საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა პოლონეთი 75:57 გაანადგურა და ამ ასაკში ევროპის ჩემპიონატის ელიტარულ, А დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა. ეს მოხდა დღეს, საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, სადაც ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი მიმდინარეობს და რამდენიმე საათში ჩემპიონი გამოვლინდება. ფინალში ესპანეთი საფრანგეთს დაუპირისპირდება.

ჩვენი ფინალი კი ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოგეხსენებათ, ასაკობრივ ჩემპიონატებზე ყველა ადგილი თამაშდება, რადგან პრიზიორებთან ერთად გამოსავლენია ის 3 გუნდი, რომლებიც B დივიზიონში დაქვეითდებიან. ელიტას ფინალური ეტაპის 16 მონაწილიდან 3 უარესი შედეგის მქონე ნაკრები ტოვებს და ესენი ბულგარეთი, ხორვატია და პოლონეთი არიან.

საქართველომ გუშინ ხორვატია დაამარცხა და B დივიზიონში დააქვეითა, დღეს კი მე-13 ადგილისთვის მატჩში პოლონეთს დაუპირისპირდა. ნიკა ცინცაძის, ნიკა ბურჯანაძისა და ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილმა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებს მიმდინარე ჩემპიონატზე პოლონეთი ერთხელ უკვე დამარცხებული ჰყავდა, როცა ჯგუფურ ეტაპზე დაძაბულ ბრძოლაში 67:62 სძლია. მაშინ საქართველო მესამე პერიოდის შემდეგ 6 ქულით აგებდა და მძლავრი ბოლო პერიოდის შემდეგ (20:9) მეტოქე დაამარცხა. ამჯერად კიდევ უფრო კარგი დასკვნითი ათწუთეულის შემდეგ ქართველებმა პოლონეთი უფრო დამაჯერებლად – 18 ქულით დაამარცხეს და A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნეს.

საქართველოს ნაკრებმა ერთიანი ძალებით, გუნდური ძალისხმევით მოიგო, თუმცა აუცილებლად გამოსარჩევია ჩვენი გამთამაშებელი, მათე ხატიაშვილი, რომელმაც ძალიან შედეგიანად ითამაშა. მათეს ანგარიშზე საბოლოოდ 28 ქულა, 13 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა დაგროვდა. წინა მატჩის საუკეთესო მათე ყავლაშვილმა ამჯერად 11 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

ხატიაშვილი მუდამ მომართული იყო მეტოქის სამწამიანში შეჭრაზე და მას ილია სულაძე და ირაკლი ქარდავა კარგად აზღვევდნენ, რომლებიც ფარქვეშ საიმედოდ მოქმედებით ჩვენს გუნდს განმეორებითი შეტევებს ჩუქნიდნენ. სულაძემ 11 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, ხოლო ქარდავას ანგარიშზე 6 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი დაგროვდა.

საქართველოს მხოლოდ პირველ პერიოდში გაუჭირდა, სანამ თამაშს დაალაგებდა. მეორე ათწუთეული ქართველებმა 17:12 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 3-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. მესამე პერიოდი თანაბარი გამოდგა და დადგა გადამწყვეტი მეოთხედი, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა 26:11 დაჯაბნა პოლონეთი და დამაჯერებელი გამარჯვებით პროგრამა მინიმუმი შეასრულა – A დივიზიონში დარჩა და მომავალ წელს კვლავ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, 16 საუკეთესოს შორის იქნება.

მთლიანობაში, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 7 მატჩი გამართა, საიდანაც 3-ში გამარჯვება მოიპოვა.

GBF.GE

გულშემატკივარი
კარგი ბიჭია ხატიაშვილი და ტექნიკურად უკეთესია ყველაზე, ეგ სამქულიანიც მაგარი იყო, მაგრამ დიდხანს ათრევს ბურთს და პასის გაცემას აგვიანებს, პირველი ნომრისთვის ეგ პრობლემაა და კარგი იქნება თუ იმუშავებს მაგაზე. ზოგადად გასახარი შედეგია და ვულოცავ ბიჭებს, მაგრამ თამაშის ხარისხი არც მე მომეწონა. მეტი მუშაობაა საჭირო.
ბენო
გილოცავთ, ძალიან გამიხარდა უმადური პანი ფშიკების დამარცხება. მრავალი წარმატებები საქართველოს.
David
მათე ხატიაშვილის 77 (Setanta Sente)შედევრი 1.6 წამში (სტეპ კარის სტილში თითქმის ცენტრიდან)...დატკბით;https://www.facebook.com/100084507102553/videos/510299274987700 სამწუხარო ისაა,რომ ამ ბავშვებმა ინდივიდუალური ნიჭის ხარჯზე მოიგეს!!!გუნდურობა, გუნდის შეთამაშება, კრიტიკას ვერ უძლებს.ამ ბავშვებს გამოცდილი კარგი პატრონი და კომპეტენტური მწვრთნელი(ები) უნდათ!!!
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
საქართველოს U16 ნაკრებმა პოლონეთი დაამარცხა და მერვედფინალში მეტოქეს ელოდება
ოვერტაიმში, ბოლო წამებზე ფინეთთან განცდილი მარცხი და მომდევნო მეტოქე ხორვატიაა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები თურქეთის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები სტამბოლში თურქეთთან დამარცხდა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები სერბეთთან ბრძოლაში დამარცხდა
საქართველომ ხორვატია დაამარცხა და A დივიზიონში დასარჩენად პოლონეთს დაუპირისპირდება
საქართველოს U16 ნაკრები რუმინეთთან ბოლო წუთებზე დამარცხდა და თურქული ტურნირი დაასრულა