დღეს, 12 აგვისტოს გამთენიისას სამწუხარო ამბავი გახდა ცნობილი - ქართველი ალპინისტი, 34 წლის არჩილ ბადრიაშვილი გარდაიცვალა.

არჩილს, სვანეთში მდებარე მწვერვალ შხელდაზე ექსპედიციაში სამი ადგილობრივი მოყვარული ალპინისტი ჰყავდა წაყვანილი. 10 აგვისტოს საღამოს ამინდი მოულოდნელად გაუარესდა. მწვერვალიდან დაშვების პროცესში მეხი ახალგაზრდა სპორტსმენთან ახლოს დაეცა და არჩილი კლდიდან გადააგდო. გადარჩენილმა სამმა ახალგაზრდამ რუსული სიგნალის დაჭერა შეძლო და იქაურმა მხარემ შეატყობინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. მაშველებმა სამი ალპინისტის გადარჩენა შეძლეს, ხოლო ვერტმფრენმა არჩილ ბადრიაშვილის ცხედარს გუშინ, 11 აგვისტოს საღამოს მიაგნო, თუმცა რთული რელიეფიდან გამომდინარე, გარდაცვლილი სპორტსმენის ამოყვანა ჯერ ისევ ვერ ხერხდება.

არჩილ ბადრიშვილმა 2022 წელს ალპინიზმის უმაღლესი ჯილდო, "ოქროს ძალაყინი" ორ ქართველთან, გიორგი ტეფნაძესა და ბაქარ გელაშვილთან ერთად პაკისტანის იქამდე დაუპყრობელ მწვერვალ სარაგარზე (ზღვის დონიდან 7223 მეტრი) ასვლის გამო მიიღო. არჩილი ამ პრესტიჟულ პრიზზე კიდევ სამჯერ იყო წარდგენილი. გასულ თვეში ბადრიაშვილმა კიდევ ერთი აუსვლელი მწვერვალი - ინდოეთში მდებარე ნანდა შორი დაიპყრო.

sportall.ge-ის გუნდი უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

დოდო ბაბლუანი
უფალმა ნათელი დაუმკვიდროს მის წმიდა და მებრძოლ სულს.უფალმა გაგაძლიეროთ და ტკივილი დაგიამოთ ოჯახის წევრებს,მეგობრებს და ვისაც გულით დაკაკლდათ.ძალიან მეტკინა გული.კიდე ერთი საუკეთესო ახალგაზრდა შვილი დაკარგა საქართველომ.
ვახო...
უფალმა აცხონოს!
სოსო
ჯერ ახალგაზრდა კაცის დაღუპვაა ტრაგედია და ახლა ასეთი ვაჟკაცი ბიჭისა!ღმერთმა ნათელში მიუჩინოს ადგილი,მის სულს.ვიზიარებ მისი ოჯახის და ახლობლების მწუხარებას.ასეთ ადამიანებს,მთელი საქართველო ჰკარგავს.
ნინო
რა სამწუხაროა
alexandre
უფალმა ნათელი არ მოაკლოს საამაყო ქართველს... ამინ...
SLR
ოხხ, ღმერთო ჩემო, რა ბიჭი დაიღუპა. შენი სული გაანათლოს უფალმა ღმერთმა.
კახაბერ
რა სამწუხაროა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს.
ჯონი
ძალიან სამწუხაროა. გაანათლოს ღმერთმა
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..