გეგმავს

თემურ ფარცვანია 1991 წელს 6 ივნისს თბილისში დაიბადა. უკრაინაში 2008 წელს გადავიდა, რის შემდეგაც ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო. დღეს ქართველი ფეხბურთელი კიევის ”დინამო 2”-ის ღირსებას იცავს და უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოდის.

ახლახან ვალერი ლობანოვსკის სახელობის ტურნირის ნახევარფინალში უკრაინის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ისრაელი დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამ დაპირისპირებაში უკრაინელ ახალგაზრდებს ჩვენებური კაპიტნობდა.

კიევის ”დინამოს” ვებგვერდმა ფარცვანიასთან მცირე ინტერვიუ გამოაქვეყნა.

- პირველ ტაიმში ორივე გუნდი ფრთხილად თამაშობდა, თუმცა შესვენების შემდეგ უპირატესობა ჩვენ მხარეს იყო. ბურთს უმეტესწილად ჩვენ ვფლობდით და თამაშის მიმდინარეობას ვაკონტროლებდით.

- რატომ გამოვიდა ტაიმები ასეთი განსხვავებული?

- პირველ ტაიმში კუთხურიდან გოლის გატანა შეგვეძლო, გარმაშს კარგი მომენტი ჰქონდა, თუმცა არ გაგვიმართლა, ხოლო მეორე ტაიმში უფრო კარგად ვითამაშეთ და მომენტები გამოვიყენეთ.

- შეხვედრის საკვანძო ეპიზოდი პირველი გოლი იყო?

- არა მგონია, რადგან პირველი გოლის შემდეგაც მოწინააღმდეგე ცდილობდა სიტუაციის გამოსწორებას, თუმცა ჩვენ დაცვაში არ ჩავჯექით და შეტევა განვაგრძეთ.

- კაპიტნის სამკლავურით როგორ გრძნობდით თავს?

- ნორმალურად. დიდი პასუხისმგებლობა მქონდა. ამიტომ ვცდილობდი, შეცდომები არ დამეშვა და ფხიზლად მეთამაშა. ფეხბურთელებს მუდმივად რჩევებს ვაძლევდი, ხოლო მსაჯთან არ ვკამათობდი. მსაჯთან კამათს აზრი არა აქვს - თავის გადაწყვეტილებას მაინც არ შეცვლის.

- შარშან ლობანოვის ტურნირში უკრაინის ახალგაზრდულმა ნაკრებმა მე-3 ადგილი დაიკავა. წელს რას აპირებთ?

- ლობანოვსკი ბრწყინვალე მწვრთნელად აღიარებულია არა მარტო უკრაინაში, არამედ მთელ მსოფლიოში. შევეცდებით მისი სახელობის ტურნირის ფინალი მოვიგოთ.

- გადამწყვეტ ორთაბრძოლაში უზბეკეთს უნდა დაუპირისპირდეთ. რას იტყოდით მეტოქეზე?

- სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის სულერთია, ვის ვეთამაშებით - უზბეკეთს თუ სერბეთს. ფინალური შეხვედრისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ და მეტოქე შევისწავლოთ.

ვალერი ლობანოვსკის ტურნირის ფინალური შეხვედრა უკრაინასა და უზბეკეთის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის დღეს, 10 აგვისტოს გაიმართება.

მომზადებულია fcdynamo.kiev.ua-ს მიხედვით

geosochi
იმედია მომავალში საქართველოს ნაკრებში ითამაშებს!
vova
ერთი შენ ტვინში ჩამახედა 2 წამით... კაცია კაცური და დასანიშნი იყო! რა შუაშია ფეხბურთთან სსსრ? ალაგ-ალაგ რომ არ წაGკითხა იმასაც დაინახავდი რომ ბიჭი უკრაინის მოქალაქეა, საბჭოთა კავშირი კი არ აღდგა-ადამიანს შრომა და კაცობა დაუფასდა! თემო მაგრად გამიხარდა,წარმატებებს გისურვებ!
mentaliteti
საბჭოთა კავშირი აღდგა? ისევ ერთად ვართ სუყველა? გრუზინი კაპიტანი დანიშნეს ნაკრებში?
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა