ჩვენს ნაკრებს სრულყოფილებამდე ბევრი უკლია და ამავდროულად, წინსვლის იმედი რჩება
რამდენიმე თვის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების წაუგებელი სერიით ვამაყობდით, ახლა კი თავმოსაწონი ბევრი აღარაფერი გვაქვს - ჩვენი ქვეყნის უმთავრესმა საფეხბურთო გუნდმა ზედიზედ მესამე თამაში წააგო.

მარცხი ამჯერად ამხანაგურ მატჩში განვიცადეთ, რაც არასდროსაა ტრაგედია, მაგრამ მაინც უსიამოვნოა, როცა აგებ გუნდთან, რომელიც შენზე მაინცდამაინც უკეთესი არ არის და თანაც, ანგარიშის გათანაბრების რამდენიმე კარგ შანსს გაუშვებ ხელიდან.

კარგი კი ის არის, რომ საქართველოს ნაკრებმა გაგვახსენა, შეტევაც რომ შეუძლია. სპლიტური შეხვედრისგან განსხვავებით, თემურ ქეცბაიამ ძირითად შემადგენლობაში არაერთი შემტევი ყაიდის ფეხბურთელი გაამწესა და იმის მიუხედავად, რომ არცთუ მტკიცე პოლონური დაცვის დაჯაბნას ხშირად ვერ ვახერხებდით, მაინც გამოჩნდა, რომ საჭიროების შემთხვევაში წინ წასვლაც შეგვიძლია.

თანაც, ჯანო ანანიძისა და კიდევ რამდენიმე მოთამაშის არყოფნაში ლიუბინში ჩვენი შემტევი პოტენციალი სრულად ვერც წარმოჩნდებოდა.

კარგია ისიც, რომ ქეცბაია თამამად ენდო ახალწვეულებს და ორი მათგანი პირდაპირ ძირითდში ჩართო. შოთა გრიგალაშვილს ნაკრებში კლაუს ტოპმიოლერის დროს კი უთამაშია, მაგრამ დღევანდელი ფორმაციის ნაკრებისთვის მაინც ახალი ფიგურაა და არაერთი გამოსაცდელისგან განსხვავებით, რომლებიც წარმატებული საკლუბო კარიერის მიუხედავად, ნაკრებს ვერაფერში გამოადგნენ, დაგვანახვა, რომ ეროვნულ გუნდშიც ისევე თამამად და სასარგებლოდ შეუძლია იმოქმედოს, როგორც "ზესტაფონში";

არანაკლები ქების ღირსია გრიგალაშვილზე გაცილებით უმცროსი დავით თარგამაძე, რომელმაც სადებიუტო სანაკრებო მატჩში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა, ითამაშა სრულიად შეუბოჭველად (ისევ და ისევ ქეცბაიას მიერ შანსმიცემული ბევრი ფეხბურთელისგან განსხვავებით) და დაამტკიცა, რომ ნაკრების შემტევი პოტენციალის გაძლიერება მასაც შეუძლია.

ამხანაგური შეხვედრის მთავარი მიზანი სწორედ ნაკრებისთვის გამოსადეგი კადრების აღმოჩენაა და ჩვენთვის ორი ასეთი მოთამაშის "პოვნა" ნამდვილად სახეირო ამბავია.

თუმცა მთავარი შედეგი, გუშინ რომ მივიღეთ, 0:1-ია, რამაც მატჩის ამხანაგური სტატუსისა და არცთუ ხელწამოსაკრავი მეტოქის მიუხედავად, ხასიათი მაინც წაგვიხდინა.

ქართველებმა თამაში თამამად დაიწყეს და უკვე მე-3 წუთზე პოლონელთა საჯარიმოში შეჭრილი თარგამაძე დაეცა, თუმცა მსაჯმა სიმულაცია დააფიქსირა და დებიუტანტი პენალტის ნაცვლად გაფრთხილებას გამორჩა.

პირველი ტაიმის შუამდე მასპინძლებს გიორგი ლორია საერთოდ არ შეუწუხებიათ, სამაგიეროდ, კახა კალაძის შორეული დარტყმა ვოიცეხ შჩესნიმ გაანეიტრალა, ხელსაყრელ პოზიციაში მდგომმა ოთარ მარცვალაძემ კი ბურთს ფეხი კარგად ვერ მოუმარჯვა.

ტაიმის დასკვნითი ნაწილი პოლონელებმა აღმავლობით ჩაატარეს. მეირჟეჩევსკის ძლიერი დარტყმა ქართველთა კარის ხარიხას გაეხახუნა, ლორიას შეცდომის შემდეგ კი ალექსანდრე ამისულაშვილმა გვიხსნა.

35-ე წუთზე გრიგალაშვილმა თარგამაძე მეკარეს პირისპირ შეატოვა, მაგრამ ამ უკანასკნელმა დროულად ვერ დაარტყა. დაუწერელი საფეხბურთო კანონი დაუყოვნებლივ ამოქმედდა, რობერტ ლევანდოვსკიმ საუცხოო პასით ჩვენი ცენტრალური მცველები სახტად დატოვა და იაკუბ ბლაშჩიკოვსკიმ თავისიანები დააწინაურა.

ორივე მწვრთნელმა ცვლილებას არაერთხელ მიმართა, თუმცა ტემპი დიდად არ შეცვლილა. პოლონელებსაც და ქართველებსაც ტექნიკური წუნი ჰქონდათ, თამაში კი საშუალოზე დაბალ ტემპში გაგრძელდა.

ვერ ვიტყვით, რომ შეცვლაზე შესულთაგან რომელიმემ ჩვენი ნაკრები განსაკუთრებით გააძლიერა, მაგრამ უშანსოდ მაინც არ ვყოფილვართ. ყველაზე დასანანი ეპიზოდი 61-ე წუთზე იყო, როცა თარგამაძის გადაცემით მარცვალაძე შჩესნისთან პირისპირ გავიდა და ლონდონის "არსენალის" მეკარეს ვერ აჯობა.

პოლონელებს შესატევად თავი აღარ გამოუდიათ, ქართველებს კი მათ საჯარიმოში შეღწევა კვლავაც უჭირდათ. ბოლო მეტ-ნაკლებად რეალური მომენტი შეცვლაზე შესულ დავით კვირკველიას ჰქონდა - შჩესნი მის დარტყმულსაც გაუმკლავდა.

ასე დასრულდა გუშინდელი საღამო, რომელმაც გაორებული შთაბეჭდილება დაგვიტოვა - კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ჩვენს ნაკრებს სრულყოფილებამდე ძალიან ბევრი უკლია და ამავდროულად, წინსვლის გარკვეული იმედიც დაგვიტოვა.

ეს მაინც ამხანაგური იყო, მკაფიო დასკვნების გაკეთება, სჯობს, შემოდგომისთვის გადავდოთ...

ამხანაგური მატჩი

10.08. ლიუბინი. დიალოგ არენა. 5 000 მაყურებელი

პოლონეთი-საქართველო 1:0

1:0 ბლაშჩიკოვსკი (36)

პოლონეთი საქართველო

4-2-3-1 4-2-3-1

შჩესნი ლორია

ვოიტკოვიჩი ლობჟანიძე

იოდლოვიცი ხუბუტია

გლოვაცკი ამისულაშვილი

ვავრინიაკი კალაძე

მურავსკი კანკავა

პოლანსკი კობიაშვილი

ბლაშჩიკოვსკი გრიგალაშვილი

მეირჟეჩევსკი თარგამაძე

ობრანიაკი მარცვალაძე

რ. ლევანდოვსკი დვალიშვილი

მწვრთნელები

ფ. სმუდა თ. ქეცბაია

პოლონეთი

60. ლევანდოვსკი - ბროჟეკი

60. მეირჟეჩევსკი - პეშკო

75. პოლანსკი - დუდკა

79. ობრანიაკი - პავლოვსკი

85. მურავსკი - მატუშიკი

90. ბლაშჩიკოვსკი - რიბუსი

სათადარიგოები: სანდომიერსკი, რჟეჟნიჩაკი, ვოლაკიევიჩი

საქართველო

46. ამისულაშვილი - გრიგალავა

46. დვალიშვილი - გურული

62. გრიგალაშვილი - გ. კაშია

62. მარცვალაძე - ვაწაძე

73. კანკავა - დაუშვილი

81. კობიაშვილი - კვირკველია

სათადარიგოები: მამალაძე, ალადაშვილი

გაფრთხილება: თარგამაძე (3), კობიაშვილი (74), ბლაშჩიკოვსკი (90)

არბიტრი: ა. შანდორი (უკრაინა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

georgia_team
ხალხო კარგით რა მართლა და მართლა,ნუ ითხოვთ ამდენს.......არ გვყავს ფეხბურთელები...ვერ ნახეთ რო მეორე შემადგენლობით ათამაშა ქეცბამ ნაკრები....არც ყენია გყავს არც მჭედლიძე არც ანანიძე გყავდა არც რევიშვილი არც გოგუა არც სირადძე.....თუ ეგრეა მიდი დადექით და თქვენ ითამაშეთ ვააა.......
oldcoyot
სხვისი არ ვიცი, მე კი ამ თამაშმა უფრო მეტი კარგი დამანახა, ვიდრე უარყოფითი.ერთი არ მესმის,ნუთუ ვერ ხედავს ქეცბა,რომ დაუშვილი ,გურული და ვაწაძე ვერ არიან სანაკრებო დონის ფეხბურთელები?ან რამდენი 19-21 წლის ფეხბურტელი თამაშობს გერმანიის ან ბრაზილიის ნაკრებში?ჩამოთვლილი ნაკლებადპერსპექტიული ფეხბურთელების ყოლას არ ჯობია ახალგაზრდული ნაკრებიდან ნამდვილად პერსპექტიული ბიჭების წარმოჩენა?...მგონი ოქრიაშვილი, თარხნიშვილი და კიდევ რამოდენიმე ბიჭი უფრო დიდი სარგებლობის მომტანი იქნება(ტუნდაც პერსპექტივის თვალსაზრისით), ვიდრე უკვე ცნობილი მუხრუჭების.
mesi
ჟურნალისტებმაც ნაკლებად უნდა გაბუქონ და აქონ წინასწარ ფეხბურთელები დაცერონ რეალურად ვინც რას წარმოადგენს -ზედმეტი არაფერი არ ვარგა
L.V
მე პირადად პოლონელების თამაშით უფრო მოვიხიბლე და ჩემი აზრით უფრო დიდი ანგარიშითაც უნდა მოეგოთ. ჩვენებს რაც შეეხება, ბურთის დაჭერა არ შეუძლიათ 2 წუთით და რომელ მოგებაზე საერთოდ ლაპარაკი, გაუთავებელ უაზრო შეცდომებს რომ თავი დავანებოთ. თუ სიმართლე გინდათ ყველა კომპონენტში გვაჯობეს, ერთი-ერთზეც კი დაგვჯაბნეს...
Tornike
სწორედ ეს არის მთავარი - მონდომება და კაცური ბრძოლა გვაკლდა... ბოლოდ თამაშებში თავიდან კარგად ვიწყებთ ხოლმე და მერე რაღაც გვემართება. ფსიქოლოგიც გვჭირდება აუცილებლად!
davidame
მე ვფიქრობ ამ თამაშში ჩვენ ყველაფერში წავაგეთ პოლონეთთან, ტემპშიც, ტექნიკაშიც,გამძლეობაშიც და მონდომებაშიც. ანგარიში სავსებით რეალურია. ჩვენ თუ გვქონდა მომენტები, არც პოლონეთს დაუკლია... თუმცა თამაშის დასაწყისი ძალიან იმედმომცემი იყო, თითქმის ყველაფერში ვჯობდით, მაგრამ მალე ავირიეთ და აღარ ვიცოდით რა გვეკეთებინა.
Tornike
მთავარი უნდა დავინახოთ - როგორ შეიძლება ამდენი უზუსტო და უაზრო პასი? მომენტების გამოყენებას ვინ ჩივის, საერთოდ მომენტების შექმნა გვიჭირს უსაშველოდ... ისინი ეგრევე ქმნიდნენ მომენტებს, ჩვენ კი ეგრევე ვკარგავდით ბურთს. ქართველი ფეხბურთელი ერთ კაცსაც რომ ვერ მოატყუებს...
tolika
როდის უნდა ისწავლონ ჩვენებმა მომენტების გამოყენება? რა სჭირდა ამ თამაშს წასაგები? ამოქმედდა ფეხბურთის დაუწერელი კანონი. ვერ გაიტან? შენ გაგიტანენ.
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს