პორტუგალიის ჩემპიონის "პორტუს" ფეხბურთელებმა შარშან ფანტასტიკური სეზონი ჩაატარეს
"პორტუს" ფეხბურთელების მიმართ ინტერესი არ ნელდება. პრინციპში ეს გასაკვირი არც არის, რადგან "დრაკონებმა" შარშან ფანტასტიკური სეზონი ჩაატარეს.

პორტუგალიის ჩემპიონს უმდიდრესი ევროპული კლუბები ხან რომელი ფეხბურთელის გაყიდვას სთავაზობენ, ხან რომლის. ინგლისური "დეილი მეილის" ცნობით, "ტოტენჰემი" მზადაა ჟივანილდო პერეირა დე სოუზაში, ანუ უბრალოდ ჰალკში "პორტუს" 40 მილიონი ევრო გადაუხადოს და ამათგან - პიტერ კრაუჩი, რომან პავლუჩენკო, ვილსონ პალასიოსი, რომელიმე ფეხბურთელიც დაამატოს.

ჩვენი გაზეთი იმასაც წერდა, რომ "რეალი" და "რომა" კოლუმბიელი ფრედი გუარინის სამსახურით არიან დაინტერესებულნი. "მარკა" კი გვამცნობს, ფეხბურთელმა ესპანელებთან პირადი კონტრაქტი შეათანხმაო, მაგრამ თავად "პორტუ" ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. კლუბის პრესსამსახურმა განცხადება ოფიციალურ ვებგვერდზე დადო, სადაც წერია, რომ არავითარი ოფიციალური წინადადება ამ ფეხბურთელებთან დაკავშირებით მათ ოფისში არ შესულა და რომც შევიდეს, ხელმძღვანელობა მას არც განიხილავს, რადგან ისინი არ იყიდებიან.

ვიტორ პერეირამ საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, მისი თქმით, ის მზადაა, კვირაში რამდენჯერმე დილის ვარჯიშის შემდეგ ჟურნალისტებს 15 წუთი დაუთმოს. ეს ახალბედა მწვრთნელს პრესის წარმომადგენლებთან მეტი კონტაქტის საშუალებას მისცემს და ბუნებრივია, საზოგადოებას გუნდის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია ექნება. ეს კი, თავის მხრივ, ჭორების რაოდენობის შემცირებას შეუწყობს ხელს.

"პორტუს" გუშინ კოპა ამერიკის უკანასკნელი მონაწილეები დაუბრუნდნენ, ლაპარაკია 25 წლის ურუგვაელ მცველ ალვარო პერეირასა და 20 წლის კოლუმბიელ ნახევარმცველ ჯეიმს როდრიგესზე. მიუხედავად ამისა, პერეირას სრულ შემადგენლობასთან მუშაობის ბედნიერება არ მიეცა, რადგან მას ნაკრებებში გამოძახებული ფეხბურთელები ჟოაუ მოუტინიო, ანდრე კასტრო, სილვესტრე ვარელა, რუბენ მიკაელი (პორტუგალია) და ჯალმა კამპუში (ანგოლა) დააკლდნენ.

პორტუგალიური გამოცემა "რეკორდ ო ჟოგო" ამტკიცებს, რომ "დრაკონები" ლიეჟის "სტანდარდიდან" სტივენ დეფურის გადაბირებას გეგმავენ. ეს ტრანსფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუკი კლუბი "რომაში" გაუშვებს ბრაზილიელ ფერნანდოს. შეგახსენებთ, რომ სტივენის გადაბირებას აქამდე მოსკოვის "ლოკომოტივი" და "სპარტაკი" ცდილობდნენ, მაგრამ ფეხბურთელი რუსულ პრემიერლიგაში თამაშის პერსპეტივამ ოდნავადაც ვერ მოხიბლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა