ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს მთავრობა ოლიმპიურ ჩემპიონებს მილიონ ლარს, ვერცხლისმედალოსნებს - ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოსპრიზიორებს 250 ათას ლარს გადასცემს

საქართველოს მთავრობა ოლიმპიურ ჩემპიონებს მილიონ ლარს, ვერცხლისმედალოსნებს - ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოსპრიზიორებს 250 ათას ლარს გადასცემს

საქართველოს მთავრობა თითოეულ ოლიმპიურ ჩემპიონს მილიონ ლარს, ვერცხლისმედალოსანს - ნახევარ მილიონ ლარს, ხოლო ბრინჯაოსპრიზიორს - 250 ათას ლარს გადასცემს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გუნდში მრავლად არიან ოლიმპიური ჩემპიონები, პრიზიორები, მსოფლიო ჩემპიონები და პრიზიორები, ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები, რაც ძალიან დამაიმედებელია.

ირაკლი კობახიძემ სპორტსმენებს, მწვრთნელებს და ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრების წინ წარმატება უსურვა.

„მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მთელი ჩვენი საზოგადოების ყურადღება თავიდან ბოლომდე ოლიმპიურ თამაშებზე იქნება მიმართული. იცით, რამდენად დიდია ინტერესი, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ქართული სპორტის მიმართ და, რა თქმა უნდა, ოლიმპიური თამაშები ამ თვალსაზრისით გამონაკლისი არ იქნება. თავისთავად, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა უკვე არის ძალიან დიდი წარმატება, პატივი და მინდა, ეს პატივი თითოეულ თქვენგანს მოგილოცოთ, მაგრამ აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ ოლიმპიური ტრადიციული დევიზი - „მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება" - ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ქართველებისთვის ყოველთვის მხოლოდ სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა. ჩვენთვის განმსაზღვრელი, მთავარი არის, რაც შეიძლება მეტი წარმატება ოლიმპიურ თამაშებზე, რაც შეიძლება მეტი ჩემპიონი, რაც შეიძლება მეტი მედალი და დარწმუნებული ვარ, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშები ჩვენი გუნდისთვის ამ თვალსაზრისით აბსოლუტურად გამორჩეული იქნება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ქართული სპორტის განსაკუთრებულ მიღწევებსა და გუნდურ სახეობებში ბოლო პერიოდში არსებულ წარმატებაზე გაამახვილა ყურადღება.

„პირველად ისტორიაში, ჩვენმა გუნდებმა სხვადასხვა სახეობაში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს. ჩვენმა ფეხბურთელებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატში, გავიდნენ ჯგუფიდან, ეს იყო ძალიან დიდი წარმატება; ჩვენმა კალათბურთელებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატში, სადაც 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ; ძალიან დიდი წარმატება ჰქონდათ ჩვენს წყალბურთელებს, გავიდნენ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე; მორაგბეებმა მოუგეს 6 ერის გუნდებს; ხელბურთელები პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ სპორტი ვითარდება, აღწევს მეტ და მეტ წარმატებას და ეს წარმატებული გზა უნდა გააგრძელოთ თქვენ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება. ჩვენი ოლიმპიური გუნდის შემადგენლობა ნამდვილად ძალიან გამორჩეული და შთამბეჭდავია. დარწმუნებული ვარ, გამორჩეულად წარმატებული იქნება პარიზის ოლიმპიური თამაშები ჩვენი გუნდისთვის მოგებული მედლებისა და პირველი ადგილების თვალსაზრისით. თითოეული აფრიალებული დროშა, აჟღერებული ჰიმნი არის განსაკუთრებული სიამაყის საგანი თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენი პატარა ქვეყანა გამორჩეულია თავისი ოლიმპიური ტრადიციებით. ჩვენ, ქართველებმა, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, მოვიგეთ 133 მედალი ოლიმპიურ თამაშებზე, მათ შორის 41 იყო ოქროს მედალი და არანაკლებ წარმატებული იყო ჩვენი ისტორია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლიერება და პატივისცემა გამოვხატო ჩვენი ვეტერანი ოლიმპიელების მიმართ, რომლებმაც შექმნეს ეს უდიდესი ტრადიცია ქართული სპორტისთვის", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ტრადიციისამებრ, ოლიმპიადის პრიზიორებისთვის პრემია წესდება.

„დარწმუნებული ვარ, თქვენ დამატებითი მოტივაცია არ გჭირდებით იმისთვის, რომ ბოლომდე იბრძოლოთ ჩემპიონობისთვის, მაგრამ ეს არის დამატებითი ფაქტორი, რომელიც თქვენს მოტივაციას ალბათ დამატებით აამაღლებს. მინდა დაგპირდეთ საქართველოს მთავრობის სახელით, რომ კვლავაც გაგრძელდება მხარდაჭერა ქართული სპორტის და ქართველი ოლიმპიელების, ოლიმპიური გუნდის მიმართ და ეს მხარდაჭერა წლიდან წლამდე კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. მინდა, გისურვოთ ძალიან დიდი წარმატებები ოლიმპიურ თამაშებზე", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიისას სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. ქართველ ოლიმპიელებს წარმატებული ასპარეზობა უსურვეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თბილისი მერმა კახა კალაძემ, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში შერაზ გასრიმ, ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილმა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა, დეკანოზმა არჩილ ხაჩიძემ. ქართველმა ოლიმპიელებმა ოლიმპიური ფიცი დადეს და ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრებამდე ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

• გიორგი

ამერიკელი მოციგურავე იყო, მარკ ჰაიდენი. ყველა დისტანცია მოიგო და 5 ოქროს მედალი აიღო ერთ ოლიმპიადაზე. მგონი ზამთრის ოლიმპიადების რეკორდია. მერე აღარც გამოსულა შეჯიბრებეზე და გასაკვირვი არცაა. ბოლო წელი მომზადების პირობები რომ ჰქონოდა ღამის დარაჯად მუშაობდა. როგორია სპორტსმენისთვის? საწყალი ამერიკა, ღარიბი ქვეყანაა და ვერ ეხმარებოდა მთავრობა.

• გიორგი

საქართველოს 'მთავრობას' ვუსურვებ მთავრობა იყოს და არა წინა 'მთავრობებივით', მოსახლეობის მყვლეფავი ბანდა. შეეშვას ორკაპიკიანი პიარ-აქციებით მოსახლეობისთვის ტვინის გამორეცხვას, და პირველ რიგში შეუქმნას მას აუცილებელი პირობები რომ ლუკმა-პურისთვის ხალხი ქვეყნიდან არ გარბოდეს. სულ მალე, 10 წელიწადში, 2035 წლისთვის გაეროს გათვლებით, თუ არაფერი შეიცვალა 'უმცირესობაში იქნებიანო საკუთარ ტერიტორიაზე'. ადრე 2050 წელი იყო მითითებული; დრო ეტყობა დაჩქარდა, და ეხლა 2035 წლამდე ჩამოაქვეითეს, ისე რომ 'გიხაროდენ', თავადაც მოესწრებით ამ დღეს.

• IMERELI

სპორტსმენი უნდა ქვეყნისთვის ერისთვის და ბოლოს საკუთარი თავისთვის იბრძოდეს და იღებდეს მედლებს და არა ამათი ქოცური პოპულისტური ფულის გადაყრისთვის, ნუ ეტმასნებით წესიერ ხალხს და ნუ აფუწებთ ბინძური ხელებით.

• საქართველო

ამერიკელები მათ ჩემპიონს მხოლოდ 87 000 დოლარს აძლევენ,ნეტავ მეტის საშუალება გვქონდეს,მეტსაც იმსახურებენ ჩვენი სპორტსმენები

• alexandre

წარმატებებს გისურვებთ! ყველა თქვენთაგანი შვილებივით უყვარს ჩემ თაობას! გაიხარეტ და გაგვახარეთ!

• Tete1234

ამ ოლიმპიელებს უფრო მეტი ეკუთვნის ვინც ოქროს მოიგებ და საპრიზო ადგილებზე გავლენ. წარმატებები საქართველოს ოლიმპიადაზე რაც შეიძლება მეტი ოქრო გოგოებო და ბიჭებო

• ეეე

ეს 2004-ის მერე ეგრეა ცხონებულმა ბადრიმ დააწესა.

მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს

მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა

[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის