ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, C ლიგის ბოლო, მეექვსე ტურში, საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ლიეტუვა 1:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები ბევრს უტევდა, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში. ბებიას და დანელიას დარტყმული ბურთები მეკარე შეშკუტემ მოიგერია. 86-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში ბაქრაძე მცველმა იონუშაიტემ წააქცია და ბებიამ პენალტით გოლი გაიტანა. 95-ე წუთზე პირისპირ გასულ მასპინძელთა თავდამსხმელს მეკარე გაბუნიამ არ გაატანინა და გავიმარჯვეთ.

ქალთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 10 ქულით, მეორე ადგილზე დაასრულა და C ლიგის სამ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვდა.

ორრაუნდიანი პლეი-ოფის მატჩები შემოდგომაზე გაიმართება. პლეი-ოფის ფარგლებში ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის A, B და C ლიგის 28 გუნდი ევროპის ჩემპიონატის 7 საგზურისთვის იბრძოლებს.

დრუსკინინკაი. „სპორტ კომპლექსი“

ლიეტუვა - საქართველო 0:1

გოლი: ბებია (88, პენ)

საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი, კალანდაძე, გასვიანი, ჩხარტიშვილი, პასიკაშვილი, ჩემინავა, ხაბურძანია (ბუხრიკიძე 46), დანელია, ბებია, ბაქრაძე (ნარსია 90+2)

ასეს
აი ფედერაციის ერთჯერადი ტროლები
იასონას უდარი
ქუთეისი საღოლ,მაგარი შემოაგდე,თუმცა ფაქტები აკლია თქვენს ნათქამს.ამიტომაც ვთქვი,ცანცარს უნდა მოვრჩეთქო და თქვენ დადასტურეთ ჩემი ნათქვამი. საქმეც ეგ არის,ემიგრანტებს საქმის გამკეთებლებათ ნათლავთ,რაც ეგრე არ არის. რა აქ საქმე ვერ ნახეს? სხვის აწყობილზე ცხოვრება კარგია ხო? პარაზიტი ქვია მაგას,როცა სხვის ხარჯზე ცხივრობ და ემიგრანტების უმეტესობა ეგრეა,პარაზიტობს. ჯერ ქართველი კაცი თქვი,ცოლს რო უცხოელის მოსავლელად გაუშვებს და მერე ქალი,უცხოელს შვილებს უჩენს. სიმართლე ხო გინდოდა და ეგ არის სიმართლე. გოგონებმა თვითონ იციან და მიხედონ საქმეს,მე გირჩევთ და თქვენ ირჩევთ.ერის დეგრადაცია ეგ არის,როცა ადამიანი თავის დანიშნულებას კარგავს.სირცხილია ქუთაისი,სირცხვილი.
d_ს
კი ძალიან მოგვწონს. მიდით გოგოებო.
ბრაზი
მხოლოდ ნაძირლებს არ ძალუძთ მადლიერების გამოხატვა კარგად,გულით გაკეთებული საქმისთვის....ყველას უღრმესი მადლობა,ვისაც კი ამ ისტორიულ წარმატებაში თუნდაც უმცირესი წვლილი მიუძღვის!

ის ანეკდოტი გამახსენდა, დევი რომ ეტყვის ჭიჭიკიას: ჭიჭიკია, არ ხარ ახლა შენ მოს-ვი? ხუტაიე, არ ხარ ახლა შენ მოს-ვი?
ბიძო ჭორვილელი
ლაიქზე 200 ლ, დადებით შეფასებაზე - 300 ლ (თუ ქოცებსაც გარევთ საქმეში, +500ლ)
ქუთაისელი
ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე როგორც უნდა, თუკი თავისი საქმიანობით სხვის თავისუფლებას არ ზღუდავს. მე უფრო თქვენს ნათქვამში სხვა რამ არ მომეწონა თქვენი ლოგიკით გამოდის, რომ ისინი ვინც საზღვარგარეთ არიან, არაფრის გამკეთებლები ყოფილან და მაშინ რატომღა გინდათ მათი დაბრუნება? " რაღაცის გამკეთებლები რო იყვნენ,თავისას ააშენებდნენ და აქ არ იქნებოდნენ" - ეგ თქვენი ფრაზა ვათქმევინოთ ნებისმიერ უცხოელს თავის ქვეყანაში და ჩვენებზე გამოვა. არ მე მომწონს აქაურობა უცხოელებით რომ გაივსო. საზღვარგარეთ წასული ხალხიდან უმეტესობა მართლა შრომობს/სწავლობს. მხოლოდ მცირე პროცენტია რომლებიც რბილად რომ ვთქვა სახელს უტეხავენ საქართველოს, მაგრამ მათ გამო იმ დიდი ნაწილის აუგად მოხსენიება გამოგივიდათ და არა მგონია ეს გდომებოდათ. სავარაუდოდ თქვენც არ მოგწონს საქართველოში ქართული ენა რომ აღარ ისმის და ეს გტკივათ. რაც შეეხება დემოგრაფიულ პრობლემებს ამ კუთხით ერთადერთი სწორი ნაბიჯი პატრიარქმა გადადგა და სხვა მსგავსი არავისაგან არაფერი მახსენდება. ბავშვს კი მარტო გაჩენა არ შველის გაზრდა და ზრუნვა უნდა. უმეტესობა სწორედ მაგის გამოა გადახვეწილი ამ ქვეყნიდან. .....
რერო-ს
ფედერაციის ტროლებს დაუწყიათ მადლობების გადახდა
xuta
მაპატიეთ და - ბაქრაძეს ბარემ ულვაშებიც გაუკეთეთ.
d
ყველას თავისი აზრი აქვს. და გემოვნება მაგრამ მითხარით მოგწონთ ეს ამათი წიქვინი და კივილი? ფეხბურთი არაა ქალის სპორტის სახეობა, არ უხდება და არც გამოსდით ქალი უნდა იყოს ქალი
Რერო
მადლობა კობის და მის პროფესიონალურ გუნდს!
იასონას უდარი
ბურთის დევნა არ არის ქართველი ქალის საქმე,ქართველმა ქალმა ბავშვები უნდა გააჩინონ და გაუზარდონ ქვეყანას,როგორც საუკუნეების მანძილზე იყო. მესმის,ეს არაპოპულარული აზრია,რაც ჩვენს დემოგრაფიულ სიტუაციაზეც აისახა უკვე და გაერომ უკვე შეგვიყვანა მომაკვდავი ერების სიაში.როგორც ამბობენ,2050 წლისთვის მილიონზე ცოტა მეტნი ვიქნებით,ხოლო 2100 წელს უკვე დინოზავრები,ამიტომაც საჭიროა ყველამ თავისი გააკეთოს და თან ისიამოვნოს. მესმის რო ძნელია ქალებისთვის მშობიარობის პროცესი,თუმცა ღმერთმა ასე მოაწყო და ხო ვერ შევეწინააღმდეგებით. ასევე,კარგი იქნება თუ ქართველები დაბრუნდებიან ქვეყანაში და აქ გააჩენენ და გაზრდიან ბავშვებს,აქ მიიღებენ ეკონომიკურ პროცესებში მონაწილეობას. ფული და ჩიტის რძე კარგია,მარა პაწა გაიჭირვეთ და აქ ავაშენოთ განვიტარებული ქვეყანა.აბა,ქართველი თუ აღარ დარჩა აქ,ვისთან ერთად ავაშენო ქვეყანა,ინდოელთან,რუსთან თუ აფრიკელთან,რომელთან? რაღაცის გამკეთებლები რო იყვნენ,თავისას ააშენებდნენ და აქ არ იქნებოდნენ. უნდა მოვეშვათ ცანცარს ერი და ვიფიქროთ რეალურად. სანამ ფეხბურთს თამაშობენ და არ გათხოვილან,წარმატებები გოგონებს და ფლეიოფის მოგება,თუ ვთამაშობთ და ბურთს ვაგორებთ,ბარემ წარმატებულად გავაგოროთ.
გიუშა
მადლობა მაიკო ბებია✊))
გივი
აქა ვართ აქა. რა შენი შეგვეშინდა თუ რა? შენ მართლა გგონია საქართველოს ნაკრები ანგარიშგასაწევ ძალად??? აბა შვედებს ესპანელებს ფრანგებს ინგლისელებს და ა.შ? 100 ქვეყანაზე მეტი შემიძლია ჩამოვთვალო,რომელთანაც 10-0 წააგებენ. არ წაუგიათ თუ
Dato
ამ საიტზე ხსლხი ყავთ სპევიალურად დისლაიკები რომ დასვან
Porto
ფაქტია, რომ სპორტის ყველა ძირითად სახეობაში ისტორიული წარმატებები გვაქვს!!! ბრავო!!!
გოᲩა
მგონი ჩვენი გოგონები ბიჭებს აჯობებენ,ყოჩაღ,სულ სხვანაირად ათამაშდნენ არტმანის ხელში ყოჩაღ
Dato
გილოცავთ გოგონებო!!!! სად არის ის ხალხი, რო დასვინოდნენ ქალთა ფეხბურთს, ეს მწვრთნელი ძალიან კარგი სპეციალისტია, ძალიან მოკლე ხანში აქცია საქართველოს ნაკრები ანგარიშგასაწევ გუნდად
მალაქია
ყოჩაღ, გილოცავთ. ეს ერთი და სხვა მრავალი!!!
ნოდო
ბიჭებს 6 გუნდიანში აქვთ სანატრელი 10 ქულა და ამატმა ითხ გუნდიანში აიღეს დებილობა ფორმატის ბოლო ადგილოსანთან აღებული ქულები უქმდება ვრჩებოდით ჯგუფში რა დებილობა წესია ბოლო ადგილოსანსაც ხო უნდა დასამარცხებლად ძალა და ენერგია 6 ქულა ასე როგორ უნდა წაგარტვან
კობა
გენაცვალეთ!!!... ღმერთმა წყალობა და წარმატებები არ მოგაკლოთ!!!...
კახა
" ლეკვი ლომისა სწორია..."
L.J .
Gaixaret!!!!warmatebebi!!!
კახა
გილოცავთ, ულევი წარმატებები მუდამ... გაიხარეთ გოგოები...
გია
ყოჩაღ გოგომებო,ძალიან გამეხარდა,მაგრები ხართ,წარმატებებს გისურვებთ!
ევრო 2026 | ლატვია - საქართველო | ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი რიგაში
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ოფიციალურად: ტერ შტეგენი კარიერას "ჟირონაში" განაგრძობს
შეთანხმება მიღწეულია - ედინ ჯეკო კარიერას გერმანიაში განაგრძობს
ლამპარდს კიდევ ერთი ლონდონური გუნდის ვარიანტი აქვს - მის გარდა კიდევ ორი კანდიდატურა განიხილება
„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
ევრო 2026 | ლატვია - საქართველო | ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი რიგაში
მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა
ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება
[VIDEO] "ბოდო გლიმტმა" "მანჩესტერ სიტისთან" ისტორიული გამარჯვება მოიპოვა
ლუის ენრიკეს მოულოდნელი გადაწყვეტილება - "სპორტინგისა" და პსჟ-ს შემადგენლობები ცნობილია
წიტაიშვილს და აბუაშვილს "მეცში" ახალი მწვრთნელი ჰყავთ
შეუსაბამო ფასი და ხელფასი - "აიაქსს" ზინჩენკოს დამატება უნდა
"არსენალი" "ინტერის" მცველის შეძენას შეეცდება
იური ტაბატაძის ტრავმა მძიმე აღმოჩნდა
ახალგაზრდა დანიელი - "ლიონმა" 10 მილიონიანი ტრანსფერი დახურა
რაფინია დაბრუნდა, ტორესმა ლაზარეთში გადაინაცვლა - "ბარსელონამ" ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა
მხოლოდ ნახევარი სეზონი გუნდში? - "უდინეზემ" გოგლიჩიძე ტრანსფერზე დააყენა
"არ მომწონს, როდესაც ჩვენი ფანები გვისტვენენ" - ვან დეიკი "ლივერპულის" ქომაგების საქციელზე
ძმის გარდაცვალების გამო კარიერა დაასრულა - კევინ კამპლი ფეხბურთიდან წავიდა
ჩემპიონთა ლიგის დაბრუნება ქართული დუელით და მატჩები სამ დროს
საქართველოს ქალთა ნაკრები მალტას დაუპირისპირდება
ბაქრაძის დუბლი - საქართველოს ქალთა ნაკრები ლიეტუვას დაუზავდა [VIDEO]
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
კვიპროსი - საქართველო | ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩი
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ლიეტუვაში პირველი ვარჯიში გამართა
რა ითქვა საქართველოსა და ლიეტუვის ნაკრებების მატჩის შემდეგ
ირის ანტმანი: მეამაყება, რომ დღეს ქართველი ვარ
ლიეტუვა - საქართველო | საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე შეხვედრა
3:0. დანელიას დუბლი, ამბალიას ლამაზი გოლი - საქართველოს ქალთა ნაკრებმა მოლდოვა დაჯაბნა
საქართველო - ლიეტუვა | საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი
საქართველოს ნაკრები სტუმრად კვიპროსთან დამარცხდა
საქართველოს ქალთა ნაკრები მოლდოვას ფრედ ეთამაშა