საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა, 2026 წლის სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიის მეორე მატჩი მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან 0:20 დათმო.

ოთხი დღის წინ ინგლისთან თამაშის შემდეგ, ჩვენი გუნდი უკეთ გამოიყურებოდა დაცვაში და კვლავ აქტიურობდა შეტევაში, თუმცა დასკვნით ფაზებში დაშვებული შეცდომებისა და დერეფანში ბურთის არასწორად მოწოდების გამო, ქულის აღება ვერ მოახერხა. ამის შანსი რამდენჯერმე გვქონდა და ხელსაყრელი პოზიციიდან ერთი ჯარიმის გატანის შემთხვევაში, ჩვენს მხარეს ნული წაიშლებოდა, თუმცა ბიჭებმა აქცენტი მეტ თამაშზე გააკეთეს და უდიდესი გამოცდილება შეიძინეს.

ბოლანდ ლანდბოუში გამართული მატჩის დებიუტში, დისციპლინაში პრობლემები გვქონდა და ხშირად ვჯარიმდებოდით, მაგრამ მთლიანობაში თავი დავიცავით და ბურთის მოპოვების შემდეგ, შეტევაში გადავედით. ახლა მასპინძლები დაჯარიმდნენ და ორჯერ შევედით მეტოქის 22-ში, თუმცა დერეფანი ორივეჯერ გაგვიცუდდა.

20 წუთის შემდეგ ინიციატივას კვლავ აფრიკელები დაეუფლნენ. დიდი ხნის განმავლობაში თავს კარგად ვიცავდით, თუმცა 27-ე წუთზე, ფორვარდების მიერ აკინძული ფაზების შემდეგ, ბურთი ფრთაზე გავიდა და ლელო მივიღეთ. გაშვებულ ლელოს კვლავ ჩვენი შეტევები მოყვა, ფაზები ავკინძეთ, რამდენჯერმე გადავლახეთ უპირატესობის ხაზი და გვქონდა კარგი წინსვლა, მაგრამ იერიშები ლოგიკურ დასასრულამდე ვერ მივიყვანეთ.

მეორე ტაიმის საწყის წუთებში აფრიკელებმა ჯარიმით გაზარდეს უპირატესობა. შემდეგ ეპიზოდში, ჯარიმის უპირატესობის ფონზე, მათ ბურთი ფეხით ჩვენს ლელოში გადაკიდეს, მეტოქემ საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და ლელო გაიტანა. ამ მომენტში, ხშირი ჯარიმის ფონზე სინბინითაც დავისაჯეთ, თუმცა კაცნაკლულებმა ქულა არ გავუშვით.

მატჩის მიწურულს კარგი ხელდახელ შეტევა გვქონდა, მარცხენა ფრთაზე სივრცე გაჩნდა და ლუკა ჭაკუას გადაცემის შემდეგ რეზი ცხვედიანმა შეუტია, მაგრამ ის 22-ში შეაჩერეს და იქვე დავჯარიმდით. გაწითლებულ დროზე მასპინძლებმა ჩვენს 5-მეტრიანთან თავისუფალი სწრაფად გაითამაშეს, ლელოს ზუსტი გარდასახვა დაურთეს და 20:0 გაიმარჯვეს.

სამხრეთ აფრიკის სერიაზე საქართველო ბოლო თამაშს 15 აგვისტოს გამართავს და სტელენბერგის უმაღლესი სკოლის მოედანზე, ჩვენი დროით 15:30 საათზე ირლანდიას შეერკინება.

18-წლამდელთა საერთაშორისო სერია

სამხრეთ აფრიკა. ბოლანდ ლანდბოუ

II დღე. 11 აგვისტო. 13:30 (საქ. დრო)

სამხრეთ აფრიკა ა - საქართველო 20:0 (5:0)

საქართველო

ხაზი: 15. რეზი ცხვედიანი, 14. ლუკა მუშკუდიანი, 13. ალექსანდრე მამაიაშვილი, 12. გოგა ბერიძე, 11. ბართლომე ხამაშურიძე, 10. ნიკოლოზ ჩაჩანიძე, 9. ალექსანდრე გაგუა;

შერკინება: 1. ლუკა ბარბაქაძე, 2. საბა გოგრიჭიანი, 3. იაგო ღუდუშაური, 4. საბა გიორგიძე, 5. ნიკოლოზ ხარებავა, 6. გიორგი ქევანიშვილი, 7. გიორგი სუთიაშვილი, 8. მათე ბერუაშვილი (კაპ.).

მარქაფა: 16. ალექსანდრე გამყრელიძე, 17. საბა მერებაშვილი, 18. გიორგი ბერძენიშვილი, 19. ნიკოლოზ ფანცულაია, 20. ნიკა ჯანგულაშვილი; 21. გიორგი ხონელიძე, 22. მათე მახარაძე, 23. მიხეილ მგალობლიშვილი; 24. დავით ახვლედიანი, 25. ლუკა ჭაკუა, 26. ლუკა მგალობლიშვილი.

სამხრეთ აფრიკა ა - ირლანდია 32:31

სამხრეთ აფრიკა - საფრანგეთი 52:7

11 აგვისტო. ბოლანდ ლანდბოუ

სამხრეთ აფრიკა ა - საქართველო 20:5

ინგლისი - საფრანგეთი (15:30)

სამხრეთ აფრიკა - ირლანდია (17:30)

15 აგვისტო. სტელენბერგის უმაღლესი სკოლა

სამხრეთ აფრიკა ა - საფრანგეთი (13:30)

ირლანდია - საქართველო (15:30)

სამხრეთ აფრიკა - ინგლისი (17:30)

Rugby.ge

zaza
წარმატება ბიჭებს სპორტულ კარიერაში. მართლა გულით ვუსურვებ, მაგრამ ერთი ნიუანსი მაინტერესებს, ყოფილ რაგბისტებს (პატივისცემით) ვაძები, რომ არ შესძენოდათ, რაგბის ნაკრებები არ გვეყოლებოდა? თუ ასეა საქმე,რომ უცნობი ხალხის შვილები სარაგბო დონეზე არ განიხილებიან, მალე აღარ გვექნება ეს სახეობა და ეგ არის, რაში ვყრით მაშინ თანხებს? არა და ფეხბურთზე მაგრად მიყვარს რაგბი
ანუ, "ბუბლიკით" წაგება(ს) არაუშავს ?
რას ნიშნავს "აქცენტი თამაშის გამოცდილებაზე" ?! და "მეტი თამაშში" ? ანუ, ჯარიმის დარტყმა/რეალიზება არ ითვლება თამაშში და მეტიც, ამ ე.წ. ლოგიკით, გამოდის ხელის შემშლელია ?! ეს სწორი დამოკიდებულება და აზროვნება ? თამაშის(ას) არასწორი აზროვნება არაფერია ?! სამწუხაროა ! პ.ს. ბიჭებს, რა თქმა უნდა წარმატებები, ჯანსაღი სპორტული აზროვნება და კარგი მომავალი !
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
18 წ. | დასკვნითი მატჩისთვის ირლანდიასთან
ცვლილება 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში
"მარსელთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] უბრალოდ შეუჩერებელია - კვერნაძემ სერია A-ში ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 10 წლით გაიზარდა" - შევალიეზე მისმა მეგობარმა ისაუბრა
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
[VIDEO] ჭიკაძე ბრიტოსთან ნოკაუტით დამარცხდა
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა
[VIDEO] ქოჩორაშვილის 68 წუთი, რაფინიას ჰეთ-თრიკი და "ბარსელონას" გამარჯვება "სევილიასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
ფინალში რუსი იპონით დაამარცხა - თენგო ზირაქაშვილი ევროპის თასის ჩემპიონია!
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "ჰამბურგთან" მარცხი განიცადა
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"
[VIDEO] წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ოსასუნას" დაუზავდა
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"რატომ არ არის ეს ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში?!" - ენრიკემ გაკვირვება ვერ დამალა
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...