"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერიის პირველი მატჩი მასპინძლებთან 3:20 დათმეს.

ეს იყო ჩვენი 18-წლამდელების პირველი შეხვედრა აპრილში გამართული ექვსი ერის ფესტივალის შემდეგ. გარდა ამისა, რადგან საქართველოში ზაფხულის არდადეგებია, ბიჭებს აშკარად ეტყობოდათ შეუთამაშებლობა, ვერ მოხერხდა შეტევებში ფაზების გადაბმა და ამით მეტოქემ ისარგებლა.

სამხრეთ აფრიკა ა საკმაოდ ფიზიკური გუნდი იყო, მაღალი და ძლიერი მორაგბეებით დაკომპლექტებული. ის ასევე უპირატესობას ფლობდა სისწრაფეებში და ჩვენი გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მთელი პირველი ტაიმი და მეორე ტაიმის არაერთ ეპიზოდში, ზურაბ ამონაშვილის შეგირდებმა თავი კარგად დაიცვეს.

თამაში "უმცროსი ბორჯღალოსნების" შეტევებით დაიწყო, რასაც მასპინძლებმა ხისტი დაცვა დაუპირისპირეს, მე-6 წუთზე თავად გადმოვიდნენ ჩვენს ნახევარზე და ჯარიმა მოიპოვეს, მაგრამ დარტყმა არაზუსტი იყო. მე-12 წუთზე აფრიკელებმა მოლის აგორება სცადეს, რასაც საქართველო მზად დაუხვდა, ფეხით ფრთაზე გადაკიდებულ ბურთზე კი ნიკოლოზ ხალვაშმა იბრძოლა ბოლომდე და მეტოქეს ლელოს დადება არ დაანება.

საპასუხოდ, მე-15 წუთზე გიგი სირბილაძემ ითამაშა ფეხით, მას სამი ქართველი მორაგბე აყვა, მცველი წნეხში მოექცა და ეპიზოდი ჯარიმით დასრულდა. გიგი სირბილაძემ 23 მეტრიდან გაიტანა და საქართველო 3:0 დააწინაურა. თამაში ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა, თუმცა ტაიმის ბოლოს სამხრეთ აფრიკამ ხელსაყრელ პოზიციაში ორი ჯარიმა მოიპოვა, ორივე გამოიყენა და 6:3 დაწინაურდა.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა კიდევ უფრო იმძლავრეს. სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ თითქოს გარდაუვალ ლელოს თავი თავგანწირული დაცვით დავაღწიეთ, მაგრამ მერე მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დავრჩით, რითაც მეტოქემ ისარგებლა და შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა. პასუხის გაცემა მე-60 წუთზე შეიძლებოდა, როდესაც მოლი კარგად დავძარით და 22-ში ფორვარდებმა შეუტიეს, თუმცა დავჯარიმდით, დასკვნით წუთებში კი სამხრეთ აფრიკამ კიდევ ერთი ლელო გაიტანა და 20:3 გაიმარჯვა.

18-წლამდელების საერთაშორისო სერია

სამხრეთ აფრიკა. 12 აგვისტო.

საქართველო – სამხრეთ აფრიკა ა 3:20 (3:6)

საქართველო

ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 14. საბა შარვაშიძე (აია), 13. ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), 12. დავით არავიაშვილი (არმაზი), 11. გიგა ყიფშიძე (ხვამლი), 10. გიგი სირბილაძე (ლელო, კაპ.), 9. თემურ ძოძუაშვილი (აია);

შერკინება: 1. დაჩი ჭელიძე (ლელო), 2. დავით არჩვაძე (ლელო), 3. გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი, ინგლისი), 4. დავით ბარამია (ლელო), 5. გიორგი მეფარიშვილი (აია), 6. ლუკა გაბუნია (აია), 7. გიორგი ზაზაძე (ხარები), 8. გიორგი არძენაძე (ჩაქვი);

მარქაფა: 16. ანრი შველიძე (ბრივი, საფრანგეთი), 17. ნიკოლოზ ოლქიშვილი (ლელო), 18. ნიკოლოზ კუმარიტოვი (ლოკომოტივი), 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი, საფრანგეთი), 20. ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი); 21. გოგა უშვერიძე (აია), 22. ლუკა თვაური (ხვამლი), 23. გივი სოსელია (კოლხი რაინდები), 24. დავით ბარბაქაძე (არმია), 25. იოანე ბასილაია (ლელო), 26. მიხეილ შიოშვილი (ლელო), 27. ლევან ეზიეშვილი (კლერმონი, საფრანგეთი), 28. დავით წიკლაური (ხვამლი).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

ეს იყო სერიის პირველი შეხვედრა და სამხრეთ აფრიკაში საქართველო კიდევ ორ თამაშს გამართავს. 16 აგვისტოს, საქართველოს დროით 15:30 საათზე პაარლში ინგლისს, ხოლო 20 აგვისტოს 17:30 საათზე ირლანდიას ვერკინებით.

Rugby.ge

დათა
ჯობია ცურვას უყურო
ახ ვარს
მოზარდებს დაუმსახურებლად აბულინგებ და მართლა უნდა შეგრცხვეს
ehh
საერთოდ არ არის სირცხვილი 17 ქულით წაგება რაგბში და საერთოდ არ არის სირცხვილი სამხრეთ აფრიკის მეორე შემადგენლობასთან წაგება, თუ ვერ ხვდები რატომ არ არის ეგ სირცხვილი მაშინ ახსნასაც არ ექნება აზრი. მაგრამ მარტივად გეტყვი, ეგენი ერთ პოზიციაზე არჩევენ საუკეთესოს იმდენი ხალხიდან, რამდენიდანაც ჩვენ 23 კაცს ვარჩევთ.
საქმე მძიმედ გვაქვს
მეორე შემადგენლობასთან ამხელა სხვაობით მარცხი არის დიდი სირცხვილი.
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა