ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელთა განცხადებით, ისინი ყაბულს არიან, 30 წლის დანიელი ნახევარმცველი კრისტიან პოულსენი "ლივერპულს" 5,475 მილიონ ევროდ დაუთმონ.

ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელთა განცხადებით, ისინი ყაბულს არიან, 30 წლის დანიელი ნახევარმცველი კრისტიან პოულსენი "ლივერპულს" 5,475 მილიონ ევროდ დაუთმონ.

მერსისაიდელთა ახალი დამრიგებელი როი ჰოჯსონი ამ ტრანსფერის მეშვეობით გუნდის შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ნაპრალის შევსებას ლამობს – მოგეხსენებათ, "ლივერპულის" საყრდენი ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო გარემოს შეცვლას აპირებს, მით უფრო, რომ მას თვით "ბარსელონა" ეპატიჟება. ასე რომ, ჰოჯსონის ჩანაფიქრით, სწორედ აგრესიული და ხშირად უხეში დანიელია ის კაცი, რომელიც მასკერანოს მეტ-ნაკლებად სრულფასოვნად შეცვლის.

რაც შეეხება "ბებერ ქალბატონს", ტურინულმა გიგანტმა კრისტიან პოულსენი 2 წლის წინათ 9,75 მილიონ ევროდ "სევილიასგან" იყიდა, ხოლო "ლივერპულთან" ახლახანს მიღწეული შეთანხმების თანახმად, დამატებით 1,2 მილიონ ევროს მიიღებს, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანიელი შუახაზელი თავისი ახალი კლუბის შემადგენლობაში გარკვეული რაოდენობის მატჩებს ჩაატარებს.

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა