"უოტფორდის" მთავარმა მწვრთნელმა ტომას კლევერლიმ გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა.

კლევერლის თქმით, ქართველმა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დიდი პროგრესი განიცადა და შესაძლოა, მომდევნო სეზონში "უოტფორდის" ლიდერიც გახდეს.

"როცა გუნდში მოვედი, საზარდულის ტრავმა აწუხებდა და ერთად ხშირად მუშაობა არ მოგვიწია. ევროპის ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შეხვდა. ბედნიერი ვარ, რადგან ვხედავ, რომ ჩაკვეტაძე ვარჯიშებზე და თამაშებზეც ზუსტად ისე იხარჯება, როგორც ამას საქართველოს ნაკრების მატჩებში აკეთებდა.

10 დღეა ვარჯიშზე ვუყურებ და ასეთი ჩაკვეტაძე არ მინახავს, მას ნამდვილად შეუძლია, რომ მომდევნო სეზონში ჩვენი ლიდერი და გუნდის შეუცვლელი ფეხბურთელი გახდეს.

პოზიციას დიდებულად არჩევს, სივრცეების ათვისების საოცარი უნარი აქვს, ბურთთან მუშაობაზე კი აღარაფერს ვიტყვი.

ახლა ჩემი და სამწვრთნელო შტაბის ამოცანაა, რომ მისი დიდებული ფორმა სტატისტიკაში აისახოს. იცით, მისი ასეთი პროგრესი რამ განაპირობა? ყველა შეტევა მისგან იწყება. გიორგიმ თავადაც იცის, რომ გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და უდიდეს პროფესიონალიზმს ავლენს", - ციტირებს კლევერლის სიტყვებს Watfordobserver-ი.

Ucxo
ნეტა მაგან თამაში დაიწყოს ძველებურად და მერე ნახე ტაციაობა ჩაკვეზე.
გიო
კარგად თუ ითამაშებს დიდი შანსია პრემიერლიგის გუნდები დაინტერესდნენ ჩემპიონშიფიდან ხდება ხოლმე შევსება
zura222
ჩაკვეს ასეთ თააშს რომ ვუყურებ ისევ ვლადიმერ ვაისს ვიხსენებ ზუსტად მან გადაგვრჩინა ჩაკვე და უდიდესი მადლობ მას +++ ვაისი რომ არა ჩაკვე უკეთეს შემთხვევაში ეხლა ან ისევ იმ ბოსელ გენტში იქნებოდა და იქ იმ ტრავმას უფრო გაურთულებდნენ ან სადღაც ჭ ქვეყნის ჯ ლიგაში იქნებოდა გენტიდან განათხოვრებული გართულებული და ქრონიკული ტრავმით და უარეს შემთხვევაში კი ყენიასავით კარიერა დამთავრებული ! ასე რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები ათასჯერ უნდა დაფიქრდნენ სანამ ბელგია ჰოლანდია დნიაში და ეგეთ ქვეყნებში წავლენ ! ერთი სასწაული გამონაკლისის (შოთას) გარდა იქ არცერთმა ქართველმა არ გაიხარა
მირო+
ეეჰ ზუსტადაც რომ არ გინახავს ჯიგარო...ჩაკვეს ყურება ვაიმეე ერთი სიამოვნება იყო სანამ ტრამვას მიიღებდა..ერთიც არის უოთფორდიში ყოფნა და თამაში რო გვიხარია ეხლა ერთი ორი დიდი გუნდი უნდა ქონდეს მოვლილი.მაგრამ რაც მოხდა მოხდა და კარგია უკან დატოვა ცუდი,ეს გუნდი და ჩემპიონატი გასაკაჟებლად გამოადგა ეს ნაღდია თუ ესე შეუბერა პრემიერლიგის გუნდი წააცუნცულებს ბოქსინდეიმდე...უეჭველია!!
სოსო
თავს პროგრესულ ქართველს უწოდებ?ფიცი მწამს,ბოლო მაკვირვებს!არც პროგრესულობისა გეტყობა რაიმე და არც ქართველობისა.
დათი
ოხ შე ნიკა გვარამია შენა
ჟორა
ღმერთმა უშველოს და გვიმრავლოს ასეთი კარგი ქართველები.
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს
"ჩაკვეს" ფიზიკურად ნუ გადაღლით და მეტი თავისუფლება მიეცით და მისი ინტელექტის პატრონი 1 წელიწადში სუპერ ვარსკვლავად ჩამოყალიბდება!
C
ყოჩაღ ჩაკვე!!!!!
ზიზ
ყველა ქართველში ცოცხლობს ერთი პატარა ფენიქსი, და როგორც ონტოგენეზია ფილოგენეზის მოკლე გამეორება, ისე ყველა ქართველის სიცოცხლეა ჩვენი ისტორიის პატარა რეპლიკა!..
G.LA
გიოს ვროპის წინა თამაშებში უკვე ეტყობოდა რომ დაბრუნდა ფეხბურთში. ევროპაზე კარგად გამოსვლამ თვითრწმენაც შემატა და ახლა იმედია ასევე გააგრძელებს. ადრე მწვრთნელები არ უქებდნენ ვარჯიშზე მონდომებას, არც ჰამბურგში, არც გენტში და ვისაც ახსოვს სანიოლიც უკმაყოფილო იყო. გიომ შრომას მოუმატა და ეს უკვე ძალიან კარგად აისახა მის თამაშზე, რაც ყველას გვახარებს. წამატება ჩაკვეს.
გიზოგ
მსოფლიოში ყველაფერი თავდაყირა დადგა, ამ არსებასაც კი თავი პროგრესული გონია.
პროგრესული ქართველი
ამ ბიჭის მაქსიმუმი მეორადი კლუბებია
ჯეჯე
მიყვარს ეს ბიჭი და მინდა რო თავისი შესაძლებლობები ბოლომდე გამოიყენოს!უდიდესი პოტენციალის ფეხბურთელია და იმედია ითამაშებს დიდ გუნდში!
ტიჯანი პაპა
საღამოს თამაშობს. გიო მიდი ლომო, ეგრევე გოლი გვინდა. გენაცვალოს პაპა შენა!
გიზოგ
ძალიან მიხარია გიორგის ბრწყინვალე დაბრუნება, მადლობა მწვრთნელს მისი ასეთი კარგი თანადგიმისთვის. ალბათ თვითონ გიორგია ისეთი ხასიათის და ქცევის ბიჭი, რასაც გუნდში უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ ყველა მწვრთნელი კარგადაა განწყობილი მის მიმართ. ვაისი, სანიოლი და აგერ ტომას კლევერლი. დიდი წარმატებები გიორგი. ერთს კი ვთხოდი გიორგის, ასეთმა ქართველმა კაცმა ნაკრებში ჰიმნი იმღეროს.
გიზოგ
ძალიან მიხარია გიორგის ბრწყინვალე დაბრუნება, მადლობა მწვრთნელს მისი ასეთი კარგი თანადგიმისთვის. ალბათ თვითონ გიორგია ისეთი ხასიათის და ქცევის ბიჭი, რასაც გუნდში უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ ყველა მწვრთნელი კარგადაა განწყობილი მის მიმართ. ვაისი, სანიოლი და აგერ ტომას კლევერლი. დიდი წარმატებები გიორგი. ერთს კი ვთხოდი გიორგის, ასეთმა ქართველმა კაცმა ნაკრებში ჰიმნი იმღეროს.
გიორგი
როგორ გამიხარდა! ეს ევროპის ცემპიონატზე გასვლის და იქ გამოსვლის შედეგია. ამისთვის მადგლობა სანიოლსაც ეკუთვნის. წინ, გიო!
ფაშფაშზადე
არ გვინდა დასავლეთი ,წადი გიო ირანის ან უზბეკეთის ჩიმპიანატში .
₾ადო
გამარჯვებულის მენტალიტეტი! ლიდერობის და კლასის უფრო ამაღლების სურვილი და მონდომება! წარმატებები გიოს! ყველაზე უფრო მას ვგულშემატკივრობ!!!
კიეზა
როგორ მიხარია მწვრთნელი რომ ასე საუბრობს ჩაკვეზე..აბა სად არიან ისინი რომ ამბობდნენ დამთავრდა ამისი ფეხბურთიო..წელს თუ გაუმართლა და გადაყვა გუნდს პრემიერლიგაში..აი მერე ნახავს ინგლისი რამხელა ნიჭის პატრონია ეს ჩვენი მგელი...წარმატებები გიოს და ყველა ქართველს..
გია_544
თვალს გადევნებთ, გაგვახარე ჩაკვე !!!
ვაჟა მასწავლებელი
ტომას, შენს პირს შაქარი და თაფლი. ღმერთმა ქნას ყველაფერი ისე დალაგდეს როგორც ჩაკვეს, თქვენ და ჩვენ გვინდა!
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
გოგლიჩიძე სასტარტოში, ჩაკვეტაძე შეცვლაზე და "უოტფორდის" ნანატრი გამარჯვება
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
ჩაკვეტაძის 66 წუთი - "უოტფორდმა" ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერ მოუგო
[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია