საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მეოთხედფინალში უკრაინას შეხვდება. ეს ამბავი დღეს, გვიან გადაწყდა, როცა C ჯგუფში ყველა თამაში დასრულდა. გათამაშების ფორმატის თანახმად, A ჯგუფის საუკეთესო 2 გუნდი ჯვარედინად B ჯგუფის საუკეთესოებს უწყვილდება, ხოლო იგივე წესით C – D ჯგუფს. შესაბამისად, D ჯგუფის მე-2 ადგილზე გასული საქართველოს ნაკრები ელოდებოდა C ჯგუფის გამარჯვებულის გამოვლენას, რომელიც უკრაინის ნაკრები გამოდგა.

აქ ყველაფერი ჩახლართულად მოხდა. შვედეთი გახლდათ ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი D ჯგუფში, რომელთანაც 1 ქულით ჰქონდა წაგებული უკრაინას, ხოლო კიდევ ერთი ჯგუფიდან გასვლის პრეტენზიის მქონე უნგრეთის ნაკრები შვედეთს ბოლო ტურში ხვდებოდა. მანამდე უკრაინას უნგრეთი 8 ქულით ჰყავდა დამარცხებული.

ყველაფერს შვედეთი-უნგრეთის დაპირისპირება წყვეტდა. გამარჯვებული გუნდი უკრაინასთან ერთად ჯგუფიდან გადიოდა, ხოლო წაგებული მესამეზე და შესაბამისად – ჯგუფში რჩებოდა. საქართველოსთვის მნიშვნელობა იმას ჰქონდა, თუ რომელი გუნდი გავიდოდა პირველზე. შვედეთის გამარჯვების შემთხვევაში, ეს უკანასკნელი პირველ ადგილზე წაუგებლად რჩებოდა, თუმცა უნგრეთთან კარგად დაწყებული მატჩი საბოლოოდ წააგო და სამგუნდიან ტაი-ბრეიკში მესამე ადგილზე აღმოჩნდა. ბურთების შეფარდებით პირველზე უკრაინა დაჯდა, ხოლო მეორეზე – უნგრეთი.

შესაბამისად, საქართველო უკრაინას დაუპირისპირდება, ხოლო უნგრეთი – ჩვენს (D) ჯგუფში პირველზე გასულ რუმინეთს. საქართველო-უკრაინას შორის გამარჯვებული ნახევარფინალში ნიდერლანდები–სლოვაკეთს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება. სხვა მეოთხედფინალებში ითამაშებენ: რუმინეთი-უნგრეთი და ფინეთი-პორტუგალია.

საქართველოსა და უკრაინის ნაკრებები 10 დღის წინ ლატვიაში ერთმანეთს სპარინგ-მატჩში შეხვდნენ და მაშინ უკრაინამ 86:80 იმარჯვა. ნახევარფინალის საგზურის მომტანი მატჩი კი 19 ივლისს, თბილისის დროით 16:30 საათზე, რუმინეთის ქალაქ პიეშტში გაიმართება.

ნეპოტიზმი
ნეპოტიზმის გუნდი და ასე შემდეგ...
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
საქართველოს U20 ნაკრებმა სლოვაკეთი დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის უნგრეთს შეხვდება
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
U20. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში უკრაინასთან დამარცხდა
საქართველოს U20 ნაკრებმა მე-5 ადგილი დაიკავა | სულაბერიძე ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესტონეთი გაანადგურა და ჯგუფიდან გავიდა
საქართველოს U20 ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა და ჯგუფიდან გასასვლელად ესტონეთის ძლევა სჭირდება