კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის „დინამო“ გასვლაზე „მორნართან“ 1:2 დამარცხდა.

სტუმრებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს, რის შემდეგაც ორი გოლი გაუშვეს. ჯერ დურიშიჩმა საჯარიმოდან 30 მეტრიდან გაიტანა, მერე კი დაცვის ცენტრის შეცდომის შედეგად ვუშუროვიჩი მეკარე მაქაცარიასთან პირისპირ გავიდა და შანსი ხელიდან არ გაუშვა. მეორე ტაიმში „დინამო“ უპირატესობას დაეუფლა, შეცვლაზე შესულმა სხირტლაძემ და სამუშიამ თამაში გაამწვავეს. 84-ე წუთზე ხვადაგიანთან უხეშობისთვის მსაჯმა პირდაპირი ბარათით მონტენეგროელი სერატლიჩი გააძევა. მერე მეტოქის საჯარიმოში წაქცევისთვის არბიტრმა პენალტი არ დანიშნა, კომპენსირებულ დროში კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს უგრეხელიძემ მეტოქის კარში მიუჩინა ადგილი, ბოლოს ხვადაგიანმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა და შეხვედრაც დასრულდა.

საპასუხო დაპირისპირება 18 ივლისს ჩატარდება და ანგარიშიდან და მოწინააღმდეგის დონიდან გამომდინარე, ფელდჰოფერის ახალგაზრდულ გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის ურიგო შანსი როდი აქვს.

პოდგორიცა. „DG არენა“

მორნარი - დინამო (თბ) 2:1

გოლები: 1:0 დურიშიჩი (20), 2:0 ვუშუროვიჩი (22), 2:1 უგრეხელიძე (90+4)

გაძევება: სერატლიჩი (84, მორნარი)

დინამო (თბ): მაქაცარია, კალანდაძე, ხვადაგიანი, ხარებაშვილი (ბაგრატიონი 81), სანტისი, ოსიყმაშვილი (მოისწრაფიშვილი 70), ლომინაძე (სხირტლაძე 46), სიმონი, უგრეხელიძე, ცეცხლაძე (სამუშია 46), სალია (იობაშვილი 70)

Levani
Ra pontshi gamodis orive dinamo vinmem icis?
Cიციკორეს
დინამოს აკადემიაზე რამე ვთქვი? უხელმძღვანელოს აკადემიას , რა ჯობია მაგას. დინამოა განადგურებული

გადაგყვებიან ბიჭო თან,მეტი საქმე არააქვთ.ისე შენ მაინც ინატრე,უფასოა.

წერა-კითხვა ისწავლე შე უწიგნურო.
ნიკა
მართალია წაგეს მგრამ ბოლომდე იბრძოლოს და გოლიც გაიტანეს რაც მნიშვნელოვანია რომ არ დანებდნენ
გენა
ვახ რა ფრე გავმაზეთ ევროპულ გარნდთან!!
დათო
იმედია ხუმრობ
Lasha
და აი ასეთი დონის რომ გვყავს ჩემპიონატის ტოპ კლუბები, იძახეთ მერე, ნაკრებში რატომ არ მიჰყავს ეროვნული ლიგიდან ხალხიო. ფიფიას და დინამოს დამსახურება არაა, ნახევარზე მეტმა ნაკრებმა დინამო რომ გამოიარა. ტრაგედიაა ის, რომ ალტერნატივა არ აქვთ ნიჭიერ ბავშვებს.
Karche ra
დიდი სიამოვნებით ჩავქოლავდით ქართველი ხალხი რომან ფიფიას ესეთი უსახური გუნდის დაყენებისთვის უფალს ვთხოვთ მომავალ ევრო ტურნირებზე ვერ გავიდეს დინამო რო ხალხმა ცოტა ხმა ამოიღოს და აქციები მოაწყონ ბაზასთან და ფიფიას სახლთან ეგ არარაის კაცი ეგ არის მტერი ქართველი ხალხისს....დღევანდელი ნაკრებში მაგის ფეღბურთელები არიანო წიწილის ფასებად ყიდის ბავშვებსს..
გენა
დინამოს წარუმატებლობაზე კომენტარს აღარ გავაკეთებ. ისედაც ვიცით რაცაა. სხვა რამე ამ|თავარი: ჩვენ, ქართველებს, ნიჭზე და ნიჭიერებაზე გვაქვს მცდარი წარმოდგენა. ვიწყებთ უაზრო აღფრთოვანებას აბა, უნიჭიერესი ვიღაცა გამოჩნდა ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერი ბიჭია ვიღაცა, აგერ დინამოს ახალგაზრდა ტალანტი კიდევ ვიღაცა.. სისულელეა!!!!რომელია მაგ გუნდში ტალანტი? მესმი, რომ 16 ჭლის ბავშვები არიან ჯერ, მაგრამ ტალანტის არცერთს არაფერი არ ეტყობა. არაფერი!! გაიგეთ!! ოქრიაშვილი და სხირტლაძე გამოცდილი და ასე თუ ისე ნორმალური ფეხბურთელები სკამზე გეჯდეს და ეს ბავშვები ათამაშო? ეს მწრთნელიც დებილია.
გიზოგ
მერედა ევროტურნირი საბავშო სათამაშოა, რომელმაც უნდა მისცეს კლუბს განვითარების საშუალება როგორც სპორტული, ისე ფინანსური თვალსაზრისით. ჟილკასთან ერთად ბევრი თუ არა ცოტა ხარისხიანი თამაშიც უნდა.
gia
სირცხვილია ასეთი დინამოს ყურება რა!!!
ლევანი
კარგით, ჰოო. უყურა მაინც თამაშს იმ ხალხმა, აქ ვინც აკომენტარებს? მეეჭვება. ბავშვებმა ითამაშეს, ბავშვებმა, და ძალიან კარგად და ჟილკით ითამაშეს.
ციციკორე
მაგ ფიფიას უმადლოდეთ, ნაკრებს 2-3 მაღალი კლასის ფეხბურთელი რომ ჰყავს. ჟორჟის გარდა, თუ ვინმე რამეს წარმოადგენს, დინამოს აკადემიის აღზრდილია. დინამო თორემ, სხვები ხომ ბრწყინავენ?! აგერ ითამაშეს სხვებმაც. რომლის თამაში და შედეგი მოგეწონათ?
გიო
ისე ამდენი წელია ერთიდაიგივე წრეზე დადიან ქართული გუნდები, სასაცილოა ვეღარც ვბრაზდები 30 წელი რო ერთ წერტილს ვერ ცდები ხო შეილება რამე შეცვალო, მარა ალბათ ფული თეთრდება.
კატასტროფა
ამ ტურან სადაც დაიჭირა ჩვენი გუნდები ხო…ფედერაციის ბრალია სამოყვარულო დონესაც ვერ აკმაყოფილებს ჩემპიონატი..ძალიან სუსტები არიან. ფაქტიურას 0
555
დიდი მადლობა ტოვარიშ კობიაშვილს და ამხანაგ მუჯირს.ებრძვით "დინამოს"ჯიგრებო?რით ვერ დაძეხით?
სად ვართ
დასრულდება პირველი საკვალიფიკაციო და დასრულდება ჩვენი გაბრაზებაც..ბიჭებს დასასცენებლად რო უნდათ წასვლა უნდა ხვდებოდეთ..თქვენ თქვენ ხო კარგად ისვენებთ????? ყველას ოჯახი ყავდ ემზადებიან წასავლელად..რატო არ თამაშობენო ისაო ესაო
ეგრეა
შარშან მალტამ მოუგო ორივე თამაში
დინამოელი
წლიდან წლამდე ივსება ჩემი უსაყვარლესი გუნდის ისტორიის წიგნი დიადი ფურცლებით. დიდი მადლობა ამხანაგო რომან
იასონას უდარი
გოუჭირდებოდათ,როდის მოუგიათ ახლა რო მოეგოთ? მოვიძიოთ ინფო,მეთევზეები და მეცხვარეები თუ არ ყავს შემადგენლობაში მონრანს,უკვე პროგრესია და ტაში დავუკრათ უნდა. სირცხვილი,სირცხვილი,სირცხვილი და თავის მოჭრა.
c
გასაუქმებელი გუნდია. მართლა არ ვხუმრობ. რადგან ფიფია არ მიდის და სხვაც ვერავინ ვერაფერს შვება, ეს გუნდი უნდა გაუქმდეს. თავიდან მრცხვენოდა დინამოს სახელს ასეთ რამეებს რომ უკეთებდნენ, ეხლა უკვე ისე გააფარჩაკეს, რომ აზრიც აღარ აქვს ამ გუნდის აღდგენას. ახალი გუნდი უნდა გაკეთდეს, სადაც ჩაიდება ინვესტიცია და რომელიც გახდება თავამედროვე საქართველოს ფლაგმანი. დინამო დარჩა ისტორიას.
mamuka
კაი ტრენერი ერთი ვინც გამოჩნდა რუი მოტა დილაში გაუშვით და აგერ გუშინ ბევრად ძლიერ გუნდს მოუგო სომხური გუნდით და საერთოდ ვინც კაი გამოჩნდა ყველა გაუშვით ფულის ვირთხებო
არა ძმაო რა რობოტი
შემადგენლობა მაინც ნახე რამე საიტზე და ფეხბურთელების ასაკი ;)
დინამო
დაიწყება ეხლა გინაბა დინამოსი და ფეხბურყელების ბაზარი არაა ვერ ითამაშეს და მეც მაგარი გაბრაზებულივარ მაგრამ ჯერ ესერთიც დინამოზე დიდი გუნდრბი აგებენ მაგრამ ნამდვილი გულშემატკივარი არასდროს ატოვებს თავის გუნდ გასაჭირში და მერე კიდე აქ რო წერთ კაი ბიჭებივით და გონზე აეახართ ფეხბურთის მარტო გოლი ან კუყხური რო გონიათ ფეხბურთი იცი რაქენით ?? გაავსეთ სტადიონი და გულით უგულშემატკივრეთ როგორც ნაკრებს გულშემატკივრობ და თუვერ ითამაშებენ და ვერ მოიგრბე შეიძლება სულით და გულით ითამაშო მაგრამ ვერ მოიგო და აი მაშინ მე ვიქნები პირველი ვიც გააგრიტიკებს ფრხბირყელებს წამოწოლილი დივანზე და აქ წერით ეგ არაა გულშემატკივრობა
ixvi
ხო, მეც ეგ არაფრის მაქნისი ლეგიონერები მშლიან ნერვებზე. თუ შედეგი მაინც არ აინტერესებს ფიფიას და მთავარია ახალგაზრდები გაზრდა (შესაძლოა, ლოგიკურია კი ბატონო, რა დიდი განსხვავებაა პირველ და მესამე ეტაპზე გავარდნას შორის, ან თუნდაც გინდ ჯგუფურს შორის კონფერენც ლიგის), რატომ უნდა გვაყურებინოს ამ უნიჭო უცხოელებზე? წააგონ მაშინ ჩვენმა ახალგაზრდებმა, გამოცდილებას მაინც მიიღებენ. კი ბატონო, ფიფიას გუნდია და თავის ფულს რაშიც უნდა იმაში ხარჯავს, მაგრამ ხომ უნდა ესმოდეს, რა სახელის კლუბს მართავს? ახალგაზრდების გამოშვება თუ იქნება დეკლარილებული კლუბის მიზნად, არავინ ჩათვლის სირცხვილად ასეთ გუნდებთან მარცხს, მაგრამ თბილისის დინამოში ჭ-კლასის უცხოელები არ უნდა თამაშობდნენ!
Annabel
ჰაჰაჰაჰა: რატომ ფიქრობდით ფიფიას დინამო დასავაჟკაცებელ მორნარს თურმე არ მისცემდა და გაუძალიანდებოდა პირიქით უყვარს დინამოს დებიუტანტი/ახალგაზრდები და ამას გაუშვებდა ხელიდან? რამდენი "დაავაჟკაცა" ადრე და ეხლა ასეთ ახალგაზრდა მასპინძელს რომელსაც პირდაპირ დებიუტი მასთან ქონდა ევროტურნირებზე ისტორიის მანძილზე დინამო პირდაპირ ჩოგბეჯნში დადგა და მონტენეგრული მორნარი ესე პირდაპირ ეთერში "ვაჟიშვილი გახადა" შარშან და მის წინ ეს სიამე ესტონელმა მეტყევეებმა მათ წინ კი სულ ფარერელმა მეცხვარეებმა იგემეს ეხლა ვატყობ ეს "სიამოვნება" სტუმრად ვერ დააცხრობდა მის ვნებებს და ეხლა უკვე მასპინძელის როლში ალბათ მთლად "დაზეთილ დამაზული" დაუდგება ნაცნობ პოზაში ახალგაზრდა ჯეელ მონრანს და უფრო ღრმად ასიამოვნებს. ეს სამარცხვინოც აღარაა ფსკერი გახვრიტა ქართულმა საკლუბო ფეხბურთმა ფიფიამ კი ფსკერის ძირში 3 კილომეტრიანი გვირაბი გაარღვია და იქ გამაგრდა.
A
ყოველი წლის იმედგაცრუება ხარ დინამო!! ასეთ ლეგიონერებს ბავშვები ათამაშეთ გამოცდილებას მაინც მიიღებენ.. და 3-4 წელი შეთამაშდებიან მაინც. ხალისი მეკარგება რა
დათა
90 წუთი დინამომ ვერ გაიგო რა პრინციპია ფეხბურთი, რომ მოწინააღმდეგის კარში უნდა დაუმიზნო ბურთი და იქ მოახვედრო. ცენტრალური მცველები კატასტროფა გვყავს. მეკარეც გააკეთე რა ნაბიჯი და ისე გადახტი შე მამაცხონებულო
სხვა
ითამაშონ ეხლა ემოციური კლასიკოები ამათ და ტორპედომ, ბრძოლა და თავდადება დავიჯერო ვერ ნახეს გერმანიის მინდვრებიდან ამათნაირი ქართველების შესრულებით? თან ეგაა ამათი სამსახური უნდა ირბინო და ბურთ გაეკიდო და არა აგორო იქეთ აქეთ და მერე უკან
საინტერესო მირიანი
ეხლა მოვსერჩე და ეს მორნან ბარი ყოფილა პატარა ქალაქ ბარის გუნდი, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 15 000 ადამიანია, თავისი სტადიონიც კი არ აქვს გუნდს, რომელზეც ამ დონის თამაშს ჩაატარებს. ტიპებს რა დაბალი მეკარე ყავდათ, ალბათ 1.78 სმ იყო მაქსიმუმ. აქ რომ გვექნება თამაში, ეგ მაინც გამოიყენეთ, 7 დარტყმულიდან 5 გავა. იქნებ ეს მესიჯი ნახოს ვინმემ და იფიქროს რაც დავწერე
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
კაცნაკლული თბილისის "დინამო" "მორნარს" დაუზავდა და გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
"უოტფორდმა" ჩიქოვანი "შარლერუაში" გაანათხოვრა
ლეგენდების მატჩი | დინამო V აიაქსი