ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე პენალტების სერიის წინ არაერთი ფიქრობდა, რომ გიორგი მამარდაშვილს ჩაანაცვლებდნენ. მაშინ "მამარდა" ამ საქმეში ნაკლებად დამაჯერებლად მიიჩნეოდა... გადის ერთი წელი და კიოლნის ქუჩებში მოსეირნე ესპანელები ამბობენ, დღეს საქმე თერმეტმეტრიანებამდე თუ მივიდა, დავმარცხდებით, რადგან ქართველებს მამარდაშვილი გყავთო. ასე, საკუთარ თავზე მუშაობითა და მიღწეულზე არდაკმაყოფილებით ხდებიან დიდები!..

ეს ამბავი ხვიჩა კვარაცხელიას შესრულებულმა პენალტმა გაგვახსენა. რაც არ უნდა ისაუბრონ იმაზე, რომ "კვარამ", შესაძლოა, წესები დაარღვია (ბოლო წლებში ამაზე დიდი პაუზით დარტყმულებიც ჩაუთვლიათ), მთავარი ის იყო, მთელი ეს პერიოდი, როცა ხვიჩა ამ საქმეს თავს არიდებდა (მნიშვნელოვან მომენტებში ვერგამოყენების გამო), ის ტექნიკის დახვეწაზე მუშაობდა. ქართველი ფეხბურთელი აშკარად მეტად ცდილობს, მეკარე რეაქციაზე "დაიჭიროს."

მაინც ჩვენს აზრზე ვრჩებით, რომ საერთოდ არაა აუცილებელი, ხვიჩა გუნდში ან ნაკრებში (აქ მიქაუტაძე გვყავს) პენალტისტი იყოს, ეს მის სიდიადეზე არ მოქმედებს, მაგრამ კარგია, რომ ის ამაზეც მუშაობს და თუნდაც სერიის დროს ეს საჭირო იქნება.

რა დავინახეთ თასის ადრეულ ეტაპზე უფრო მეტი? ის, რომ კვარაცხელია ისევ გუნდის მთავარი ძალა, ვარსკვლავი და მოწინააღმდეგის უმთავრესი საფიქრალია. კონტემ კი მოინდომა, მაგრამ ჯერჯერობით ეს გუნდი სათანადოდ გაძლიერებული არაა (ოსიმენის ნაცვლად ლუკაკუს მოსვლაც ბევრს ვერ შეცვლის).

რაც ნამდვილად შეიცვლება, 77-ე ნომერს ახალ პოზიციაზე ადაპტირებაში ისეთი ხარისხიანი ფლანგელი დაეხმარება, როგორიც სპინაცოლაა. ჩვენებურის უპირატესობა გამუდმებული მოძრაობა და პოზიციების ცვლაა. ცენტრში შემოწეული ქართველი გარემარბის თვისებებს მაინც არ დაკარგავს და ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, სპინაცოლას ცენტრში შემოსვლაც რომ შეუძლია. კარგია, რომ მწვრთნელი მაცოკიშიც ხედავს ამ სქემის ფლნგელის უნარებს. გასულ სეზონში ის მარცხნივაც მოგვეწონა, როცა პრესინგზე ბურთი მოიპოვა და შემდეგ ქართველმა გაიტანა. კონტე ის კაცია, რომლის ხელშიც ჩემპიონ "ჩელსიში" ამ პოზიციაზე ვიქტორ მოზესს საუკეთესო სეზონი ჰქონდა.

გასულ სეზონში მარცხენა ფლანგზე ცენტრალურ მცველებს ვხედავდით, შესაბამისად, მათ ფრთის გაწელვა და ცენტრში შეწეული ხვიჩასთვის მეურვებიის ჩამოშორება არ შეეძლოთ. ახლა ეს პრობლემა არ უნდა დადგეს. ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და ახალ სქემასთან შეთამაშება ოლივერასთანაც უნდა მოხდეს (რუი ალბათ სამშობლოში დაბრუნდება).

მიუხედავად იმისა, პსჟ-ში ტრანსფერი არ გამოვიდა, ახალი ხელშეკრულებაც ჯერ ჰაერშია და გუნდი ვერც ევროტურნირებზე ითამაშებს, კვარაცხელია ჩვეულად მოტივირებული, ემოციური და საქმეში სრულად ჩართული ჩანს, რაც სეზონის სტარტზევე მნიშვნელოვანი ამბავია; თანაგუნდელებთანაც კარგი კომუნიკაცია ჩანდა.

დაველოდოთ, თვის ბოლომდე ნეაპოლურ კლუბში კიდევ რა მოხდება, მანამდე კი უახლოეს მატჩამდე ცოტა დროა. გუნდს რეალიზების კუთხით გაუმჯობესება მართებს, რასპადორი - სიმეონეს წყვილზე განსაკუთრებული ავანსების გაცემა რთული იქნება. ჩაწოდებების უფრო მეტი მცდელობა გამოჩნდა, ვიდრე ადრე და ეს გუნდს საშუალებას მისცემს, შეტევები გაამრავალფეროვნოს.

კვირას, "ვერონასთან" გასვლითი დაპირისპირება განსახილველად მეტს მოგვცემს. ეს ის გუნდია, ვისთანაც ხვიჩას გატანა სულ გამოსდის. ეს ახლა კარგ ხასიათზე მოიყვანს და თავიდანვე შემართულს გახდის. სამწუხაროდ, გუნდს საერთაშორისო მატჩები არ აქვს და მხოლოდ შიდა ფრონტისთვის ძალების განაწილება იოლად უნდა შეძლოს!..

კონტე
მეც როგორ დამაბოლა ამ გაქნილმა ბებერმა აფერისტმა
dewf=
ჩემი არა ეკსპერტის თვალით რაც შევამჩნიე ნახევარ დაცვაში და ცენტრ ფორვარდია საჭირო ასევე პოლიტანო არაა ძირითადის მოთამაშე!!
არა და-ს
გვარამიას ვიდეო ჩავაგდო, დაგავიწყდათ? ვის რა აქვს მომადგარი კი ვიცით ყველამ
არ მჯერა ნაპოლის წარმატების
კონტე კი არა ერთად აღებული მენოტი, კაპელო და ფერგიუსონი ვერ უშველის ეგეთ ნაპოლის. სანამ მთლიანად ხვიჩაზე არ ითამაშებენ, არაფერი გამოუვათ. ხვიჩა კიდევ დაკარგული ბავშვივით დარბის აქეთ-იქეთ, ბოლოს რომ დაიღალა, წავიდა და ისევ ჩვეულ ადგილას დადგა გვერდით ხაზთან. არავინ აძლევს სწრაფად ბურთს სანამ გახსნილია, მერე კი 3 მცველის გარემოცვაში ან ხშირად კარგავს, ან იძულებულია უკან დააბრუნოს. ძალიან მჭიდროდ მეურვეობენ. ამ სეზონზეც გაიტანს ხვიჩა, მაგრამ ტყუილად დაკარგული ერთი წელი გამოუვა მაინც. როგორღაც უნდა წავიდეს....
არა და
რა ძალა (მო)გადგა ?! იმედია, თვითონვე (მი)ხვდები, რომ არ უნდა დაგაწერა ეს ..ბა !
"კაი ხალხს"
ტალახაძემ არ გაგიმართლათ, აქეთ 3 ოქრო ავიღეთ და ახლა ეს სტატია ამინუსეთ
ჟორა გაბრიჭიძე
ჩელეს პენალტები ვისაც გახსოვთ, იმ სტილში იყო შესრულებული. არავითარი წესის დარღვევას ადგილი არ ქონია, ერთი გადაბმული მოძრაობა იყო.
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა