საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების პირველი მარცხი ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში, რომელიც გუშინ რუმინეთის ქალაქ პიეშტში დაიწყო. პირველ მატჩში ალბანეთის განადგურების შემდეგ ქართველები დღეს მასპინძელ რუმინელებს შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში – 76:86 წააგეს. რუმინეთი საკმაოდ ძლიერი გუნდია, რომელიც საკუთარ კედლებში თამაშობს და A დივიზიონში გადასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. მასპინძლებმა პირველ ტურში ესტონეთს მოუგეს და ცხადია, საქართველოსთანაც მხოლოდ მოგებას გეგმავდნენ.

კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა რუმინელებს სოლიდური წინააღმდეგობა გაუწია. პირველი პერიოდის შემდეგ 6 ქულით გალიდერებულ მასპინძლებს ქართველებმა დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 2 ქულამდე შეუმცირეს, თუმც მესამე ათწუთეულში ტუდორ სომაჩესკუსა და დავიდ ლაპუსტეს მექულეობით რუმინელები ისევ ხელჩასაჭიდად დაწინაურდნენ. მასპინძლებმა პერიოდი 24:19 მოიგეს და ბოლო მეოთხედს 7-ქულიანი ლიდერობით შეეგებნენ.

ბოლო პერიოდი კვლავ მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, რომლებმაც უპირატესობის კიდევ უფრო გაზრდა მოახერხეს და დასრულებამდე 4 წუთით ადრე 16 ქულით – 80:64 დაწინაურდნენ. თითქოს ყველაფერი აქ გადასწყდა, მაგრამ ჩვენი ნაკრები ვა-ბანკზე წავიდა და გაუმართლა. გიორგი სულაბერიძემ ზედიზედ ორჯერ სამქულიანები ჩააგდო, ორიანიც მიითვალა, მანამდე კი სერგი ნინუას ზუსტი საჯარიმოებიც ჩვენს ანგარიშში ჩაჩხრიალდა და დასრულებამდე 2 წუთით ადრე სხვაობა 6 ქულამდე შემცირდა. საქართველომ 10:0 გაქცევა მოაწყო და როგორც იტყვიან, თამაშში დაბრუნდა.

სამწუხაროდ, ეს აღმოჩნდა მაქსიმუმი. რუმინელებმა ჩააგდეს, ქართველებს კი აღარ გაუმართლდა, სროლები გააცუდეს და მასპინძლებმა ბოლო წუთზე კვლავ 10-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს. შეხვედრაც ამ სხვაობით დასრულდა და რუმინეთმა ჩვენი ჯგუფიდან გასვლაზე ყველაზე სოლიდური განაცხადი გააკეთა.

საქართველოს ნაკრებში 17 ქულით ბომბარდირი სულაბერიძე გახდა, რომელმაც 0 ორქულიანი და 5 საჯარიმო გააცუდა და ამის გამო სარგებლიანობის ინდექსით ჩვენიანთა ლიდერებში ვერ შევიდა. ამ მხრივ ყველაზე სარგებლიანი ვაო გაჩეჩილაძე იყო – 9 ქულა, 7 მოხსნა, 0 დაკარგვა და თამაშიდან სროლის 80-პროცენტიანი მაჩვენებელი (5-დან 4). 14 ქულა და 7 მოხსნა ბაქარ ბერეკაშვილმა მოაგროვა, ლუკა ალავიძის ანგარიშზე 12 ქულა, 6 მოხსნა და 3 ჩაჭრა დაგროვდა.

საქართველოს ნაკრები მომავალ მატჩს 14 ივლისს, ბულგარეთთან გამართავს.

GBF.GE

kombato
da ramdenjer chaplavda mazgach? daaxia tavze mtels superligas da evropazec gadis. aket ager estones mougebs da gava naxevarfinalshi. shen kide zixar da ackapuneb klaviaturaze
რომბი
ყოჩაღ ტუღუში! ნამდვილად მწვრთვნელია! რუმინეთს შინაური კედლებიც ეხმარება. ნაკრების მწვრთვნელი მოთამაშეთა ფიზიკურ მომზადებაზე ვერ იქნება პასუხისმგებელი. ამ შემადგენლობით მეტი უკეთესი შედეგი არ დაიდება,ესტონეთს უნდა მოვუგოთ!!!!!!!!!
რრრ
ბრძოლაში წაგება საამაყოა:სერბეთთან, ხორვატებთან, ესპანელეთან და ეგეთებთან თორემ რუმინეთთან, ბულგარეთთან სამარცხვინოა თან მერამდენეჯერ უკვე.
ეეე
რამდენჯერ უნდა ჩაფლავდეს, ეს ტუღუში, რომ მიხვდეთ რომ ეგ მწვრთნელი არაა.
დიმა
რუმინეთი სულაც არ არის ძლიერი. აგერ ნახავთ. მესამე მეოთხედში წინაც, რომ გავედით, დაგავიწყდათ. ჩვენი გუნდი უსისტემოდ, უაზროდ თამაშობს. არის მხოლოდ ეპიზოდური გამონათებები.ჯარიმების სროლა ასწავლეთ ბიჭებს.
მალხაზ ჯობავა
არ მინდა ძმაო ამდენი და სულ ბრძოლებში დამარცხება! იქნებ ბევრჯერ უბრძოლველად და სუსტი თამაშით მოვიგოთ, ჰა! დავიღალეთ სულ ამის მოსმენით ვიომეთ, ვებრძოლეთ, შევაკვდით, მაგრამ წავაგეთ, გმირულად.
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს U20 ნაკრებმა სლოვაკეთი დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის უნგრეთს შეხვდება
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
U20. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში უკრაინასთან დამარცხდა
საქართველოს U20 ნაკრებმა მე-5 ადგილი დაიკავა | სულაბერიძე ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესტონეთი გაანადგურა და ჯგუფიდან გავიდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მეოთხედფინალში უკრაინას დაუპირისპირდება