ინგლისის პრემიერ ლიგის პირველ ტურში გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" გასვლაზე "მილუოლს" 3:2 სძლია. ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი ქართველმა ფეხბურთელმა შეიტანა, როლმაც 55-ე წუთზე ულამაზესი საჯარიმო დარტყმით ანგარიში 0:2 გახადა.

მატჩის დასრულების შემდეგ "უოტფორდის" მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა და ჩვენებურზე საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"მან მოსამზადებელი ეტაპის ბოლო 3 შეხვედრასა და ასევე დღეს უმაღლესი კლასი აჩვენა. გიორგის კარგი მომენტი უდგას და ის არის ფეხბურთელი, რომლის თამაშისა და ვარჯიშის ყურება ძალიან მსიამოვნებს.

მან შესანიშნავი საჯარიმო დარტყმა შეასრულა და მთლიანობაშიც ძალიან კარგი იყო. ხარისხიანი გოლი და ხარისხიანი მთელი მატჩი - ასე შევაფასებდი მის ასპარეზობას.

ველოდი თუ არა, რომ ჩაკვეტაძე კარში დაარტყამდა? - დიახ, როდესაც დავინახე, რომ მარცხენა ფეხი ბურთს მოსცილდა, სწორედ ამის მოლოდინი მქონდა.

ეს იყო ძალიან მაგარი შესრულება, მაგრამ არ მინდა, რომ ჩემს თავზე მივიწერო. ჩვენ მთელი კვირის განმავლობაში 25 იარდიდან საჯარიმო დარტყმებზე ვმუშაობთ", - თქვა კლევერლიმ.

ინფორმაციისთვის, "უოტფორდი" შემდეგ შეხვედრას უკვე EFL CUP-ის ეგიდით 13 აგვისტოს გამართავს და "მილტონ კეინეს დონსს" დაუხვდება, ჩემპიონშიპის მე-2 ტურის შეხვედრაში კი 17 აგვისტოს "სტოკს" უმასპინძლებს.

Zzz
საზონოვი და გოგლიჩიძე რატო დაგავიწყდათ იტალიაში თან სერია ა
მირო+
ჩაკვე დაიქოქა და ყველას გვიხარია,ჩაკვე რო ეფექტური და ძალიან ლამაზი საყურებელი იგოკია თქმა არ უნდა,მგონი მოიტოვა ცუდი და ეხლა გამოცდილება და ჯნი ერთად მოუვიდა და ბევრად მაგარი შეიძლება აღმოჩნდეს ეს!! მაგრამ რადგან არსად საზონოვზე სტატია არ იყო აქ მინდა დავწერო კოსე არ შემოიყვანა ბოლოს 20 წლის ბიჭი მესინას ნაცვლად ერთი სიტყვით საერთოდ ვერ განიხილავენ ფეხბურთელად და ესეთი კარგ ბიჭს ვკარგავთ ტო,მაგან კიდე მთელი სეზონი სკამზე რო გაატაროს და თავისთავად ნაკრებშიც ვინ დაუძახებს თუ არ ითამაშა ისეთი სისწრაფით წავა რეგრესისკენ ძნელი იქნება დაქაჩვა...კიი მაგარია ტორინო გადასარევი გუნდი მშვენიერი შემადგენლობით და ამბიიცით,მაგრამ კარლსრუე იქნებ გაუკეთონ ამ ბიჭს ან შტურმი ან ლევანტე ვგულისხმობ იმას რომ ძლიერი ნაკრების ქართველი რო დახვდეს და ნაკრების ატმოსფეროზე მეტ მონდომებაზე ქონდეს ყურადღება გამახვილებული...ან ჯენოა კალას ბოლო გუნდისადმე სადაც 90 წუთი დადგენა თორე ვკარგავთ სამწუხაროდ...
გ.შ.
Liveball ზე უყურეთ ხოლმე და ნერვებს ტყვილა ნუ აიშლით))
ძამია
უნდა მოუმატოს და აუცილებლად იქნება პრემიერლიგაში ამ სეზონში დაინტერესდებიან გუნდები
ვაჟა მასწავლებელი
გილოცავთ ყველას 3:3:1 ოლიმპიადაზე და 1:0 ჩაკვეს შესრულებულს! ცნობისათვის: ორი დღეა ველოდები რომ რომელიმე ქართული სატელევიზიო არხი ან LIVE, ან ჩანაწერის სახით აჩვენებდა ჩაკვეს "უოტფორდის" თამაშს, მაგრამ არა და არა. დაბეჯითებით - ამ ბოლო 2 დღეში "ჩემპიონშიფის" სხვა გუნდების თამაშებს გვთავაზობენ! რა ხდება???
მერაბი ბებია
გიო მიაწექი სასახელო ხარ გენაცვალე
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
[VIDEO] გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მიქაუტაძემ გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
"პსჟ კარგი გუნდია, მაგრამ..." - დომინიკ სობოსლაი
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
შევალიე ტრანსფერს ითხოვს, ლუის ენრიკეს საფონოვის არ სჯერა - რას გეგმავს პსჟ?
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ითამაშებს თუ არა ჩაკვეტაძე "ნორვიჩთან"?" - კლევერლიმ კომენტარი გააკეთა
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ჩაკვეტაძეს კლევერლი აღარ გაწვრთნის - "უოტფორდმა" ინგლისელი სპეციალისტი გაათავისუფლა
"ჩაკვეტაძე დიდებული და აღმაფრთოვანებელია! თუ ამას გააკეთებს, პრემიერ ლიგის ტოპ ოთხეულის დონის მოთამაშე გახდება" - "უოტფორდის" მწვრთნელი ქართველზე
"ფანტასტიკური და სამაგალითოა" - ჩაკვეტაძემ "უოტფორდთან" კონტრაქტი გააგრძელა [VIDEO]
[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
გოგლიჩიძე სასტარტოში, ჩაკვეტაძე შეცვლაზე და "უოტფორდის" ნანატრი გამარჯვება
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "პრესტონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
კლევერლი: ეს ჩაკვეტაძეს სხვა დონეზე გადაიყვანს და ზღვარი არ ექნება
[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია
ჩაკვეტაძემ ჩინებული გოლი გაიტანა და მწვრთნელი მოხიბლა [VIDEO]