"ჟირონას" 20 წლის მცველმა ანტალ იაკობიშვილმა შესაძლოა, საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

"რაც წლების წინ წარმოუდგენელი ჩანდა, ახლა, შესაძლოა, სასიკეთოდ შემობრუნდეს და „ჟირონას“ 20 წლის ცენტრალურმა მცველმა ანტალ იაკობიშვილმა საქართველოს ნაკრების მაისურით ითამაშოს. ცხადია, ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგების შემდეგ ბევრად ნათელ ფერებში გაიხსნება გზა ჩვენი ეროვნული გუნდისთვის.

ანტალ და აარონ იაკობიშვილები ქართულ-ებრაული ოჯახის წარმომადგენლები არიან. ანტალი 20 წლისაა, ცენტრალური მცველია და გასულ სეზონში ესპანურ „ჟირონაში“ დებიუტიც ჰქონდა. აარონი "ბარსელონას" 18 წლის მეკარეა. ორივე ძმა უნგრეთის მოქალაქეა.

ანტალ იაკობიშვილი და მისი ოჯახის წევრები საქართველოს ნაკრებში თამაშის შესაძლებლობას განიხილავენ. როგორც შევიტყვე, ანტალს დაუჩივლია, კი მაგრამ, მგონი, საქართველოში არავინ მიცნობსო…

ჰოდა, მინდა, გთხოვოთ, რომ ამ პოსტის კომენტარებში მას თქვენი სათქმელი დაუტოვოთ, თუ რამხელა სიყვარულს იგრძნობს საქართველოს ნაკრების არჩევის შემთხვევაში. ის ჩვენ ძალიან გვჭირდება. შესაძლოა, ვინმემ გაიფიქროს, საქართველოს ნაკრებში თამაშს თხოვნა რად უნდაო. არა, მეგობრებო, წლების წინ ემიგრაციაში წასული ოჯახების შვილებს სწორედ ჩვენ, ხალხმა უნდა ვაგრძნობინოთ, რატომ უნდა აირჩიონ მათ საქართველოს ნაკრებში თამაში.

ამ თემატიკის პოსტს Geo Team-ი მეორედ აქვეყნებს. პირველად 2020 წლის ოქტომბერში გიორგი მიქაუტაძის შესახებ დავწერეთ და დღეს ყველას გვიყვარს ჩვენი ბომბარდირი! ანტალი რამდენიმე დღის წინ 20 წლის გახდა. ჰოდა, ანტალ, გილოცავთ დაბადების დღეს და გელოდებით საქართველოში! დაე, 21-ე დაბადების დღე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის სტატუსით გვეზეიმოს.

100%-ით დარწმუნებული ვარ, ყველა კომენტარს წაიკითხავს, მოულოდნელად, გუშინ "ინსტაგრამზე" ჩვენი გვერდის გამომწერი გახდა", – წერს Geo Team-ი.

Guriec
ანტალია ბიო, თუ გინდა პრაქტიკა და გამოსთილება დააგროვო, ჩამოი აგერ და ჩოხატაურის ბახმაროში გათამაშებთ, გურიის ნაკრების შანსიც გეიჩითება ბაბუა და გურულებსაც გეიცნოფ! დამიჯერე ბაბუა, უკეთეს ხალხს დუნიაზე ვერ მეიძევ და ფეხბურთის თამაშს აქანე რომ გასტავლიენ, ვერსათ ვერ ისტავლი მასთე! ნუ მუუგდეფ ყურს ნურავის, დამიჯერე, ყველაზე კაი ვარიანტს გეუბნები! აბა ჰე, გისთით გურულები!
Guriec
მისი გადასაწყვეტია უნგრეთი თუ საქართველო... თუ ისრაელი! რომელსაც გრძნობს სამშობლოდ, იქ უნდა ითამაშოს, რას ნიშნავს კომენტარებით დავარწმუნოთ საქართველოს სასარგებლო არჩევნის გაკეთებული? სიყვარული ავუხსნათ და ჩვენს სამშობლოს აირჩევს? სისულელე! უკვე ვთქვი, რომელსაც შინაგანად შეიგრძნობს სამშობლოდ, იმ ქვეყნის სასარგებლოდ უნდა გააკეთოს არჩევანი, რომ მერე, წლების მერე სინანულის გრძნობა არ გააჩნდეს! გაიგეთ ბატონებო? შეეშვით, მიეცით საშუალება თვითონ გააკეთოს თავისუფალ ნებაზე დაფუძნებული არჩევანი და ყველანი დავინახავთ როგორი მაგარი ფეხბურთელი დადგება მისგან! ზეწოლით გაკეთებულია არჩევანია კი, შეიძლება როგორც ფეხბურთელი დაიღუპოს!
მმმმმ
აზროვნებ რას წეერ?უადგილო და უაზროა შენი კომენტარი,ბევრ ებრაელთან ვახლობობ და ძალიან კარგი ადამიანები არიან,რაც შეეხება ამ ძმებს მკითხველის კომენტარი ვერაფერს უზამს თვითონ თუ არუნდა.ძალით ვერავის მოიყვან გულით თუ არ უნდა თამაში,ჩვენგან სიყვარულზე კი მამარდას კითხოს იქვე ყავს და ეტყვის როგორ გვიყვარს ყოველი მათგანი.ეს სპორტული მხარე,თორემ ზოგადად კითხოს მშობლებს ქართველებმა როგორი გულითადი მიღება და სიყვარული ვიცით
ნიკა
ებრაელებმა ქრისტე ვერ დააფასეთ და ფეხბურთელს დააფასებთ?
zviadi
ანტალ გელოდებით ძაან გვეყვარები და დაგაფასებთ!!! აირჩიე საქართველო და წინ ბევრი წარმატება გველოდება!!!
ებრაელი
კარგია თუ ისრაელის ნაკრებს აირჩევს. ჩვენ უფრო ვიცით ჩვენიანის დაფასება, ვიდრე საქართველოში
მარკი
ბრწყინვალე აზრია და ქვეყნებს შორის მეგობრობის განმამტკიცებელი,ისტორიული წარსულით და კეთილი მომავლით გაბრწყინებული.გელოდებით მოუთმენლად.
222
მშვენიერი ინფორმაციაა, ნამდვილად გვჭირდება ნაკრების გაძლიერება და განსაკუთრებით დაცვით ხაზში ახალი (ახალგაზრდა პროფესიონალები) სახეები, ძალიან კარგი იქნება თუ საქართველოს ნაკრებში ითამაშებს. სიყვარულ აქ ყველაზე მეტად იგრძნობს და მასაც წაადგება განვიტარებაში ქართველი გულშემატკივარის სიყვარული
თამარ ბაშარული
საქართველოში ყველას უყვარს ფეხბურთი. აქამდე სხვა ქვეყნების ნაკრებს ვგულშემატკივრობდით და ყოველთვის ვამაყობდით იმ სპორტსმემებით, რომლებიც ქართული წარმოშობისა იყვნენ. დიდი სიყვარული და აღიარება გელოდება საქართველოში! არასოდეს ინანებ, შემოგვიერთდი!
ოთარი
აღარაფერი ეტყობოდა ქართველობისა, არც არაფერი არ გააჩნდა სუფთა ქართული. გარდა ფრაზისა: "მე ქართველი ვარ" ოღონ ამ ფრაზას ისე ამაყად წარმოთქვამდა,ისეთი გრძნობით რომ მე ვიგრძენი იყო მასში რაღაც, ნაღდი ქართული ეს სტროფები გენიალურ ქართველ პოეტს ეკუთვნის და თუ შენთვის ამ ფრაზას იგივე ძალა აქვს, მაშინ შენი ადგილი აქ არის საქართველოში. კარგად მესმის, რომ ეს ძალიან რთული არჩევანია, კაცმა არც ის უნდა დაივიწყოს საიდან მოდის (ფესვები), მაგრამ არც იმის უგულველყოფა შეიძლება ვინც ზრდაში და ჩამოყალიბებბაში დაგეხმარა. კარგად აწონდაწონე და ნაბიჯი ისე გადადგი. წარმატებები ნებისმიერ შემთხვევაში.
გოგა
არადა როგორ გვჭირდება დაცვის ხაზის გაძლიერება:( იმედია სამშობლოს დაუბრუნდება ეს ბიჭი, უნგრეთიც არა ის გუნდი,რო რამე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოს, საქართველო ბევრად არ ჩამორჩება უგრეთს, მარტო შიდა ჩემპიონატით ჩამოვრჩებით, შემადგენლობაში კი ხვიჩა მამარდა ჟორჟის დონის ლეგიონერები არ ყავს
სააკაძე
ანტალ ძალიან მაგარი ბიჭი ხარ! ჩვენს ნაკრებს და ქვეყანას სჭირდები და ყველაფერი გააკეთე, იმისათვის, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშო!
d
ისევ ჟურნალისტები თუ რამეს იზამთ და აღმოაჩენთ ქართული ფესვების მქონე მივიწყებულ მოთამაშეებს როგორც ეს ჟორჟის და გველესიანის შემთცხვევაში მოხდა რათქმაუნდა სწორ ნაბიჯს გადადგამს იაკობაშვილი ტუ საქართველოს აირჩევს :)
გოᲩა
გელოდებით ანტალ,აბა შენ იცი არ დაგვაღალატო.
ჟორა
ანტალ სადაც არ უნდა ითამაშო სანამდე მინდორზე იქნები, ყველგან პატივს გცემენ. დაამთავრებ კარიერას და დავიწყებას მიეცემი. ერთად-ერთი ქვეყანა საქართველოა სადაც თავის შვილებს არასდროს ივიწყებს სადაც არ უნდა იყოს ის.მართალია ჯერ-ჯერობით საქართველოს ნაკრებში არ თამაშობ, მაგრამ შენი სახელი და გვარი ყველა ქართველი ფეხბურთის მოყვარულის რადარზეა და ასე იქნება მუდამ. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებში თამაშს, ეს სამუდამოდ ჩაწერს ყველა ქართველის გულში შენს სახელს. არსად ისე არ სცემენ პატივს ვეტერან ფეხბურთელებს, როგორც საქართველოში, ისინი მუდან ჩვენს გულებში ზიან. თუ გინდა უკვდავი გახდე ითამაშე საქართველოს ნაკრებში.
პაატა
საქართველოს შვილი ხარ მეგობარო და საქართველოში უნდა ითამაშო.სითბო და სიხარული არ მოგაკლდება ქართველი ხალხიდან ანუ ჩვენგან,ეგ შენც კარგად იცი ალბათ ევროპის ჩემპიონატს და ქართველებს თვალი ადევნე.ჩამოდი და გულში ჩაგიხუტევთ.
პაატა
საქართველოს შვილი ხარ მეგობარო და საქართველოში უნდა ითამაშო.სითბო და სიხარული არ მოგაკლდება ქართველი ხალხიდან ანუ ჩვენგან,ეგ შენც კარგად იცი ალბათ ევროპის ჩემპიონატს და ქართველებს თვალი ადევნე.ჩამოდი და გულში ჩაგიხუტევთ.
ზაკო
ხალხის სალანძღავად აქ რატომ შემოდიხარ?! გარკვევით თქვა ავტორმა რასაც უნდა ემსახუროს აქ კომენტარები და შე მართლა მონა და არაკაცო არავის არ იცნობ და ილანძღები, საკუთარ სახელსაც არ ამხელ, ეგეც კი გიტყდება, ეგაა მონობა ზუსტად თავს ვიკავებ რომ რამე უცენზურო არ დაგიწერო, თორემ ღირსი კი ხარ
ჯუდო
ანტალ ძმაო,ძმისგულო და მაგარო კაცო,იქნებ შენ მოგვაშორო კაშეი ბესსმერტნი ნაკრების დაფხავებული დაცვიდან.მამარდაც ამოისუნთქებს იმიტომ რომ ჯოჯოხეთია მარტო მეკარე რომ ეთამაშება თერთმეტ კაცს.მამარდას გაშვებულია გოლები სწორედ იმის ბრალია რომ იღლება ასეთი დატვირთული.გელოდებით ძმებო
გენა-ს
შენ ხომ იცი საქართველო სადაცაა რუქაზე. მიდი, ითამაშე.
gel-100
ველოდებით საქართველოს ნაკრებში ყველა მის შვილს, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოში ხარ ნამყოფი თუ არა, ქართული იცი თუ არა, მთავარია იცოდეთ ყველამ რო ქართველები ხართ და საქართველოში გაშლილი ხელებით გელით ყველას ამ საოცარ გუნდში სათამაშოთ და მომავალში მრავალი ისტორიის დასაწერათ,,მე ვარ საქართველო შენ ანტალ????
456
კაით რა ნუ აქციეთ ეს სანიოლი ფეოლად, ეს ერთა ლიგა წინათაც, რომ ყოფილიყო სხვა მწვრთნელებიც გაიყვანდა გუნდს ევროპაზე.
gel-100
რო არ იცდი გვარდიოლა გყავს დაკერილი კლოპი თუ ანჩელოტი?? ჰაი კლასის მწვრთნელი აქ არ ჩამოვა, სანიოლზე ცოტა უკეთესი მწვრთნელი შეიძლება ვნახოთ ვინმე მაგრამ სანამ ის ალღოს აუღებს ჩვენს მენტალიტეტს, ბიჭებს გაიცნობს და გუნდს შეეგუება დაიკარგება მინიმუმ ერთი წელი ერთი შესარჩევი ჩაგვივარდება და გვიღირს კი ჩვენი ფეხბურთის ისტორიის დამწერი პერსპექტიული მწვრთნელი გაუშვათ და ვიღაცა მასზე ოდნავ უკეთესი ვეძებოთ და დრო ვკარგოთ? ისიც გაითვალისწინეთ სანიოლი ჩვენს ნაკრებთან ერთად სწავლობს იზრდება როგორც მწვრთნელი და არ არი გამორიცხული 2-3 წელში ისეთი დაიქუხოს ჩვენს ბიჭებთან ერთად სახვეწარი გაგვიხდეს მისი კონტრაქტის გაგრძელება,,ნუ ხართ დაუნახავები ვიღაც-ვიღაცეები, დააფასეთ სხვისი შრომა რადგან მაგ შრომამ ჩვენ სიხარული მოგვიტანა
გენა-ს
და რატომ გგონიათ რომ უნგრელები სიხარულით მიიწვევენ თავიანთ ნაკრებში სათამაშოდ? მე ასე არ მგონია რატომღაც. საერთოდ მოსაძიებელია თუ ყავთ ნაკრებში ვინმე, რომელსაც უნგრული წარმოშობა და ფესვები არა აქვს.
არჩი-ს
ყველა მწვრთნელი მახსოვს, მართლაც რომ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები იყვნენ. მაგრამ რად გინდა? სამაგიეროდ ფეხბურთელები გვყვავდა მოყვარულები და სანახევროდ პროფესიონალები. ძველბიჭობა, კაი ტიპობა და ჩემფეხებობა დიდ შედეგს ვერც მოგვიტანდა. აღმზრდელი და დამრიგებელი რომ ახალგაზრდა ბიჭს შე ჩემობით ელაპარაკებოდა, მაგიტომაც ვერ მიაღწიეს ვერაფერს. მაგალითი ამათთვის ნოდარ ახალკაცი უნდა იყოს. დღეს გვყავს თითქმის ყველა პროფესიონალი და ნამდვილად გულანთებული ფეხბურთელი ნაკრებში, მაგრამ მწვრთნელია მოყვარულის დონეზე. აი ეს არის განსხვავება იმ დროს და ამ დროს შორის. არ გამოვრიცხავ სანიოლი უდიდესი მწვრთნელი გახდეს 15-20 წელში. მოვიცდით მაგდენ ხანს? გვეყოლებიან ესეთი თაობა მერეც ეხლა რომ გვყვავს? კი ბატონო, მოვიცადოთ თუ ამის ფუფუნება გვაქვს.
ვაჟა-ს
ეგენი ყველა გელამ გამოგზავნა. ჯონდო და ჯუნშერაც გზაში არიან, მალე შემოვლენ ეგენიც.))))
გენა-ს
შენ რომ ეხლა კამბოჯის სიყვარული მოგთხოვოს ვინმემ ხომ გაგეცინება? თუ არავის უსწავლებია საქართველოს სიყვარული, რა მაგ ბიჭის ბრალია? შეიძლება უნგრული პასპორტი ქონდეს და ისრაელზე აფანატებდეს. გააჩნია როგორ აღზრდი და რას ჩაუნერგავ ბავშვობიდანვე. ხომ ხედავთ რომ ჟორჟსაც კი უჭირს ქართულად საუბარი, მენტალიტეტზე აღარაფერს ვამბობ. ამ ბიჭებს ვერავინ დაადანაშაულებს რომ საქართველო არ უყვარდეთ, მით უმეტეს თუ ოჯახში არ ასწავლიან ამას. მაგრამ ჩვენ ხომ შეგვიძლია ვაჩვენოთ ვისი გორისანი არიან სინამდვილეში? შეგვიძლია. ჟორჟს ხომ ვაჩვენეთ, ხომ გაუთქვა უკვე ქვეყანას სახელი უმოკლეს დროში? ასე იქნება სხვებთან მიმართებაშიც. ეგ ისეა, მე რომ აფრიკული ფესვები მქონდეს, არ ვიცოდე სად არის ზიმბაბვე, მოხვიდე დღეს და მისი სიყვარული მომთხოვო. ბიჭს შეიძლება საქართველო თვალითაც არ ქონდეს ნანახი. ან ის მარადიშვილი, ერთი დღე მაინც ყოფილა ისტორიულ სამშობლოში? გეკითხათ მაინც, სანამ პატრიოტობაზე დავიწყებთ საუბარს. მე თუ მკითხავთ, მაგათ, სადაც ცხოვრობენ შიძლება ის ქვეყანაც არ უყვარდეთ გულის სიღრმეში.
არჩი
მაინც პოლიტიკური ქვეტექსტი იგრძნობა თქვენს პასუხში, ან მეორეა - იმდენად პატარა სტაჟი გაქვთ გულშემატკივრობის, რომ არ გახსოვთ ჩვენი ნაკრების მწვრთნელებად გარკვეულ ეტაპებზე არგენტინელი ექტორ რაულ კუპერი და გერმანელი კლაუს ტოპმიულერი რომ ჩამოიყვანეს, სხვათა შორის, ორივე მილიონებიანი ანაზღაურებით - წელებზე ფეხები დაიდგა ჩვენმა საბრალო ქვეყანამ. ერთიც და მეორეც თავისი პერიოდის უმაღლესი დონის, ტოპ მწვრთნელები იყვნენ, მაგრამ შედეგი რა ქონდა ნაკრებს? სამწუხაროდ, არავითარი - გუნდიც კი ვერ შეკრეს ვერც ერთმა და ვერც მეორემ.
დავით 67
რა სამშობლოს სიყვარულზე წერენ აქ ზოგიერთები. ყველა მთავრობის დროს გამეფებული იყო და არის კორუფცია და მოპარვა. მოსაპარიც კი აღარაფერი დარჩა ამ ქვეყანაში და 20წლის ბიჭს თხოვენ პატრიოტიზმს, რომელმაც ჯერ არ იცის აქაური არაფერი. თუ ნაკრებს გამოადგება აუცილებლად უნდა მოიწვიონ.
ვაჟა
რა უბედურებაა ეს ამდენი ჯამბული, ჯუმბერი და ჯემალი..
გენა
რუსები და ათასი გადამთიელი ნაღდად არ გვჭირდება. არც ეს ტიპი არ გვჭირდება ნაკრებში. საქართველოს მოქალაქეებმა იტამაშონ ნაკრებში და არა იმან, ვინც საქართველო რუკაზეც არ იცის სადაა.
ZIZ
ვიღაცას საზანოვის ქართველობა არ მოწონს, ვიღაცას აზაროვის, ვიღაცას ქართველი ებრაელების უნგრული პასპორტით... მე პირადად ჟანსუღ ჩარკვიანი არ მევასებოდა არასდროს! მაგრამ: ...საქართველოვ, შენ ვინ მოგცა, შვილი დასაკარგავი...
G.LA
ძალიან საჭიროა და აუვცილებელი ფედერაციამ ჩვენი ემიგრანტები საქართველოს ნაკრებით დააინტერესოს. ასეთი ბიჭია ჩვენი ჟორჟიც, რომელიც საფრანგეთში დაიბადა და დღეს ჩვენი სიამაყეა. ასეთი ბიჭები ფედერაციის რადარზე უნდა იყვნენ აუვცილებლად. ჩვენ პატარა რესურსების ქვეყანა ვართ და ასეთი ბიჭების დაკარგვის უფლება არ გვაქს. გადახედეთ ყველა ქვეყნის ნაკრებებს მათ ეთნიკურად რამდენი სხვა ეთნოსის ფეხბურთელი ყავთ და ჩვენ ქართველი ემიგრანტების დაკარგვის უფლება არ გვაქს. . ეს ბიჭი ძალიან გვჭირდება დაცვაში და აუვცილებლად უნდა გააქტიურდეს ფედერაცია იაკობაშვილების მიმართ.
Levani
ე ბიჯო,დაცვა გვჭირდება კაშიას მერე დაცვის ლიდერის გარეშე ვრჩებით
გენა-ს
შენ მისი ნათესავი ხარ თუ მის გონებაში ზიხარ, ანტალის ნაცვლად რომ ლაპარაკობ?! კაცმა ინტერესი გამოხატა ჩვენს ეროვნულ გუნდში თამაშის და შენ კიდევ იძახი, უნგრეთის ნაკრებში წავაო. ჩვენი რა მიდის, გამოცვადოთ და თუ წაგვადგა, მაგას რა სჯობია? აბა, ხვალინდელ დღეზე თუ არ ვიფიქრეთ, კაშია-კვერკველია სულ ხომ არ იქნებიან ნაკრებში
კისისხეველი
თუ კარგი ფეხბურთელია და სურვილი აქვს საქართველოს ნაკრებში თამაშის და გამოგვადგება, მე სულ არ მაინტერესებს უნგრეთი უყვარს , ამერიკა თუ რუსეთი. ჩემთვის მაგისგან საქართველოს სიყვარული იქნება კარგი თამაში, დანარჩენი თუ გინდა პუტინის ან ბაიდენის ან კიდევ ორბანის სურათი ეკიდოს სახლში.
ზოგჯერ თქმა სჯობს ...
ზოგჯერ თავის შეკავება !
გენა-ს
რუსებით გადავსებული თბილისი და ბათუმი ხომ კარგად გჭირდება? სამუშაოს საძიებლად მილიონი გაყრილი ქართველიც ხომ მაგრად გაწყობს? )))
555
არჩი,ყველაფერი სწორად ახსენი გარდა ბოლო აბზაცისა."საქართველო შენ სადა გყავს შვილი დასაკარგავი".ძმებ იაკობაშვილებს ველოდებით საქართველოს ნაკრებში.
არჩი-ს
სწავლობსო? მერე და რა ოხრად გვინდა ისეთი მწვრთნელი რომელიც პრაქტიკას ჩვენზე გაივლის? ვაისიც სწავლობდა. და ჯამში რამდენი წელი დავკაგეთ? რამდენმა პერსპექტიულმა ფეხბურთელმა დაამთავრა კარიერა ისე რომ ნაკრებშიც არ გამოუძახიათ? ჩვენ ამ დასმული ფედერაციების არავითარი ვალი არ გვაქვს რომ ათეული წლები ვითმინოთ მაგათი არაპროფესიონალიზმი თუ ნეპოტიზმი. ხვიჩას ყვითლები ვერ დაუთვლიათ, რაომელი ნორმალური მწვრთნელის ჩამომყვანები არიან? თუ ფული არა აქვთ საწყლებს რომ ათჯერ მეტი ანაზღაურება შესთავაზონ ვინმეს?
გენა
კიმ, კარგი მოთამაშეა, მაგრამ უნგრელია და უნგრეთის ნაკრები ენდომება. ეგეც საფრანგეთი ხომ არაა რომ ვე მოხვდეს ნაკრებში. პატარ თუ ითამაშა, უნგრეთში ნაკრებში იქნება ეგრევე. საქართველო არც გაახსენდება. არც ჩვენ გვჭირდება ამდენი საზონოვები
dew
იმედია გადაწყვეტს ჩვენს სასარგებლოთ
მმმმმ
რატომ იყო წარმოუდგენელი და საქართველო იყო უპერსპექტივო ნაკრები, წაგებულის მენტალიტეტით,ამ ევრომ კი სხვა თვალით შეახედა ნაკრებზევემიგრანტებს,ასე რომ ყოფილიყო ადრე ჯიქიაც საქართველოს ნაკრებში ითამაშებდა.ახლა ფედერაციამ უნდა მიხედოს მაგ საქმეს ჩვენ ვერაფერს ვიზამთ.თუ ითამაშებს მაგას რა აჯობებს საზონოვი,იაკობაშვილი,გელაშვილი,ლოჩოშვილი,და მთლიანად ახალგაზრდული გუნდი იქნება ერთი 10წელი გაქაჩავენ
არჩი
თავი დაანებეთ ამ ურაპატრიოტიზმს და ქაჯობას. ყველა ქვეყანა ცდილობს გააძლიეროს ნაკრები, თუ აქვს შესაძლებლობა. ჩვენს მეზობელ სომხებს რამდენიმე ნატურალიზებული ფეხურთელი ყავთ და ზოგი ფერადკანიანიცაა - სამხრეთ ამერიკიდანაც კი ჩამოიყვანეს პერსპექტიული ბიჭები, ვისაც ბებია თუ ბებიის ბებია ყავდათ სომხები. კოსტია მარადიშვილი რომ არ დამტვრეულიყო, შეიძლებოდა გამოდგომოდა ნაკრებს და მომავალში უნდა მისცენ შანსი, ქართული პასპორტი აქვს. ფლანგელი მცველია ვახანია როსტოვში, პერსპექტიული და უნდა იაქტიუროს ფედერაციამ, სანამ რუსეთის ნაკრებში ათამაშებენ. ამ ქართველ-ებრაელ ბიჭებს იქით უნდა ვთხოვოთ ითამაშონ ჩვენს ნაკრებში - არაფერია სასირცხო. სანიოლზეც მინდა დავწერო. ქვეყანა ისეა პოლიტიკურად ადუღებული, წესიერი მადლობაც არ ვუთხარით ამ კაცს, არა და ძეგლს უნდა ვუდგამდეთ. ვისაც მისი ფეხბურთელობა ახსოვს, ვარსკვლავი იყო ძლიერი მენტალობით. შეიძლება დამწყები და გამოუცდელი მწვრთნელია, მაგრამ გამარჯვებულის მენტალობა და გუნდურობა მოიტანა ჩვენს ნაკრებში, რაც ყველაზე მეტად გვაკლდა. მართალია, შესარჩევი ჯგუფი ჩაგვივარდა, მაგრამ ცე ლიგა მოიგო დიდი უპირატესობით და შემდეგ პლეი-ოფიც. ვინც შეამჩნია, მარტის გამარჯვებამ ჩვენს ბიჭებს წარმოუდგენელი თავდაჯერება შემატა და თავიანთი ჩემპიონატების დარჩენილი ნაწილი იფრინეს კიტეიშვილმა, დავითაშვილმა, მიქაუტაძემ, ჩაკვეტაძემ, ზივზივაძემ და სხვებმაც, კვარა და მამარდა ისედაც დაფრინავდნენ. ევროპაზეც გამარჯვებულის მენტალიტეტით, თავდაჯერებულები ჩავიდნენ ჩვენები, გუნდურობა და თავდადება აჩვენეს და დიდი სიმპათია მოიპოვეს საფეხბურთო სამყაროში. სანიოლი ყველაზე დაბალი ანაზღაურების მწვრთნელია ევროპის ჩემპიონატის ნაკრებებს შორის და ძალიანაც მშვენიერია, რომ თავისი წლიური ხელფასის ტოლი ბონუსი შეხვდება მასაც და ფეხბურთელებსაც ქართუ ფონდის საპრიზოდან. რაც კარგია, უნდა შეგვეძლოს სწორად შევაფასოთ და უმადურობა ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი თვისებაა ადამიანშიც და მით უმეტეს ერისთვის.
გია_544
Pepelu, წლების წინაც ქართველები იყვნენ, მაგრამ "წარმოუდგენლად ჩანდა" ჩვენ 16 ნაკრებში შევედით, და ეხლა გაახსენდათ... ეგენი უნდა იგებდნენ გულშემატკივრის გულს და პირიქით გვთხოვენ რომ მაგათი გულები მოვიგოთ ))) იხოხიალეთ ეხლა თუ მეტი საქმე არა გაქვთ, Pepelu )
გია_544 -ს
თქვენ რას ურჩევდით, როგორ დაიმსახურონ თქვენი სიყვარული?
გაიგე ანზორი?
რატომ თხოვთ ამ ბიჭს რომ საქართველოზე ეკეტებოდეს ჭკუა? ბავშვს რასაც ასწავლი, იმას იმახსოვრებს. არის საერთოდ ნამყოფი საქართველოში? ჯერ ეს ვიკითხოთ. ასწავლეს მეორე სამშობლოს სიყვარული სათანადოდ? რას ვითხოვთ ამ ახალგაზრდისგან? დიახაც მადლობა რომ დაფიქრდა და განიხილავს. ვაგრძნობინოთ სიყვარული როგორც ჟორჟს და მერე იქნებ შეგვეხვეწოს კიდეც? ჩვენი რა მიდის? ვათამაშოთ ერთი ორი თამაში და აბანოში გამოჩნდება ყველაფერი. რაც მეტი კონკურენცია იქნება ნაკრებში, მით უფრო წინ წავალთ. აბა, როდამდე გვინდა შიშით ვუყურებდეთ კაშიას თამაშს? არ დაიღალეთ? მოგვადგა ახალი შესარჩევი და საჭიროა სათანადო მომზადება, გუნდის გაახალგაზრდავება, ხომ ხედავთ 16 წლის ბიჭები ევროპის ჩემიონები ხდებიან უკვე.
gio gio
უნდა მოვძებნოთ და მოვეფეროთ თითოეულ ემიგრანტი ოჯახის შვილს(ამ შემთხვევაში ფეხბურთლს),ამ ბავშვების ბრალი არ არის ის რომ მაგათ ოჯახებს უწევთ სამშობლოდან შორს ცხოვრება.როდესაც ჩვენი მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლები ძალღონეს არ ზოგავენ სხვა ერის სპორტსმენის მითვისებისთვის(ნატურალიზებისთვის),ჩვენი მინიმალური მაინც უნდა გავაკეთოთ რომ ეს ბავშვები ჩავაყენოთ საქართველოს სამსახურში.და კიდევ თავი შეიკავეთ უტაკტო კომენტარებისაგან.
თენგო
გავაცნოთ საქართველო შევაყვაროთ
Pepelu
სულ რომ არაფერი ქართველ ბიჭებზეა საუბარი და თუ ქართულ პასპორტს დაიბრუნებენ მარტო მაგის გამოც ღირს! თან უმაგრესი ბიჭია ასეთ ასაკში ლალიგას თამაშობს დამაჯერებლად!! და თან უნგრეთის მოქალაქეა და თუ სურვილი აქვს უნდა ვიაქტიუროთ - ფედერაციას ვგულისხმობ! ახალგაზრდა დამცველები სასიცოცხლოდ გვჭირდება!!
გია_544
კიდევ რომელ ნაკრებში იწვევენ? და საქართველოს დიდი სიყვარულის გამო, რომელ ნაკრებს უთხრა უარი?) ესპანეთს ?)) სიყვარული უნდა დაიმსახურო საქმეებით და არა სთხოვო მესამე პირის პირით )) რაღაცას არა სწორად იწყებენ! ესენი მოიკლავენ თავს მინდორზე საქართველოსთვის? არა.
ზაკო
ამ ბიჭებისთვის ნათელი მაგალითი ჟორჟი უნდა იყოს, თუ როგორ უყვარს მას საქართველო და როგორ უყვარს საქართველოს ჟორჟი, ყველა შემთხვევაში წარმატებები ყველა ქართველს
ზესტა
"სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა, როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა…"
ტოტტი
ჟირონაში ტყუილა არ ეყოლებათ კარგი ბიჭი რომარიყოს. მითუმეტეს ჩვენი ყველაზე სუსტი წერტილია ეხლა ცენტრალური დაცვა და იქნებ ამ იაკობაშვილმა გელაშვილმა საზანოვმა და გოგლიჩიძემ ჩაანაცვლინ კვირკველია და კაშია
ირაკლი
ჩამოდი, დინამოზე ნაკრების პირველივე თამაშს დაესწარი, მოისმინე 55,000 კაცი რა შემართებით მღერის ჰიმნს და პასუხსაც იპოვი რატო საქართველოში.
ნიკა
აუცილებლად გვჭირდება ახალგაზრდა პერსპექტიული ბიჭები დაცვაში როგორც საბა საზონოვი. იმედია ჩვენ ნაკრებს აირჩევს და გამოადგება ჩვენ ნაკრებსაც და მასაც
ზაალი
ანტალ გელოდებით საქართველოს ნაკრებში
ხიხოს მონებს
ჯერ დამოუკიდებლობა შეინარჩუნეთ და შემდეგ დაიწყეთ ეგ საუბრები.ქვეყნის გამყიდველები ხელისუფლებაში გყავთ და უნგრეთის მოქალაქეს ნაკრებში ეპატიჟებიან, გაგაგიჟებს ეს ,,ყოფილი ერი,,. ხიხო ხო გყავთ კარგად, 700 მილიონით გამდიდრდა კიდევ, აწ და მარადის. ვაი თქვენს გამოთაყვანებულ პატრონებს
IMERELI
ხო და წამოიყვანონ ახალგარდულში ნახონ ეს ბიჭი სადა დასაკარგი ფეხბურთელი
ეეე
აა გინიხილავს დიდი დაფასებაა, რაა განსახილველი დაუფიქრებლად უნდა დათანხმდეს, ან წლების წინ წარმოუდგენელი რატომ იყო?
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!