საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გასვლით მაქსიმალური და წარმოუდგენელი შედეგი აჩვენა, ახლა მთავარია მიღწეულზე არ შეჩერდეს და მორიგ წარმატებას კიდევ წლების განმავლობაში არ ველოდოთ. თამასა აწეულია, მოლოდინი დიდია და „ჯვაროსნებს“ არ აქვთ უფლება შესარჩევ ტურნირზე ჯგუფში მეოთხე ადგილს დაუბრუნდნენ.

ევრო 2024-ზე ჩვენი ეროვნული გუნდის ოთხივე ჩატარებულმა მატჩმა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, მათ ტურნირი გაალამაზეს, სულ სხვა ხიბლი შესძინეს. ამას თავიანთი შემართებით და ბრძოლისუნარიანობით მიაღწიეს. მრავალმა ავტორიტეტულმა გამოცემამ საუკეთესო მეკარედ სამართლიანად გიორგი მამარდაშვილი დაასახელა, გიორგი მიქაუტაძე კი თანაბომბარდირი გახდა. ვერაფერს იტყვი, დებიუტანტის ასეთ ასპარეზობას არავინ ელოდა და ეს გახლდათ გუნდი - სიურპრიზი, გუნდი - სენსაცია.

ცალკე საუბრის თემაა ქართველი გულშემატკივარი. პატარა ქვეყნის ნაკრებს გერმანიაში 35-40 ათასი ადამიანი ქომაგობდა და თანაც, როგორ ქომაგობდა. ბევრმა ევრო 2024-ზე გასამგზავრებლად საკუთარი ფინანსური შესძლებლობებიდან გამომდინარე, შეუძლებელი შეძლო. როდესაც უცხო ქვეყანაში ქართულ მარშს ნახავ, მიხვდები, ისტორიაში ამდენი უბედურების გამოვლის შემდეგ, რატომაა საქართველო მარადიული. ვერ გეტყვით რა მიზეზით, თუმცა მატჩების ტელერეპორტაჟებისას რატომღაც სრულად არ გადმოიცემოდა სტადიონებზე ქართველების სიმრავლე და სიხალისე. თავად უეფასთვის და ტურნირის ორგანიზატორებისთვის საქართველოს ნაკრების მონაწილეობა სასიამოვნო და ყოველმხრივ მომგებიანი იყო - თუნდაც ფინანსური თვალსაზრისით.

და ვიხილეთ ჩვენს მიმართ თითქმის იდეალური მსაჯობა, ოღონდ, ვიდრე ესპანეთს არ შევხვდით. დიახ, ლუის დე ლა ფუენტეს შესანიშნავმა კრებულმა აშკარად დაგვჯაბნა (ვინ არ დაჯაბნა?), მაგრამ აქ არის ერთი „მაგრამ“. ფეხბურთი ხანდახან ალოგიკურია, გასაოცარი რამეები ხდება ხოლმე და ამითაცაა განსაკუთრებული. კერძოდ: 39-ე წუთზე როდრის გოლი ჩასათვლელი არ იყო, პირველი ტაიმი ჩვენი გამარჯვებით 1:0 დასრულდებოდა და არავინ იცის, შემდეგ რა მოხდებოდა. თანაც, ზუსტად მაშინ მიიღო ტრავმა ოთარ კიტეიშვილმა და შესაცვლელი გახდა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ხვიჩა კვარაცხელიას ცენტრიდან დარტყმული ბურთი უნაი სიმონის კარს ასცდა. მოდით, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, როდრის გოლი რომ არ ჩათვლილიყო და კვარაცხელიას გაეტანა. ალბათ, „ფურია როხა“ მაინც მოგვიგებდა, თუმცა ვინ იცის... რა მაგის პასუხია და ფინალში მსაჯს მინიმუმ 5 წუთი უნდა დაემატებინა ძირითადი დროისთვის, რაც არ გააკეთა. ევროპის ჩემპიონი უდავოდ საუკეთესო გუნდი გახდა და ამით ფეხბურთმა გაიმარჯვა. ოღონდ ეგაა, გარკვეული კითხვის ნიშნები დარჩა.

ზემოთ აღვნიშნე, რომ საქართველოს ნაკრებმა თავისი შესაძლებლობების გათვალისწინებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწია, რაშიც მწვრთნელის, ვილი სანიოლის დამსახურება უდიდესია. რა თქმა უნდა, გვინდა ჩენი გუნდი პირველ ნომრად თამაშობდეს და დომინირებდეს, მაგრამ ფრანგი სპეციალისტი მის ხელთ არსებული კონტიგენტით მოქმედებს. როგორც ძველად იტყოდნენ - კადრები წყვეტენ ყველაფერს. სანიოლს კი მდიდარი არჩევანი არ გააჩნია და საკმაოდ მოკლე სათადარიგო სკამი აქვს. ვაღიაროთ, გვყავს ოთხი-ხუთი მაღალი კლასის ფეხბურთელი და დანარჩენი საშუალო დონისანი, თუმცა გმირულად მებრძოლები. გუნდი საერთო ჯამში ჯერ კიდევ დაუბალანსებელია, მაგრამ ისე აღარაა, როგორც რამდენიმე წლის წინ, როდესაც შეტევაში მხოლოდ ხვიჩაზე იყო დამოკიდებული. სწორედ ამითაა განპირობებული სანიოლის სტრატეგია და ტაქტიკა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მიზანი ამართლებს საშუალებას.

სტაჟიან გულშემატკივრებს გვახსოვს ძველი თბილისის „დინამო“, რომელიც იშვიათად გვინახავს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საკუთარ კარს მიჯაჭვული. ამას წინათ ინტერნეტში 1982 წელს თბილისში უეფას თასზე „ნაპოლისთან“ მოგებული (2:1) მატჩის ვიდეო ვნახე, რომელსაც გთავაზობთ. დააკვირდით როგორ მოძრაობს ყოველი რგოლი, როგორ ფლობს ნებისმიერი ფეხბურთელი ბურთს, როგორ იხსნებიან, როგორ მოქმედებენ უბურთოდ. ისიც სათქმელია, რომ იმ დროისთვის დავით ყიფიანს უკვე თამაშისთვის თავი ჰქონდა დანებებული.

Video

21.07.24. დინამო-ნაპოლი 2:1

საქართველოს დღევანდელ ნაკრებს ამის ფუფუნება არ გააჩნია, ვინაიდან არ ჰყავს სწრაფი მცველები და მარტო მათ ნუ დავაბრალებთ ყველაფერს. ელემენტარულად გვჭირდება ნახევარმცველი (ან ნახევარმცველები), რომელიც ბურთს დაიჭერს, ტემპს გააკონტროლებს და პარტნიორებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. შესაძლოა, ამისათვის სასტარტოში ზურიკო დავითაშვილის დაყენება გახდეს საჭირო, რომელმაც ბოლო სეზონში ძალიან მოუმატა, ბურთის მიღება, კორპუსით დაფარვა და შენარჩუნება ეხერხება. ყოველ შემთხვევაში, ეს ვარიანტიც მოსასინჯია, რამეთუ ყოველთვის კონტრშეტევაზე თამაში შეუძლებელია და ადრე თუ გვიან გაუშვებ გოლს. ამას გარდა, თავდამსხმელებს ძალიან უკნიდან უწევთ იერიშების წამოწყება, იღლებიან და საკუთარ პოტენციალს სრულად ვერ ავლენენ. იგივე ესპანეთთან კვარაცხელიას მხოლოდ ორი მომენტი ჰქონდა, მიქაუტაძეს კი - არცერთი.

ბევრი სამართლიანად მიიჩნევს, რომ შემადგენლობა ნაწილობრივ გადასახალისებელი და გასაახალგაზრდავებელია, რათა უფრო მაღალი სისწრაფეებით და ამოწეული დაცვით იმოქმედონ, მაგრამ აქ ისევ მთავარ პრობლემას, კარდების დეფიციტს ვაწყდებით. სამწუხაროდ, იმ 21-წლამდელთა ნაკრებიდან, რომელმაც საქართველოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე კარგად წარმოაჩინა თავი, ჯერ ბევრმა პროგრესი ვერ განიცადა. ვინც ახალი ფორმაციის ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების ყაზახეთთან ამხანაგურ შეხვედრას უყურა, დაინახავდა, რომ პირველ ნაკრებში საასპარეზოდ მზად არავინაა. უბრალოდ არ გვყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც უკვე დღესვე დიდ ნაკრებებთან მაღალი ინტენსივობით თამაშს შეძლებენ. ესაა რეალობა, რომელიც სურვილთან თანხვედრაში არ მოდის.

მოკლედ, „ჯვაროსნების“ ისტორიაში ახალი ეპოქა იწყება. გუნდი აშკარად გაუმჯობესებულია, რამდენიმე ფეხბურთელი მაღალი დონის გუნდში გადავიდა და ახალი ამოცანები გველოდება. პირველ რიგში ერთა ლიგის B დივიზიონი, სადაც ჩეხეთის, უკრაინის და ალბანეთის სახით რთული მეტოქეები გვეყოლება. ნუ დაგვავიწყდება, რომ განსაკუთრებით უკრაინა და ჩეხეთი ძალისმიერი გუნდებია და ჩვენთვის ტრადიციულად უხერხული მოწინააღმდეგები არიან. ამის შემდეგ დაიწყება მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი და ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ ჯგუფში მოვხვდებით. ერთი რამ ცხადია, ნაკრები უკეთესი და თავდაჯერებული გახდა, სულ სხვა სიმაღლეზე გავიდა და მისგან წინსვლას და მორიგ წარმატებებს ველით. ამისათვის კი ევროპის ძლიერ კლუბებში სტაბილურად მოასპარეზე მეტი ფეხბურთელია აუცილებელი.

მიმომხილველი

სოსო
პირველ ნომრად რომ ვითამაშოთ,მაღალი პრესინგია საჭირო.მაღალ პრესინგს,ზემოთ აწეული დაცვა და დინამიური ნახევარდაცვა სჭირდება.ზემოთ აწეულ დაცვას,ძალიან სწრაფი,ტექნიკურ ტაქტიკურად განსწავლული მცველები და მთლიანად გუნდის ძალიან კარგი ფიზიკური მომზადება,ორ-სამჯერ უფრო ხშირი სპურტებით.შეგვიძლია ამდენი?-სამწუხაროდ,არა!თქვენ ეს გესმით,აი იმათ კი,ვინც დისლაიქები დაგიწერათ,მგონი გაგონილიც კი არა აქვთ,ამის შესახებ.
alexandre
ეს თამაში კი მოვიგეთ, ჯამში წავაგეთ, სამწუხაროდ.
alexandre
"მიმომხილველი", დიდი მადლობა ამ ვიდეოს დადებისთვის! და იცით რატომ? ჩემი შვილისგან და მისი თაობის და კიდევ უფრო ახალგაზრდა ქომაგებისგან, სულ მესმის, თქვენ დროს ნელი ფეხბურთი იყოო. აი ყველა ახალგაზრდას ვთხოვ! უყურეთ ამ თამაშის პირველ ნახევარს (მეორე საერთოდ არც არის). ამ ტემპში ინგლისური კლუბებიც კი არ თამაშობენ, არც ბარსა და რეალი. ასეთ ტემპში მოთამაშე გუნდი, დღეს არც კი ვიცი ვის შევადარო! ტემპი ის იყო თუ იყო. ნაპოლი კროლით, რამონ დიასით და სხვა ვარსკვლავებით შევჭამეთ. ცოტა, ბედი, ცოტა მსაჯობა (გუცაევი პირისპირ გადიოდა და ჯარიმა დადო) და ამიტო წავაგეთ.
simartle
ნოდარ ლომინაძე შუა ხაზში უნდა მოისინჯოს. ფიზიკურად თუ გაძლიერდა რომ ორი ტაიმი მაღალ დონეზე ითამაშოს ეგ არის საინტერესო. მაგრამ მოედნის ხედვით ბურთის კონტროლით, პასებით და თვით ფიზიკური მონაცემებით ძალიან დიდი მონაცემები აქვს. სიმაღლით დაცვასაც უფრო მიეხმაერება 1.94 ია და საჯარიმო კჯუთხურებზეც. სწორად სჭირდება მისი კარგი მხარეების გამოყენება.
სტალინი
დეკემბერში
kvaxo
გვილიას ძალიან დიდი იმედი მქონდა, მაგრამ ვერ გამიმართლა.
მწარე
რას ამბობ? ნაკრებში უნდა ვასწავლოთ თამაში? კლუბებში რომ ითამაშონ არა?
იხვი
კარგით რა, ახლა კაშიას და კვირკველიას ნუ დააბრალეთ რომ ახალი მცველები არ გვყავს. ფეხბურთელი ნაკრებში ვითარდებოდეს ვის გაუგია, კლუბებში ვითარდებიან ფეხბურთელები და კლუბებში იწყობენ კარიერას, ნაკრები კი იმისთვისაა, საუკეთესოებმა დაიცვან ქვეყნის სახელი. 50 წლის კაშიაზე უკეთესი თუ არა გვყავს არავინ, კაშიას ბრალი ნამდვილად არაა, და არც სანიოლის. ეს ვინც მოსპო ბავშვთა ფეხბურთი, იმათი ბრალია. ახლა ცოტა მოხოდილია ვითომ ეგ თემა და ვნახოთ რამდენიმე წელიწადში, ეგებ გამოჩნდეს ნიჭიერი ხალხი.
მდააა
რომელი მცველი განვითარდება აბა მითხარით 20 წელიწადია ჩაბეტონებულია კაშია და15 კვერკველია …ამხანაგურებშიც კი ამ 15-20 წლის განმავლობაში შანსი არ მისცემია არავის იცვლებოდა მხოლოდ მესამე ცენტრალური მცველი ( ხოჭო, დვალი ) და როდესაც არავის არ აქვს იმედი რომ ნაკრებში მოხვდება ბევრიც იკიდებს ზოგი კორეაში მიდის ზოგი კვიპროსში ირანში და ა.შ აი გველესიანმა კი ძალით გამოაძახებინა თავი ტიპმა ინაგლა მაგრამ გაამართლა ყველა მხრიდან ეგაა რომ ისიც 33 წლისაა …დროა საზონოვის გელაშვილის კალანდაძის გოგლიჩიძეს ხვადაგიანის ამ ერთა ლიგაზე ამათ ერთი ორი ვეტარანი ვარჯიშებზე რომ ასწავლონ …რომ მსოფლიოს შესარჩევისთვის და მერე თვით მსოფლიოზე სრულიად ახალი დაცვა გვაყვდეს …( ვეტერანებში ვგულიხსმობ დვალის და ლოჩოშვილს და არა სხვებს )))))) ….)….
L.J .
Gavi dzma erti welia damtreulia....otarze getanxmebi!!!
გოგა
ყველა ვერ იქნება ხვიჩა და მამარდად დონის ფეხბურთელი, მაგრამ.სულ მცირე ჩაკვეს და კიტეს დონის ფეხბურთელები უნდა გვყავდეს ყველა რგოლში, რო მსოფლიოზე გასვლაზე ვიფიქროთ, ღმერთმა ქნას სასწაული მოხდეს, მაგრამ 4 და 5 კაცით ვერ გავალთ ამხელა ტურნირზე, პლუს კიტე ხშირად ტრამვიანობს, სულ საკუთარ კარს თუ არ გინდა იცავდე, მაშინ 4 მცველიანი ტაქტიკით უნდა ვითამაშოთ, ეგ ჩვენზე უკეთ იცის სანიოლმა, მაგრამ არა რესურსი ამ ეტაპზე
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
და გინდ რომ დაბრუნდეს არავის გაუკვირდება.
აკო
ხომ არ იცით როდის არის მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა?
დავითი
ველოდები საბა საზონოვის პროგრესს(ტორინო),საბა გოგლიჩიძის(ემპოლი),ანზორ მექვაბიშვილმა უნდა გამოიყენოს შეძენილი გამოცდილება,სიგუას აქვს პოტენციალი.ასევე,საყრდენ ნახევარმცველ ლუკა გადრანს(კაირატი)უნდა მიეცეს შანსი,ფიზიკურად ძლიერად გამოიყურება და ტაქტიკურად კუდევ განსწავლული ჩანს.
რრრ
როგორმე უნდა ვისწავლოთ 4 მცველიანი ტაქტიკით თამაში და მერე შეიძლება ბურთის დაჭერა.
ერმილე გ.
მეორე ნომრად თამაში ვინმეს ახირება არაა, სანამ ნახევარდაცვაში მხოლოდ ჩაკვე, კიტე და ქოჩორა გყავს და თუნდაც მათი კლასის კიდევ ერთი ამდენი არ გეყოლება, როცა მაღალ პრესინგს და სწრაფ გადაწყობას იოლად არ შეძლებ, პირველ ნომრად თამაში არაფრისმომტანია ძლიერ გუნდებთან
სოსო
არ ვიცი,ვინ იმალება ამ სტატიის უკან,მაგრამ ძალიან კი შეცდა,სახელის დამალვით.ძალიან კარგი სტატიაა და ავტორს,სიამოვნებით ვუხდი მადლობას.იმედია მომავალშიც ხშირად გვასიამოვნებს მსგავსი სტატიებით და არც თამასას დასწევს,დაბლა.მადლობა ამ ვიდეოსთვისაც!ძალიან კარგად ჩანს,მაშინდელი დინამოელების ტექნიკა და სისწრაფეები.სტატიას ფეისბუკზეც გავაზიარებ.დაე სხვებმაც,ახალგაზრდებმაც ნახონ,როგორ თამაშობდა მაშინდელი დინამო,თუნდაც დავით ყიფიანის გარეშე.
ბათუმელი ექსპერტი
ნაკრებს წარმატებები და არ შეგიძლიათ საფეხბურთო ნაკრებთა სრული რეიტინგი გამოაქვეყნოთ?
გიო
მთავრია ბევრი გოლის გატანა ვისწავლოთ ორი ან სამი გოლი უნდა გაიტანო თუ გინდა მოწინააღმდეგე დადო ზურგზე...არ გაგვიმართლა რომ იძახიან გადაფხიკე და მოიგე არაა
roni
როგორც კი კიტე დაგვემტვრა ეგრევე მივხვდი რომ ჩვენი საქმე წასულიყო.... კიტე როარ დამტვრეულიყო არც ის გოლი გავიდოდა ოთარმა რაც ითამაშა ჯიბეში ყავდა გავიც და როდრიც. ტრამვის გამო ვერ შეუშალა წესივრად ხელი და დაარტყმევინა კარებში. გოლი რომც არ ჩაეთვალათ კიტეს გასვლა და ჩვენი არევა ერთი იყო
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
"გვარდიოლა ამ ფეხბურთელის დამატებაზე ოცნებობს" - ფაბრიციო რომანო
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?