როგორც ჩანს, "ნაპოლის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მაინც თავისი გაიტანა. მან "პარტენოპეიში" დანიშვნის შემდეგ განაცხადა, რომ გუნდის აშენებას ჯოვანი დი ლორენცოსა და ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ აპირებდა და მათ არაფრის დიდებით შეელეოდა.

როგორც გუნდის კაპიტანმა, ასევე ქართველმა, იტალიური კლუბის დატოვების სურვილი გამოთქვეს, მაგრამ ეს ამბავი არ გამოუვიდათ.

გუშინ დი ლორენცომ "ნაპოლის" ოფიციალური გვერდის მეშვეობით ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ კლუბში რჩება.

მან დაადასტურა, რომ გასული სეზონით ძალიან უკამყოფილო იყო და წასვლა მართლაც სურდა, თუმცა კონტესთან და დე ლაურენტისთან შეხვედრის შემდეგ ეს გადაწყვეტილება შეცვალა.

ჯოვანიმ აღნიშნა, რომ არაფერს დაიშურებს, რათა "პარტენოპეის" ფანების სახეზე კვლავ ის ბედნიერება ნახოს, რაც 33-წლიანი ლოდინის შემდეგ ჩემპიონობამ მოუტანა, რაც მას დიეგო მარადონას შემდეგ მოპოვებულ პირველ სკუდეტოზე უდიდეს სიამაყეს ჰგვრის.

პარალელურად, დღეს დილიდან იტალიური პრესა წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" დარჩენა გადაწყვეტილი ამბავია. გუშინ ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომ თუ გუნდის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს სურდა, ხვიჩა დარჩებოდა, რაც იმის მანიშნებლად შეგვიძლია მივიღოთ, რომ ქართველი მომავალ სეზონში კვლავ "მარადონაზე" იბურთავებს.

დე ლაურენტისს არაერთხელ უთქვამს, რომ ამ ზაფხულს "კვარას" არცერთ შემთხვევაში არ დათმობს. ჩვენებურს ნეაპოლში ახალი სეზონის მზადებისთვის ივლისის ბოლოს ელოდებიან.

აზრი
მაგრად დაგვერხა!!!
გია
მართალი ხარ, მასე თქვა.
გია
ვნახე ნობელის და ჯუღელის ინტერვიუ. ჯუღელის დიპლომატიური (მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა და როგორც ჩანს, ხანდახან ჯუღელსაც ეხერხება დიპლომატიურობა) პასუხი იყო, რომ ჩვენ ჩვენი პირობები წავაყენეთ და თუ ლაურას ხვიჩას დატოვება უნდა, ეს პირობები უნდა მიიღოს, თუ არა და _ დიდ თანხად გაყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალ წელს და შემდეგ, იმის ნახევარსაც ვერ აიღებენ,რასაც ახლა თავაზობენ. ვაჭრობა და ძალის დემონსტრირება მიდის, ჩვენებსაც, როგორც ჩანს, რაღაც კოზირები უჭირავთ, ყოველშემთხვევაში, მე ასე მინდა მჯეროდეს, და იმედია, ხვიჩა დატოვებს ამ დდ „ნაპოლის“. ეს ინტერვიუ უფრო იმედს მიტოვებს, რომ ასე იქნება.
ვახო
რეალურად რომ შევხედოთ სიტუაციას კვარაცხელია და ოსიმენი რომ გაყიდოს ნაპოლმა, კონტემ ვისზე უნდა ააწყოს გუნდი? შანსი არაა წელს არ გაუშვებენ, თორემ პსჟ-ს ვარიანტი ბევრად უკეთესია, რა თქმა უნდა
ჟორა გაბრიჭიძე
პსჟ-ეს არანაირი მომავალი არ აქვს და ასეთი სუსტი შიდა ჩემპიონატი, ვერასდროს აამაღლებს ჩემპიონთა ლიგის მომგებ გუნდამდე. როგორც ნახეთ მბაპეს ოქროს კოშკებს უშენებდენ ოღონდ დარჩიო და არ დარჩა, იმიტომ რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა და იცის ამას პსჟ-ეში ვერასდროს მიაღწევს, ამიტომ მოცდა და ისეთ გუნდში გადასვლაა საჭირო, რომელსაც ლიგის მოგების შანსი ექნება.
დიდუბელი
მართლაც საშინელი ვიდეოა.
მამუკა
სუფთა წყლის ყალთაბანდია ..
მამუკა
სუფთა წყლის ყალთაბანდია ..
სხვებს ხომ ჰყავთ ნორმალური აგენტები
მამარდაშვილა და მიქაუტაძეს ხომ ჰყავთ ნორმალური აგენტები. ახერხებენ სკანდალების გარეშე შეცვლას კლუბების. სთხოვოს ჯუღელმა, წააკითხონ იმათი ხელშეკრულებები, რა წერია იმათთან ისეთი რასაც ეს ვერ ხვდება ))
ოთო
ჩემი აზრით ჯობია კვარას აგენტობა მამამისმა გაუწიოს. ჯუღელი არაფრის მაქნისი არ არის
ამატაკი
კი ბატონო, ეს ვიდეო გუშინ აიტვირთა და როგორც ჩანს მხოლოდ ამაზე დაყრდნობითაა გაკეთებული დასკვნები. თვით ინტერვიუ ჩაწერილია პორტუგალიასთან მატჩის დღეს, აშკარად არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ჯუღელისაგან. ნუთუ აქამდე რთული მისახვედრია, რომ პრესასთან აგენტის ნებისმიერი კონტაქტი ფეხბურთელისათვის შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობის აღმოჩნდეს! ეს კიდე უფრო ძველ ნაცნობთან "პიანნი" ღლაბუცს ჰგავს. ამაზე ვამბობდი გუშინ, ვნახე და გული ჩამწყდა მეთქი - ვის ხელში არის ჩვენთვის ასეთი დიდი მნიშვნელობის უმაგრესი ბიჭის მომავალი! კიდე ხვიჩა თუ ივაჟკაცებს და თავად გადაწყვეტს თავის საქმეს. ეს ვიდეო იმდენად ცხადად ავლენს ხვიჩას თავს რა ამბავი ტრიალებს, რომ კომენტარი უბრალოდ ზედმეტია! ღმერთი შენსკენ მაგარო ბიჭო!
guga
ქვეშაჯვიობა არაა, პირიქით. თქვა თუ იმ პირობებს დაგვიკმაყოფილებს რასაც ვეუბნებით დარჩებაო.
რობი
ჯუგელის ეს კომენტარი საქართველოს_პოტუგალიასთან თამაშის დროსაა ჩაწერილი, და მის მერე ჯერ კიდევ არაა შეთანხმება მიღწეული კლუბსა და ხვიჩას შორის
soc.press
"გუშინ ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომ თუ გუნდის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს სურდა, ხვიჩა დარჩებოდა" მარტივად რომ ვთქვათ, მორიგი ქვეშა#$%ობის აღიარება ჯუღელის მხრიდან. სხვაკომენტარი არ მაქვს.
რეალობა
ხვიჩამ როგორმე უნდა მოიშოროს ჯუღელი და ჯუღელის ძმაკაცი "ნობელი". ეს საშინელი ვიდეო ნახეთ https://youtu.be/pHwEdTUIbns?si=dc65BKUPNpC9u6kQ
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
"ასეთი რამ "ნაპოლიში" არასდროს მინახავს" - ლუჩანო სპალეტი
დი ლორენცოს ოპერაციის გაკეთება მოუწევს
"კონტესთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა" - "ახალ კვარად" წოდებულმა ლანგმა "ნაპოლის" დატოვების მიზეზი განმარტა
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
"ამდენი მატჩები ფეხბურთსა და ფეხბურთელებს კლავს!" - კონტეს ემოციური კომენტარი "ფიორენტინასთან" გამარჯვების შემდეგ
დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ - აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა
ჯუღელის ნათქვამი მალე აცხადდება? - საუდის არაბეთში ოსიმენის კონტრაქტის გამოსასყიდს იხდიან, "მანჩესტერ იუნაიტედი" სხვა ფორვარდს იმატებს
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"დე ლაურენტისი დათმობაზე წავიდა, ჯუღელის პირობები დაკმაყოფილდება" - "კვარას" ახალი ხელშეკრულების დეტალები ცნობილია
კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს
"Kvaracentrico. ქართველი "ნაპოლის" სახეა და გზა უნდა გაუნათოს - კონტემ ვარჯიშზე ფეხბურთელები გატანჯა" - იტალიური მედია
ეს ნაცნობი დე ლაურენტისია - აურელიო კონტეს ემშვიდობება, თანაც უფასოდ
"საქართველოში მივდივარ... ხვიჩა თავის სამშობლოზე ამას ყოველდღიურად მეუბნება" - ნგონგემ კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"გამიმართლა, რომ შენთან ერთად ვითამაშე" - დი ლორენცო კვარაცხელიას გამოემშვიდობა
"ის სპალეტისთვის საოცნებო ფეხბურთელია" - ლუჩანო "ნაპოლის" კაპიტანს ართმევს?
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
"ნაპოლიში" დარჩენით დიდი შეცდომა დაუშვა" - კასანომ "პარტენოპეის" ფეხბურთელზე ისაუბრა
"კვარაცხელიას ტრანსფერზე 6 თვე ხმაურის გარეშე ვმუშაობდით" - აგენტმა სიტუაცია განმარტა
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
დიეგო კოშტა: კონტეს სახლში სექსი არ აქვს და ამიტომაა მუდამ მოღუშული
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
"ამას მხოლოდ კონტე თუ მოახერხებდა" - "ნაპოლის" კაპიტანი სკუდეტოს მოგების შემდეგ
32 მილიონად ნაყიდს 80 მილიონად გაყიდის - დე ლაურენტისმა შეიძლება მაკტომინეის ტრანსფერით გვარიანად იხეიროს