საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ბულგარეთთან მატჩში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფიდან გასვლის ზღვარზეა. რუმინეთის ქალაქ პიეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ქართველებმა პირველი მარცხი გუშინ მასპინძლებთან განიცადეს, თუმცა ჯგუფიდან 2 გუნდი გადის და დანარჩენ მეტოქეებს თუ მოუგებს, საქართველო მეოთხედფინალში გავა. მისიის 50 პროცენტი დღეს ბულგარეთის ძლევით შესრულდა: კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა კერკეტი ბულგარეთის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში – 88:84 დაამარცხა და ახლა ჩვენთვის ყველაფერი 1 მატჩზე ჰკიდია: 16 ივლისს საქართველო ესტონეთს ხვდება და თუ დაამარცხებს, მეოთხედფინალში გადის.

ბულგარეთი პირველ ტურში ისვენებდა და მეორე ტურში დაძაბულ ბრძოლაში ესტონეთთან 65:67 დამარცხდა. სლავებს 2-დან 2 მარცხი აქვთ და ჯგუფიდან გასვლის შანსი, ფაქტობრივად, აღარ გააჩნიათ. რუმინეთი დაუმარცხებელი და მთავარი ფავორიტია – მასპინძლებმა პირველ ტურში, დაძაბულ ბრძოლაში ესტონეთი 73:70 დაამარცხეს. როგორც შედეგები აჩვენებს – რუმინეთი, ესტონეთი, საქართველო და ბულგარეთი ერთი ძალის გუნდები არიან და მეოთხედფინალში გასასვლელ რბოლას ბულგარელები ბრძოლაში განცდილი 2 მარცხის (ესტონეთთან და საქართველოსთან) გამო გამოეთიშნენ.

დღეს ლიდერი რუმინეთი აუტსაიდერ ალბანეთს ხვდება და მოუგებს. მასპინძლებმა ბოლო ტურში ბულგარეთთან რომც წააგონ, ჯგუფიდან მაინც გასულები არიან (3 მოგება, 1 მარცხი). ასე და ამგვარად, რუმინეთს (ალბანეთს თუ მოუგებს) ჯგუფიდან გასვლა გარანტირებული აქვს და მეორე მეოთხედფინალისტი საქართველო – ესტონეთის მატჩში გამარჯვებული გუნდი იქნება.

ახლა გადავხედოთ ბულგარეთთან მოგებულ მატჩს, რომელიც თავიდან ბოლომდე დაძაბული იყო. პერიოდებით რომ მივყვეთ, პირველის შემდეგ საქართველო 1 ქულას იგებდა, დიდ შესვენებაზეც იგივე სხვაობა იყო, ხოლო მესამე ათწუთეულის შემდეგ ფრე დაფიქსირდა. ბოლო პერიოდში საქართველომ ძალები მოიკრიბა, ერთ მუშტად შეიკრა და გამარჯვება მოიპოვა.

თანაბარი თამაში გაგრძელდა ბოლო პერიოდშიც, ვიდრე ბოლო წუთებმა არ მოატანა. დასრულებამდე 3:50 წუთით ადრე კრასტომირ მიჰოვის სამქულიანის შემდეგ ბულგარეთი 77:76 დაწინაურდა, თუმცა ქართველებმა საკადრისად უპასუხეს: გიორგი ოჩხიკიძემ, ვატო გაჩეჩილაძემ და ბაქარ ბერეკაშვილმა შედეგიანი შეტევებით საქართველო 84:77 დააწინაურეს, რაც დარჩენილ დროს (01:42) თუ გავითვალისწინებთ, ფაქტობრივად, გამარჯვებას ნიშნავდა.

საბოლოოდ ასეც მოხდა, თუმცა ერთ ეპიზოდში ჰრისტო ბაჩკოვმა სამიანი ჩააგდო, მანამდე კი კრასიმირ პეტროვს საჯარიმოები ჰქონდა მითვლილი და მატჩის დასრულებამდე 42 წამით ადრე სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა (82:84). ლუკა ალავიძის ორქულიანი, შემდეგ კი საჯარიმოები საქართველოსთვის უაღრესად საჭირო და გამარჯვების მომტანი იყო. ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა 4 ქულით იმარჯვა და როგორც თავში ვთქვით, ჯგუფიდან გასვლამდე 1 მოგება უკლია.

ბულგარეთთან მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი სულაბერიძე გახდა, რომლის ბეჭებზეც გადაიარა მთელმა თამაშმა. ქუთაისელმა მძიმე ფორვარდმა მიმდინარე ტურნირზე სარეკორდოდ ბევრი – 20 ბურთი მოხსნა. 20 მოხსნასთან ერთად სულაბერიძემ 22 ქულაც მიითვალა და მატჩში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. 19 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი გიორგი ოჩხიკიძემ მოაგროვა, ვატო გაჩეჩილაძის ანგარიშზე 13 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა. ანრი ბელთაძე 12 ქულითა და 6 მოხსნით გამოირჩა.

ქართველებისთვის (ესტონელებისთვისაც) ყოფნა-არყოფნის მატჩი 16 ივლისს, თბილისის დროით 16:30 საათზე გაიმართება.

GBF.GE

დიმი
2003 2004 2005 2006 ში თუ არის 207სმ სიმაღლის ბავშვი დაწეროს მოიკვლიოს სპორტალ ჯე ს ადმინისტრაციამ და ისიც მოიკვილიოს რატო არ გაზარდეს და მოამზადეს.
Psx
საჯარიმოები ჩვენი აქილევსის ქუსლია, ახალგაზრდულებისაც და ეროვნულისაც. რუმინეთთანაც არაფერი დათმეს. ისინი თითქმის არ აფუჭებდნენ ჩვენგან გახსვავებით და წაგებაც ამას მოყვა. აქ შეიძლება გადავრჩეთ და ბ დივიზიონსაც თავი დავაღწიოთ, მაგრამ მაღალ დონეზე არ გვაპატიებენ უაზროდ ქულების განიავებას
კობა
აბა თქვენ იცით ახალგაზრდებო!!!... წარმატებები ესტონეთთან და სხვა გუნდებთანაც!!!...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
ცვლილება 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში
"მარსელთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] უბრალოდ შეუჩერებელია - კვერნაძემ სერია A-ში ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 10 წლით გაიზარდა" - შევალიეზე მისმა მეგობარმა ისაუბრა
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
[VIDEO] ჭიკაძე ბრიტოსთან ნოკაუტით დამარცხდა
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა
[VIDEO] ქოჩორაშვილის 68 წუთი, რაფინიას ჰეთ-თრიკი და "ბარსელონას" გამარჯვება "სევილიასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
ფინალში რუსი იპონით დაამარცხა - თენგო ზირაქაშვილი ევროპის თასის ჩემპიონია!
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "ჰამბურგთან" მარცხი განიცადა
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"
[VIDEO] წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ოსასუნას" დაუზავდა
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"რატომ არ არის ეს ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში?!" - ენრიკემ გაკვირვება ვერ დამალა
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
საქართველოს U20 ნაკრებმა ლუქსემბურგთანაც წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი საქართველომ უკრაინასთან მარცხით დაიწყო
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი: საქართველო შვეიცარიასთან დამარცხდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ ბრატისლავაში გაემგზავრა