ამერიკელ მწერალ ლემონი სნიკეტს წიგნი ასეთი სათაურით აქვს - "ცუდი დასაწყისი". იქ მთავარი ისაა, რომ მოქმედი პირები უიღბლობას მაგნიტივით იზიდავენ. გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებით სწორედ ეს არ უნდა მოხდეს, მან უმოკლეს დროში უნდა დაძლიოს ის იმედგაცრუება და არგამართლება, რაც "ლიონში" დაბრუნების შემდეგ განიცადა, უნდა გადაავიწყდეს. ამ საქმეში მის გვერდით მყოფ ადამიანებსაც დიდი მნიშვნელობა აქვთ და გაზრდილი როლი მწვრთნელსა და თანაგუნდელებზეცაა. "აიაქსის" ნეგატიური გამოცდილება პოზიტიურად ვაქციოთ.

მიქაუტაძე შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელებში პასიურია. სიჩუმე გააზრების საშუალებას გაძლევს, თუმცა, დამთრგუნველიცაა - თავს უფლებას აძლევ, ცოტა ხნით სრულ წყვდიადს შეერწყა, გულის ძგერას არეგულირებ, მერე თვალებს ახელ... მისთვის რამხელა მნიშვნელობის ამბავი მოხდა, დაბრუნდა გუნდში, სადაც ასე უნდოდა და იყო ასე ახლოს გატანასთან. მეორე მხრივ, ამ ამბავს როგორც თითქმის ჩვეულებრივ სპორტულ ისტორიას, ასე უნდა შევხედოთ..

რაც შეეხება მატჩს, ლიონელთა მეტოქემ ისეთი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა, ზუსტად რომ იციან, კონკრეტულ მეტოქესთან წარმატებას როგორ მიაღწიონ და მასზე ბევრად ძლიერი გამოჩდნენ, იმის მიუხედავად, რომ რეალური ძალთა გადანაწილება ასე არაა.

ჩვენებურის გუნდის რიგებში ბევრი სიახლე არ ყოფილა, ამის მიუხედავად, რჩებოდა განცდა, შეთამაშების პრობლემა არსებობდა, რადგან მოწინააღმდეგის კართან მიახლოებულებს, ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება უჭირდათ. არის გარკვეული დრო, რაც მიქაუტაძეს აკლიმატიზაციისთვის მნიშვნელოვანია, რათა თავი გუნდის სრულფასოვან წევრად იგრძნოს და ის ყველაზე დაბალი შეფასება, რაც ამ მატჩში ჰქონდა, უმაღლესით შეიცვლება!..

წმინდა საფეხბურთო ასპექტებს რომ შევეხოთ, სადღაც შფოთავდნენ, "ჟორჟი" ევროს შემდეგ ეგოისტი გამხდარაო. რაც კი მიქაუტაძის თამაშს ვუყურებთ, მათ შორის ნაკრებში, "ცხრიანი" ყოველთვის კარზე ორიენტირებული იყო და როგორც კი შესაბამისი მომენტი ჩაუვარდებოდა, კარში ურტყამდა. ასე რომ, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ქართველი ბურთს მხოლოდ საჯარიმოში არ ელოდება და მის მოსაპობელადა და გადასანაწილებლად ბევრს მუშაობს. თუკი ახლა შესაბამისი ინტენსივობა არ იყო და ზოგჯერ უფრო მარტივად მოქმედებაც შეეძლო, ეგ ზუსტად შეთამაშებამა და ნდობამ უნდა მოიტანოს. ახლა უკვე ლაკაზეტიც დაბრუნდება და მათი ერთად თამაში რამდენად მოხერხდება, მწვრთნელზე იქნება დამოკიდებული. რაც შეეხება თერთმეტმეტრიანის შესრულებას, ფეხბურთი ამიტომაცაა საინტერესო, ასეთი რაღაცებიც მოხდეს. ქართველმა ფორვარდმა ხომ ძალიან დამაჯერებელ პენალტისტობას შეგვაჩვია, მაგრამ...

მომდევნო მატჩი "მონაკოსთანაა", გუნდთან, რომელიც ამ ეტაპზე "ლიონზე" საკმაოდ ძლიერია და რომელსაც ცოტა ხნის წინ გიორგიმ უარი უთხრა. მიქაუტაძე, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის პერიოდში პიროვნულადაც მოგვხიბლა, ყველაფერს დაძლევს და ამას მალე დავინახავთ!..

ჟორა გაბრიჭიძე
არ არის ასე, პირველივე შეხვედრაში ფეხბურთელმა ახალ გუნდში ვარსკვლავები მოწყვიტოს. აცალეთ 4-5 თამაში და გაიხსნება.
დობე
მიქო უბერავს
სოსო
ახალ გუნდში გადასულ მიქაუტაძეს,სადღაც თვენახევარი სჭირდება ხოლმე,შესაგუებლად და მერე იწყებს გოლების გატანას.მეცში გადასული ახალგაზრდა მიქაუტაძე სერენში გაანათხოვრეს და იქ ბომბარდირი რომ გახდა,მეცში დააბრუნეს.პირველივე მატჩში,მეცს ანგარიშის შენარჩუნება სჭიდებოდა და დროის გასაყვანად,ბოლო წუთზე შეუშვეს მინდორზე.გადაგდებული ბურთი,გიომ მეტოქის საჯარიმოს კუთხესთან ახლოს მიიღო და პირდაპირ კარში სცადა დარტყმა.მას ორმა მცველმა მოუსწრო და დარტყმა დაბლოკა.უკან გადმოვარდნილი ბურთი,ისევ მიქაუტაძეს მიუვიდა და მანაც განმეორებით კვლავ სცადა,კარში დარტყმა.დარტყმა ისევ დაუბლოკეს და მცველმა ბურთი ფლამგზე წამოიღო მეცის კარისაკენ.დაატებითი დროის დამთავრებამდე,10 წამია დარჩენილი.მიქაუტაძე არ გამოჰყვა მცველს,გადაღლილმა მეცის დაცვამ კი,ვერ შეაჩერა მეტოქე და პირითი ხაზის გასწვრივ,დაუბრკოლებლად შემოსულმა,ბურთი მეცის კარში მოათავსა.10 წამით ბურთის შენარჩუნება იყო საჭირო და არ შეინაჩუნა.გიო იმავე დღეს გაუშვეს უკან,სერენში და დაახლოებით ერთ თვეში იმდენი გოლის გატანა დაიწყო,საუკეთესო ბომბარდირი გახდა.მეცში დაბრუნებული მიქაუტაძე კი,გუნდს ლიდერად მოევლინა.დრო სჭირდება გიორგის და ყველაფერი კარგად იქნება.წარუმატებლობა,მას მხოლოდ აძლიერებს.
მირო
გამოთქმაა ასეთი "ებრაელმა ინატრა,პირველი საქმე ჩემს შვილს წაეგოსო"(იცით ალბათ). სწორედ პირველი წაგება ხსნის გზებს შემდგომი მოგებებისკენ.არაფერი არ მომხდარა,პენალტი მესისაც აუცილებია და რონალდუსაც არაერთხელ.ამაზე ჩაციკლვა სისულელეა.მთავარია შეთამაშდნენ და ძირითადის უცვლელი ფეხბურთელი გახდეს.მოგებები მოვა.
ავჭალიდან
ჟორჟ მჯერა კიდევ ბევრ გოლებს ატკიციებ
რა მაფიაა?
მუდმივად მოწინაათმდეგის კართან ტრიალია დროს შედეგის მიღწევას კარგად შეთამაშება ჭირდება, ჟორჟი კონტრშეტევების დროს არის ასევე ძალიან სახიფათო და რენთან ამის საშუალება არ იყო, მონაკო უფრო შეუტევს და ერთი კარგი მომენტი უნდა რო იგრძნოს თავისი ადგილი ამ გუნდში და იმასე უკეთ ათამაშდება ვიდრე წარმოგვიდგენია
გალო
რა სექსუალური ნომერია ჟოორჟ)
ჭორლეონე
ესეც ჭაობშია მგონი კვარასავით. რატომ არ წავიდა მინაკოში.
Levani
ლიმონი:) ლაკაზეტი-კახეთი:)
ნინა
ლიონმა უკეთესად თუ ითამაშა, თამაში გამოუვა გიორგისაც. მაგ თამაშით ვერცერთი ფორვარდი ვერაფერს ვერ შეძლებდა, რა იყო ეგ, არა ზუსტი პადი, ბურთს კარგავდნენ უმარტივესად
შავი კაცი
ჟორჟ გვეიმედები და შენი წარმატებების გვჯერა!!! გვჯერა ჩვენი გულთმპყრობელი მალე გაგვახარებს და სეზონის ბოლოს გვირგვინს დაიდგამს.. მოგვენატრა ნიღაბი რომელსაც გოლის გატანის დროს ვიკეთებთ ერთად
Levani
სხვებზე ცუდად ითამაშა? აშკარად არა,კარგად და ჭკვიანურად იწყებდა შეტევებს,ოსტეგორს საკაიფოდ გაექცა როცა ყვითელი მიაღებინა. ლიმონს კიდე ეტყობა რომ კახეთის გარეშე არ იციან სად წაიღონ ბურთი. გიორგის არ ჰქონდა სივრცეები 1-2 მცველი სულ ედგა როცა ლიმონს ბურთი ჰქონდა და ლიონი საკმაოდ უფანტაზიოდ უტევდა რასაც ვუყურე
არტ
თუ კარგად გავიხსენებთ, მიქაუტაძეს ყველა გუნდში სადაც უთამაშია, რამდენიმე თამაშის სრულად ჩატარება სჭირდებოდა გუნდთან შესაგუებლად და პირველი გოლის გასატანად- ასე იყო სერენშიც, მეცშიც და საქართველის ნაკრებშიც (აიაქსი არ ითვლება,იქ უბრალოდ არ ათამაშეს) და ყველგან ის პირველი გოლის გატანის შემდეგ იხსნებოდა და რეგულარულად გატანას იწყებდა. საგანგაშო არაფერია, მთავარია დამშვიდდეს, ცივი გონებით მიუდგეს საქმეს და ყველაფერი რიგზე იქნება. მთავარია ლიონის მწვრთნელს ეყოს ჭკუა და აცადოს გიოს ადაპტაცია. ისე კი თავიდანაც ვფიქრობდი რომ ლიონიში გადასვლას მონაკოში გადასვლა ჯობდა. სუსტი გუნდია ლიონი. თან მონაკოში ეგეთი წნეხი არ ექნებოდა. გიო დამშშვიდდი ,წნეხი მოიხსენი , არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, პენალტი ვის არ გაუფუჭებია და თან გუნდისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვან მატჩში. ყველაფერი კარგად იქნება.
ბმბ
კინაღამ გული გამიჩერდა, როცა გიომ აიღო ბურთი ხელში, პენალტის დასარტყამად, ასე მგონი ნაკრებში როცა ურტყამდა, მაშინ არ მინერვიულია, რაღაც რეჩხი მიყო გულმა. არა უშავს, ყველაფერი დალაგდება.
Რერო
რამხელა რამ იქნებოდა ეს პენალტი რომ გაეტანა და საპირიპიროდ რამხელა იმედგაცრუებაა რომ ვერ გაიტანა,გმირობიდან ანტიგმირობამდე ძალიან მოკლე მანძილია. იმედია გიო ამას დაივიწყებს და უფრო შემართული,თავაწეული დაგვიბრუნდება,ასეა აღმაეთს დაღმართი მოსდევს .მუდმივი ბრძოლაა ცხოვრება.
alexandre
წარმატებებს ვუსურვებთ გიოს! ჟორჟ! შენი იმედი გვაქვს როგორც ლიონში, ასევე ნაკრებში! გაიხარე და გაგვახარე!
ირაკლი
ფეხბურთშიც და სხვა ნებისმისმიერ საქმეში არ არის საჭირო სენტიმენტები, როდესაც გაქვს ყველა ასპექტში უკეთესი პროფესიული არჩევანი, პრაგმატული გადაწყეტილებებია საჭირო და არა ემოციური, რომ ის შედეგი აიცილო რაც ეხლა მის თავს ხდება. ჩვენ შეცდომებზე მხოლოდ ჩვენ ვაგებთ პასუხს და მათი გამოსწორებაც მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია. თუმცა, ჟორჟმა ალბათ უკეთ იცის და მასავით ვერავის ვერ გვენდომება რო მწვერვალებს შეწვდეს. ჟორჟ, შენთან ვართ მთელი გულით, დაგხვდებით ამჯერად ლოკომოტივზე.
ბაჩო
საფოსტო ინდექსი არა კიდე ქალაქის დაარსების წელი რა ნომერი აიღო რაარის ეს
გიორგი
ძალიან მინდა რომ ვცდებოდე ბიჭს სუსტ გუნდში მოასპარეზეს 18 20 გოლი გაქონდა ამდენივე თამაში წელს უკვე შეიტანეს ტოტალიზატორებმა საიტებზე გაიტანს თუ არა გიორგი ბურთს ვფიქრობ 12 15 გოლი თუ გაიტანა კმაყოფილი უნდა ვიყოთ
გადაწყვეტილება მიღებულია - ცნობილია, ითამაშებს თუ არა კვარაცხელია "ბარსელონას" წინააღმდეგ
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო
პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
ეს მატჩი ხვიჩას გარეშე ძალიან არ გვინდოდა - ენრიკესთვის განსაკუთრებული დაპირისპირება
"ტოტენჰემი" მიქაუტაძის 60 მილიონად შესაძენად ემზადება
Geo Team-ი მიქაუტაძის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს - "ვილიარეალი" ფრეს დასჯერდა
“ყოველ ჯერზე უფრო ნათლად გვესმის მიზეზი, რის გამოც მას “მეფეს” ეძახიან" - "ვილიარეალის" პოსტი მიქაუტაძეზე
პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე
[VIDEO] "ლიონს" დამძიმებული გულით ვტოვებ - მიქაუტაძემ ფრანგული გუნდის ფანებს მიმართა
El Gol Digital-ი მიქაუტაძეზე: სარეკორდო ინვესტიცია ამოქმედდა - "ვილიარეალს" შეუძლია თანხა სამმაგად აინაზღაუროს
უპრეცედენტო შემთხვევა ქართული ფეხბურთის ისტორიაში - რა შეიცვალა მიქაუტაძის "ვილიარეალში" გადასვლის შემდეგ?
მძიმე ამბავი - "ლიონის" აკადემიის 13 წლის ფეხბურთელი 16 წლის მოზარდის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] თვისობრივად დიდი ნახტომის განხორციელების საშუალებას მოგვცემს - მიქაუტაძე "ვილიარეალის" ფეხბურთელია
[VIDEO] "თავი გავწირე კლუბისთვის, რომელიც ძალიან მიყვარს" - მიქაუტაძემ "ლიონიდან" წასვლის მიზეზზე ისაუბრა