"ოკლაჰომა-სიტის" ლიდერის, კევინ დურანტის აგენტის თქმით, ფორვარდი ასევე განიხილავს წინადადებებს ესპანეთიდან და რუსეთიდან
"ოკლაჰომა-სიტის" ლიდერი კევინ დურანტი მოლაპარაკებებს აწარმოებს თურქეთის "ბეშიქთაშთან". ამის შესახებ EშPN-თან კომენტარში მოთამაშის აგენტმა აარონ გუდვინმა განაცხადა. გარდა ამისა, იმავე აგენტის თქმით ფორვარდი ასევე განიხილავს წინადადებებს ესპანეთიდან და რუსეთიდან.

"თურქული კლუბის წინადადება მაცდუნებელია, მაგრამ სხვა ქვეყნების ვარიანტებსაც განვიხილავთ. კევინს ჯერ არ მიუღწევია არც ერთ კლუბთან შეთანხმება, მაგრამ ღირსეულ ვარიანტს ვეძებთ. უნდა ვაღიაროთ, თურქული კლუბები აგრესიულ სატრანსფერო პოლიტიკას ეწევიან", - აღნიშნა გუდვინმა.

აგენტმა ისიც დაამატა, რომ უცხოეთიდან მიწვევა აქვს მის მეორე კლიენტს, "ატლანტას" წევრ ჯამალ კროუფორდს.

შეგახსენებთ, რომ "ბეშიქთაშმა" უკვე გაიფორმა "ნიუ ჯერსი ნეტსის" გამთამაშებელი დერონ უილიამსი და არც კობი ბრაიანტის გადაბირება გადაუფიქრებია.

ამასობაში, იგივე "ბეშიქთაში" NBA-ის კიდევ ლეგიონერთან, "ჰიუსტონ როკეტსის" გამთამაშებელ გორან დრაგიჩთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. ამ ტრანსფერის განხორციელებაში თურქულ კლუბს კონკურენტი ჰყავს სლოვენიის "ოლიმპიას" სახით.

შეგახსენებთ, რომ სლოვენიელი მცველი თებერვალში გადავიდა "ფინიქსიდან" "ჰიუსტონში". შარშან დრაგიჩმა "როკეტსის" შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 7.7 ქულა, 2.6 მოხსნა და 2.5 პასი დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა