დორტმუნდის "ბორუსიას" ერთ-ერთი ლიდერი კევინ გროსკროიტცი გერმანიის ნაკრებში დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
კევინ გროსკროიტცს გერმანიის ნაკრებში სულ სამი მატჩი აქვს ჩატარებული. მიუხედავად იმისა, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" ერთ-ერთი ლიდერია და გასული სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, ბუნდესგუნდის მთავარი მწვრთნელიო იოახიმ ლიოვი ამ ბოლო დროს აღარ წყალობს.

ზუსტად ისე, როგორც გერმანიის ნაკრების ბოლო ხუთ შეხვედრაში, იოგიმ 23 წლის შემტევი ნახევარმცველი არც ბრაზილიასთან ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახა და შესაძლოა, ინანა კიდეც, რადგან პარასკევს, როცა ლიოვს შემადგენლობა უკვე დასახელებული ჰქონდა, გროსკროიტცმა ბუნდესლიგის პირველ ტურში, "ჰამბურგთან" დუბლი შეასრულა (3:1 ბორუსიას სასარგებლოდ). ლიოვმა ბრაზილიასთან ტესტ-მატჩისთვის რამდენიმე დორტმუნდელს უხმო – ილქაი გიუნდოგანს, მარიო გიოტცეს, მატს ჰუმელსსა და სვენ ბენდერს, კევინი კი ისევ თამაშგარეთ გატოვა.

"ცხადია, გული დამწყდა, მაგრამ რას ვიზამ, მწვრთნელმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. მე კი მეტი არაფერი დამრჩენია, გარდა იმისა, რომ უფრო მეტად მოვინდომო და ჩემი შესაძლებლობები ბუნდესლიგაში ვამტკიცო. ნაკრებში არგამოძახება ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა, - აცხადებს გროსკროიტცი "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში და იქვე დასძინა, - ლიოვს პირადად ჩემთვის არაფერი უთქვამს, მაგრამ მოსამზადებელ შეკრებაზე მის ასისტენტ ჰანსი ფლიკს შევხვდი და ვესაუბრე. ფლიკმა ამიხსნა, ნაკრებიდან არავის ჩამოუწერიხარ, თუ კარგად ითამაშებ, მომავალ მატჩებში ლიოვი ყურადღებას აუცილებლად მოგაქცევსო. ჩემი მიზანი ბუნდესგუნდში დაბრუნებაა და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ".

აი, "დორტმუნდში" კი საქმეები ძალიან კარგად მისდის. "ბორუსიამ" ახალი სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, თავად გროსკროიტცმა კი "ჰამბურგთან" სულაც დუბლი შეასრულა და არა მარტო მატჩის, არამედ მთლიანად ტურის ერთ-ერთი გმირი გახდა – თანაკლუბელ გიოტცესთან ერთად. "შავ-ყვითლების" კონკურენტებმა კი ბუნდესლიგაში სუსტი სტარტი აიღეს, თუმცა კევინი ამბობს, პირველ ტურს დიდ მნიშვნელობას ნუ მივანიჭებთ, წინ კიდევ 33 ტურია და დასკვნების გაკეთება ჩვენზე თუ ჩვენს კონკურენტებზე, ჯერ ძალიან ნაადრევიაო.

"პირველ ტურში "ბაიერნის" და "შალკეს" წაგება ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ვფიქრობ, მიუნხენური გრანდი მაინც უპირველესი ფავორიტია, - ამბობს გროსკროიტცი, რომელიც სულით ხორცამდე დორტმუნდელია და არ გამორიცხავს, რომ მთელი კარიერა "ბორუსიაში" გაატაროს, - არ არსებობს მიზეზი, რისთვისაც მსოფლიოში საუკეთესო კლუბი უნდა დავტოვო. იმედი მაქვს, რომ ამის მიზეზი არც არასდროს მექნება".

მაგრამ თუ ოდესმე მაინც მოუნდა დორტმუნდიდან აბარგება, ყველაზე მეტად ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლის პერსპექტივა მოხიბლავს. "დორტმუნდის" შემდეგ კევინი ბავშვობიდან "ლივერპულს" და ლონდონის "არსენალს" ქომაგობდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა